ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 10 » საქართველოს ბაზიერთა პირველი ფესტივალი „ფოთი-2015“    

23:04:00
საქართველოს ბაზიერთა პირველი ფესტივალი „ფოთი-2015“
     ფოთის "კოლხეთის" ცენტრალურ სტადიონზე 2015 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ბაზიერთა პირველი ფესტივალი „ფოთი-2015“ ჩატარდა, რომელშიც სამოცამდე ფოთელი, ოზურგეთელი, ჩოხატაურელი, ბათუმელი, ხელვაჩაურელი, მახინჯაურელი, თბილისელი და ბანძელი ბაზიერი მონაწილეობდა.
     ღონისძიება შთამბეჭდავი გახადა მიმინოებით, შავარდნებითა და ქორებით ნადირობის იმიტირებულმა სანახაობამ.
    ფესტივალის ორგანიზატორი იყო საქართველოს ბაზიერთა კლუბი და მონადირეების საიტი www.bazieri.ge. 
    ფესტივალის ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები იყვნენ: სოსო ჯღამაძე, დავით ჯღამაძე, ლევან დობორჯგინიძე, ლევან დუდუჩავა, ლუკა სართანია, გიორგი გაბუნია.
     ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანეს:  ბექა ელიაშვილმა, ბესო მიქაიამ, გია გიგილაშვილმა, თემურ დობორჯგინიძემ,  ბექა დობორჯგინიძემ, ბექა ბოჭორიშვილმა,მამუკა ცნობილაძემ, ბაქარი ხარებავამ, გიორგი სარიშვილმა, დავით ცარიელაშვილმა და ...
     ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო პროექტი ERTAD.GE და VIVUS.GE.  მათი ფინანსური მხარდაჭერა 2500 ლარი, რომელიც ფესტივალის ჩატარების საძირკველი იყო,  ქართველი ბაზიერობის გულშემატკივრების ერთობლივი ძალისხმევით მოვიპოვეთ.  ამ პროექტში გამარჯვებისთვის უდიდესი სამუშაო ჩაატარა მრავალმა ადამიანმა, ასევე ძალიან დიდი როლი  ითამაშა მონადირეების საიტის: www. Bazieri.ge-ს ერთგული მომხმარებლების აქტიურობამ.

 
     აღნიშნულ ფესტივალს უდიდესი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა, ფოთის ტურიზმის განვითარების ცენტრმა, ფოთის "კოლხეთის" სტადიონის ადმინისტრაციამ,  გადამზიდავმა კომპანია „კავტრექსმა“,  მეცენატებმა“ ბატონმა  თენგიზ სარიშვილმა და ბატონმა კახა ლატარიამ, ქ. ქუთაისში მდებარე სამონადირეო მაღაზია "გორდამ", ტელეკომპანია „მეცხრე ტალღამ“,  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბატონი ვახტანგ ალანია და მისი კომპანია SOFMAR-ი, რომელიც უკვე მეორე წელია უანგაროდ უწევს ქართველ ბაზიერებს ფინანსურ დახმარებას სხვადასხვა პროექტებში. 
     ფესტივალზე მეტად მეგობრული გარემო სუფევდა. სანახაობრივათაც ძალიან დატვირთული იყო. ყველა ბაზიერს მიეცა საშუალება თავიანთი ფრინველის გამართულობა სრულფასოვნად წარმოეჩინა. უნდა აღინიშნოს რომ ფესტივალი კარგად მომზადებული ფრინველებით გამოირჩეოდა.
     დაჯილდოების ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ფესტივალის ყველა მონაწილეს ბაზიერობისთვის საჭირო ინვენტარი და საჩუქრები გადაეცა. გათამაშდა კომპანია SOFMAR-ის მიერ დაწესებული სამი მთავარი პრიზი: პნევმატური იარაღები, რომელიც მიმინოებში ჯაბა ბერიძეს (მახინჯაური), შავარდნებში დავით ჯღამაძეს (ფოთი), ქორებში ლუკა ტატიშვილს (თბილისი)   საუკეთესო სანახაობისთვის გადაეცათ.
ასევე დაჯილდოვდნენ უხუცესი ბაზიერები. საჩუქარი შეხვდა ასევე ფესტივალის ყველაზე მცირეწლოვან ბაზიერს.
     საქართველოს ყველა ბაზიერის სახელით  დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც თუნდაც მცირედით შეიტანა წვლილი ბაზიერთა ფესტივალი ფოთი 2015-ის  ღირსეულად ჩატარებაში. იმედია ეს ღონისძიება ყოველწლიური გახდება. ეს ამ უძველესი ქართული ტრადიციის აღორძინების საწინდარია.


 











წყაროhttp://bazieri.ge
კატეგორია: ბაზიერი | ნანახია: 2440 | დაამატა: Admin | ტეგები: ფესტივალი, „ფოთი-2015“, პირველი, საქართველოს, ბაზიერთა | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 panati   (10.12.2015 10:29:41) [მასალა]
ყოჩაღ ბიჭებო 10 10 10

0   Spam
3 Avci   (08.12.2015 21:22:24) [მასალა]
10 166

0   Spam
2 valeri123   (08.12.2015 20:32:27) [მასალა]
10 10 10 10 10

0   Spam
1 AKIA   (08.12.2015 16:58:19) [მასალა]
10 10 10 10 166 166 166 39 39 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика