ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სიახლის არქივი
« 1 2 ... 45 46 47 48 49 ... 55 56 »


ოტია იოსელიანი

1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა ოტია იოსელიანი. ერთი წლისა და სამი თვისას მამა გარდაეცვალა. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ. ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას – ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 4106 | დაამატა: nugomonadire | დრო: 26.03.2012 | კომენტარი (5)


ისტორიული გამარჯვება - 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესაქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან თავად მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა ჩვენს მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, მისი ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) არაერთხელ გამხდარა განსჯისა და კამათის საგანი. მრავალჯერ ცდილობდნენ იმის წართმევას, რაც პირველი საუკუნიდან კანონიერად გვეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები მუდამ იცავდნენ საკუთარი ეკლესიის ღირსებასა და დამოუკიდებლობას ერთმორწმუნე თუ არაერთმორწმუნე "კეთილისმსურველებისგან".
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2074 | დაამატა: Admin | დრო: 25.03.2012 | კომენტარი (1)


მსოფლიოში უამრავი ქალაქია, რომელიც ოკეანის, ტბის, ზღვის, ან მდინარის პირას მდებარეობს. ეს ქალაქები თავისთავად ძალიან ლამაზია, მაგრამ წყლის ზედაპირზე არეკლილი შენობები მათ მეტ ბრწყინვალებას მატებს. ვებ-გვერდმა oddstuffmagazine.com-მა მსოფლიოში 10 საუკეთესო წყალზე არეკლილი ქალაქის ნუსხა წარმოადგინა.
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 3729 | დაამატა: Admin | დრო: 25.03.2012 | კომენტარი (0)


"ქართველი ერის ისტორიაში საყოველთაოდ ცნობილია ორი გიორგი მერჩულე - ერთი X საუკუნის ჰაგიოგრაფი, ხოლო მეორე - I მსოფლიო ომის დროინდელი პოლკოვნიკი, კავკასიური "ველური დივიზიის" მეთაური", - ეს სიტყვები ამას წინათ ჩემი ერთ-ერთი ინგუში მეგობრისგან გავიგონე. ის ვეინახთა (ჩეჩენ-ინგუშთა) 1944 წლის დეპორტაციის წლისთავის აღსანიშნავად გახლდათ თბილისში ჩამოსული და ვერც კი წარმოედგინა, თუ ჩვენ, მის ქართველ მეგობრებს, პოლკოვნიკ გიორგი ალექსის ძე მერჩულის სახელი გაგონილიც არ გვექნებოდა. ბუნებრივია, დამაინტერესა ამ თემამ და მეგობარიც არ დამზარდა: მოგვიანებით, ყველაფერი დაწვრილებით შეიტყო პოლკოვნიკი მერჩულის შესახებ და მისი მოწოდებული ცნობებით ეს სტატია დავწერე.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2325 | დაამატა: Admin | დრო: 25.03.2012 | კომენტარი (0)


ძმები დასლერების დაუსრულებელი ბიზნესომი

მრავალი წელია, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე უფლებებისთვის გერმანულ კომპანია "ადიდასს" ამერიკული "ნაიკი" ებრძვის. ეს ბუნებრივიცაა, ამერიკელებს ძლიერი პოზიციები აქვთ სპორტის სხვა სახეობებში. მაგრამ შეჯიბრებათა დიდი ნაწილი, სადაც "ნაიკი" ლიდერობს, აშშ-შია პოპულარული. გზა ევროპისკენ კი ფეხბურთზე გადის, მაგრამ ის "ადიდასის" საბრძანებელია.

"ადიდასის" დამაარსებელი ადოლფ დასლერი 1900 წლის 3 ნოემბერს დაიბადა გერმანიაში, ბავარიის მხარის ქალაქ ჰერცოგენაურახში, ღარიბ ოჯახში. მამა მცხობელი იყო, დედა კი სამრეცხაოში მუშაობდა. ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ინფლაცია და უმუშევრობა მძვინვარებდა. ომის დამთავრებამ კი მძიმე ვითარება პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმა - ფრონტიდან დაბრუნებული ათასობით ჯარისკაცი სამუშაოს ეძებდა. სწორედ მაშინ დაიწყო დასლერის ოჯახმა ფეხსაცმლის კერვა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 3389 | დაამატა: Admin | დრო: 24.03.2012 | კომენტარი (1)


სადაზღვევო აფერარა სპეციალური გეგმა შეიმუშავეს სადაზღვევო კომპანიებმა

"ამ წერილს გწერთ შვილის სიკვდილით გამწარებული და სადაზღვევო კომპანიის უნამუსობით შეურაცხყოფილი 85 წლის ალექსი მიქელაძე. 2012 წლის 20 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა ჩემი შვილი მზია მიქელაძე. იმ დღეს ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში უცხოელი მეცნიერების სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდა. თავი ცუდად იგრძნო, სტუმრებს მოუბოდიშა, ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს სთხოვა, - სასწრაფოდ შინ მიმიყვანე, ძალიან მტკივა გულიო. გზაში გარდაიცვალა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2128 | დაამატა: Admin | დრო: 24.03.2012 | კომენტარი (2)


რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ალბინოსები შავკანიანებსაც უჩნდებათ. მათი დისკრიმინაციის პრობლემა უკვე მრავალი წელია არსებობს აფრიკულ ქვეყნებში. ხშირად ალბინოსები ნადირობის ობიექტებიც ხდებიან: მათ კლავენ, სხეულს ანაწევრებენ, ორგანოებს აცლიან, თმებს აჭრიან და შემდეგ ჯადოქრულ რიტუალებს ატარებენ
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2430 | დაამატა: Admin | დრო: 23.03.2012 | კომენტარი (5)


"როგორი უნდა იყოს დათვი..."აღზრდა რომ "ძნელი პროცესია", ეს ცხოველებშიც ისევე დასტურდება, როგორც ადამიანებში: უკრაინის ერთ-ერთ ზოოპარკში ძუ დათვმა აიამ თავისი ბელი კუთხეში დააყენა, 
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1944 | დაამატა: Admin | დრო: 22.03.2012 | კომენტარი (2)


ძაღლი სახელად რალფი ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობს.

რალფი საავადმყოფოს ყოველ კვირას სპეციალური პროგრამის ფარგლებში სტუმრობს. ის პატარა პაციენტებს სიცოცხლის ხალისს უბრუნებს. რალფი ქიმიოთერაპიის დროს ზოგჯერ მათ გვერდით რჩება. 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1321 | დაამატა: Admin | დრო: 22.03.2012 | კომენტარი (0)

ბოლო თვენახევრის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძრის 68 შემთხვევა დაფიქსირდა.რადიო "ჰერეთთან" სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსის, მერაბ შათირიშვილის განცხადებით, მსგავსი საგანგაშო სტატისტიკა მისი მუშაობის 12-წლიანი პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა.
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 1290 | დაამატა: გიომონადირე | დრო: 21.03.2012 | კომენტარი (1)

ლეკვი, რომელიც ფუნტზე ნაკლებს იწონის, ხელისგულზე თავისუფლად თავსდება. მას ჯეკ რასელი ქვია და ინგლისის ქალაქ სვინ  დონში დაიბადა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 1317 | დაამატა: გიომონადირე | დრო: 21.03.2012 | კომენტარი (0)

ხანძრის შედეგად გურჯაანის რაიო  ნში 10 ჰექტრამდე ტყის მასავი განადგურდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 1458 | დაამატა: გიომონადირე | დრო: 21.03.2012 | კომენტარი (0)

ფოტოგრაფი Marina Cano-ს თვალით დანახული ველური სამყარო
 ესპანელი ფოტოგრაფი მარინა კანო ძალიან შეყვარებულია ველურ ცხოველებზე, რის გამოც მას  წ.ე. "ველირი-სამყაროს" ფოტოგრაფსაც უწოდებენ. საკუთარი კარიერის სამი წელი დაუთმო ცხოველების  ფირზე აღბეჭდვას და შედეგად გამოუშვა წიგნი "Cabárceno",რომელშიც კარგად აქვს აღბეჭდილი სხვადასხვა გარეული ცხოველები და ევროპარკები....
კანი საოცარ ფოტოებს იღებს და აფიქსირებს ლამაზ წუთებს მათ არსებობაში...  
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 1993 | დაამატა: nugomonadire | დრო: 21.03.2012 | კომენტარი (2)

თბილისიდან 41 კილომეტრში  მორიგი, 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა .ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან ჩრდილოეთით, 7 კილომეტრში მდებარე სოფელ თეჯიშში იყო. მიწისქვეშა ბიძგები 5 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 1261 | დაამატა: გიომონადირე | დრო: 20.03.2012 | კომენტარი (0)

სიცივის, ხანგრძლივი ზამთრისა და არასაკმარისის საკვების გამო კახეთში არსებული ცხვრის 15-20% დაიხოცა. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის განცხადებით, ცხვართან ერთად ზამთრის პირობებმა მსხვილფეხა საქონელიც იმსხვერპლა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 1397 | დაამატა: გიომონადირე | დრო: 20.03.2012 | კომენტარი (3)


ქველმოქმედიმე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თითქმის არ ყოფილა არც ერთი ეროვნული  წამოწყება, რომელიც დიდ ქართველ ქველმოქმედს, დავით სარაჯიშვილს არ დაეფინანსებინა. მათ შორის არის ქაშუეთის ტაძარიც, რომლის მშენებლობა 1910 წელს - სარაჯიშვილის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე - დასრულდა. ფულის გარდა, იდეაც, რომ ახალი ეკლესიის არქიტექტურა რომელიმე უძველესი ქართული ტაძრის მსგავსი ყოფილიყო, მას ეკუთვნოდა. რასაკვირველია, ქართული ტაძრის მშენებლობას რუსი ეგზარქოსი არ დაუშვებდა. სარაჯიშვილმა ეს პრობლემაც მისთვის ჩვეული პრაგმატულობით მოაგვარა - პეტერბურგში ნებართვის მისაღებად გაგზავნილ დელეგაციას წმინდა სინოდის წევრთა გულის მოსაგებად საჭირო თანხა გაატანა და საქმეც წარმატებით დაგვირგვინდა. დღეს დავით სარაჯიშვილის ნეშტი მის მიერ აგებული ეკლესიის ეზოში განისვენებს, თუმცა ის აქ მოგვიანებით გადმოასვენეს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2774 | დაამატა: Admin | დრო: 20.03.2012 | კომენტარი (1)


როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებსსომხეთი უძველესი დროიდან საქართველოს სამხრეთი მეზობელი იყო. სომხეთის სამეფოს თავისი სიძლიერის ხანაში (ძვ.წ. II-I სს.) რამდენჯერმე ჰქონდა დაპყრობილი ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები, XI საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული კი, სამხრეთ კავკასიაში სომხური სამეფო აღარ არსებობს. საუკუნეების განმავლობაში სომხური სამეფო-სამთავროების ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3389 | დაამატა: Admin | დრო: 20.03.2012 | კომენტარი (2)


24 მარტს ჰოლანდიაში ევროპის ყველაზე დიდი ყვავილების პარკი - კოიკენჰოფი სეზონს გახსნის. 20 მაისის ჩათვლით, რვა კვირის განმავლობაში დამთვალიერებლები ულამაზესი სანახაობით დატკბებიან.

"ეს ზამთართან გამომშვიდობების შესანიშნავი საშუალებაა", - აცხადებენ პარკის ადმინისტრაციაში.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 3567 | დაამატა: Admin | დრო: 20.03.2012 | კომენტარი (0)

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
დიდი მარხვა
დიდი მარხვა: მოგზაურობა აღდგომისაკენ
კაცი რომ გზას დაადგება, უნდა იცოდეს თავისი მოგზაურობის მიზანი. ასეა მარხვაც. მარხვა ხომ, ძირითადად, სულიერი მოგზაურობაა, მისი მიზანი კი აღდგომაა, პასექი - „დღესასწაული დღესასწაულთა". მარხცა პასექის აღსრულების, ჭეშმარიტი გამოცხადების სამზადისია. ამიტომ დასაწყისშივე უნდა შევეცადოთ, ჩავწვდეთ მარხვისა და პასექის კავშირს, რადგანაც ეს კავშირი რაღაცა მეტისმეტად არსებითს გვიცხადებს, რაღაც გადამწყვეტსა და მნიშვნელოვანს ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებისა და ცხოვრებისათვის.
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 1929 | დაამატა: nugomonadire | დრო: 18.03.2012 | კომენტარი (0)

ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ფარავნის ტბის ნაპირას. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში. წმინდა ნინო საქართველოში სომხეთის მხრიდან შემოვიდა და პირველად გაჩერდა ფარავნის ტბასთან, სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისაგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისათვის მიეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. წმიდა ქალწულმა მირიან მეფე და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა და სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.


დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 7952 | დაამატა: nugomonadire | დრო: 18.03.2012 | კომენტარი (0)

თაფლი

ტკბილი საოცრება

ფუტკრები თაფლს ნექტარისგან, ტკბილი წვენისაგან ქმნის, რომელსაც ხის ფოთლები და წიწვები გამოყოფენ, ასევე იმ მწერების მიერ გამოყოფილი ბლანტი სითხიდან, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. თაფლი ორგანიზმისთვის საჭირო თითქმის ყველა მიკროელემენტს შეიცავს
30%-იანი თაფლის წყალხსნარი თავისი შემადგენლობით სრულიად შეესაბამება ადამიანის სისხლის პლაზმას.  

დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2346 | დაამატა: nugomonadire | დრო: 18.03.2012 | კომენტარი (1)


"10 ოქროს ციტატა" აინშტაინისგანალბერტ აინშტაინი გენიოსად მხოლოდ ფიზიკაში უდიდესი აღმოჩენების გამო არ ითვლება. პროფესორი აინშტაინი იყო ფილოსოფოსი, რომელსაც ყველაფერთან ერთად შესანიშნავად ესმოდა წარმატების მიღწევის კანონებიც და ისევე ნათლად ხსნიდა მათ, როგორც თავის განტოლებებს.

ეს კი მისი 10 გამონათქვამია სიბრძნის იმ უსასრულო ზღვიდან, რაც ამ მართლაც საოცარმა ადამიანმა ცხოვრების გასაადვილებლად დაგვიტოვა.
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1899 | დაამატა: Admin | დრო: 18.03.2012 | კომენტარი (7)


მსოფლიოში არსებობს 4 ადგილი, სადაც სიკვდილი აკრძალულია. ეს რელიგიური და გარემო ფაქტორით არის გამოწვეული. 

იცუკუშიმა, იაპონია: იაპონელებს სწამთ, რომ ეს კუნძული წმინდა მიწაა. მისი სიწმინდის შენარჩუნება კი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. წმინდა სალოცავთან ახლოს 1878 წლიდან არც გარდაცვალება და არც მშობიარობა არ იყო ნებადართული. ფეხმძიმე ქალები მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე კუნძულს ტოვებდნენ. 
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1536 | დაამატა: Admin | დრო: 18.03.2012 | კომენტარი (1)


ბილ გეითსი კოღოებთან ომში ჩაება...ლაზერი - მხოლოდ დედალი კოღოსთვის!

მალარიასთან მებრძოლი "ქვემეხი" უბრალო ლაზერული პრინტერის დეტალებისგან შექმნეს!


ლაზერის ქვემეხის ტექნოლოგიებზე მუშაობა ამერიკაში ჯერ კიდევ რეიგანის "ვარსკვლავური ომის" პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ინჟინრებმა სპეციალურად აღჭურვილი "ბოინგ-747"-დან ლაზერული ქვემეხის სხივით ბალისტიკური რაკეტაც ჩამოაგდეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1399 | დაამატა: Admin | დრო: 18.03.2012 | კომენტარი (1)




  მოკლედ მინდა მოგითხროთ კომპანიაზე, რომელიც არა ღარიბი და ნიჭიერი ოსტატის მიერ იყო დაფუძნებული(როგორც კომპანიათა დიდი ნაწილი), არამედ ქალაქის მმართველის მიერ...  
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1726 | დაამატა: guma_spiker | დრო: 17.03.2012 | კომენტარი (2)

ვასო ფხაკაძე ნადირობის მუღამზე
ნადირობა და თევზაობა მისი ჰობია. ბავშვობაში ბიძამ "მოწამლა" და დღემდე ამ გატაცებით ცხოვრობს. ლაპარაკია "კომედი-შოუს" მსახიობ ვასო ფხაკაძეზე. მისთვის არა მხოლოდ ნადირობა და თევზაობაა აზარტი, არამედ ამ თემაზე ლაპარაკიც. ცდილობს, აგვიხსნას, რა მუღამი აქვს ნადირობას. ტყეში თავს გადახდენილ ამბებთან ერთად იმასაც იხსენებს, რაში ვერ აიყოლია "კომედი-შოუს" ბიჭები და გუბეში თევზაობის გამოცდილებასაც გაგვიზიარებს.

- ვასო, ნადირობითა და თევზაობით რა ასაკიდან დაინტერესდი?
- მაგას მონადირეები და მეთევზეები "მოწამვლას" ეძახიან. ბიძაჩემი მეთევზე იყო და იმან "მომწამლა". ეს პროცესი დიდ სიმოვნებას მანიჭებს. ოდესმე ტყეში ზამთარში ყოფილხარ? თოვლი მუხლს ზემოთ რომ დევს და თენდება, გინახავს? ალიონს მდინარის ნაპირზე შეხვედრიხარ? ულამაზესი სანახავია. რაჭაში სოფელი მაქვს, ჭყვიში ჰქვია. იქ როცა ვიყავი, ბავშვობაში ხშირად ვთევზაობდი, შაშვებზე ვნადირობდი. ეს საქმე ასე ნელ-ნელა შემიყვარდა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2657 | დაამატა: Admin | დრო: 17.03.2012 | კომენტარი (10)


ცნობილ ამერიკელ მილიარდერს, დონალდ ტრამპს მრავალმილიონიან კონტრაქტზე უარი მას შემდეგ უთხრეს, რაც პრესაში მისი ვაჟების აფრიკაში ნადირობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. 

შოუმ Celebrity Apprentice, რომლის აღმასრულებელი პროდუსერი დონალდ ტრამპია, კომპანია World Inc-თან უმსხვილესი სარეკლამო კონტრაქტი დაკარგა. მიზეზი, მილიარდერის უფროსი ვაჟების, 34 წლის დონალდ ტრამპ-უმცროსის და 28 წლის ერიკ ტრამპის ნადირობით გატაცებაა. 

მაგნატის მემკვიდრეებმა შარშან ზიმბაბვეში ინადირეს, შემდეგ კი დახოცილი ცხოველების ფონზე ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ტრამპის ვაჟების საქციელმა ბუნების დამცველი ორგანიზაციის "გრინფისის" აღშფოთება გამოიწვია, 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1333 | დაამატა: Admin | დრო: 17.03.2012 | კომენტარი (2)

(იხვი, ბატი და სხვა), ასევე მტაცებლებზე – მგელზე, ტურაზე, კატასა და მელიაზე არის ნადირობა შესაძლებელი. სამონადირეო მეურნეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურაც არის განვითარებული. მონადირეებისა და მეთევზეთათვის განკუთვნილ სასტუმროს ერთდროულად 12-15 სტუმრის მომსახურება შეუძლია.
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 3983 | დაამატა: ENUQICHI | დრო: 17.03.2012 | კომენტარი (3)


პლანეტის ყველაზე საშიშ ბინადართა ათეულიმოსკიტები პირველობას არ თმობენ - ყველაზე მომაკვდინებელნი არიან. კოღოების ნაკბენთა უმეტესობა მხოლოდ ქავილს იწვევს. 

მოსკიტები კი საშიში დაავადებების: მალარიის, ყვითელი ციების, დენგეს და ენცეფალიტის გადამტანნი არიან.

მათი ნაკბენით წელიწადში სამ მილიონ კაცზე მეტი კვდება. ასეთი შემთხვევების 85-90% ხდება აფრიკაში, საჰარის სამხრეთით. 

დაინფიცირებულთა უმრავლესობა კი 5 წლამდე ბავშვია.
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 3394 | დაამატა: Admin | დრო: 15.03.2012 | კომენტარი (4)


ეს აბრეშუმი ფოლადზე უფრო მტკიცეაობობასაბრეშუმი გამოსადეგია კოსმოსშიც, ქირურგიული ოპერაციის დროსაც და ჯავშანჟილეტის დასამზადებლადაც რა შესძლებია ოქროს ობობას

ალბათ ყველას გვახსოვს '"გულივერის მოგზაურობა" და დიდი ჯონათან სვიფტის უკვდავი სატირა - როცა ავტორი "ლაგადოს სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის" მიღწევებს ეცნობა, სადაც ერთ-ერთი პროფესორი ობობას ქსელებისგან ფერადი აბრეშუმის მიღებაზე მუშაობს და ამისთვის ფერადი ბუზებით ობობებს კვებავს...
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 3208 | დაამატა: Admin | დრო: 15.03.2012 | კომენტარი (0)

როგორ მოხვდნენ მეგრელები ნაპოლეონის არმიაში?
როგორ მოხვდნენ მეგრელები ნაპოლეონის არმიაში?სისხლი თავისას შვრება - ამ ნახატის ფოტორეპროდუქციას 100 წელს მიღწეული ქალბატონი ისე ინახავდა, არც კი იცოდა, რა ამბავს მოუყვებოდა მასზე დარჩენილი წარსული. სისხლი ეძახდა და ინახავდა.
წლებს მიჰქონდა ტკივილიცა და სიხარულიც, ფერმკრთალდებოდა და იცვითებოდა ამ ქალბატონის ახლობლების ფოტოები, მაგრამ ეს სურათი ალბომიდან ალბომში ჯიუტად გადაჰქონდა. ქმარმა დაუტოვა - ჩემ შემდეგ შენ გაუფრთხილდიო... არც ის იცოდა, ქმარს საიდან ჰქონდა.M მერე იფიქრა, როცა თავად აღარ იქნებოდა, სურათს ვერავინ მოუფრთხილდებოდა და ჩვენ გადმოგვცა, - თქვენზე უკეთესს ვის მივცემ, ამის ფასი  გეცოდინებათო. ჩვენ მას მეცნიერებს გადავცემთ და ისინი შეუნახავენ შთამომავლობას. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3977 | დაამატა: Admin | დრო: 15.03.2012 | კომენტარი (5)

2012-03-13

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული ვადები გადაიხედება. ვადების შეცვლის დროს გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი, სეზონური პერიოდები და დაეფუძვნება წყალსატევებზე ჩატარებული აღრიცხვის შედეგებს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 3638 | დაამატა: mengreli | დრო: 14.03.2012 | კომენტარი (35)


"ცალ-ცალი კალოშიდან" მსოფლიო ბიზნესიმპერიამდეროგორ იქცნენ მექაღალდეები და მერეზინეები ელექტროტექნიკის ლიდერებად

"ნოკიას" ისტორიას გასული საუკუნის ყველაზე საოცარ ზღაპარს უწოდებენ. 80-იან წლებამდე ამ ფინურ კონგლომერატს ფიჭურ კავშირგაბმულობასთან საერთო არაფერი ჰქონია. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მაშინ "ნოკია" ტუალეტის ქაღალდის წარმოებითა და საბჭოთა კავშირში მისი ექსპორტით იყო დაკავებული. 
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1763 | დაამატა: Admin | დრო: 13.03.2012 | კომენტარი (4)


ორი ერის გმირიპოლონეთის არმიის ქართველი ოფიცერი, პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში მსახურობდა და საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდა ბოლშევიკთა წინააღმდეგ წარმოებულ ხანმოკლე ომში.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვალერიან თევზაძე სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, იმ იმედით, რომ ბოლშევიკები მალე დამარცხდებოდნენ და ისევ სამშობლოში დაბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ვალერიან თევზაძეს სამშობლოში დაბრუნება აღარ ეწერა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2547 | დაამატა: Admin | დრო: 13.03.2012 | კომენტარი (1)


თბილისის უნივერსიტეტი 94 წლის გახდა (ამბავი ორი "შეთქმულებისა")1871 წელს თბილისი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს მასპინძლობდა. ამ დროისათვის სამოღვაწეო ასპარეზზე უკვე გამოსულნი იყვნენ ქართველი 60-იანელები ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. სწორედ მათი გავლენით, საგანგებოდ ამ შემთხვევის გამო მოწვეულმა თავადაზნაურობის ყრილობამ დაადგინა იმპერატორისათვის უნივერსიტეტის გახსნა ეთხოვათ. თუმცა, ბოლო წუთს ძველი თაობის წარმომადგენლებმა თავისი გაიტანეს და თავადაზნაურთა მარშლის - რევაზ ანდრონიკაშვილის ხელით, ალექსანდრე მეორეს სულ სხვა "ადრესი" გადასცეს, რომელშიც თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნას თხოვდნენ. იმპერატორმა ქვეშევმრდომთა თხოვნა დიდი სიამოვნებით დააკმაყოფილა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2380 | დაამატა: Admin | დრო: 13.03.2012 | კომენტარი (0)


ასტროს "თავგადასავალიავსტრალიელი ნიკოლ გრეჰემი და მისი გოგონა ავტომობილით მელბურნის სამხრეთით, ყურეს სანაპიროზე გაემართნენ საკუთარი ცხენის - ასტროს გასასეირნებლად.18 წლის ცხენი ავტომობილს უბელოდ მიჰყვებოდა. სანაპიროზე სეირნობისას ასტროს უცაბედად ფეხი "მცოცავი ტალახის" საფლობთან დაუცდა და შიგ კისრამდე ჩავარდა. ნიკოლისა და მისი გოგონას კარგა ხნის მცდელობის მიუხედავად, ნახევარტონიან ცხენს ჭაობი სულ უფრო ღრმად ითრევდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1624 | დაამატა: Admin | დრო: 13.03.2012 | კომენტარი (11)


ბრაზილიაში, არაიალ დო კობოს სანაპიროზე ტურისტები უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ: ოკეანის სიღრმიდან 30-მდე დელფინი გამოირიყა. წყლის ბინადრები უკან გაცურვას ვეღარ ახერხებდნენ. მათ დამსვენებლებმა და მაშველებმა აღმოუჩინეს დახმარება - ყველა მათგანი საკუთარი ძალებით შეიყვანეს წყალში.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2000 | დაამატა: Admin | დრო: 12.03.2012 | კომენტარი (1)


ქალაქს ჯერ კიდევ ახსოვს მეფეთ უბანში, „ზუსტი მეცნიერების უბადლოდ მცოდნის" ცნობილი მინაწერი: „1+1=3". ეს სხვა ფაქტებთან შედარებით არაფერია, ყოვლისმომსწრე ქუთაისში არც სხვა ობიექტები დარჩენილა ყურადღების გარეშე. განსაკუთრებით პოპულარულია კედლის მინაწერები.

ამ „წყაროებზე" დაყრდნობით, თავისუფლად შეიძლება შეიტყო მეგობრობის, სიყვარულის, სიძულვილის სიგრძე-სიგანის შესახებ. ასევე ადვილი დასადგენია ახალგაზრდების მუსიკალური გემოვნება, სპორტის საყვარელი სახეობა თუ საკუთარი წარმომავლობა. ამ ინფორმაციის მოძიება მოსაცდელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშია შესაძლებელი.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1487 | დაამატა: Admin | დრო: 12.03.2012 | კომენტარი (1)


ჯანდაცვა
შაბათი, 10 მარ 2012 20:01

მეცნიერებმა შექმნეს ხორცის სრულფასოვანი შემცვლელი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ხორცისგან, როგორც გემოვნებით, ასევე გარეგნული თვისებებით. ფსევდოხორცი 100 პროცენტით შეიცავს ბოსტნეულს.

ევროპული პროექტის მონაწილეების თქმით, პროდუქტი ეკოლოგიურად უსაფრთხოა და ხორცის მოყვარულების დაკმაყოფლიებასაც შეძლებს.

დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 1369 | დაამატა: Admin | დრო: 10.03.2012 | კომენტარი (1)


სპორტი
შაბათი, 10 მარ 2012 17:39

მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი,  ალბათ,  ეს სახელი არაფერს გეუბნებათ,  მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იციან ლეგენდარული ფეხბურთელის გარინჩას შესახებ. მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი, სწორედ ეს არის გარინჩას სრული სახელი და გვარი.

ლეგენდარული ფეხბურთელი ცნობილია ბურთის განუმეორებელი კონტროლით,  აბსოლუტურად ყველა ფინტის ორიგინალურად, ელეგანტურად და როგორც ბევრი იმდროინდელი მცველი ამბობდა, "მომაკვდინებლი" შესრულებით. ბრაზილიელებისთვის დამახასიათებელია  ბურთზე კონტროლი და მისი შეუდარებელი ფლობა, მაგრამ გარინჩა მაინც განსაკუთრებული ფენომენი იყო. ის ბავშვობიდან აკვირვებდა ყველას თუ როგორ ახერხებდა ასე მოხდენილად ბურთის თამაშს ბიჭი, რომელსაც დაბადებიდან ერთი ფეხი მეორეზე 6 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.

დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2740 | დაამატა: Admin | დრო: 10.03.2012 | კომენტარი (4)


კონფლიქტები
პარასკევი, 09 მარ 2012 10:33

ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს საქართველოს შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნიან.

საქართველოსა და საერთაშორისო წითელ წიგნში შეტანილ სახეობებზე ნადირობა კატეგორიულად აკრძალულია.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2082 | დაამატა: Admin | დრო: 10.03.2012 | კომენტარი (4)


გაზიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები - Pepsi და Coca-Cola თავიანთი პროდუქციის რეცეპტებს ცვლიან. კომპანიებს არ სურთ, პროდუქციის ბოთლებზე წარწერის განთავსება, რომელიც მომხმარებელს სიმსივნური დაავადებების განვითარების შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: მიმოხილვა | დათვალიერებულია: 1979 | დაამატა: Admin | დრო: 10.03.2012 | კომენტარი (1)


სახელი nugomonadire 
ელ–ფოსტა nugo10.15@mail.ru 
შეტყობინება.საქართველოში 5 წელია არსებობს მონადირეების ინტერნეტ საიტი bazieri.ge . ჩვენი ლამაზი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხიდან არის ათასობით ადამიანი ამ საიტზე გაწევრიანებული. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გვსტუმრობს საიტზე და ინტერესდება ჩვენი საქმიანობებით. დიდი სურვილი გვაქვს გ.დ.ი. და ენერგეტიკის სამინისტროებთან დავამყაროთ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები და ჩვენის მხრივ დახმარების ხელი გაუწოდოთ, თუ რაიმეში დავჭირდებით აღმიშნულ სამსახურებს. მანამდე კი გვაქვს ერთი მეტად დელეკატური საკითხი, უფრო სწორედ თხოვნა ნადირობის ვადებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, სადაც არსებობს პრაქტიკა საგაზაფხულო ნადირობის წყალმცურავ გადამფრენ ფრინველებზე. საქართველოში არის ყველა პირობა იმისა რომ დადგინდეს ვადები საგაზაფხულო ნადირობის აღნიშნულ ფრინველებზე. მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვისპირეთი, ანუ კოლხეთის დაბლობი ცნობილია როგორც ძაბრი გადამფრენი ფრინველების დისლოკაციისა. ყოველ წელს, თებერვლის თვის მეორე ნახევრიდან იწყება და 31 მარტამდე გრძელდება გადამფრენი წყალმცურავი ფრინველების მასიური შემოფრენები ჩვენს რეგიონში. ამიტომ გთხოვთ საქართველოს მონადირეების სრული უმრავლესობის თხოვნა, რომელიც გამოცდილი მონადირეების მრავალწლიანი დაკვირვებებით არის ნაკარნახევი _ გამომდინარე იქედან, რომ დაწყვილებას ადგილობრივი წყალმცურავებიც მარტის თვის მეორე ნახევრიდან იწყებენ, და რომ არაფერი ვთქვათ სტუმარ ფრინველებზე, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ წყვილდებიან ემიგრაციაში და ელოდებიან საბოლოო ბუდობის და გამრავლების ადგილებში(ქვეყნებში)დაბრუნებას. სრულიად საქართველოს მონადირეების დიდი უმრავლესობის სახელით გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და 2012-2013 წ.წ. ნადირობის ვადების 
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 2674 | დაამატა: nugomonadire | დრო: 09.03.2012 | კომენტარი (18)


ვისკი სამეფო დინასტიებისთვისშოტლანდიური ვისკი, რომელიც ბრიტანული საქმიანი იმიჯის ნაწილად იქცა

კომპანია John Dewar & შონს-ი დღესდღეობით მსოფლიოში ვისკის ერთ-ერთი ცნობილი მწარმოებელია. ამ უძველესმა ინგლისურმა ბრენდმა სახელი უბრალო ხალხშიც მოიხვეჭა და სამეფო წრეებშიც. იგი ცნობილია თავისი გამაოგნებელი მარკეტინგითაც, რომელსაც ლეგენდურ თომას დიუარს უნდა უმადლოდეს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2286 | დაამატა: Admin | დრო: 08.03.2012 | კომენტარი (8)


ეჭვიანი შვილობილითითქმის ორმეტრიანი, 450 კგ-იანი 3 წლის ცხენ-ირემი "ჯეკი"  23 წლის ვანესა გიბსონს "დედად" მიიჩნევს.ამიტომაც "ალასკის ველური ბუნების პარკში" მასთან მიკარების და თამაშის უფლება მხოლოდ ვანესას აქვს. მან 3 დღის ჯეკი 2008 წელს იპოვა. პატარას წინა მარჯვენა მუხლი დამსხვრეული ჰქონდა, ბარძაყი კი ძლიერ დაკბენილი. გოგონამ ჯეკს ფარდულში ღამეები უთია, 4 საათში ერთხელ რძის ნარევით კვებავდა და მასთან ერთად ეძინა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1683 | დაამატა: Admin | დრო: 08.03.2012 | კომენტარი (5)


საშიში ჰიბრიდი!მსოფლიოში პირველად ჰიბრიდული ზვიგენები იპოვეს. ავსტრალიაში, კვინსლენდის სანაპიროსთან, მეცნიერებმა 57 ცალი ჰიბრიდი-ზვიგენი დათვალეს, რაც საგანგაშოა
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1685 | დაამატა: Admin | დრო: 08.03.2012 | კომენტარი (0)


აკვარიუმი სარდაფში37 წლის ინგლისელმა ჯეკ ჰიტკოუმ ოცნება აისრულა და ნოტინგემში ახალნაყიდი სახლის სარდაფი აკვარიუმად აქცია. 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1314 | დაამატა: Admin | დრო: 08.03.2012 | კომენტარი (1)

მტკვრის დაშრობა საშიში არ არისო...(?)
მტკვრის დაშრობა საშიში არ არისო...(?)გასულ კვირას ორთაჭალჰესთან მდინარე მტკვრის დონე რამდენიმე მეტრით დასწიეს მეტეხის ხიდთან გზის გასაფართოებელი საპროექტო სამუშაოს გამო. მტკვრის დონე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო დაწეული და ზოგან მდინარის ფსკერიც მოჩანდა. გამვლელები ნაგვით ამოვსებული კალაპოტის გარდა, შენიშნავდნენ, თუ როგორ ესეოდნენ თოლიები დახოცილ თევზს. ბუნებრივია, ამის შემდეგ მოსახლეობას უამრავი კითხვა გაუჩნდა. მაგალითად, გამოიწვევს თუ არა ეს ბიომრავალფეროვნების შეცვლას, რადგან ზოგისთვის მტკვარზე თევზაობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მსგავსი ღონისძიების განმეორების შემთხვევაში ხომ არ დადგება ქალაქი სანიტარიული კატასტროფის წინაშე?
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1427 | დაამატა: Admin | დრო: 08.03.2012 | კომენტარი (0)


მეცნიერებმა ჰიმალაის აღმოსავლეთით, მსოფლიოში ყველაზე დიდი პეპელა აღმოაჩინეს. პეპელას ფრთები 25 სმ სიგრძისაა. 

უცნაურ პეპელას მოსახლეობამ ”ატაკუსი" უწოდა. მას მეორე სახელიც აქვს: ფრთების ფერების გამო, პეპელას "ატლასსაც" ეძახიან.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 4990 | დაამატა: Admin | დრო: 06.03.2012 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика