ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 13 » მოულოდნელად ფერი შეეცვალა, გაყვითლდა - დაავადება, რომლის გამოც, შინაური ცხოველების პატრონებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ    

19:10:35
მოულოდნელად ფერი შეეცვალა, გაყვითლდა - დაავადება, რომლის გამოც, შინაური ცხოველების პატრონებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ
მოულოდნელად ფერი შეეცვალა, გაყვითლდა - დაავადება, რომლის გამოც, შინაური ცხოველების პატრონებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ
ადამიანს მოულოდნელად ფერი შეეცვალა, - გაყვითლდა, თვალებზეც სიყვითლე გადაჰკრავდა. ეგონა, ბოტკინი სჭირდა, ექიმს მიაკითხა და კვლევის შედეგად, ღვიძლის ექინოკოკოზი დაუდგინდა. 

ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ღვიძლზე ორი კისტისებური წარმონაქმნია გაჩენილი, რომელიც ექინოკოკის კვერცხებითაა სავსე. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, რათა ეს წარმონაქმნები არ გასკდეს და ამ პარაზიტის გავრცელება მთელს ორგანიზმში არ მოხდეს, - ეს შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თბილისში მოხდა.

ღვიძლის ექინოკოკოზი გადამდები პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ლენტისებრი პარაზიტი - ექინოკოკი იწვევს. დაავადება ადამიანს ცხოველისგან გადაედება, ამიტომ ცხოველებთან ურთიერთობას, სხვა საშიშროებასთან ერთად, ექინოკოკოზით დაავადების საფრთხეც ახლავს. ხორცის მჭამელი შინაური ცხოველების ჰელმინთოზები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან შესაძლოა, ადამიანი დაასნებოვნოს. განასხვავებენ ექინოკოკის ორ ფორმას - კისტურს და ალვეოლურს. უფრო ხშირად გვხვდება კისტური ფორმა.

ზრდასრული ექინოკოკი შინაური და მტაცებელი ცხოველების (ძაღლის, მგლის, ტურის, მელიის, აფთრის) ნაწლავებში ბინადრობს, რომლებიც ექინოკოკის კვერცხებს ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფენ და გარემოს აბინძურებენ. ადამიანისთვის დაავადების ძირითადი წყარო ძაღლია. ექინოკოკის კვერცხი დიდხანს ძლებს ძაღლის ბეწვზე, საოჯახო ნივთებზე, წყალში, საკვებში, ხილზე, მწვანილზე, ბალახზე, ნიადაგში, ბალახთან ერთად ხვდება შუალედური მასპინძლის (ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღორი) კუჭ-ნაწლავში და ექინოკოკოზით აავადებს. დაბინძურებული საკვების (ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა), წყლისა და დაბინძურებული ხელების საშუალებით ექინოკოკის კვერცხები ხვდება ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტშიც. 



ადამიანისა და ცხოველის კუჭ-ნაწლავში მოხვედრილი კვერცხების გარსი ირღვევა და იქიდან ლარვები გამოდიან. ლარვების უმეტესობა იქვე იღუპება. გადარჩენილები იჭრებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებში და სისხლის ნაკადის მეშვეობით ღვიძლს ან ფილტვებს, უფრო იშვიათად კი სხვა ორგანოებსა და ქსოვილებს: თავის ტვინს, ელენთას, თირკმელებს, კუნთებს, ძვლებს - აღწევენ, სადაც ვითარდება პარაზიტის კისტური (ბუშტუკოვანი) სტადია. კისტა შეიცავს სითხეს და ათასობით შვილეულ ბუშტუკს, რომლებშიც, თავის მხრივ, მოთავსებულია ჩანასახოვანი სკოლექსი. ექინოკოკური ბუშტუკების კედელი სამშრიანია. თუ ძაღლმა ან რომელიმე მტაცებელმა ექინოკოკით დაავადებული ცხოველის ორგანო შეჭამა, მის კუჭში მოხვედრილი შვილეული ბუშტუკიდან წარმოიქმნება პარაზიტის თავისუფალი, მოძრავი ფორმა. ეს პათოლოგია, სამწუხაროდ, საქართველოშიც არის გავრცელებული. კისტური ექინოკოკოზი შემთხვევათა ნახევარში მიმდინარეობს ღვიძლის დაზიანებით, ამასთან, კისტა ხშირად ლოკალიზებულია მარჯვენა წილში. იშვიათად კისტა რამდენიმეა. ორგანიზმზე ექინოკოკის მავნე ზემოქმედება განპირობებულია ექინოკოკის კისტის ღვიძლსა და მეზობელ ორგანოებზე მექანიკური ზეწოლით, ასევე - პარაზიტის ტოქსიკური და მასენსიბილიზებელი მოქმედებით.

დაავადების გამოვლენის ფორმა
კისტის ნელი ზრდის გამო დაავადების ნიშნებმა შესაძლოა კარგა ხანს არც კი იჩინოს თავი. გავრცელებული და ადრეული სიმპტომია ყრუ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის არეში. სიყვითლე ვლინდება კისტის მსხვილ ნაღვლის სადინარებზე ზეწოლისას. იშვიათად კარის ვენაზე ზეწოლა ასციტს იწვევს. კლინიკური სურათი მძიმდება გართულების: დაჩირქებისა და კისტის გახეთქვის - დროს. დაჩირქებული ექინოკოკი იწვევს ცხელებას, ღვიძლის არეში ტკივილს, სისხლის ცვლილებებს - ნეიტროფილურ ლეიკოციტოზს, ანეოზოფილიას, ნეიტროფილების ტოქსიკურ მარცვლოვანებას, ედსის მომატებას. კისტის სანაღვლე გზებში გახსნისას მოსალოდნელია ქავილი, ჭინჭრის ციება, ზოგჯერ - ანაფილაქსიური შოკი. მუცლის ღრუში დაჩირქებული ექინოკოკის ბუშტის გახეთქვისას ვითარდება პერიტონიტი. 

ღვიძლის ექინონოკოკოზი შეიძლება ვიეჭვოთ ჰეპატომეგალიის ჰიპერეოზინოფილიის არსებობისას. მნიშვნელოვანია რენტგენოლოგიური კვლევა. ზოგჯერ დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რადიოიზოტოპური სკანირება და ლაპაროსკოპია. ძალზე ფასეულია იმუნოლოგიური სინჯები: ჰემაგლუტინაციის სეროლოგიური რეაქცია და კაცონის რეაქცია. მკურნალობა ოპერაციულია. მეტად მნიშვნელოვანია დაავადების პროფილაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით გულდასმით ტარდება ექინოკოკოზის კერებში. უნდა გამოვრიცხოთ ბავშვების კონტაქტი დაავადებულ ცხოველებთან, კარგად გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული, ხშირ-ხშირად დავიბანოთ ხელები.

AMBEBI.GE
ლალი ფაცია
მომზადებულია მკურნალი.გე-ს მიხედვით


წყაროhttp://www.ambebi.ge/
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 3487 | დაამატა: Admin | ტეგები: გამოც, მოულოდნელად, შეეცვალა, პატრონებს, ცხოველების, გაყვითლდა, ფერი, რომლის, შინაური, დაავადება | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 civilioni   (18.02.2016 19:45:24) [მასალა]
02

0   Spam
3 monomaxi   (14.12.2015 15:36:39) [მასალა]
კარგია თან მონადირე და თან მედიკოსი რომ ვარ 069 gimili 069 კიდევ თუ რამე ვიცი რაც მონადირეს გამოადგება ყველაფერს დავწერ მედიცინის მხრივ

0   Spam
2 monomaxi   (14.12.2015 15:33:42) [მასალა]
ექინოკოკოზის თავიდან ასაცილებლად ელემენტარული სანიტარული ჰიგიენების დაცვა,ცხოველების ყოველკვარტალური პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაცია. ამით დაავადებისგან დავიცავთ საკუთარ თავსაც და ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც.აუცილებელია როგორც მონადირე ასევე ოთახის ძაღლებისა და სხვა ცხოველების პერიოდული შემოწმება. კონტროლს საჭიროებს დაკლული ცხოველების ხორცი.გამოცდილი ექიმები გვირჩევენ რომ არ უნდა შევიძინოთ ხორცპროდუქტები გზებზე ან ისეთ ადგილებში სადაც ისინი შეუმოწმებლად იყიდება...
ძაღლი სამი თვიდან ატარეთ ვეტერინართან,რათა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაიზარდოს და პროფესიონალის რეკომენდაციისამებრ მოუაროთ
ეს იქნება საუკეთესო თავდაცვა ისეთი დაავადებისგან ,როგორიცაა ექინოკოკოზი gimili 39 166 166 166 166

0   Spam
1 besi   (13.12.2015 21:01:34) [მასალა]
თუ შეიძლება ისიც დაწერეთ როგორ დავიცვათ თავი ამ საშინელებისგან

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика