
"მწერების ფოტოების გადაღებაზე ვმუშაობდი, როცა შემთხვევით ჭრიჭინა შევნიშნე. მოულოდნელად წვიმა წამოვიდა, მე კი გადაღება განვაგრძე, რადგან შესანიშნავი განათება იყო", - ამბობს ფოტოგრაფი.

"ტბის წყალს შეფერილობას მასში არსებული ცხელი წყაროები აძლევენ და ეს ფერი ყოველდღიურად იცვლება. მისტიკური ცისფერისა და ქათქათა თეთრი ფერების თანხვედრა მომაჯადოებელი აღმოჩნდა", - ამბობს ფოტოგრაფი.


ბუნების საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში კიდევ ერთი პრემია სტეფანო პესარილის ფოტომ - "ნადირობამ" მოიპოვა. მასზე ჩანს, როგორ მისდევს მსხვერპლს იაგუარი. მოძრავი კადრის ეფექტის გამო კადრში მოხვედრილი მთლიანი პეიზაჟის ფონი წაშლილია.

კონკურსი 2011 წელს მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სულ ჟიურის წამახალისებელი პრემია 14-მა ფოტომ მიიღო.
მომზადებულია ngm.nationalgeographic.com-ის მიხედვით.