
ცხოველის პატრონი ჰელენ კონელი ყვება, რომ შოკში ჩავარდა, როდესაც მისი 9 თვის კატა, რომელსაც კუკი ქვია, სახლში სისხლიანი დაბრუნდა. როდესაც ის ვეტერინართან წაიყვანეს, გაირკვა, რომ ტყვია კატის თავის ქალაში გაიჭედა.
ვეტერინარის თქმით, ტყვიის ამოღება ცხოველის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ მას ხელი არ ახლეს. კუკის მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები გაუკეთეს. მისი ჭრილობა დაამუშავეს და სახლში გამოისტუმრეს.
მომხდართან დაკავშირებით საქმეა აღძრული.
მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.