
"მწყერზე სანადიროდ ვიყავით მე და ჩემი მეგობარი. თოვლზე კვალი შეგვხვდა, დათოვლილი იყო და ვერ გავიგეთ რისი კვალი იყო. მივყევით ნაკვალევს და ქვის ძირში ოთხი ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ. მაშინვე გავაგებინეთ სამართალდამცველებს და მერე უკვე მათთან ერთად ავედით ტყეში", - აღნიშნა ვლადიმერ გოგაძემ.
მონადირეებმა ცხედრები თურქეთის საზღვრამდე 4 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. ისინი სავარაუდოდ ინდოეთის ან ბანგლადეშის მოქალაქეები არიან.
ცხედრებს სავარაუდოდ, ბათუმში ექსპერტიზა უტარდება.
სოფელ მარადიდში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მესაზღვრეები საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას მოქალაქეებს ხშირად აკავებენ. მარადიდი თურქეთის მოსაზღვრე სოფელია.