მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [118]
საიტის ამბები [74]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [157]
მოიპარეს-დაიკარგა [108]
ცხოველები და ფრინველები [256]
ძაღლები [126]
საქართველოს ამბები [415]
უცხოეთის ამბები [308]
საქართველოს წარსულიდან [40]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [46]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [107]
იცით თუ არა რომ [280]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [352]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
მიმინო   
daviti911პასუხების რაოდენობა: 332
საფანტი   
koba30პასუხების რაოდენობა: 200
კურცჰაარი   
gio96პასუხების რაოდენობა: 3800
შეკითხვა ვეტერინარს   
monadire_999პასუხების რაოდენობა: 97
ტყის ქათამზე ნადირობა   
koba30პასუხების რაოდენობა: 3641
იურიდიული კონსულტაცია ...   
tereosპასუხების რაოდენობა: 191

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2016 » იანვარი » 22 » ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში    

16:46:38
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
მუხლი 180. მოქალაქის მიერ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენის, შენახვის, გადაცემის ან გაყიდვის წესის დარღვევა
1. მოქალაქის მიერ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენა, შენახვა, სხვა პირისათვის გადაცემა ან გაყიდვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იმავე ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600-დან 1000 ლარამდე, იარაღის კონფისკაციით. 

მუხლი 181. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა
1. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის წესის დარღვევა –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.
2. ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 700 ლარამდე, იარაღის და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ.
4. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა მისი მოვლა-დაცვისათვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის მიერ ან მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის არადანიშნულებისამებრ გამოყენება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600-დან 800 ლარამდე.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე. 

მუხლი 182 პრიმა 1. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური
                         იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების
                         შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას
                         სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური
                         იარაღიდან სროლა 
 
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
3. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
4. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.

 

წყაროhttp://ბაზიერი.გე
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 1508 | დაამატა: Gia | ტეგები: სამართალდარღვევათა, კოდექსში, ადმინისტრაციულ, ცვლილებები | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 zurabi1987   (27.01.2016 19:05:22)
მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადატანა რას ნიშნავს ამ კანონმდებლისთვის, იქნებ განმარტებაც მოაყოლონ?????????????????!!!!!!!!!!!!!!! 167 25 012 1000569
ეს თოფის ჩამორთმევა კიდე, რა არის რო ყველა შემთხვევაში შეუძლიათ, ბარემ გვაყიდინონ და წაგვართვამ მერე ყველას ერთად, იარაღის ხამები არიან თუ რაშია საქმე. მე თვითონ იურისტი ვარ და არ შეილება სანქცია შეუსაბამო იყოს საზოგადოების სოციალური მდგომარეობისა და შემოსავლისა, (ჯარიმების კარგა გვარიანია, რა არის ვალები აქვთ ხალხის ხარჯზე გასასტუმრებელი) 1a48

0   Spam
5 zviadauri   (25.01.2016 13:06:10)
შენახვა გადატანი წესსი რასგულისხომებნ ესეც დაწერეტ ბრემ

0   Spam
4 javakheli72   (24.01.2016 14:12:52)
25

0   Spam
3 duru55   (24.01.2016 07:09:56)
თოფები გადაყარეთ ლაგატკებით იარეთოოოოოოოოო.მაგათი დედაც.

0   Spam
2 mr27sportingi   (23.01.2016 18:53:01)
რეებს უბერავს ეს მთავრობა ვერ გავიგე რა 25 25 25

0   Spam
1 panati   (23.01.2016 11:38:22)
ამათმა გარეკესს 02 03 03

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    sukre17, panati, kusa, პედიატრი, VAXO-HUNTER, gugaa1987, gio90, daviti911, xvicha1, koba30, Becasse, le-444-os, კიკო, oxotnik42, jentile5, hunter7, gio96

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    achachunai(33) , mon@dire(50) , tamazi1961(56) , dima33(40) , ვეჯინი(26) , ამირანი(26) , tamazi61(56) , asta(20) , bg21101992(27) , datka9876(37) , maxo06(47) , griqula(31) , voina1239(19) , besogiorgadze(25) , shkipera(31) , nika98(19) , norconia(20) , alika-guria(41) , double_s(31) , putini(21) , mshvildadze123(23)

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика