მსოფლიოში უცნაური მოვლენები ხდება. რამოდენიმე ხნის წინ მსოფლიო შეძრა ფრინველთა თვითმკვლელობამ და მასიურმა დაღუპვამ. ფრინველები პირდაპირ სეტყვასავით ცვივოდენ მსოფლიოს ქალაქებსა და სოფლებზე. სულ ახლახან ვიუწყებოდით იმის შესახებ, რომ მრავალ ქვეყანაში უცნაური და შემაძრწუნებელი ხმები გაისმა ციდან, ამჯერად ამას წყლების სისხლისფრად გარდაქცევა მოჰყვა.
1. მსოფლიოში პირველი ესკალატორი გაკეთდა ინგლისში, ის გაუშვეს 1898 წლის 16 ნოემბერს, ქვეყანაში იმ დროისათვის ყველაზე უფრო ცნობილ მაღაზიაში ჰაროდსში (Harrods).
დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ხალხის გარკვეული ნაწილის ფიზიკური და ფიზიოლოგიური მონაცემები, არსებული სტანდარტებისაგან განსხვავდება. მაგ: აზიელებს წვრილი თვალები აქვთ, ნიგერიელებს ძლიერი კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემა; ჩრდილოელებს ზომაზე თეთრი კანი, ზოგს ყვრიმალები აქვს დიდი, ზოგს თავის ფორმა წაგრძელებული, რომ აღარაფერი ვთქვათ კანის ფერზე. მაგრამ ხალხი, რომელზეც ახლა მოგითხრობთ აშკარად განსხვავდება ყველა დანარჩენი ხალხისაგან.
ორთჭალაში, გორგასლის ხიდთან გზის გაფართოების საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მტკვრის დონეს 11 მეტრით დაწევენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
www.bazieri-ge-ს მონადირეებმა,ეს დელფინები აღმოაჩინეს 2012წლის 29 თებერვალს ყულევის ტერმინალიდან დაახლოებით 1 კილომეტრში.ერთ დელფინს დანით ქონდა ორ ადგილას ხორცი ამოჭრილი,რა მიზნით უცნობია.
გემბლინგი - ფსიქოლოგიური ნარკოტიკიკრუპიე, ანუ თამაშის წამყვანი, კაზინოში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. ამ პროფესიის ადამიანებს სხვაგვარად აზარტის მსახურებსაც უწოდებენ. მათი სამუშაო ადგილი სათამაშო მაგიდაა, მოვალეობა კი მოთამაშეების დამარცხება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციამ ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინა. სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენილი მასალები სამეცნიერო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია.
საქართველოს ერთ, პატარა, თითქმის ყველასგან მივიწყებულ ნაწილში, რომელსაც ჩხოროწყუ ჰქვია, მდინარე ხობისწყალი ჩამოდის.ერთი შეხედვით დიდად არაფრითაა საინტერესო. ეგაა – აქ ცხელ ზაფხულში გახურებული სხეულის გაგრილება შეიძლება. ჩახვალ, იბანავებ, გაგრილდები და მორჩა: კითხვაც კი არ გაგიჩნდება, – ნეტავ საიდან მოდის ეს პატარა წყალიო. მაგრამ თუ იკითხე, გზა პასუხისკენ ულამაზეს ადგილას მიგიყვანს, სადაც თუ ერთხელ დადგი ფეხი, მეორედ წასვლა უთუოდ მოგესურვება.
მდინარე ხობისწყლის ხეობა, ტობავარჩხილისაკენ მიმავალი გზის პირველი ეტაპია. ეს ხეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უნიკალურია იმით, რომ ერთი მდინარის გაყოლებაზე შეეყრებით მღვიმეებს, ხავსიან მასივებს, მინერალურ წყალს, ალპურ ტბებს, ჩანჩქერებს, მწვერვალებსა და მყინვარს. სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო უფრო და უფრო მწვანდება – ყოველი მეტრის გავლის შემდეგ სულ ახლოს გრძნობ ველურ ბუნებას...
გლობალური დათბობა არა მხოლოდ ყინულის დნობას გამოიწვევს, მსოფლიოს გადანაწილებისთვის ბრძოლის ასპარეზსაც შეცვლის - დაპირისპირება დედამიწის ყველაზე ყინულოვან ტერიტორიებზე გადაინაცვლებს, პოლიტოლოგების აზრით, ეს იქნება ყველაზე ცხელი""ცივი ომი" მსოფლიოზე გასაბატონებლად.
ბაატარუს ჩანჩქერი, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 1952 წელს გაიხსნა - ბუნების, შეიძლება ითქვას, ფანტასტიკური ქმნილებაა. ჩანჩქერი 255 მეტრი სიმაღლისაა და ის იურული პერიოდის გამოქვაბულში ჩაედინება. ის 160 მლნ წლისაა.
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება შენდობის კვირას
„როცა ჩვენი ჯვრის სიმძიმის ქვეშ ვეცემით, შევთხოვოთ უფალს და იგი თვითონ მოვა ჩვენთან, აღგვადგენს და მოგვცემს ახალ ძალას, რათა ცხოვრების გზა განვაგრძოთ!"
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა, სულიერი განწმენდისა, მარხვა სულიერი ამაღლებისა! ეს არის დრო, როცა ადამიანი უკეთ ხედავს საკუთარ სულს, თავის ცოდვებს, თავის სიკეთესა და ბოროტებას; ეს არის მომზადება ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად და უფალმა ინებოს, რომ ქრისტეს აღდგომის მშვიდობიანი და ბედნიერი დღესასწაული გაგვითენდეს!
ერთადერთი არსება, რომელსაც პირანიას კბილებიც კი ვერაფერს აკლებს, ამაზონის აუზის ბინადარი უცნაური თევზი არაპაიმაა.ამ თევზს, რომლის სიგრძე 2,5 მ-ს, ხოლო წონა 200 კგ-ს აღწევს,
იღბლიანა კატა, რომელსაც ბოროტმოქმედმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, გადარჩა. ტყვია შინაურ ცხოველს ზუსტად თვალებს შორის მოხვდა. მისი ამოღება კატის სხეულიდან დღემდე ვერ მოახერხეს.
ბაქო ცდილობს დუბაი, როგორც არქიტექტურული საოცრებების ქალაქი, უკან ჩამოიტოვოს.
მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი აზერბაიჯანში აშენდება. ეს აზერბაიჯანის გამოწვევაა არაბეთის გაერთიანებული ემირატების მიმართ. დღემდე ყველაზე მაღალი შენობა - Burj Khalifa დუბაიში მდებარეობდა.
სან დიეგოში 24 საათიან სატელევიზიო მაუწყებლობას ძაღლებისთვის ქმნიან. როდესაც ძაღლების პატრონები შინ არ იქნებიან, არხი მარტო დარჩენილი ცხოველების განწყობაზე იზრუნებს.
25 თებერვალს თბილისი კავკასიური და ქართული ნაგაზების რიგით მეცამეტე გამოფენას უმასპინძლებს. სამწუხაროდ, გამოფენაში მონაწილეობისთვის ძაღლების პატრონები დიდად არ აქტიურობენ. მათი ერთი ნაწილი ამჯობინებს, ძაღლები სისხლიან ორთაბრძოლებში გაიყვანოს, რათა ოთხფეხა მეგობარმა ფული აშოვნინოს, ვიდრე საერთაშორისო გამოფენებზე ოცი ლარი გადაიხადოს და მსოფლიოს დაანახოს ქართული ნაგაზი, როგორც უძველესი ეროვნული მემკვიდრეობა. იქ კი, სადაც ჯიშის გენეტიკური ღირსებები უნდა დაფიქსირდეს და სელექციისთვის საუკეთესო ეგზემპლარები შეირჩეს, ბევრი ჯიშიანი ძაღლი უყურადღებოდ რჩება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ვაშლოვანის ტერიტორიაზე პატრულირების სისტემას განავითარებს. პროექტთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტომ, სახეობათა კონსერვაციის სამედიცინო-კვლევითმა ცენტრმა და საერთაშორისო ორგანიზაცია "ფაუნა და ფლორამ" ხელშეკრულება გააფორმეს.
შვედეთში მაშველებმა თოვლში ორი თვის წინ მოყოლილი მამაკაცი გადაარჩინეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შვედეთის მოქალაქე ამ ხნის განმავლობაში თოვლით დაფარულ მანქანაში იმყოფებოდა.
დიდი ხნის მუშაობის შემდეგ, რუსმა მეცნიერებმა ანტარქტიკის რეგიონში 4 კილომეტრის სიღრმის ჭაბურღილი გათხარეს და უზარმაზარი ტბის ზედაპირს მიაღწიეს, რომელსაც ვოსტოკი ჰქვია.
ბოლო დროს ყველანაირი ჯიშის, ზომისა და ფორმის ძაღლის ყოლა თითქოს მოდაში შემოვიდა. თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა ძაღლის ახალბედა პატრონებს ცხოველის მოვლა ჰბეზრდებათ და ან გააჩუქებენ, ან თავიდან მოიშორებენ და ქუჩაში უშვებენ... ექსპერტ-კინოლოგი დათო ცხვედიანი უკვე წლებია ძაღლის სხვადასხვა ჯიშს იკვლევს, სწავლობს, მათთან მეგობრობს და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახეობის ცხოველის არჩევას დიდი სიფრთხილე სჭირდება.
თბილისში დაიკარგა დედალი შავარდენი. ფეხზე აქვს ტყავები და 2 ეჟვანი (ზარი). თუ ვინმე იპოვის ან ნახავს შეგვეხმიანეთ. გულისხმიერებისათვის მადლობა წინასწარ. 555377785 დათო.
მუხიანის დასახლებაში ხატიამ ჩიკვილაძეების ოჯახს უკვე მე-14-ე ახალშობილი შესძინა.ახალშობილები ეკა და მაკა ერთმანეთს არც ხასიათით ჰგვანან და არც გარეგნობით.
ეკამ მაკას დაასწრო. დებს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წუთია. მაყვალა ჩიკვილაძის განცხადებით, ხატია მშვიდი ბუნებისაა, არ ირქინება და იმითაც გამორჩეულია, რომ პირველი ხბო 2 წლის ასაკში გააჩინა.
ძროხები ტყუპ ნაყოფს იშვიათად შობენ. ხატიასთვისაც ტყუპების დაბადება პირველი შემთხვევაა.
ახალდაბადებულ ბოჩოლების სანახავად მეზობლები ხშირად დადიან, თუმცა მოსაკითხად რძე არ დააქვთ, ვინაიდან ჯიშიანი ხატია მაღალი რეპროდუქტიულობის გარდა, ლაქტაციასაც არ უჩივის.
ჩინეთის პროვინცია ჰენანის პატარა სოფელში დიასახლისმა მაო სი პინმა აღმოაჩინა, რომ მის კიტრებს "ვიღაც უცხოპლანეტელი" იპარავდა! თავიდან ეს არსება ბოცვერი ეგონა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი სახე და ხელები დაინახა, იფიქრა, საქმე "ჰუმანოიდთან" მაქვსო. უშიშარმა ქალმა ქურდი სარეცხის კალათში გამოამწყვდია და პოლიციაში დარეკა...
იტალიის ქალაქ მონტასიოსთან ორი მამალი ალპური თხა "ურთიერთობების გარკვევამ" ისე გაიტაცა, რომ რკენა-რკენაში ორივე 500 მ სიმაღლის ერთი ხელის დადება მწვერვალზე აღმოჩნდა.
ვისაც ასე თუ ისე გიყვართ და გაინტერესებთ ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრები, ეს პოსტი ზუსტად თქვენთვისაა. მაშ ასე, 10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში.
საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები ხშირად ადამიანებს ხელს უშლის ძაღლის შერჩევაში, მაგალითად ის რომ როტვეილერი აგრესიულია, დობერმანი კაციჭამია, ბოქსიორი არამდგრადი ხასიათის, ეს რა თქმა უნდა სწორი არ არის. მთავარია როგორ გავზრდით ძაღლს და როგორ ცხოვრების წესს შევაჩვევთ. ასე რომ ჩემი თხოვნა იქნება როცა გადაწყვეტთ ძაღლის შეძენას, გარგად გაიაზრეთ რისთვის, და რატომ გინდათ ის.
დასანანია, რომ ”მსოფლიოს მერვე საოცრების” შესახებ ინფორმაციაში არ არის მითითებული დამპროექტებლის, ოთარ ზალდასტანიშვილის სახელი, მისი ემიგრანტობის გამო...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!