ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 28 » თბილისში უპატრონო ძაღლების დათვლა დასრულდა    

18:42:05
თბილისში უპატრონო ძაღლების დათვლა დასრულდა
თბილისში უპატრონო ძაღლების დათვლა დასრულდა 

     ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 2015 წლის მაისიდან ოქტომბრის პერიოდში თბილისის უსახლკარო ძაღლები დაითვალა. როგორც ZooClub.ge-ს ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლერი ქვარაიამ, განუცხადა, აღნიშნული პროცესი სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობითა და შიდა რესურსებით განხორციელდა. მისი თქმით, პროექტის მთავარი ამოცანა უპატრონო ძაღლების პოპულაციის რიცხოვნობის დადგენა და იმ ინფორმაციის მიღება იყო, რომელიც სააგენტოს მომდევნო ქმედებათა სწორად დაგეგმვის საშუალებას მისცემდა.
     უსახლკარო ძაღლებისგან მოსალოდნელი საფრთხეებისა და აგრესიის განეიტრალებასთან ერთად, სააგენტოს საქმიანობა მათგან მომდინარე პრობლემების შემცირებას უწყობს ხელს. ლერი ქვარაიას თქმით, საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს ცხოველების რაოდენობის დათვლას საკვლევი ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე, შემდეგ კი მათი რაოდენობის კოეფიციენტის გამოყვანას ტერიტორიის ფართის მიხედვით. "ეს პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან ვითვლით ცოცხალ არსებებს, რომლებიც გადაადგილდებიან", - დასძენს ლერი ქვარაია.  ღონისძიებები თავდაპირველად დილა-საღამოს ტარდებოდა, მაგრამ ერთი უბნის შედეგების დათვლის შემდეგ საღამოს გადაიტანეს, რადგან შედეგების შეჯამებისას ამ მეთოდმა დიდი სხვაობა აჩვენა. ,,მაგალითად, დილით თუ ერთ ადგილას ფიქსირდებოდა ათი ძაღლი, იმავე ადგილას საღამოს მათი რაოდენობა იზრდებოდა," -ამბობს ლერი ქვარაია.
     პროექტის დაწყებამდე მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტებული საგანგებო სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. დათვლის პროცესი მიმდინარეობდა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით და ინიციატორი თავად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იყო. პროექტში მონიტორინგის სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იყო კომპანია Mayhew International (დიდი ბრიტანეთი, ლონდონი), რომელიც მიუსაფარ ძაღლებსა და კატებზე ზრუნავს.
     კომპანიის წარმომადგენლებმა მონიტორინგის სააგენტოს ზემოთ ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მისცეს. რაც შეეხება ცხოველთა დათვლის მეთოდოლოგიას, Google Earth პროგრამის საშუალებით თბილისის დასახლებული პუნქტების მთლიანი ფართობი იქნა გამოთვლილი, რომელმაც 178 კვადრატული კილომეტრი შეადგინა და ძაღლების დათვლის პროცესიც სწორედ ამ ტერიტორიაზე განხორციელდა. საერთაშორისო პრაქტიკით, ცხოველების დათვლა ტერიტორიის მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე ხდება და ეს ნაწილი მთლიანი ტერიტორიის 5-10%-ს მაინც უნდა შეადგენდეს. აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ეს ქმედება დაახლოებით 20%-ზე განახორციელა, რაც ნიშნავს, რომ მათი მონაცემები გაცილებით მოცულობითი და ზუსტია.
     პროექტის განსახორციელებლად თბილისის ხუთი რაიონი გამოიყო: გლდანი, დიდი დიღომი, საბურთალო, ვარკეთილი და ლილო, რომლებიც შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით შეირჩა: განსახლების კომპაქტურობა, ბაზრობები, კვების ობიექტები, რელიეფი და ყველა ის პირობა, რომელიც ხელს უწყობს (ან უშლის) ცხოველების მოზიდვას კონკრეტულ ტერიტორიაზე. დაითვალა შერჩეული უბნების ფართიც. თითოეული ტერიტორია სექტორებად იქნა დაყოფილი. ყველა მათგანი ამოიბეჭდა ფურცელზე და პროცესის მონაწილე თანამშრომლებს დაურიგდა. შემუშავებული იქნა სპეციალური ფორმა, რომელსაც ისინი ავსებდნენ. ფორმაში მითითებული უნდა ყოფილიყო ცხოველის ზუსტი ადგილმდებარეობა, ბეწვის ფერი, სქესი, ასაკობრივი ჯგუფი და ცხოვრების ნირი, რომელშიც იგულისხმება, როგორი ყოფა აქვს ცხოველს: ვინმეზეა მიკედლებული თუ, საერთოდ, უზედამხედველოდ ცხოვრობს. დამკვირვებელს ევალებოდა, მიახლოებით აღენიშნა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ გარეგნულად რაიმეს შეატყობდა, დამჭერი ჯგუფისთვის ეცნობებინა.
     პროექტის განხორციელებისას ე.წ. სკანირების მეთოდი იქნა გამოყენებული: ათი, თხუთმეტი ადამიანი გადიოდა ერთ ტერიტორიაზე და ზიგზაგისებურად შემოივლიდა ყველა იმ ადგილს, სადაც შეიძლებოდა, ძაღლები ყოფილიყვნენ. თითოეული ტერიტორია მინიმუმ სამჯერ იქნა შემოვლილი.
     სააგენტომ კიდევ ერთ მეთოდს მიმართა: თბილისის მეეზოვეებს დაურიგა შესავსები ფორმები და სთხოვა, დარიგებულ ანკეტებში შეძლებისდაგვარად აღეწერათ ძაღლები, რომლებსაც ერთსა და იმავე ადგილას რეგულარულად დაინახავდნენ. პროექტის დაწყებისას, თბილისის მეეზოვეების წყალობით, მნიშვნელოვანი საბაზისო ინფორმაცია შეგროვდა. პროექტის მიმდინარეობისას ასევე გამოყენებულ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები თითოეული ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის ფართისა და იქ მცხოვრებთა შესახებ.
     აღსანიშნავია, რომ იყო სურვილი კოეფიციენტის მიღებისა, როგორც ფართის, ისევე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მაგრამ მხოლოდ ფართის მიხედვით მოხერხდა, იმიტომ რომ გამგეობებისა და საჯარო რეესტრის მონაცემები ზოგადი და არაზუსტი იყო. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე, სააგენტომ სოციალური ქსელით ყველა მსურველს მოუწოდა ამ პროცესში მონაწილეობის მიღებისკენ, მაგრამ საზოგადოებისგან გამოხმაურება საერთოდ არ ჰქონია.
     პროექტის დასრულების შემდეგ, თანამშრომლების მიერ ხელით შევსებული 28-გრაფიანი ფორმები ერთ დიდ ელექტრონულ ფაილად შეიკრა, რათა ცხოველები ასაკის, სქესის და ა.შ. მიხედვით დაჯგუფებულიყო. 



     რაც შეეხება უშუალოდ შედეგებს, დათვლილი ძაღლების რაოდენობამ ხუთივე უბანში: 8707 შეადგინა. გლდანში - 2963 (973 კვ.კმ), დიდ დიღომში (2.4 კვ.კმ) – 737 ძაღლი, საბურთალო (11,2 კვ,კმ) – 2329; ვარკეთილი (4,77 კვ.კმ) - დაფიქსირდა 1848 ძაღლი (ყველაზე მეტი ძაღლი ვარკეთილში მოდის 1 კვადრატულ კილომეტრზე); ლილო (ფართობით ყველაზე დიდი ჩამოთვლილთაგან) – 830 ძაღლი. პროცენტული განაწილება სქესის მიხედვით უბნებში ასეთია: ძუ და ხვადი 46/48% გლდანში; საბურთალოზე 46/48%; ვარკეთილში - 49/48%; დიდ დიღომში - 47/48% და ლილოში - 50/50. გარკვეული რაოდენობის სქესი დაუდგენელია, რადგან ზოგჯერ ცხოველთან ახლოს მისვლა ვერ ხერხდება. სქესის მიხედვით საერთო სურათი ასე გამოიყურება: ძუ ძაღლები - 47%, ხვადები - 48%. ასაკის მიხედვით - 39% ახალგაზრდაა, 36% - ზრდასრულია, 25% კი - ლეკვია. ძაღლების საშუალო რაოდენობა თითოეულ რაიონში: 1 კვ.კმ-ზე: ყველაზე მეტი ძაღლი არის ვარკეთილში, ანუ 1 კვ.კმ-ზე 387 ძაღლი. 307 არის დიდ დიღომში, 304 - გლდანში, 207 - საბურთალოზე და 106 - ლილოში. არსებული მონაცემების მიხედვით, ზოგადად, 1 კვ.კმ-ზე მოდის საშუალოდ 242,6 ძაღლი. საერთო ჯამში, თბილისის დასახლებული ტერიტორია არის 178 კვადრატული კილომეტრი, 1 კვ.კმ-ზე მოდის დაახლოებით 242,6 ძაღლი, ხოლო მარტივად, გამრავლების შედეგად ვიღებთ შემდეგ მონაცემს: 43 182 ძაღლს მთელს თბილისში, თუმცა, როგორც ლერი ქვარაია აცხადებს,
     სპეციალისტების რჩევით, ეს მაჩვენებელი ძაღლების რეალურ რაოდენობაზე 25-30%-ით ნაკლებად უნდა ჩაითვალოს, იმიტომ რომ ცხოველები მუდმივად მოძრაობენ, შესაძლოა, მოცემულ მომენტში ზოგი ავად იყოს, ზოგი კი იმალებოდეს. თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.

 

წყაროhttp://www.zooclub.ge/zuu/siakhleebi/2477-thbilisshi-upatrono-dzaghlebis-dathvla-dasrulda.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2005 | დაამატა: Admin | ტეგები: დასრულდა, უპატრონო, თბილისში, დათვლა, ძაღლების | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 vepxo   (29.12.2015 22:38:20) [მასალა]
კარგად დაითვალეთ არ გამოგრჩეთ რომელიმე თორემ ევროკავშირშ არ მიგვიღებენ ისე.ხალხს მიხედეთ,ხალხს.მეტი საქმე რომ არაფერი გაქვთ როგორ გეტყობათ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика