ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » ნოემბერი » 23 » გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, დაესწარით მრავალს თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად    

23:51:36
გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, დაესწარით მრავალს თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად


გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, დაესწარით მრავალს თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად . წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი მთელი ცხოვრების მანძილზე . უფალი გფარავდეთ ყველას.
დღეს, 23 ნოემბერს მართლმადიდებელ ქრისტიანული სამყარო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს.წმინდა გიორგი ყოფილიყოს საქართველოსა და თითოეული ქართველის მფარველი. გიორგობა ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნებოდა 23 აპრილს და 10 ნოემბერს (ძველი სტილით). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა:ქართლში — გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა. ხალხური ლეგენდა საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხედვით, წმ. გიორგის სიკვდილისშემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა). მარქსისტული ეთნოგრაფიის მიდგომა დღეს უკვე დრომოჭმული ენგელსის კულტურული სტადიალიზმისა და მარქისტულ-ლენინური ეთნოგრაფიული სკოლის მიმდევარ მკვლევართა მოსაზრებით (ივ. ჯავახიშვილი, ვერა ბარდაველიძე და სხვ.),გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, ფალოური, მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო იკონოგრაფიულად ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა. ამ მკვლევართა აზრით, ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ ღვთაებებს, რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული. კახეთში – 14 აგვისტოს იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული „ხატის მონები“. ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა „ხატის მონა“, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა. სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, 23 აპრილის ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის „ნებას“ აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.


წყაროhttp://ბაზიერი
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2033 | დაამატა: Admin | ტეგები: გილოცავთ, და, ოჯახებთან, მრავალს, დღესასწაულს, გიორგობის, თქვენს, საყვარელ, ბრწყინვალე, დაესწარით | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0  
1 krimanjuli   (23.11.2015 22:50:48) [მასალა]
ამ საიტის სულისჩამდგმელ ადამიანს; გიორგი გაბუნიას ვულოცავ გიორგობის წმინდა დღესასწაულს, გაიხარე ჩვენო გიორგი, უფალმა მრავალ გიორგობას დაგასწროს შენს ოჯახთან და შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ასევე ვულოცავ გიორგი სარიშვილს გიორგობის დღესასწაულს, დალოცვილ იყოს შენი მარილიან-მადლიანი კალამი. თქვენი თამადობით ყველა ბაზიერელ და არაბაზიერელ გიორგის ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს, იცოცხლეთ და იხარეთ!!! გფარავდეთ წმინდა გიორგის მადლი!!! 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика