დათო ევგენიძე, კომპოზიტორი, მუსიკოსი : -
საქართველოს ყველა კუთხეში ძალიან ბევრი საახალწლო ჰიმნი გვაქვს! ჩვენი
საშობაო საგალობლები, ეს იგივე საახალწლოებია... შეიძლება ჰიმნად ძნელია
რომელიმე აღვიქვათ, რადგან ჩვენი საშობაო სიმღერები საგალობლის ფორმის და
შინაარსის არის, მაგრამ რატომ არ შეიძლება? _ პირიქით, მიმაჩნია რომ ჩვენი
ჰიმნი სწორედ რომ საგალობელია _ "ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა
ბეთლემსაო და.. ო ჰო ჰოი ჰოი ალილო"
_ ეს საშობაო არ არის?
_ ახალი წელი აბა რას ნიშნავს?! ეს ამ დღის ქრისტეს შობიდან განახლებას ვზეიმობთ.
კომპოზიტორთა კავშირის თავჯდომარე, კახა ცაბაძე:
- ქრისტეშობა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ახალი
წელი ზოგს
ზამთრის
სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის
შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს.
ამიტომ თუშებიც თავიანთ "წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან.
საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ.
ოჯახებში
აცხობენ ერთ გულიან კოტორს "ქრისტეს საგძალს", კაცზე "ბაცუკაცს" და ქალზე
მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს.
ხარისას რქები აქვს, ძროხისას - ძუძუები, ცხვრისას - დუმა, ცხენისა კი
ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ:
მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ
ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის
კვერს
მსოფლიო. გველის წელი (1905, 1917, 1929, 1941, 1953,
1965, 1977, 1989, 2001, 2013) აქტიური და ენერგიული მოქმედებების
წელიწადია. თუმცა მოსალოდნელი შეცდომების მინიმუმამდე შესამცირებლად
წინდახედულებისა და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამ წელს რიგ ქვეყნებს
შორის დიდი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური კავშირის გაწყვეტისა და
პროვოკაციების, არამედ შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა.
2013 წლისთვის მზადდება ქართულ-უკრაინული ექსპედიცია "ლაზისტანი 2013", რომლის ერთერთი ძირითადი მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე ჩაქირას მოძიებაა. თუმცა ჯერჯერობით ინფორმაციის სიმწირე იგრძნობა.თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობთ ამ თემასთან დაკავშირებით,თუნდაც მცირედს დაწერეთ. არ იქნება ურიგო, მოვიკითხოთ ჩვენ-ჩვენ ნათესავებში,მეგობრებში,ახლობლებში,ნაცნობებში თუ ... ამ ძაღლის შესახებ ინფორმაცია. უფრო გურია-აჭარის რეგონში, თურქეთშიც. შეიძლება ჯერ კიდევ არის შანსი რომ გადარჩეს ეს ჯიში. ამ ძაღლის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, უკვე ძალიან ბევრმა მონადირემ გამოთქვა სურვილი იყოლიოს ჩაქირას ლეკვი, თუნდაც მარტო იმისთვის რომ საქართველოს მომავალ თაობას გადავურჩინოთ ეს უნიკალური ჯიშის მონადირე ძაღლი. დაწვრილებითი ინფორმაცია ფორუმში http://www.bazieri.ge/forum/15-525-1
თაფლის მოპოვება – ერთ-ერთია იმ მრავალი საქმიანობიდან, რომლებიც ითვლებიან მრავალი ცივილიზაციის კულტურის ნაწილად. კლდეებზე აღმოჩენილი ნაწერების შესწავლისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნეპალში თაფლს მოიპოვებდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 13000 წელს. ეს საქმიანობა დღემდე ითვლება ნეპალური კულტურის ნაწილად.
სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი", ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან
(WWF) და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაუნა და ფლორასთან" (FFI) ერთად, აგრძელებს
ლეოპარდისა და ფოცხვრის კვლევას ფოტოხაფანგების მეშვეობით. კვლევა მიმდინარეობს
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებსა და ჭაჭუნას აღკვეთილის მიმდებარედ. ჩვენი ძირითადი
მიზანია ლეოპარდის ახალი ფოტოს გადაღება და ფოცხვრის აღრიცხვა სემიარიდულ ეკოსისტემაში.
ამა წლის მარტში საკვლევ ტერიტორიაზე 50 ფოტოხაფანგი დავაყენეთ
და უკვე პირველი შედეგებიც გვაქვს.
"ნაკრესმა", WWF-მა და დაცული ტერიტორიების სააგენტომ წამოიწყეს ერთობლივი
კვლევა თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. კვლევის მიზანი ამ ტერიტორიაზე
ლეოპარდის
არსებობის დამადასტურებელი ფაქტების მოძიებაა. პირველი საველე სამუშაოები
ზაფხულში ჩატარდა. ივლისის თვეში თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე 11 ხაფანგი
დავამონტაჟეთ.
სექტემბერში ფოტოხაფანგები შევამოწმეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ:
90-იან წლებამდე საქართველოში მაჩვზღარბის არსებობის შესახებ არავითარი
ცნობები არ არსებობდა. ითვლებოდა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ეს ცხოველი არ
ბინადრობდა. ივრის ზეგანზე "ნაკრესის" მიერ 1999-2000 წლებში ჩატარებულმა
კვლევებმა პირველად დააფიქსირა ამ ცხოველის არსებობის კვალი (თათის
ანაბეჭდი, ეკლები და ექსკრემენტი).
თბილისის დროით 17:32 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
საქართველოს სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ 5.9
მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები შავ ზღვაში, ქალაქ ფოთიდან დასავლეთით, 57
კილომეტრზე დაფიქსირდა.
20 დეკემბერი 14:46 სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საპატრიარქოდან გამოსული ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტ ანტონის განცხადებით, მამა გაბრიელი სხდომაზე წმინდანად შეირაცხა.
19 დეკემბერს გარემოს დაცვის მინისტრმა
ხათუნა გოგალაძემ და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების სამინისტრო) ტყისა და ველური ბუნების მართვის
დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კონსტანტინე ხაჭაპურიძემ წინასაახალწლოდ
ნაძვის ხეებზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება
გააკეთეს. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ნაძვის ხეების
მოჭრისა და რეალიზაციისგან, აგრეთვე...
თურმე სამყაროს არ ვიცნობთ! ეს ფიქრი არ მშორდებოდა, როცა ილიას
უნივერსიტეტში ასოცირებულ ეკომკვლევარ ზურაბ ჯავახიშვილს ვუსმენდი -
გარშემომყოფ ცოცხალ სამყაროზე ვსაუბრობდით. თურმე ევოლუცია მხოლოდ
ადამიანის აზროვნებაში კი არა, ფლორასა და ფაუნაშიც ხდება. რაც უფრო ღრმად
სწავლობ ამ სამყაროს, მეტ სიახლეებსა და სიურპრიზებს აწყდები. ეს სიახლეები
კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გარშემო ყოველივეს განგების
უხილავი ხელი მართავს.
მონრეალის ერთ-ერთ დასასვენებელ პარკში ოჯახი 1 წლის შვილთან ერთად
ბუნებითა და სუფთა ჰაერით ტკბებოდა, როდესაც მათი იდილია მოულოდნელად
შემოჭრილმა მტაცებელმა ფრინველმა დაარღვია. არწივი დიდხანს ტრიალებდა
პარკის თავზე, სწრაფად დაეშვა და ბალახზე მჯდომი ბიჭუნა გაიტაცა. არავინ
იცის,
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო. მძიმე დევნას განიცდიდა ქრისტეს მებრძოლი, ახლადდაარსებული ეკლესია. რომის იმპერატორმა ვალერიანმა, წარმართული ღმერთების ერთგულმა თაყვანისმცემელმა, მთელს იმპერიაში გასცა განკარგულება, რომ ედევნათ ქრისტიანები.
ადამიანები, ჯერ კიდევ შორეულ წარსულში მიიჩნევდნენ, რომ იდუმალებით მოცულ, დაბურულ ტყეში, შესაძლოა ბნელი ძალები ბუდობენ და უცნაური მოვლენებიც არცთუ იშვიათად ხდება.
1812 წლის 7 სექტემბერს (ძვ. სტილით 26
აგვისტოს), მოსკოვის დასავლეთით 124 კილომეტრში მდებარე სოფელ
ბოროდინოსთან, დილის 5 საათსა და 30 წუთზე გაისმა ზარბაზნის გრუხუნი. მას
მოჰყვა მეორე, მესამე... ასე დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებიდან
ყველაზე გააფთრებული, ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა რუსებსა და ფრანგებს
შორის, რომელიც დაღამებამდე გაგრძელდა. ბოროდინოსთან ორი გიგანტის _
საფრანგეთისა და რუსეთის იმპერიების შერკინება ჩვენ, ქართველებს,
გვაინტერესებს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მასში ბევრი ჩვენი
თანამემამულე მონაწილეობდა, მათ შორის _ 12 გენერალი. ვესაუბრები
საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, საქართველოს გენერალიტეტის
მემატიანეს, ღირსების ორდენის კავალერს, მრავალი პრემიის ლაურეატს _ ლევან
დოლიძეს.
ვახუშტი კოტეტიშვილზე ვსაუბრობთ. მასპინძლებს - ნანა კოტეტიშვილსა და გიგი
ხორნაულს მაგიდაზე ფოტოები აქვთ გაშლილი. თითოეულ მათგანზე შეიძლება
ამბავს მოჰყვნენ... ქალბატონი ნანა ვახუშტი კოტეტიშვილის ბიძაშვილია,
ერთად გაიზარდნენ, ერთ დიდ ოჯახში... მერე ის გიგი ხორნაულს გაჰყვა
ცოლად... ვახუშტისთვის რომ უთქვამს, ესა და ეს ხევსური ბიჭი მიყვარსო,
გახარებია, - ძალიან კარგი ვაჟკაციაო!
იქნებ იმანაც გაახარა
განსაკუთრებულად, რომ მისი სისხლი და ხორცი, უსაყვარლესი ბიძაშვილი ნანა
საქართველოს უმშვენიერეს კუთხეს - ფშავ-ხევსურეთს დაუკავშირდებოდა-მეთქი, -
გავიფიქრე ხმამაღლა... დიდი ვახტანგ კოტეტიშვილის ვაჟმა ცხადია, იცოდა
საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფასი... - თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდა კარგად ხევსურეთს, - მეუბნება ბატონი გიგი, - ჩვენ რომ ვიქორწინეთ, მერე უფრო დაუახლოვდა...
1999 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში ყოველწლიურად $1 მილიარდზე მეტი ღირებულების შოკოლადის კვერცხი "კინდერ-სიურპრიზი" იყიდება. ევროპაში
უკვე სამი თაობა გაიზარდა, რომელიც დილას ჭიქა ყავითა და "ნუტელას" ტკბილი
კრემით იწყებდა. ყოველდღე მილიონობით ქმარი და მამა, მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში ყიდულობს საყვარელი ქალისთვის "რაფაელოს" კანფეტების კოლოფს,
ბავშვებისთვის კი მაცდუნებელ შოკოლადის კვერცხებს, "კინდერ-სიურპრიზს".
ხოლო "ტიკ-ტაკში" რომ მხოლოდ ორი კალორიაა, ეს იცის ყველამ, ვინც თავის
წონას აკონტროლებს... კომპანია "ფერეროს" მფლობელი, 84 წლის მიკელე ფერერო
და მისი ოჯახი, "ფორბსის" მსოფლიოს უმდიდრესთა რეიტინგში 2011 წელს 32-ე
ადგილზე აღმოჩნდა $18 მილიარდით. ბიზნესიმპერიის ისტორია 1941 წლიდან
იწყება, ციცქნა საკონდიტროდან იტალიის პიემონტის ოლქში.
ორიგინალური ფაუნით გამორჩეულ ჩრდილოეთ ავსტრალიაში ბინადრობენ ე.წ.
"ტალავერის" ფრინველები. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა "ტალავერის
დიდი ფრინველი" (ანუ ქლამიდერა). მამალი ქლამიდერას მთავარი სიამაყე
მისი კეფაზე წამოფოფრილი ვარდისფერი ქოჩორია, რითაც იგი მშვენიერი სქესის
წარმომადგენელთა ყურადღებას იპყრობს.
დედალი ქლამიდერები ცალკე
ცხოვრობენ, ბუდეები კარგად აქვთ შენიღბული და "ახალგაზრდების აღზრდით"
არიან დაკავებული, მამლები კი მათ მოსახიბლად, მთელი წელიწადი "ფართო
აპარტამენტებს" - ტალავერებს აშენებენ დაცულ და თვალს მიფარებულ ადგილზე.
სახელი პითონი ბერძნული წარმოშობისაა. ასე ერქვა უზარმაზარ გველს, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ღმერთმა აპოლონმა მოკლა. პითონები — გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისაა და გავრცელებულია აღმოსავლეთ , ნაწილობრივ, დასავლეთ (ცენტრალური ამერიკა) ნახევარსფეროებში, უფრო მეტად გავრცელებულია აფრიკაში, მალაის არქიპელაგზე, ახალ გვინეაში და ავსტრალიაში. ზედა ტუჩზე აღენიშნებათ 2-4 ღრმული, რაც თერმორეცეპტორს წარმოადგენს.
მედი- ეს არის ბრიტანული მონადირე , რომელსაც აქვს ბალანსის საოცარი უნარი. ფოტოგრაფი ტერონ ჰამფრი აკვირდებოდა ძაღლის ამ სახეობას და გადაწყვიტა ატლანტაში შეექმნა ამ ჯიშზე საინტერესო,სასაციოლო და ამავდროულად განსაცვიფრებელი ფოტოები. ჰამფრის ამ პროექტის გამო მეგობრებთან ჩხუბი მოუვიდა: მათ ძაღლის ამ უნარის არ სჯეროდათ. ინტერვიუში ფოტოგრაფი აცხადება :მე მედის ინტერესისი გამო ვუღებდი ფოტოებს, რაც ასევე ჩემი ძირითადი სამუშაოს სტრესისიგან განთავისუფლებაში მეხმარებოდა. მეგობარმა შემომთავაზა, რომ მედი დამდგარიყო დაკონსერვებული სუპის კონსერვებეზე- თითოზე თითო კიდურით … საოცარია, მაგრამ ედის ეს გამოუვიდა პირველივე ცდიდან! აი , უკვე აქედანვე ვიცოდი
უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. ლაგოდეხის რაიონში მდინარე ტაბლის ხეობაში მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დაკარგულს ათი საათის განმავლობაში ეძებდნენ. მამაკაცი მეგობრებთან ერთად ლაგოდეხში სანადიროდ იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით,34 წლის მამაკაცს ფეხი დაუცდა და 35 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ". ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მცხოვრები კაკო ზოიძის ძროხა საყანე ფართობში მგელმა დაგლიჯა. პირუტყვი ღამით გარეთ დარჩა და მეორე დღეს მხოლოდ თავისა და ხერხემლის ნარჩენები იპოვეს.
_ ძროხა იმდენად დიდი იყო, ტურა, თუნდაც რამდენიმე, ასე ვერ დაგლეჯდა _ მგლის შეჭმულია, _ ამბობენ სოფელში.
როგორც "გურია ნიუსი" ერთი თვის წინ წერდა, მგელი მეზობელ ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში გამოჩნდა. ქაქუთიდან აღნიშნულ სოფლამდე კი, ათიოდე კოლომეტრი თუ იქნება. ფაქტია,
სალუკი ანუ როგორც ევროპელები მოიხსენიებენ "სპარსული მწევარი” ძაღლის უძველესი ჯიშია.ამ ძაღლის შესახებ ცნობები უძველეს ისტორიულ წყაროებში გვხვდება.
მისი ბინადრობის არეალი ძირითადად გადაჭიმულია კასპიის ზღვიდან საჰარის უდაბნომდე.ამ ჯიშის სახელის წარმოშობაზე ორი ვერსია არსებობს.ერთ-ერთის თანახმად არაბული ქალაქის სალუკის საპატივცემულოდ დაერქვა,ხოლო მეორე ვერსიით კი ეს სახელწოდება წარმოიშვა სიტყვა სალაკა, რაც ტყავის გაცლას ნიშნავს.შუა აზიაში კი "საკის” ტაზისს უწოდებენ რაც სწრაფს,მოხერხებულს ნიშნავს.
1. ნორვეგია ფანტასტიური ქვეყანაა-ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით, ენერგორესურსების უზარმაზარი მარაგისა და მათი გონივრული ათვისების გამო ნორვეგიელები არიან ძალიან უზრუნველყოფილი ერი.
2. მოსახლეობა არ აღემატება 5 მილიონს, უფრო მეტიც 1,5 მილიონი ნორვეგიელების ცხოვრობს დედაქალაქში – ოსლოში და მის შემოგარენში. ნებისმიერი ქალაქი , რომლის მოსსახლეობა აღემატება 30 000 ითვლება დიდ ქალაქად.
ცხოველები ბავშვობიდან უყვარს. ახსოვს, მამას ზოოპარკში სასეირნოდ ხშირად დაჰყავდა. თან ეზოიან სახლში იზრდებოდა; კატა და ძაღლი ყოველთვის ჰყავდა. პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია. ბიოლოგიურზე ჩააბარა და მისი დიდი თავგადასავალიც იმ დღიდან დაიწყო. პირველი გასვლა ველურ ბუნებაში და მიღებული შთაბეჭდილება, რომელიც 36 ქვეყანაში მოგზაურობამ ვერ გადაფარა; ვარსკვლავებთან "მიახლოება"; დაკვირვება გორილებზე, აფთრებზე, მგლებზე და სპილოებისგან ბედად გადარჩენა - ამ ყველაფერზე ლევან ბუთხუზი ისეთი აღტაცებით საუბრობს, შეუძლებელია, ველური ბუნებისადმი ინტერესი არ გაგიჩნდეს. მე კი მასთან ერთად საინტერესო "მოგზაურობაში" გეპატიჟებით.
- ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარების შემდეგ, ჩვენი ოჯახის ახლობლის - გამოჩენილი მეცნიერის, იასონ ბადრიძისგან მივიღე შეთავაზება, მასთან ერთად მემუშავა, ველურ ცხოველებზე დაკვირვება მეწარმოებინა. ბუნებრივია, დავთანხმდი. მალე ზურა გურიელიძესთან, გიგი თევზაძესთან, გია თოდუასთან ერთად
კალიფორნიაში მცხოვრები კულჯიანების ოჯახის მცდელობა, საკუთარი ოთხფეხა მეგობარი სიკვდილისგან ეხსნათ, ტრაგიკულად დასრულდა. ოჯახი ღრუბლიან დილას სანაპიროზე სეირნობდა, როდესაც მათი ძაღლი, ფრანი ტალღებში გაუჩინარდა. ფრანის გადასარჩენად ჯერ კულჯიანების უფროსმა შვილმა, გრეგორიმ შეცურა, მოგვიანებით კი მას მშობლებიც მიყვნენ. ზღვის უეცარი მომძლავრება და 10 ფუტიანი ტალღები მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
სანკტ-პეტერბურგში ტარდება პირველი რეგიონალური შეჯიბრება იხვისა და ბატის ხმოვანი საყვირების გამოყენებაში
Первые Межрегиональные соревнований по имитации и подражанию голосам кряковой утки и белолобого гуся с помощью духовых манков.
1го декабря в Санкт-Петербурге будут проходить Первые Межрегиональные соревнований по имитации и подражанию голосам кряковой утки и белолобого гуся с помощью духовых манков. Место проведения-ул. Смольного д.3 Выставочный зал "Смольного"
Cabela's Dangerous Hunts 2013 - თამაში ნადირობაზე, სადაც მოთამაშეს მოუწევს ჩვენი პლანეტის ისეთ საშიშ ცხოველებთან შეხვედრა, როგორებიცაა: დათვი, მარტორქა, მგელი, ნიანგი, სპილო და მრავალი სხვა. დასაწყისში თქვენ მოგიწევთ გაიაროთ სროლაში მოსამზადებელი კურსი. თამაშის სიუჟეტი საკმაოდ საინტერესოა, თქვენ აუცილებლად უნდა შეასრულოთ დავალებები, რათა გაგიხსნათ კონტინენტები თავის ცხოველებთან ერთად. მოთამაშეს არსენალში საკმაოდ დიდი რაოდენობით იარაღი გააჩნია, დაწყებული უბრალო დანიდან და დამთავრებული თანამედროვე სანადირო კარაბინით.
Хакасской таможней и УФСБ России по Республике Хакасия пресечена попытка организации канала международной контрабанды крупной партии балобанов
(არაბეთის გაერთიანებული საემიროდან, რუსეთში შეიყვანეს შეიხ "Саид Мухаммед Халифа Саид Аль Мактум"-ის შევარდნები, ოფიციალური მიზეზი : შევარდნების,არაბეთის ცხელი პერიოდიდან შედარებით სიგრილეში დროებითი მოთავსება, არაოფიციალურად კი, შეიხის დაბერებული კოლექციის შეცვლა, ბუნებაში ბრაკონიერულად მოპოვებული ახალგაზრდა ფრინველებით. )
კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.
წუხელ ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე მეორე ძაღლიოც მომპარეს, შვილივით გაზრდილი დრათხაარის 5 თვის ხვადი ლეკვი. შენობას გისოსი მოგლიჯეს დას ისე წაიყვანეს. სულ მთლიოანად უძაღლოდ დამტოვეს იმ არაკაცებმა. ყველას გთხოვთ თუ სადმე მოკრათ ყური და თვალი გამაგებინეთ ამ ნომერზე 597045050. დიდი იმედი აღარ მაქ მაგრამ მაინც ყველა ჩემ ნაცნობს თუ უცნობს ვთხოვ. ლეკვი თავის ასაკთან შედარებით ბევრად დიდია, აქვს ძალიან დაბალი თმა და მხოლოდ სახეზე აქვს ულვაშები. ასევე ცხვირზე ზევიდან აქვს ნაოპერაციები და მეჭეჭივით იარა აქვს. ბობი ქვია. ვინც რაიმე ინფორმაციით დამეხმარება და მაპოვნინებს არ დავტოვებ უპატივცემულოდ
70 წლის რონ იფილდი ძველი გამოცდილი მეთევზეა. ამას წინათ მისი ნავის კიდეზე თოლია ჩამოჯდა და მოხუცი სახტად დატოვა... მისტერ იფილდის ნავს, მას შემდეგ, რაც ის ტემზაზე თევზაობს, არაერთი თოლია სტუმრებია, მაგრამ ეს უკანასკნელი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. საერთოდ, თოლიები ღორმუცელები, საოცრად თავხედები და უშიშრები არიან, არავის და არაფერს ერიდებიან, მუდმივად თევზის წართმევას ან მოპარვას ლამობენ. ეს სტუმარი კი წყნარად იჯდა და მეთევზის საქმიანობას რამდენიმე საათის მანძილზე მშვიდად ადევნებდა თვალს.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე დამეკარგა ძუ ძაღლი.დიდი კი არაფერი ძაღლი იყო პოინტერის და კურცჰაარის ნაჯვარი იყო მაგრამ ჩემი გაზრდილია და ოჯახის წევრივით გვყავს. ყვითელი ფერის არის და ჯესი ქვია. იქნებ კი მოკრა ვინმემ თვალი და შემეხმიანოს. წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
გთხოვთ დამეხმაროთ. ვარ ქუთაისიდან,მყავდა ინგლისური სეტერი 1 წლის და 10 თვის,რომელიც მომპარეს ქვიტირიდან. ძალიან გთხოვთ,თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაგაჩნიათ,ან ეგებ ყური მოკარით რამეს დაკარგული ან მოპარული სეტერის თაობაზე,შემატყობინეთ. მონადირეებმა ყველაზე მეტად იციან შვილივით გაზრდილი ძაღლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი რამდენად დიდია,ამიტომ გთხოვთ დამეხმაროთ მის პოვნაში.
დაიკარგა 8 თვის დედალი პოინტერი, 6სექტემბერს დილით სანადიროთ მიმავალი მანქანის კუზაოდან გადმოხტა. მიახლოებით იგი დაიკარგა ხაშური-ვაყის გზატკეცილზე. იგი ხაშურში ე.წ. გალანტერიის შენობასთან ისევ მანქანაზე იჯდა. აღწერა: არის წითელფოთლიანი, გრძელი ცხვირით და კუდი აქვს გატეხილი . არის ძალიან თბილი პოინტერი ყველასთან მიდის . თუ ვინმეს ყავს ან თუ ვინმემ იპოვა ძალიან გთხოვთ შემომეხმიანეთ პირადში იგი შეიძლება ახლაც საჩხერის რაიონში დარბის და თუ ვინმე იპოვის ან იცის ვისაც ყავს შემომეხმიანეთ წინასწარ დიდი მადლობა ყველას. ვისაც რამე ინფორმაცია გაქვთ შემომეხმიანეთ 568653349 (გიორგი) ან პატრონის ნომერზე599492377(გუგა) და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს გყავთ შემოგვეხმიანეთ ან თუ იცით რომ ვინმეს ყავს შემოგვეხმიანეთ ანონიმურობა დაცული იქნება 100%.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!