ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » საინტერესო ფაქტები    

23:11:07
საინტერესო ფაქტები

1. თხუნელას ერთი ღამეში შეუძლია გათხაროს 90 მეტრიანი ტუნელი.

2. ყველაზე კარგი მყვინთავი ფრინველებში არის გაგარა.. მას შეუძლია წყალში 80 მეტრზე ჩაყვინთვა.

3. ყველაზე დიდი თევზი, რომელიც ანკესით დაიჭირეს იყო თეთრი ზვიგენი. ის იწონიდა 1208 კგს და იყო 5.13 მეტრის სიგრძის. ის დაიჭირეს ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე.

4. იმისათვის რომ არწივმა ფრენის დროს შეინარჩუნოს ბალანსი, ის იცლის ფრთიდან იმდენ ბუმბულს რამდენიც გასცვივდა მეორე ფრთაზე.

5. კატა თავისი "ულვაშებით” განსაზღვრავს გაეტევა თუ არა ის ხვრელში.

6. თუ ქათამს ყურის ბიბილო თეთრი აქვს ის დებს ღია ფერის კვერცხს, ხოლო თუ წითელი ბიბილო აქვს დებს ყავისფერ კვერცხებს.

7. ყველაზე დიდი რაოდენობის ბუმბული აქვს გედს. დაახლოებით 25000.

8. ყველაზე დიდი კალიების გუნდმა 1875 წელს გადაუფრინა ქალაქ ნებრასკას (აშშ). მისი სიგანე იყო დაახლოებით 180 კილომეტრი, ხოლო სიგრძე 3000 კილომეტრი.

9. მამალს არ შეუძლია ხმამაღლა "დაყვირება” თუ ის ყელს არ დაიგრძელებს
.
10. ბუ ერთადერთი ფრინველია, რომელიც თვალს ახამხამეს ზედა ქუთუთოთი… ყველა დანარჩენი ფრინველი ქვედა ქუთუთოთს წევს მაღლა თვალის დასახამხამებლად.

11. ავაზა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ცხოველია. ის ანვითარებს რეკორდულ სიჩქარეს 112 კმ\სთს.

12. ძაღლებს, კატებს, მაიმუნებს და სხვა ყველა ხერხემლიან ცხოველებს შეუძლიათ დამთქნარება. ერთადერთი გამონაკლისია ჟირაფი, რატომ არავინ იცის.

13. ფუტკარი საშუალოდ დღეში ყრის დაახლოებით 1500 კვერცხს.

14. ჭიანჭველები წყლის ქვეშ ძლებენ 2 კვირა.

15. მსოფლიოში ყველაზე პატარა ბუ "Micrathene whitney” ბინადრობს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და მექსიკაში. საშუალოდ მისი სიგრძე შეადგენს 12-14 სმ, ხოლო იწონის 50 გრამზე ცოტას.

16. ფლამინგოები ცოცხლობენ 80 წლამდე. ( ძალიან ლამაზები არიან :) )

17. მტრედის ძვლები უფრო მსუბუქია, ვიდრე მისი ბუმბული.

18. ვირი ჩაიძირება უდაბნოს ქვიშაში, ხოლო ჯორი არა.

19. მღრღნელების კბილების ზრდა არასდროს არ წყდება.

20. ლურჯი ვეშაპის ენა უფრო ბევრს იწონის, ვიდრე მოზრდილი სპილო.

21. ღორებს არ შეუძლიათ ცას შეხედონ.

22. დედალ იადონს სიმღერა არ შეუძლია.

23. ნემსიყლაპიებს 6 ფეხი აქვთ, მაგრამ სიარული არ შეუძლიათ. მათ შეუძლიათ ფრენა 30 მილი საათში.

24. ნემსიყლაპიებს თითოელ თვალში 30 ათასი ლინზა აქვთ.

25. კატებს არ შეუძლიათ ტკბილი გემოს შეგრძნება.
26. მამალ ბაბუინს ლეოპარდის მოკვლა შეუძლია.

27. რვაფეხას "შვილი” დაბადებისას რწყილის ხელაა.

27. ხოჭოებს აქვთ ვაშლის გემო, კრაზანებს კაკლის გემო, ხოლო ჭიებს შემწვარი ბეკონის. (არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ რაც არ უნდა გემრიელი იყოს მათი გასინჯვა ნამდვილად არ შემიძლია.ხოჭოს დანახვაზე გული მიმდის :D)

28. ვირის თვალები ისეა განთავსებული, რომ საშუალებას აძლევს მას ყოველთვის ხედავდეს ოთხივე ფეხს.

29. აქლემებს აქვთ სამი ქუთუთო, თავი რომ დაიცვან ქვიშიანი ქარიშხალისგან.

30. ყველაზე სწრაფი თევზი არის ხმალთევზა, რომელსაც შეუძლია განავითაროს 130 კმ\სთ.




წყაროhttp://ucnauri.com/201368/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%90%E1%8
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 5682 | დაამატა: dudu-duda | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 Nikadzia   (18.05.2012 22:04:15) [მასალა]
130 კმ როგორ ანვითარებს წყლის ქვეშ საინტერესოა :)

0   Spam
6 tornike   (18.02.2012 15:08:37) [მასალა]
მარტო იადონს არ ეხება ეს.ზოგადად ფრინველებში მხოლოდ მამლებს აქვთ გალობის უნარი

0   Spam
5 bendeksi   (17.02.2012 05:32:23) [მასალა]
ჯორი რატო არ იფლობა? 069
არც ვეშაპის ენის წონას დავეთანხმები... არის შემთხვევები როცა მართლაც მეტს იწონის სპილოზე მაგრამ ეს გამონაკლისია... დაახლოებით მაშინ თუ 150 ტონას აღემატება ვეშაპის წონას ეს კი საკმაოდ იშვიათობას წარმოადგენს...
ისე ერთი კიდევ საინტერესო ფაქტი.... 400 ლიტრი წყლის დაგროვება შეუძლია ლურჯ ვეშაპს პირში, თუმცა იმდენად პატარაა მისი საყლაპავი მილი რომ ზრდასრული ადამიანის გადაყლაპვაც კი არ შეუძლია....

0   Spam
4 aleko   (17.02.2012 00:53:31) [მასალა]
აქლემებს აქვთ სამი ქუთუთო, თავი რომ დაიცვან ქვიშიანი ქარიშხალისგან.
სისულელეა! 3 ქუთუთო არ აქვს აქლემს! უბრალოდ მას აქვს განსხვავებული წამწამები და წარბები როგორც განლაგებით, ასევე ბიოლოგიური განსხვავებით(კანის განსხვავებით)სწორედ წამწამები da წარბები იცავს მას უდაბნოს ქვიშისაგან

0   Spam
2 dudu-duda   (16.02.2012 23:38:19) [მასალა]
ხო ხედავ გუდუ ზოგჯერ ბევრი რაღაც ისე არაა რგოგორც გვგონია ასე რომ გადაავლე ჩემ პოსტებს თვალი და შენ თვითონ დარწუნდები :* 39

0   Spam
1 GuDa   (16.02.2012 23:29:27) [მასალა]
მე სწრაფი ლეოპარდი მეგონა ყველაზე:D

0   Spam
3 ლაშა86   (17.02.2012 00:22:56) [მასალა]
ლეოპარდი არა, ყველაზე სწრაფი გეპარდია_იგივე ავაზა. ხსირად ერევათ ერთმანეთში ხალხს ეს ცხოველები.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 22
    სტუმარი: 22
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика