ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 20 » ძეგლად ქცეული ერთგულება! ნუ გავწირავთ ქართულ ნაგაზს!    

15:14:25
ძეგლად ქცეული ერთგულება! ნუ გავწირავთ ქართულ ნაგაზს!
ძეგლად ქცეული ერთგულება
ძეგლად ქცეული ერთგულებანუ გავწირავთ ქართულ ნაგაზს!

25 თებერვალს თბილისი კავკასიური და ქართული ნაგაზების რიგით მეცამეტე გამოფენას უმასპინძლებს. სამწუხაროდ, გამოფენაში მონაწილეობისთვის ძაღლების პატრონები დიდად არ აქტიურობენ. მათი ერთი ნაწილი ამჯობინებს, ძაღლები სისხლიან ორთაბრძოლებში გაიყვანოს, რათა ოთხფეხა მეგობარმა ფული აშოვნინოს, ვიდრე საერთაშორისო გამოფენებზე ოცი ლარი გადაიხადოს და მსოფლიოს დაანახოს ქართული ნაგაზი, როგორც უძველესი ეროვნული მემკვიდრეობა. იქ კი, სადაც ჯიშის გენეტიკური ღირსებები უნდა დაფიქსირდეს და სელექციისთვის საუკეთესო ეგზემპლარები შეირჩეს, ბევრი ჯიშიანი ძაღლი უყურადღებოდ რჩება. მეტიც, მათ შესახებ კინოლოგებმა თითქმის არაფერი იციან. ამიტომ კვლავ აქტუალურია კავკასიური და ქართული ნაგაზების გადაგვარების საფრთხე. როგორც კინოლოგები ამბობენ, თანდათან  ძნელდება დასაწყვილებლად კარგი ეგზემპლარების შერჩევა. ძაღლების პატრონები თვითნებურად ამრავლებენ ნაგაზებს, რომელთა ხარისხს არა საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმები, არამედ ის განაპირობებს, თუ რომელი ხვადი ან ძუ როგორ ჩხუბობს.

გამოფენები არა მხოლოდ სანახაობრივად არის საინტერესო, არამედ წარმოდგენას ქმნის საქართველოს, როგორც კინოლოგიური ტრადიციების მქონე ქვეყნის შესახებ, რომელსაც, სხვათა შორის, ჯერაც ვერ დაურეგისტრირებია ქართული მთის ძაღლი - ნაგაზი, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული ჯიში. კავკასიურად წოდებული ნაგაზი კი ჩვენი გულგრილობის გამო კარგა ხანია დავკარგეთ, - რუსებმა მიითვისეს. 
კლუბ "ბომბორას" მოწვევით გამოფენისთვის საგანგებოდ ჩამოვიდა ცნობილი რუსი ექსპერტი ვასილ მარკოვი, რომელსაც კავკასიური ნაგაზების სანაშენე აქვს რუსეთში. მას 80 ძაღლი ჰყავს და ერთ-ერთი მიუკერძოებელი ექსპერტია. რუსეთიდან ასევე ჩამოდის რამდენიმე კინოლოგიური ჟურნალის წარმომადგენელი, ჟურნალისტი სვეტლანა კაზაკოვა. 

გია გიორგაძე, კლუბ "ბომბორასა" და საქართველოს კინოლოგთა საერთაშორისო ფედერაციის  პრეზიდენტი: - სვეტლანა კაზაკოვა რუსებს მოუთხრობს, თუ რა მდგომარეობაშია კავკასიური ნაგაზი თავის სამშობლოში. არასახარბიელო სიტუაციის დაფიქსირება ასეთივე გავლენას მოახდენს ჩვენი ძაღლის ჩვენად დაბრუნებისთვის სამომავლო ბრძოლაში. ამ ეტაპზე რუსები ასევე ცდილობენ მიითვისონ ჩვენი მთის ძაღლიც. 

არასახარბიელოა, რომ ხალხს გამოფენაზე მოსვლა ეზარება. "წყნეთში ვცხოვრობ, წვიმს, თოვს, ამხელა გზას რა გამოივლისო...” აი, ასე წუწუნებენ ქართველები. მოსკოვში კი საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად ცოლ-ქმარმა ერთი კვირა მოანდომა სამიათასი კილომეტრის გამოვლას, ძაღლი გამოფენაზე რომ გამოეყვანათ. თბილისში კი, ვისაც არ ეზარება, გამოფენაზეც იმას მოჰყავს ძაღლი და ამიტომაც ერთი და იგივე ძაღლები იმარჯვებენ გამოფენაზე. ერთი ცუდი ტენდენციაც შეინიშნება, - თუ ძაღლმა საუკეთესო შეფასება არ მიიღო, მიაჩნიათ, რომ კონკურსი"ჩაწყობილია და დაიჩაგრნენ. ძაღლი კი მაშინ იჩაგრება, როდესაც პატრონი გამოფენისთვის არ ამზადებს, არ ცდილობს მის განვითარებას, რათა სამომავლოდ უკეთესი შედეგი მიიღოს. 

მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, მეცამეტე გამოფენას ვატარებთ. ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ამ საქმეს არ ვღალატობთ. 

მსოფლიოში ძაღლის ამ უძველეს ჯიშს მოვლა და განვითარება სჭირდება, რათა არ გადაშენდეს. რუსეთში კავკასიურ ნაგაზს განსაკუთრებულად უვლიან, ამიტომაც ამ ჯიშის ლეკვს უზარმაზარი ფასი ადევს. სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ ამაყობენ კავკასიური ნაგაზით და ქართული მთის ძაღლით, ზრუნვა ყველას ეზარება. ამიტომაც ზოგჯერ ვფიქრობ, რუსეთს რომ არ დაერეგისტრირებინა ეს ჯიში, შესაძლოა საერთოდაც გადაშენებულიყო, ჩვენ ხომ გულგრილობით ბევრი რამ დავკარგეთ და ვკარგავთ. ჩვენი გულარხეინობის ბრალია, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და საუკეთესო ძაღლს რუსული ჰქვია, ჩვენი ბრალია, რომ დავკარგეთ საუკეთესო ქართული ჯიში ჩაქირა. ჩაქირას თითზე ჩამოსათვლელი ეგზემპლარებიღა დაგვრჩა. ნაგაზი ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა, ის მესაზღვრეა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას იცავს. თუშეთში, გომეწარში, სადაც ფიზიკური საზღვარი არ არსებობს, ეს ძაღლები იცავენ ქართულ მიწას. მეცხვარესა და ცხვარს იმ ურთულეს პირობებში ძაღლი აძლებინებს. 

P.S. კინოლოგთა ფედერაციის ოფისში კავკასიური ნაგაზის მინიატიურულ ქანდაკებას წავაწყდი. თემურ ხინჩიგაშვილის ნამუშევარი ჯერ დაუმთავრებელია და ამიტომაც მისი გადაღების უფლება არ მომცეს. დანახვისთანავე შევყვირე, ეს რა არის, ძეგლი უნდა დადგათ-მეთქი? მასპინძლებს გაეცინათ, ნეტავ  ეგრე იქნებოდესო. რატომ, ნეტავ? ნუთუ ველოსიპედი ან კვერცხებიანი "შლოპანცები" უფრო მიმზიდველია ტურისტისთვის, ვიდრე ჩვენი ბომბორა ნაგაზი, რომლის თავდადებასა და ღირსებას უამრავი თქმულება და ლეგენდა აღწერს. გია გიორგაძემაც მიამბო, 15 წლის წინ რომ ჩაუწერია მეცხვარეებისგან: კახეთში, მთიან ფერდობზე,  ცოლ-ქმარი მიწას ამუშავებდა, იქვე პატარაც ჰყოლიათ, რომელსაც კავკასიური ნაგაზი დარაჯობდა. უცებ ბავშვი  ფერდობზე დაგორებულა, ძაღლი გაჰკიდებია, მაისურით დაუთრევია, მაგრამ  სიმძიმეს გაუფხრეწია ქსოვილი... პატარა ისევ დაგორებულა, მაშინ ნაგაზი გადამხტარა, წინ დახვედრია ბავშვს, თათები შეუტყუპებია, თავი ზედ დაუდვია და ტანი ისე აუზიდავს, რომ ბავშვი თავზე აგორებოდა და სხეულით შეეკავებინა. რომ შესძლებოდათ, ის ცოლ-ქმარი ძეგლს დაუდგამდნენ იმ ძაღლსო. ნაგაზის თავგანწირვის და ერთგულების მაგალითებს ერთი საგაზეთო სტატია არ ეყოფა.  ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში ამ საქმეში მაინც გამოიჩენს თავს რომელიმე ოფიციალური ან კერძო პირი და ნაგაზის ძეგლიც დაიდგმება და გამოფენებზე გამარჯვებულებსაც პრიზად ბობმორა მეგობრების მინიატიურული სტატუეტები გადაეცემათ. მანამდე კი ეროვნულ სიმდიდრეს ჩვენს გულებში უნდა დავუდგათ ძეგლი. 

აკიტა ჰატიკო

ტოკიოსთან ახლოს, სადგურ შაბუიაზე, დგას აკიტას ძეგლი. მას ჰატიკო ერქვა. ამ სევდიან ამბავს ჰოლივუდმა ფილმი უძღვნა. ჰატიკო 1923 წელს დაიბადა. მისი პატრონი, მეცნიერი უენო, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ძაღლი ყოველ დილით აცილებდა პატრონს სამსახურში, საღამოს კი იმავე ადგილზე ხვდებოდა. ერთ დღესაც პროფესორი უნივერსიტეტში ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. მას შემდეგ ჰატიკო 10 წლის განმავლობაში ჩვეულ ადგილას იდგა და პატრონს ელოდებოდა. ჰატიკომ იქვე დალია სული. 

მალამუტი ბოლტო

ალასკაზე მალამუტებს და ჰასკებს თაყვანს სცემენ. ამ ძაღლებმა ყინულოვან მხარეში ადამიანები სიკვდილისგან იხსნა. ცნობილია ლეგენდა მალამუტ ბოლტოს შესახებ, რომელსაც ნიუ-იორკში, ცენტრალურ პარკში უდგას ძეგლი. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ ყინულოვან ოლქში დიფტერია მძვინვარებდა. გოგონა სასიკვდილოდ იყო განწირული, აფთიაქამდე კი ასობით კილომეტრი უნდა გაევლოთ. გოგონას მამამ მალამუტები და ჰასკები მარხილში შეაბა და შვილის გადასარჩენად გასწია. წამალი აიღო, მაგრამ უკან გამობრუნებულს უბედურება შეემთხვა, ძაღლები თოვლში ჩაეფლნენ, თვითონაც დაშავდა. კაცმა წამალი საგულდაგულოდ შეფუთა, ბოლტოს ყელზე შეაბა და სთხოვა, სახლში დაბრუნებულიყო. ბოლტომ ასი კილომეტრი ირბინა და წამალი დროულად ჩაიტანა, გოგონა გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ქანცგაწყვეტილს თათები დასისხლიანებული ჰქონდა, ხალხს ყეფით ეხვეწებოდა, რომ გაჰყოლოდნენ. ძაღლმა მაშველი პატრონის და დაშავებული ძაღლების გადასარჩენად ზუსტ ადგილზე მიიყვანა. მის შესახებ გადაღებულია ფილმები და მულტფილმები.

სენბერნარი ბარი


სენბერნარ ბარის პარიზში ძეგლი დაუდგეს, მან  40 ადამიანი გადაარჩინა გაყინვას. ძეგლს აწერია: უშველა 40 ადამიანს, 41-მ მოკლა. გადმოცემების თანახმად ბარიმ ნაპოლეონის ჯარისკაცები იხსნა სიკვდილისგან. როდესაც ჯარი ალპების გავლით სამშობლოში ბრუნდებოდა, მათი ნაწილი თოვლში ჩაიმარხა. განწირულებს მაშველად ბარი მოევლინა. ევროპაში ბარის შესახებ ასევე გავრცელებულია ლეგენდა, რომლის თანახმად ძაღლი დაკარგული ბავშვის საძიებლად გაგზავნეს, მან პატარა იპოვა და მშობლებს დაუბრუნა. ძეგლზეც ბარი სწორედ ბავშვთან ერთად არის. 


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/public/11299-dzeglad-qceuli-erthguleba.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2318 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 16
0   Spam
14 თედო   (24.02.2012 23:11:10) [მასალა]
დღეს მართლაც დასაგმობია უყურადღებობა, მაგრამ რომ იძახით წაგვართვს ჩვენი უყურადრებობის გამოო, სხვა რა შეგვარჩინეს? თვალი გადაავლეთ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას, რა ყურადრება რო მიგვექცია, მოინდომებდნენ და ვერ წაგვართმევდნენ? არ იყო ისეთი დრო რომ ხალხს ძაღლებზე ედარდა.

0   Spam
13 თედო   (24.02.2012 23:06:24) [მასალა]
დღეს მართლაც დასაგმობია უყურადღებობა,

+3   Spam
12 მონადირე   (24.02.2012 12:16:43) [მასალა]
”მაგდანას ლურჯა”-სავით არის ეს ამბავი. ჩვენ ჯერ ნაგავზე გადავაგდეთ და მერე სულმოდგმული რომ ვნახეთ, როგორ წაგვართვესო?! რომ არ ”წაერთმიათ”, აღარ იქნებოდა აღარც ჩვენთვის, აღარც სხვისთვის! ვინ გვიშლიდა, მიგვეხედა თავიდანვე! რუსები, რომ მიხვდნენ, რაც იყო ეს ძაღლი, მთელი ჩვენი მთა მოიარეს საუკეთესო ეგზემპლიარების ძებნაში, მოგვევლო ჩვენც! ჩვენ რისი გადამრჩენელები ვართ, საუკეთესო გერმანული და ინგლისური ჯიშები გადავაჯიშეთ, ერთმანეთში და ”დვარნიაშკებთან” ვაჯვარებთ და თან ვამტკიცებთ, ნაჯვარი უკეთესი გამოდისო! წიგნის წაკითხვა ჩვენ არ გვინდა თავის შეწუხება! ეეჰ! მოყვრეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანაო!
ზურა333, არავის არ შეუშლია ხელი! კავკასიური ნაგაზი დარეგისტრირებულია როგორც რუსეთის ჯიში!

+1   Spam
8 ზურა333   (21.02.2012 16:11:03) [მასალა]
ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი ამ ჯიშის მისაკუთრებას ცდილობდა – დარეგისტრირებას როგორც რუსული ჯიშის, საბედნიეროდ საქართველოში აღმოჩნდენ პატრიოტი ადამიანები რომლებმაც ამას ხელი შეუშალეს.

+3   Spam
9 ლაშა86   (21.02.2012 20:07:19) [მასალა]
არ გვავიწყდება, ძალიან ცუდი!!! მაგრამ, რომ დაუფიქრდე მთლად უსამარტლლოდ არ იქცეოდნენ, ქრთველებს ერთი უცნაური ჩვევა გვაქვს, სანამ ჩვენს ხელშია არაფრად ვაგდებთ(ჯართივით ვექცევით), სხვა ცდილობს ამ "ჯართით" ისარგებლოს და მაშინ გვახსენდება, რომ ეს ჯარტი კი არა ოქროა და მასინ გვიჩნდება პრეტენზიები მის წარმომავლობასთან დაკავშირებით, გავიძახით ჩვენია-ჩვენია. თუ შენია თავსი მიხედე შე კაცო, არავის არ მიუთვისებია ქართული ჯიში "ჩაქირა" და რა დაემართა? გადაშენდა ფაქტიურად, სადღაც კიდე ყავთ ვიტომ ჩაქირები(რას გვანან საწყლები). ასე რომ მარტალია ბევრი ცუდი გაგვიკეთა ჩვენმა "ტკბილმა" მეზობელმა, მაგრამ რაღაც კარგიც უნდა დავინახოთ, მითუმეტეს ეს კარგი ძალზედ ცოტაა და ხელის თითებზე ჩამოსათვლელია.
ვინმემ არ დამიწყოს ახლა პატრიოტული გამოხტომები, ჯერ კარგად წაიკიტხოს რაც დავწერე და მერე დაპოსტოს 36_1_69 36_1_69

0   Spam
10 ზურა333   (22.02.2012 12:04:28) [მასალა]
ქართველების უცნაურობებში დაგეთანხმები ლაშა, რაც დაახასიათე მართლა გვჩირს ეგ სენი ქართველებს, მაგრამ იმაში, რომ რუსები მთლად უსამართლოდ არ იქცეოდნენ, როცა ქართული ნაგაზის ჯიშს ისაკუთრებდნენ, მომკალი და ვერ დაგეთანხმები.

+1   Spam
11 ლაშა86   (22.02.2012 12:45:22) [მასალა]
ზურა მეგობარო, მე არ მითქვამს რომ ქართული ნაგაზის მითვისება კარგი საქციელიათქო(ჩემი ქართველობა ვერ მათქმევინებდა მაგას), მაგრამ თუ ობიექტურები ვიქნებით და მესამე მხარის ტვალით შეხედავ მთლად უსამართლოდ არ მოგეჩვენება!!! მე რომ რამე ნივთი ყურადღებას არ ვაქცევდე, არ ვუვლიდე და მასზე ოდნავადაც არ ვზრუნავდე, და ამ დროს შენ რომ თან გადაყვე, უპატრონო და შედევრი გახადო, ვის უნდა ეკუთვნოდეს ეს ნივთი(ნებისმიერი ნივთი ვიგულისხმე). მიტხარი ძმურად!!! 23 23

0   Spam
15 DatuNiko   (22.08.2012 15:39:40) [მასალა]
ლაშა86
kargi xar.
Patriotic da erTguli
monadirec!!!

+3   Spam
7 მონადირე   (21.02.2012 14:04:53) [მასალა]
რუსებს რომ არ გადაერჩინათ ეგ ჯიში, ეხლა აღარც იარსებებდა! რუსეთიდან შემოიყვანეს უკან ამ ბოლო 2 ათწლეულში, თორემ აქ აღარაფერი იყო დარჩენილი! ჩვენ მარტო ტრაბახში ვართ პირველები!

0   Spam
6 nika-nika   (21.02.2012 12:29:51) [მასალა]
მაგარი დაგლები არიან მარტლა რომ დამიანების ერტგულები

-1   Spam
4 Chasseur   (20.02.2012 22:46:08) [მასალა]
სამწუხაროდ როგორც მოჩხუბარ ჯიშს ისე აქვს სახელი განთქმული...განსაკუთრებით დიდი წვლილი ამაში ჩვენს გიგანტ მეზობელს მიუძღვის 167

+4   Spam
5 ლაშა86   (21.02.2012 00:04:55) [მასალა]
მაგაში მართლა ვერ დაგეთანხმები, და იცი რატომ, მე თვითონ ვარ ნამყოფი მოსკოვში 2002 წლს კავკასიური ნაგაზების გამოფენაზე და როგორც ზემოთ სტატიაშია აღწერილი ისე ხდება, რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან ყავდათ ჩამოყვანილები,იქ ისე უვლიან შინაურ ცხოველებს(ძაღლს, კატას, კურდღელს, ზაზუნას და ა.შ. გოჭებსაც კი), რომ აქ ხალხი შვილებს არ უვლის, აქ კი ხალხს(უმეტესობას) ეზარება და არ აინტერესებს, შეიძლება მის მეზობელ შენობაში იყოს გამოფენა და არ გადაიყვანოს ძაღლი(შეიძლება უდავოდ ჩემპიონი).
ყველაფერს რუსეთს და რუსებს ნუ დავაბრალებთ, ისიც ეყოფათ რაც აქვთ ცუდი, ჩვენ საკუთარ თავს მივხედოთ ის ჯობია. 167

0   Spam
16 DatuNiko   (22.08.2012 15:43:23) [მასალა]
ლაშა86
კარგი ხარ!
პატრიოტიც და ერთგული ,,ბაზიერელი"-ც!!!

0   Spam
3 monadire11   (20.02.2012 21:49:57) [მასალა]
იქნებ მითხრათ ვინმემ სად არის ეს გამოფენა ტერიტორიულად და რომელ საატზეე????ძაან მინდა წასვლა

0   Spam
2 xarata   (20.02.2012 17:46:32) [მასალა]
მსოფლიო იკვე იცნობს მაგრამ არა თავის სიჭკვიანით და პატრონის უზომოდ სიყვარულით არამედ ჩხუბებით! 25 25 25

0   Spam
1 bendeksi   (20.02.2012 17:04:28) [მასალა]
აუ როგორ გული მწყდება ამ უყურადღებობაზე... ნაგაზი ხომ ერთ ერთი იმ უიშვიათესი ქართულია რამაც შეიძლება მსოფლიოს გააცნოს ჩვენი სახელი :(

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика