გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება
ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება.
ნადირობის წესები და აუცილებელი რჩევები დამწყებ მონადირეებს
ნადირობა ერთ-ერთი პირველია, რაც ადამიანმა ისწავლა და რითაც ოჯახს არჩენდა. ქალებისა და ბავშვების მიერ შეგროვებული ხილი, ფესვები და მოლუსკები საკმარისი არ იყო, რათა გვარის გადარჩენა უზრუნველეყოთ. პალეოლითის მცხოვრებნი თითქმის ორი მილიონი წლის განმავლობაში არსებობდნენ ნადირობით. მას მოჰყვა შრომის დანაწილება კაცებსა და ქალებს შორის. ცხადია, პირველყოფილი ადამიანი თავდაპირევლად საკვების მოპოვების მიზნით ნადირობდა, შემდეგ კი ევოლუციასთან ერთად მისი დამოკიდებულებაც შეიცვალა. დღეს, ალბათ, მხოლოდ საკვების მოპოვების მიზნით არავინ ნადირობს, ეს სპორტი დღეს გართობის, განტვირთვის, მეგობრებთან ბუნებაში
იაპონიის კუნძულებზე- ჰონსიუსა და კიუსიუზე ბინადრობს უცნაური გარეგნობის ცხოველი- იაპონური სერაუ, რომლის შეფერილობაც ნაცრისფერ მგელს მოგაგონებთ, თუმცა მისი რქები თხას.
არსებობს იაპონური სერაუს ორი ქვესახეობა - crispus, რომელიც იაპონიაში ბინადრობს და Swinhoei, რომელიც მხოლოდ ტაივანის კუნძულებზეა გავრცელებული. სუმატრულ სერაუსგან განსხვავებით მისი ბეწვი მეტად ხშირი და შედარებით გრძელია, კუდი კი ფუმფულა, მაგრამ მას არ აქვს ისეთი გრძელი ფაფარი, როგორიც სუმატრულ სერაუს.
მეგობრებო ხვალ დილიდან თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საველე შეჯიბრის ადგილზე ტარდება დრათჰაარების საველე გამოცდა,ჩვენი თხოვნა იქნება თავი შევიკაოთ ძაღების სავარჯიშოდ მოსვლისთვის,ეს ერთხელ გვაპატიეთ და ხელი შეგვიწყვეთ საველე გამოცდის ჩატარებაზე,მობრძანდით დაესწარით და გვერდში დაგვიდექით,ერთად ვუგულშემატკივროთ ხვალ დრათჰაარებს!
ვირუსი საკმაოდ დიდი ზომისაა (უჯრედის დიამეტრი დაახლოებით 400-500 ნმ), შესაბამისად, ჩვეულებრივი
სამედიცინო ნიღაბი პრინციპში შეძლებს გაფილტროს. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ადამიანი შენს თვალწინ
ახველებს ან გაივლის თქვენგან 3 მეტრამდე მანძილზე, ვირუსი უბრალოდ მიწაზე ჩავარდება, ფრენას ვერ შეძლებს.
თუ ვირუსი მეტალის ზედაპირზე მოხვდება, ის გადარჩება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამიტომ,
თუ რაიმე მეტალის ზედაპირს შეეხებით, ხელები ზედმიწევნით დაიბანეთ საპნით.
ვირუსი აქტიური შეიძლება დარჩეს ქსოვილზე 6-12 საათის განმავლობაში.
ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებებით წესით უნდა მოკვდეს ვირუსი. ზამთრის ტანსაცმელი,
საკმარისია მზეზე გაფინოთ, რათა მოკვდეს ვირუსი...
კიდევ ერთი მგლის ლიკვიდაცია ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფმა დღს მოახდინა.
როგორც "გურიის მოამბეს" ჯგუფის წევრებმა აცნობეს, მტაცებლის ლიკვიდაცია დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ურეკის თემის სოფელ წვერმაღალაში მოხდა.
მონადირეების განცხადებიტ, ამ დროისათვის ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფს 7 მგლის ლიკვიდაციის უფლება ჰქონდათ და წვერმაღალაში მოკლული მტაცებელი მეშვიდეა:
"გვესმის რომ სერიოზული პრობლემაა და მომრავლებული მტაცებელი თითქმის ყველა სოფელში ანადგურებს პირუტყვს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, მაგრამ თუ არ მივიღეთ ნებართვა ცენტრალური მთავრობიდან, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, შეზღუდული ვართ განვახორციელოთ მსგავსი ღონისძიებები ამ ეტაპზე" - აცხადებენ ოზურგეთის მერიასთან არსებულ მონადიორეთა ჯგუფში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბავრასთან ახლოს მდებარე ტბაში თევზი მასიურად 10 მარტს გამოიყარა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხოსპიოს თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიკ ბერიკიანი და მერიის წარმომადგენელი, ვალენტინ ღარსლიანი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.
ხოსპიის თემის მერის წარმომადგენელის, ვალენტინ ღარსლიანის თქმით კი აღნიშნულთან დაკავშირებით მან და ედიკ ბერიკიანმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გარემოს დამცველებს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა გახდა თევზის მასიური გამორიყვის მიზეზი – “ჯერ-ჯერობით ჩვენც არ ვიცით მიზეზი რა მოხდა, მხოლოდ იმას ვვარაუდობთ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა შეიძლება იყოს“, – უთხრა ღასლიანმა “სამხრეთის კარიბჭეს”.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის N9 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება- „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში, მე-7 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით
2020 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მგლისა და ტურის პოპულაციების დათვლას და შემდგომ მონიტორინგს განახორციელებს.
ამის შესახებ უწყების 2020 წლის გეგმებშია ნათქვამი.
შეკვეთილში, მგელმა ბიძინა ივანიშვილს ერთი ირემი და ერთი შველი შეუჭამა. ინფორმაციას ამის შესახებ "გურიის მოამბე" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ შეკვეთილის რეზიდენციაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
სოციალურ ქსელში ბავშვისთვის ტილების მოსაშორებელ პრეპარატთან დაკავშირებით, დისკუსია არ წყდება. საუბარიას ძაღლის ანტიპარაზიტული პრეპარატზე ,,ბარსი'', რომელსაც მშობლები აქტიურად იყენებენ ბავშვებისთვის ტილების მოშორების მიზნით.
ფეისბუქზე წერენ, რომ აღნიშნულმა წამალმა ერთი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეო კრიტიკულ სიტუაციამდე მიიყვანა.
15 დეკემბერს, თბილისში, დილის 9:00 საათზე "სპორტინგის ლიგა" გამართავს გამორჩეულ მსროლელთა შეჯიბრს თიხის მოძრავ სამიზნეებზე სპორტულ სროლაში.
შეჯიბრში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მოწვეულ მსროლელებს.
ცხადია, შეჯიბრში მონაწილეობას წარმატებული "ბაზიერელი" მსროლელებიც მიიღებენ!
ამა წლის 19 ოქტომბერს შაბათს, შედგა გარემოსა და ნადირობის მდგრადი განვითარების საზოგადოების რიგგარეშე, საგანგებო, საბჭოს სხდომა.
რომელზეც საბჭოს მიერ განხილული იქნა რიგი საჭირბოროტო საკითხები.
1. სანადირო სავარგულების პრობლემები, რომლებიც ძირითადად ეხება ეროვნული პარკების ზრდას. კერძოდ კოლხეთის ეროვნული პარკის მიერ გურია სამეგრელოს ტერიტორიაზე, ტრადიციული სანადირო სავარგულების შემცირება. ასევე ჯავახეთის ტერიტორიაზე შემცირებული სანადირო სავარგულები.
2. ჰესების ქაოტური მშენებლობები, მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
3. მტაცებელი ცხოველების პოპულაციის კონტროლის ეფექტური მეთოდების შემუშვება.
4. წყალმცურავებზე ნადირობის სეზონის დახურვის თარიღის გადაწევა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.
პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით, გაჩერებულნი იქნენ მოქალაქეები,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თევზის მასაობრივად განადგურების თავიდან აცილების მიზნით, ელექტროდენით, ელექტროშოკით, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებებით თევზჭერასთან დაკავშირებით, კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.
იმ შემთხვევაში თუ დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, ელექტროდენით თევზაობს პირველივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, სასჯელის ვადა კი, შესაძლო, 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობით განისაზღვროს.
იქნებ დაფიქრება სჯობდეს სანამ საფრთხეს შეუქმნი როგორც საკუთარ ასევე სხვების სიცოცხლეს!
2018-02-22
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სოფელ მუჟავაში 19 წლს ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც "ნიუპოსტს" ნოდარ მებონას მეზობლებმა განუცხადეს, ბიჭი ელექტრომოწყბიოლობის გამოყენებით თევზს იჭერდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.
მინდა თქვენც, სპინინგის მოყვარულებს, გაგიზიარ ჩემი გულისტკივილი და ხედვა.
სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის და აქვაკულტურის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
ტურიზმი მხოლოდ კაზინოები, სარესტორნო ბიზნესი და კაზანტიპების მსგავსი ღონისიებები არაა!
თუ გვინდა, რომ ტურისტების უფრო შემოსავლიან და ფინანსურად მეტი შესაძლებლობების მქონე პრემიუმ კატეგორიაზე გასვლა, ამისთვის აუცილებებია კომპლექსური შესაძლებლობები გაგვაჩნდეს. მათ შორის აუცილებელია,
გამართული სპორტულ-სამოყვარულო სათევზაო ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მაშტაბით (ყველა მდინარეზე და წყალსატევზე) და არა ლოკალურად, მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე.
თუმცა, ეს ყველაფერი, მკაცრად უნდა იქნეს დაცული ყოველგავარი ბრაკონიერობისაგან.
გარემოსა და ნადირობის მდგრადი განვითარების საზოგადოება
ჩვენ წარმოვადგენთ აპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მიზანი და ამოცანაა მონადირის უფლებების დაცვა, ნადირობის განვითარება, ბრაკონიერობასთან ბრძოლა და გარემოს დაცვა.
ჩვენთან გაწევრიანება შეუძლიათ როგორც იურიდიულ (კლუბები, გაერთიანებები), ასევე ფიზიკურ პირებს, ყველას, ვისაც აღელვებს ჩვენი ბუნებისა და ნადირობის ბედი.
საზოგადოების წევრებს საშუალება გექნებათ ჩაერთოთ ყველა პროცესში, რომელიც შეეხება ჩვენს საქმიანობას - ნადირობასა და სამონადირეო კანონმდებლობას საქართველოში.
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ბაზიერი" და მონადირეთა ჯგუფი "ძამა"
4 აგვისტო. ოზურგეთი. სოფ.ბაილეთის მიმდებარედ, გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები 2019"
წლევანდელი შეჯიბრი ეძღვნება ტრაგიკულად გარდაცვლილი მამუკა ნაცვალაძის ხსოვნას!
შეჯიბრზე გათამაშდება მამუკას სახელობის პრიზი.
დეტალური ინფო ჩვენს ვებ-გვერდზე www.bazieri.ge
ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო მონადირეებთან გამართული წინასწარი კონსულტაციების/გამოკითხვის პროცესში, მათი უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რაც ემსახურება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს.
მოგესალმებით. გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებში განიხილება საკითხი ნადირობის სეზონის მოგვიანებით გახსნასთან დაკავშირებით.
მთავარი მიზეზი: სეზონის გახსნის პერიოდისთვის ძალიან ბევრი მწყრის ბარტყია და მათთვის რამდენიმედღიანი საშეღავათო პერიოდის მიცემა,
რათა მოასწრონ მოძლიერება და დაფრთიანება,რაც მათი გადარჩენის შანსებს ბევრად გაზრდის.
ჩვენი თხოვნა იქნება რომ გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა და სხვებსაც მოუწოდოთ დააფიქსირონ თავიანთი აზრი, მონადირეთა აზრს გადამყვეტი მნიშვნელობა ექნება.
ცნობისათვის: მომავალში დაგეგმილია კონსულტაციები ნადირობის სეზონის დასრულების თარიღის მარტში გადაწევასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ გეტყვით.
გთხოვთ მონაწილეობა მიიღეთ საიტის მთავარ გვერდზე განთავსებულ გამოკითხვის ფორმაში, ხოლო კომენტარები დაწერეთ აქ.
კვირას, 23 ივნისს , საღამოს 8 საათზე ქ.ქუთაისში, პიონერთა პარკში გაიმართება შეხვედრა ჯგუფის წევრებს შორის!!!
შეხვედრის მიზანია მოძრაობის სამოქმედო გეგმის შემუშავება! გელოდებით ყველას ვისაც გაწუხებთ ჩვენი ქვეყნის ფლორა-ფაუნა. ასევე ბრაკონიერობის გადაუჭრელი პრობლემა!
2 ივნისი ქ. ოზურგეთი.
სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის საზოგადოება, მონადირეთა კლუბ "ბაზიერის" ეგიდით ატარებს მონადირე ძაღლების გამოფენას.
ოზურგეთის ცენტრალური პარკი, დასაწყისი 10:00 სთ.
ძაღლის გამოფენაზე გაყვანა (შეფასება) 10 ლარი.
საგვარეულო ნუსხით, პასპორტის აღება 25 ლარი.
ვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს დაემატოს გადაცემა ნადირობისა და თევზაობის მოყვარულთათვის
ქართულ მედია სივრცეში, დღესდღეობით, არ არსებობს გადაცემა, რომელიც საქართველოს მონადირეთა, მეთევზეთა, ბაზიერთა და ზოგადად, ბუნების მოყვარულთა ინტერესებს გამოხატავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოთვლილი კატეგორიები, საერთო ჯამში, საქართველოს მრავალათასიან მოქალაქეთა უზარმაზარ აუდიტორიას მოიცავს.
მსგავსი გადაცემები, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში დიდი წარმატებითა და მაღალი რეიტინგებით სარგებლობენ.
შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ასეთი გადაცემის დამატება ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც ნადირობისა და თევზაობის სწორი კულტურის დამკვიდრებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამასთან, საგრძნობლად გაზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა რიცხვს და შესაბამისად, რეიტინგს. გთხოვთ საქართველოს საზოგადოებრივ არხის ეთერში მოხერხდეს ასეთი გადაცემათა ციკლის ჩაშვება...
საკანონმდებლო რეგულაციების პროცესში ჩართულობის მიზნით მონადირეთა, მეთევზეთა და ბაზიერთა საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. ამ ეტაპზე საბჭო 54 სუბიექტს აერთიანებს. მათ შორის არის ყველა სამონადირეო კლუბი, სამონადირეო მეურნეობების უმრავლესობა, სანადირო და სათევზაო მაღაზიები,ზუსტი სროლის ფედერაცია, მშვილდოსნები და არბალეტის მსროლელები, ასევე პნევმატური იარაღით მსროლელები. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ომის ვეტერანთა და ფერმერთა გაერთიანებებიც.
ქალაქი პრიპიატი, რომელიც ჩერნობილის საშინელი ტრაგედიის ეპიცენტრი გახდა, ფართოდ ცნობილია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ხალხი აქ მოდის დოკუმენტური ფილმების შესაქმნელად და მოჰყავთ ტურისტებიც კი, რომლებიც ექსტრემალურ შეგრძნებებს ეძებენ. ამავდროულად, ბელორუსიაში არის ტერიტორია, სადაც გაცილებით უფრო ფართოდ არის რადიაციული დაზიანება, რის გამოც იქ რეზერვია შექმნილი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!