ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » იცით თუ არა რომ?    

23:20:19
იცით თუ არა რომ?
პიტბული შექმნილია 60 სხვადასხვა ცხოველის გენებისგან

პოლიციის მეძებარ ძაღლებს ნარკოტიკს უკეთებენ რადგან ორგანიზმი თხოულობს ნარკოტიკს და ძაღლიც ეძებს

ერთხელ აუქციონზე ძროხაში 1.3 მილიონი დოლარი გადაიხადეს

ჰიპოპოტამს შეუძლია პირი გააღოს ისე, რომ 120 სმ სიმაღლის ადამიანი ჩაეტიოს

როდესაც ბეჰემოტი მოწყენილია, მისი ოფლი წითლდება

ბუების ჯგუფს თურმე "პარლამენტი" ჰქვია:))
მორიელს აქვს თვითგანადგურების (საკუთარი შხამით თავის მოწამვლის) უნარი. ის ამას აკეთებს, როცა გამოუვალ მდგომარეობაშია.

ჩინეთში გაიხსნა ზღვაზე გამავალი ყველაზე გრძელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ყვითელი ზღვის აკვატორიაზე გადის. მისი საერთო სიგრძე შეადგენს 41,58 კილომეტრს...

ფარშევანგის კვერცხის მოსახარშად საჭიროა 4 საათი...

ქამელეონის ენა არის იმავე სიგრძის, რაც არის მისი მთლიანი სხეული.
ქამელეონს შეუძლია 2 ობიექტს ადევნოს თვალი ერთდროულად.
იცით თუ არა რომ? იაპონელმა მკვლევარებმა შეიმუშავეს სენსაციური ტექნოლოგია,რომელიც კოსმეტოლოგიაში,ალბათ,ახალ სიტყვას იტყვის.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს ოფლი,რომელსაც მეჰემოთები ვიწრო გალიებში ჭარბად გამოყოფენ.მეცნიერებმა შვიდ ლიტრამდე ოფლი შეაგროვეს,სპეციალური სეპარატორების,რექტიფიკატორებისა და პლაზმური აიროანალიზატორების მეშვეობით გამოიკვლიეს და დაადგინეს,რომ ის მზისგან დამცავი საცხის მსგავს ნივთიერებას შეიცავს,რომელიც გაცილებით უკეთ იცავს ორგანიზმს,ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე კრემი თუ სპრეი.
იაპონიაში უკვე დაიწყეს ბეჰემოთებისთვის საუნის მშენებლობა და ახალი საცხის 


იცით თუ არა რომ

ყველაზე მძიმე ცხენი - "ბრუკლინი შესანიშნავი", სუფთა სისხლის ცხენი ბელგიიდან, იწონიდა 1440 კგ-ს.

ყველაზე მაღალი ცხენი - "ფირპონი", მინდაოში აღწევდა 2,16 მ-ს.

ყველაზე დიდხანს მცხოვრები ცხენი - ულაყი "ბებერი ბილი", რომელიც დაიბადა 1760 წელს ლანკაშირში და იცხოვრა 62 წელიწადი.

ყველაზე მდიდარი ცხენი - სუფთა სისხლის "ჯინ ენდ ტონიკ"-მა დააგროვა რბოლებზე 4,6 მილიონი ევრო.

ყველაზე ძვირადღირებული ცხენი - ახალგაზრდა ცხენი, რომელიც იყიდეს 2002 წელს დოვილში 2 მილიონ ევროდ.

ყველაზე პატარა ცხენები - არგენტინული ჯიშის პონები "ფალაბელლა". ზრდასრული ცხენები აღწევენ 70-76 სმ სიმაღლეს და იწონიან 36-45 კგ-ს. ყველაზე პატარა ზრდასრული ცხენი - ულაყი "ლითლ პამპკინ" (Little Pumpkin - პატარა კვახი) იწონიდა 9,07 კგ-ს და სიმაღლეში აღწევდა 35,5 სმ-ს.

ყველაზე სწრაფი ცხენი - მსოფლიო რეკორდი 1 მილ დისტანციაზე ეკუთვნის ულაყ "კამბესტ"-ს - 1 წუთი და 46,2 წამი. რეკორდი დაფიქსირდა 1993 წლის 16 აგვისტოს.

ყველაზე მაღლა მხტომი ცხენი - რეკორდი სიმაღლეზე ხტომაში დაფიქსირდა 1949 წელს ჩილეში და ეკუთვნის ულაყს "უასო" (მხედარი ა. მორალესი). "უასო" მაშინ გადახტა 2,47 მეტრ სიმაღლეზე.

ფლამინგო გავრცელებულია ს – დ. ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, ჩრდ. ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ანტილიის კინძულებზე, სამხ. ამერიკაში.

საქართველოში აღნიშნულია შემთხვევით შემოფრენილი ეგზემპლიარები აფხაზეთში, ფარავნის ტბაზე.

ფლამინგო ბინადრობს ზღვებისა და ტბების სანაპიროებზე, კუნძულებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყალსატევის სანაპიროზე, ან წყალსატევში. დებს 1-2
კვერცხს. კრუხობის ხანგრძლიობა აღწევს 32 დღემდე. საკვებს შეადგენენ წყლის მწერები, კიბოსნაირნი, ლოკოკინები, ჭიები, წყალმცენარეები.

ცნობილია ფლამინგოს 3 ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში გვხვდება ევროპული ფლამინგო – Phoenicopterus ruber roseus
ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია და ბინადრობს მთელს ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში: აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული ანაკონდისა 5-6 მეტრია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარებიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრსა და 43 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა ვერ მოხერხდა.


შეფერილობა

ანაკონდას ზურგის ძირითადი შეფერილობა მორუხო-მომწვანოა, მსხვილი მურა ფერის ლაქებით, რომლებიც მრგვალი ან მოგრძო ფორმისაა და მონაცვლეობენ ჭადრაკისებურად. გვერდებზე აღენიშნება რამოდენიმე რიგი წვრილი, ღია ფერის ლაქებისა, რომლებიც შემოფარგლულია შავი ზოლებით. ამგვარი შეფერილობა ანაკონდას შეუმჩნეველს ხდის მიწაზე და ფოთლებით დაფარულ წყლის ზედაპირზე.

ცხოვრების წესი

ანაკონდას საყვარელი ადგილებია მდორე მდინარეები და ტბები, ჭაობიანი ამაზონისა და ორინოკოს აუზები. ასეთ უკაცრიელ ადგილებში, ანაკონდა უსაფრდება მსხვერპლს: სხვადასხვა ზომის ძუძუმწოვრებს რომლებიც მდინარეზე წყლის დასალევად ჩამოდიან, წყლის ზედაპირზე მცურავ ფრინველებს, ხანდახან კუებს და ახალგაზრდა კაიმანებს. ანაკონდას მსხვერპლნი ხშირად ხდებიან შინაური ცხოველები და ფრინველები: ღორები, ძაღლები, ქათმები, ბატები, როდესაც ისინი წყალს უახლოვდებიან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 5 მეტრიანმა ანაკონდამ დაახრჩო და გადაყლაპა 2,5 მეტრი სიგრძის მუქი ფერის პითონი სულ რაღაც 45 წუთში.

ანაკონდა არც თუ იშვიათად ამოდის ხმელეთზე და ღებულობს მზის აბაზანებს, თუმცა წყლიდან ძალიან შორს არ მიდის. ის კარგად ცურავს, ყვინთავს და ხანგრძლივად შეუძლია წყალქვეშ ყოფნა. წყალსატევის ამოშრობის შემთხვევაში ანაკონდა გადადის მეორე წყალსატევში ან ცურვით მიუყვება მდინარეს. როდესაც ამის საშუალება არ არის, მშრალი სეზონის განმალობაში, იგი ღრმად ეფლობა ტალახში და ამგვარ მდგომარეობაში ელოდება წვიმის მოსვლას. ზოოპარკებში არაერთხელ შეუმჩნევიათ, თუ როგორ იხეხავს ანაკონდა სხეულს წყლის ფსკერზე ხახუნით.

გამრავლება

ანაკონდა კვერცხცოცხლადმშობია. დედალი დებს 28-42 კვერცხს, საიდანაც იბადებიან 50-80 სანტიმეტრი სიგრძის წიწილები, შესაძლოა მან ცოცხალი ნაშიერებიც შობოს. ნიუ-იორკში აკვირდებოდნენ, თუ როგორ ამტვრევდა ანაკონდა კბილებით მის მიერ დადებულ კვერცხებსა და ხელს უწყობდა ნაშიერების გამოჩეკვას. კვერცხების მთავარ გარსს და გაუნაყოფიერებელ კვერცხებს დედალი ანაკონდები თავად მიირთმევენ, ზოგჯერ – ახლადდაბადებულ ნაშიერებსაც ჭამენ. გველების ამ სახეობას შორის, კანიბალიზმიც საკმაოდ გავრცელებულია. არც თუ იშვიათად მოზრდილი მდედრი ანაკონდა, მომცრო მამრს ყლაპავს. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, მდედრ ანაკონდას ეს იმიტომ ესაჭიროება, რომ გამრავლებისთვის მოსამზადებლად დამატებითი საკვები ჰქონდეს მიღებული, ზოგი კი ფიქრობს, რომ სავალალო შემთხვევა სექსუალურ ამორფიზმს უკავშირდება; თუმცა, დაზუსტებული ახსნა ამ ფაქტისა, ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

ტყვეობა

ტყვეობაში ანაკონდები ცოცხლობენ 5-6 წელიწადს, მაქსიმუმ 28 წელს. ტყვეობაში ანაკონდა განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა.

მითები და ლეგენდები

მიუხედავად მრავალგვარი მონათხრობისა, ანაკონდა ზრდასრულ ადამიანს თავს არ ესხმის გარდა იშვიათი შემთხვევებისა. არსებობს რ. ბლომბერგის მონათხრობი, თუ როგორ მოგუდა და გადაყლაპა ანაკონდამ 13 წლის ბიჭი. თუმცა ადგილობრივებს, როგორც წესი, მისი არ ეშინიათ და ხშირად ნადირობენ მასზე. ანაკონდა რეწვის ობიექტია – იყენებენ მის ტყავს, ხორცს, ცხიმს.

      ბაწარას „ ალაზნის მარცხენა შენაკადი" ხეობაში ჩვენს დრომდე შემონახულია თავისი სიდიდითა და პირველყოფილობით მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო უთხოვრის ტყე, რომელიც ეხლა „ახმეტის" ნაკრძალადაა გამოცხადებული უთხოვარი ძალიან ნელა იზრდება, ერთი ჭლის განმავლობაში მხოლოდ ფანქრის დიამეტრის ოდენა შეიძლება მოიმატოს, ბაწარის ნაკრძალში შემორჩენილია უთხოვარი, რომლის ასაკი 1800 წლამდეა სიმაღლე 30 მ–ია და სიმსხო კი 1 მ და 60 სმ. ლეგენდის მიხედვით მისი სახელი თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული, როგორც ჩანს იმ პერიოდშიც ეს ხე, იმდენად ძვირად ფასობდა რომ, მისი მოჭრა არ მოჭრის საკითხს თვით მეფე წყვეტდა და რამდენადაც შეუვალი იყო მეფე ქალის ნება მას უთხოვარი, შეარქვეეს. (ურთხელი). ქ. პეტერბურგში, ერმიტაჟის ზოგ დარბაზში იატაკი სწორედ ქართული უთხოვარითაა გალამაზებული.  (duda)



წყაროhttp://www.facebook.com/photo.php?fbid=222076204502057&set=o.188776927809272&type=3&theater
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 5473 | დაამატა: dudu-duda | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 dudu-duda   (16.02.2012 22:27:58) [მასალა]
კი პერიოდულად შემოგთავაზებთ სიახლეებს მადლობა ყველას 23_30_126

0   Spam
6 chibati   (16.02.2012 21:31:31) [მასალა]
166 166 166 10 მაგარია ძმაო,რამდენი რემე გავიგე.კიდევ გამოუშვიტ ასეტი მასალები.

0   Spam
5 77777   (16.02.2012 16:18:10) [მასალა]
23_30_126

0   Spam
4 merabnozadze   (15.02.2012 23:21:54) [მასალა]
ძალიან საინტერესო ინეორმაციაა. განსაკუთრებით ,, პარლამენტი" 069 069 069

0   Spam
3 david   (15.02.2012 20:36:37) [მასალა]
10 166

0   Spam
2 firali81   (15.02.2012 13:17:02) [მასალა]
10 10 10

0   Spam
1 bizona   (15.02.2012 05:08:26) [მასალა]
10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика