ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 22 » ძაღლის 14 ჯიში, რომლებიც გენეტიკურად ყველაზე ახლოს არიან მგელთან (უმეტესობა მათგანს ვერ წარმოიდგენდით)    

13:17:54
ძაღლის 14 ჯიში, რომლებიც გენეტიკურად ყველაზე ახლოს არიან მგელთან (უმეტესობა მათგანს ვერ წარმოიდგენდით)
ძაღლის 14 ჯიში, რომლებიც გენეტიკურად ყველაზე ახლოს არიან მგელთან (უმეტესობა მათგანს ვერ წარმოიდგენდით)
ძაღლის 14 ჯიში, რომლებიც გენეტიკურად ყველაზე ახლოს არიან მგელთან (უმეტესობა მათგანს ვერ წარმოიდგენდით)
ყველა ძაღლის წინაპარი მგელია ან სხვა მგლისებრი ძუძუმწოვარი. არაერთი სპეციალისტი სწორედ, რომ მგელთან აიგივებს ძაღლის ვიზუალსა და ხასიათს, თუმცა, მათი კლასიფიკაცია საუკუნეების წინ მოხდა, როდესაც ძაღლი შინაური ცხოველი გახდა. ბოლო კვლევებმა გამოყო ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მგლებთან ახლო ნათესაურ კავშირში. კვლევაში 414 ძაღლი და 85 სხვადასხვა ჯიში მონაწილეობდა. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.( ამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ  National Geographic-ის პორტალზე.) 

სწორედ ქვევით ჩამოთვლილი ჯიშები გამოავლინეს სპეციალისტებმა დენ-ის ანალიზით, რომლის გენებიც ყველაზე მეტად დაემთხვა გარეული წინაპარის გენებს.

ში ცუ 

Zooclub

მართალია, ამ პატარა ძაღლში მგლის და სხვა გარეული ცხოველის ვიზუალურ მსგავსებას ვერ იპოვით, თუმცა, ში ცუ გენეტიკურად ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მგელთან ახლო ნათესაურ კავშირშია. ითვლება, რომ ეს ჯიში დაახლოებით ჩვ.წ.აღ.-მდე 800 წლის წინ მოაშენეს ჩინეთში.

პეკინესი

Zooclub

ისევე, როგორც ში ცუ, ამ დეკორატიულმა ჯიშმაც შეიძლება "იამაყოს" მგლის გენებით. სხვა ჯიშებთან შედარებით პეკინესის ხასიათი და ვიზუალი განსაკუთრებული აქვს. ში ცუს მსგავსად, ეს ჯიშიც ჩინეთში გამოიყვანეს.

სამოედი

Zooclub

სამოედი საოცრად სოციალური ჯიშია. როდესაც საქმე ეხება წინაპრებს, სამოედი მისი ვიზუალობითა და ხასიათით ყველაზე მეტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მგლების ახლო ნათესავად.

ლასა აპსო

Zooclub

ერთ-ერთი ჯიში, რომლის გენებიც ყველაზე ახლოს არის მგლის გენებთან. ის არ მიიჩნევა მინიატურული ძაღლის ჯიშად. ლასა აპსოს ჯიშის ძაღლები მონასტერში ბერებთან ერთად ცხოვრობდნენ ტიბეტში. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ჯიში 4,000 წლის წინ მოაშენეს. ის საოცრად ერთგული ძაღლია. ეს სახეობაც იმ 14 სახეობას შორის არის, რომლებსაც გენურად მგელთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს.

ტიბეტური ტერიერი

Zooclub

ეს საშუალო ზომის ჯიშის ძაღლია, რომელიც ძალიან ჰგავს ლასა აპოს ჯიშს. როგორც მისი სახელი მიგვანიშნებს, მისი წარმომავლობა ტიბეტიდან არის. მკვლევარების თქმით, ტიბეტურ ტერიერსაც გენეტიკურად მგელთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს.

სალუკი

Zooclub

სალუკი ერთ-ერთი უძველესი ძაღლის ჯიშია. მკვლევარების თქმით, ისინი ჩვ.წ.აღ.-მდე 10, 000 წლის წინ არსებობდნენ. მან დღემდე არ დაკარგა თავისი გარეული ნათესავების გენები.

ავღანური მწევარი

Zooclub

ისევე როგორც სალუკი, ავღანური მწევარიც ძაღლის უძველეს ჯიშებს მიეკუთვნება. გენურმა ტესტებმა აჩვენა, რომ ამ ჯიშს მგელთან ძალიან ცოტა სხვაობა აქვს.

ციმბირული ჰასკი

Zooclub

ამ ჯიშს დღემდე იყენებენ ციმბირში, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო გადაადგილების საშუალებად გაუვალ თოვლში. უდავოა, მისი ვიზუალი მგელს მოგაგონებთ, თუმცა, გენური ტესტის შედეგადაც დიდი სხვაობა არ არის ამ ჯიშსა და მის გარეულ წინაპრებს შორის.

შარპეი

Zooclub

ისევე, როგორც უმეტესობა ჩინური ძაღლის ჯიშებისა, შარპეიც ძველ ჯიშებს მიეკუთვნება. მიუხედავად მისი გარეგნობისა, შარპეის გენები ძალიან ახლოს არის მგლის გენებთან. ამ ჯიშის წამომავლობა ძალიან ბუნდოვანია. არის რამდენიმე მოსაზრება მისი წარმომავლობის შესახებ, თუმცა, არა დაზუსტებული. ასევე, მკვლევარებმა აღმოაჩინეს ჩვ.წ.აღ.-მდე 206 წელს შექმნილი გამოსახულება, სადაც ცხოველია დახატული და ძალიან გავს ამ ჯიშს, თუმცა, დაზუსტებით არავის შეუძლია თქვას, რომ იმ დროს შარპეის სახეობა არსებობდა. 

ბესენჟი

Zooclub

ეს ძალიან თბილი, ერთგული, საშუალო ზომის, მონადირე 
 
ჯიშის ძაღლია. მისი წარმომავლობა აფრიკიდან არის. როგორც სხვა გარეული ცხოველები მგლისებრთა ოჯახისა, ბესენჟიმ ყეფა არ იცის - ის ყმუის. ეს უძველესი ჯიშია და მას აქვს მგლის გენები.

შიბა ინუ

Zooclub

ზევით ჩამოთვლილი ძაღლების მსგავსად, შიბა ინუც უძველესი ძაღლების ჯიშს მიეკუთვნება. მისი წარმომავლობა ჩინეთიდან არის. ამ ჯიშს წვრთნიდნენ, რათა ენადირა ფრინველზე და კურდღელზე. თუმცა, დღეს ოჯახში კომპანიონი ძაღლის ფუნქციას ასრულებს. მისი დნმ აჩვენებს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობაა ძაღლის ჯიშებს შორის, რომელსაც მგლის გენები აქვს.

აკიტა

Zooclub

აკიტა იაპონელების საყვარელი ჯიშია. ის საუკეთესო დამცველი და ერთგულ ცხოველია. მისი წარმოშობაც მრავალ ათას წელს ითვლის. აკიტას გენებიც დიდად არ განსხვავდება მგლის გენებისგან.

ალასკური მალამუტი

Zooclub

ეს უზარმაზარი ჩრდილოური ჯიშია. ალასკური მალამუტი მოაშენეს მარხილში ჩასაბმელად და დღემდე იყნებენ მას, როგორც გადაადგილების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ალასკაზე. მისი  გარეგნობა ბევრს არ გააკვირვებს, რომ ალასკური მალამუტის გენები ძალიან ახლოს არის მგლის გენებთან.

ჩაუ-ჩაუ

Zooclub

ყველა ჩინურ ჯიშს შორის, ჩაუ-ჩაუ ყველაზე მეტად არის ახლო ნათესაურ კავშირში მგელთან. ეს ჯიში მოაშენეს დაახლოებით, ჩვ.წ.აღ.-მდე 150 წელს. მას მოდარაჯე ძაღლის ფუნქცია ჰქონდა.


წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 4617 | დაამატა: Admin | ტეგები: ახლოს, (უმეტესობა, მგელთან, რომლებიც, ძაღლის, ყველაზე, 14, ჯიში, გენეტიკურად, არიან | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 kobakhidze   (09.01.2016 22:55:36) [მასალა]
23

0   Spam
4 tvaliaanti   (09.01.2016 19:34:01) [მასალა]
166

0   Spam
3 გოჩა55   (27.12.2015 23:23:39) [მასალა]
166 166 166

0   Spam
2 mimino888   (26.12.2015 18:30:43) [მასალა]
166

0   Spam
1 mere   (23.12.2015 22:44:31) [მასალა]
23 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика