ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 4 » რატომ გახდა ნებადართული ნადირობა ჯიხვზე.    

14:34:06
რატომ გახდა ნებადართული ნადირობა ჯიხვზე.

12.02.2012
ნინო ხაჩიძე

ერთი მხრივ, თავი მოგვწონს ბიომრავალფეროვნებით და ამ საქმეში აქტიურად ვხარჯავთ უცხო-უცხო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ თანხას, ხოლო მეორე მხრივ, იშვიათი ჯიშის ცხოველებისა და მცენარეების განადგურებასაც ვუწყობთ ხელს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინტერპრეტაციას უკეთებენ ქართველი გარემოს დამცველები ბოლო ხანს ამ მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო აქტივობებს. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი მაჭარაშვილი აგვიხსნის, რატომ ემუქრება საფრთხე საქართველოს ტყეების იშვიათი სახეობების ბინადრებს და რატომ გაიოლდა მათი დახოცვის პროცედურა.

– ისეთ რა შემოსავალს მოიტანს 250 ირმის დახოცვა? ის ფული დაიხარჯება და უბრალოდ, ირმებიც კი აღარ გვეყოლება?

– ჩემი აზრით, აბსურდია, რომ ამით ქვეყანას ექნება შემოსავალი. ეს არის ხეირი ერთი-ორი ფირმისთვის, ისიც მოკლეხნიანი.

– უცხოელები ჩამოვლენ აქ, ირემზე სანადროდ?

– ირემზე სანადიროდ აქ არც ერთი ტურისტი არ ჩამოვა, იმიტომ რომ ირემი ძალიან ჩვეულებრივი სახეობაა ევროპასა და ამერიკაში. მეტიც, იქ პრობლემებს ქმნის, ზოგჯერ ავტომაგისტრალებზე გადადიან და ტყეებსაც უქმნიან გადაძოვის საფრთხეს.

– მაშინ რაზე სანადიროდ შეიძლება, ჩამოვიდნენ?

– შეიძლება, მოუნდეთ ნადირობა ჯიხვის ორივე სახეობაზე, რომლებიც ჩვენთანაა და, რომლებიც მხოლოდ კავკასიაშია. თუმცა მეეჭვება, წესიერი მონადირე ჩამოვიდეს, როდესაც აუხსნიან, რომ ეს მთავრობის სპონტანური და არასწორი გადაწყვეტილებაა. საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდათ საქართველოში მოქმედ საელჩოებსა თუ სხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებაზე.

– ნადირობის სეზონის გახანგრძლივება რას უკავშირდება?

– ეს აბსოლუტურად არაფერთან არ არის დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ ვიღაცეებს უქმნიან კარტ-ბლანშს იმისთვის, მეტი შემოსავალი მიიღონ. ნონსენსია, როდესაც ჯიხვზე შეიძლება, ექვს თვეს იყოს ნადირობა და ჩვეულებრივ სახეობაზე, მაგალითად, ენოტზე, რომელიც მავნე სახეობაა, სამ თვეს. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის.

– ენოტები უყვართ თუ რატომ არის ეს სხვაობა?

– არავინ იცის. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ გახანგრძლივდა ნადირობის სეზონი ექვს თვემდე, ენერგეტიკის სამინისტრომ უპასუხა, დანარჩენ ექვს თვეს ხომ აკრძალულიაო. ვითომ ეს ხელს შეუწყობს სამონადირეო ტურიზმის განვითარებას.

– რა სამონადირეო ტურიზმი განვითარდება, თუ ჯიხვი აღარ იქნება?

– ნებისმიერი სამონადირეო ფირმის მფლობელს შეგიძლიათ, ჰკითხოთ, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ურტყამს მათ ბიზნესს, რადგან სამონადირეო მეურნეობებში არავინ წავა: ამ კანონმდებლობით, ნადირობა უკვე ყველგან შეიძლება. ადრე მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში შეიძლებოდა. მეტიც, ნებისმიერ რესტორანში ნახავთ დათვის ტყავებს, ლამის ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზეა დათვის ბელები. ეს დათვის ბელი თავისით არ მიდის იქ: დედამისს კლავენ და ის ცოცხლად მიჰყავთ. არადა ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც თვალს ხუჭავენ. წარმოგიდგენიათ, პოლიციელმა რომ იპოვოს ვინმეს მოჭრილი ფეხი და სისხლის სამართლის საქმე არ აღძრას?! „იუთუბი" რომ დაათვალიეროთ,  ნახავთ უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარებით ჩვენებას. ადამიანი თავს იწონებს, რომ მოკლა ლელიანის კატა, ფოცხვერი, სხვა ცხოველები და ეს რჩება დაუსჯელი. ვიღაცამ რომ დადოს „იუთუბიზე" მოპარული ტელეფონი, არ დაიჭერენ მაშინვე?! ანუ გარემოს დაცვით დანაშაულს დანაშაულად არ მიიჩნევენ. უფრო მეტიც, რადგან ბრაკონიერობაზე არავინ არასდროს დაუჭერიათ, გამოვა, რომ, თუკი აქამდე ბრაკონიერები 50 ჯიხვს ხოცავდნენ, კიდევ 50-ის დახოცვაზე გასცემენ ლიცენზიას. ერთი მეორეს მიემატება და ორჯერ მეტი ჯიხვი დაიხოცება. ვთქვათ, ენერგეტიკის სამინისტრომ გასცა ნებართვა არჩვის ნადირობაზე. მიჰყვება ვინმე იმ მონადირეს, რამდენი დახოცა ერთი დოკუმენტით?! არსებობს წესები, რომლებიც დასაცავია, მაგალითად, არ შეიძლება ისეთი ირმის მოკვლა, რომლის რქა გარკვეულ ზომაზე პატარაა.

– ვინ გაუზომავს?

– ვერავინ. სამონადირეო მეურნეობას ასეთი ადგილები იდენტიფიცირებული აქვს და რეინჯერი ისეთ ადგილას მიგიყვანს, სადაც იმ ზომის ირმებია. მაგალითად, აკრძალულია ნადირობა მდედრ ჯიხვზე. გაუშვეს კაცი ხევსურეთში სანადიროდ ჯიხვზე ნადირობის უფლებით. საიდან გაიგებენ, მან ხევსურეთში დედალი ჯიხვი მოკლა თუ მამალი?! აკრძალულია ერთ წლამდე დათვზე ნადირობა, თუ არ გაჰყვები, საიდან გაიგებ, რა ასაკის დათვი მოკლა?!

– სამონადირეო მეურნეობები აგვარებდნენ ამ პრობლემას?

– კარგად არ მუშაობდნენ, მაგრამ შეიძლებოდა ამის აწყობა. მათი გაუმართავად მუშაობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ბრაკონიერობის მაღალი დონე. ახლა კი, ვინც აქამდე ბრაკონიერობდა, ისევ იბრაკონიერებს, პლუს ჩამოიყვანენ უცხოეთიდან მონადირეებს და სამმაგი პრესი იქნება ცხოველებზე. სამჯერ მეტი ცხოველი დაიხოცება.

– ბოლოს როდის დაითვალეს, რამდენი და რა სახეობის ცხოველები გვყავს?

– არასდროს დაუთვლიათ.

– აბა, რა იციან?

– არაფერი არ იციან. ჩვენ ეს ოფიციალურად ვკითხეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, გვიპასუხეს, აწი ვაპირებთ დათვლასო. თუ ახლა დაიწყებენ, მინიმუმ ერთი წელი სჭირდება ერთი სახეობის დათვლას. ივლისში აპირებენ რაღაც კვოტების დაწესებას, ეს ყალბი მონაცემი იქნება, ისევე, როგორც ყალბია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. სასაცილო ციფრებია: შეიძლება 417 შვლის მოკვლა. საიდან დაადგინეს, რომ  417-ის და არა 220-ის?! როდესაც არანაირი აღწერა არ გაუკეთებიათ. მეტიც, 417 მთელ საქართველოში თუ სად? მხოლოდ აჯამეთის ტყეში? მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში? მხოლოდ დასავლეთ საქართველოში?! კვოტების დაწესება შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიაზე მიბმით და არა ქვეყნის მასშტაბით. ეს არის სიყალბის უმაღლესი დონე.

– რას მიიღებს სახელმწიფო ნადირობის ასეთი გასაყოველთაობით?

– დაცული ტერიტორიების გარეთ ბევრი ცხოველი არ არის. 500 ირმის დახოცვამ შეიძლება, მოგიტანოს 100 000 ლარი. 1 700 ლარი უნდა შეიტანო ადგილობრივ ბიუჯეტში, 300 ლარი კი მოკვლის უფლებას მოგანიჭებს. ერთი ფირმისთვის 100 000 თანხაა, მაგრამ ქვეყანას რას მისცემს ეს?!

– ჩვენი ჯიხვები ჩვენი ძალებით უნდა დავიცვათ, თუ რა რეაქცია შეიძლება, ჰქონდეთ, მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციებს?

– არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ რის გაკეთება შეუძლიათ მათ?! ისინი გვაძლევენ მრავალმილიონიან გრანტებს, მაგრამ ამის  შემდეგ, ალბათ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაფიქრდებიან და შეიძლება, საერთოდაც შეწყვიტონ გრანტების გაცემა, მათ შორის, დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის.

– დაცული ტერიტორიებიდან სად შეიძლება ნადირობა?

– ჩვენ გვაქვს ექვსი ტიპის დაცული ტერიტორია: ნაკრძალსა და ეროვნული პარკში ნადირობა არ შეიძლება.

– ბევრია, სადაც შეიძლება?

– საკმაოდ. ნაკრძალები და დაცული ტერიტორია ქვეყნის ტერიტორიის 3 პროცენტია, ანუ დანარჩენ 97 პროცენტზე ნადირობა შეიძლება.

– შეიძლება, რომ იმ 3 პროცენტის გარეთ უფრო მეტი იშვიათი სახეობა იყოს?

– ამის დადგენა შესაძლებელია, მაგრამ ბევრ რესურსს მოითხოვს, თუმცა, თეორიულად, შესაძლებელია, რომელიმე სახეობა უფრო მეტი იყოს დაცული ტერიტორიის გარეთ, ვიდრე შიგნით.

– უცხოელები ჩამოვლენ, ანუ ტურისტებს მოიზიდავს ეს მთელი ქვეყნის სამონადირეო ასპარეზად ქცევა?

– ვიღაც შეიძლება, ჩამოვიდეს. გვეუბნებიან, რომ ეს ტურიზმის განსავითარებლად კეთდება, არადა ეკოტურიზმს, პირიქით, ზიანს მიაყენებს. მაგალითად, თუ თუშეთში ერთი მონადირე ტურისტი ჩამოვა, ეს ნიშნავს, რომ 50 ეკოტურისტი აღარ ჩამოვა. ერთი მონადირე ტურისტი ფულს უხდის ერთ ფირმას, 50 ეკოტურისტი კი შეიძლება, ფულს უხდიდეს 20 ადგილობრივ ოჯახს, იმიტომ რომ თუშეთში ძალიან განვითარდა საოჯახო სასტუმროების ბიზნესი. ესე იგი, გამოდის, რომ რაღაც ერთი ორგანიზაციის გამო, რომელიც სამონადირეო ტურიზმით იქნება დაკავებული, ბიზნესს უკლავ ბევრ ოჯახურ სასტუმროს.



წყაროhttp://www.tbiliselebi.ge/?mas_id=13710
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 5643 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 4.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 171 2 »
0   Spam
17 civilioni   (30.05.2014 20:57:43) [მასალა]
19

0   Spam
16 zaza123   (25.01.2013 17:48:06) [მასალა]
მთლად გააფრინა ამ ხალხმა..ბუნების უცოდინარები

0   Spam
15 zaza123   (23.01.2013 18:55:17) [მასალა]
რაზეც აკრძალულია ნადირობა,1 დღითაც არ შეწყვეტილა მათზე ნადირობა,კაკაბზეჩ და ხოხობზეჩ აკრძალულია ნადირობა მაგრამ სავსეა კომპიუტერი მათზე ნადირობით ამსახველი ვიდეოებით,არავინ არაფერს არ აქცევს ყურადღებას,80%-ისთვის სულერთია ბელებიან დათვს ესვრის თუ ნუკრიან შველს,ბევრი მაის-ივნისში ნადირობს მწყერზე,გამოჩეკასაც არ აცლიან საწყალ მწყერს,თუ რამე უთხარი,ასე გაგცემს პასუხს,რა მოხდა შე კაცო რუსეთიდან მოდის და რა მოხდა მერეო?ეს ასეთი გულგრილობა დაღუპვამდე მიიყვანს ფლორასა და ფაუნას...ელემენტარული გდი-ც გააუქმეს,ვინ უნდა აკონტროლოს ეს ხალხი?სამსახურიც კი არ არსებობს ასეთი..როგორ შეიძლება ჯიხვზე ნადირობის დაშვება საქართველოში?ისიც უცხოელებზე?

0   Spam
14 chibati   (08.12.2012 14:24:19) [მასალა]
არ დაუშვათ ასეთი ბარბაროსობა. 48 48 48 48

0   Spam
13 pointeriseteri   (08.12.2012 00:22:04) [მასალა]
საქართველოში ვისაც რაზე მიუწვდება ხელი იმაზე ნადირობს არაფერს პატრონი და გამკითხავი არა ჰყავს. ყველაფერი მოსაგვარებელია და დიდი იმედი მაქვს რომ ეს ახალი მთავრობა მოაბამს თავს ნადირობის და თევზაობის პრობლემებს არ ყავს საქართველოს უცხოელების დასახოცი ნადირ ფრინველი ჯერ გაამრავლონ კერძო სანადირო მეურნეობებმა ნადირ ფრინველი თავიანთ სანადირო მეურნეობებში და მერე ანადირონ ვინც უნდათ ისე რომ ქართველ მონადირესაც ქონდეს თავის ქვეყანაში ნადირობის და ცხოვრების საშუალება ჯერ ქართველი უნდა იყოს ამ ქვეყანაშჰი პრიორიტეტი და მერე ყველა დანარჩენი და არა ისე როგორც დღესაა ვიღაც ფულიანმა აიღო ტყე და იძახის ჩემიაო და რასაც მინდა ამ ტყეში იმას ვიზამო დაეპატრონა ქვეყნის ქონებას, საქართველო ყველასია.რა ჯიხვი რა ირემი მგელი და ტურა დახოცონ თუ უნდათ გადაჭამეს მთელი ქვეყანა ბოლნისში გუშინ 2 ძროხა შეჭამეს.

0   Spam
12 rezo_killer   (06.12.2012 18:12:18) [მასალა]
და საერთოდ როცა ასეთ მნიშვნელოვანი სიახლე შეაქვთ საერთოდ იციან რა რაოდენობის რესურსი და ჯიხვი გვყავს იმისთვის რომ მათზე ნადირობა დაისვას

0   Spam
11 rezo_killer   (06.12.2012 17:57:38) [მასალა]
თუ არ იციან ისეთი კაცი უნდა გაყვეს რომელიც კერგად ერკვევა ამ საქმეში იცის ჯიხვის სავალი ბილიკები თუ სად და როდის გადაადგილდებიან ჯიხვები და ყველაზე მთავარი ამოიცნოს ბებერი მამრი ჯიხვი რომელიც სრულიად უსარგებლოა

0   Spam
9 joksa   (06.12.2012 02:44:02) [მასალა]
166 166 166 166 166 166

0   Spam
8 cq   (06.12.2012 00:08:33) [მასალა]
რეზო_კილერ სადიციან მერე მაგატმა ცნობა ბერხენი ჯიხვის რასაც დაინახავენ იმას მოკლავენ

+1   Spam
7 rezo_killer   (05.12.2012 20:02:52) [მასალა]
ჩემი აზრით ჯიხვზე ნადირობა უნდა იყოს შესაძლებელი მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით ეხლავე აგიხსნით როგორც ჯიხვების ფარას ართი მეთაური როგორც წესი ეს ჯიხვი ძირითად შემთხვევაში არის 10 წელს გადაცილებული ანუ მას არ აქვს განაყოფირების უნარი თვითონ არ შეუძლია სხვა მამრს კი მდედრთან არ მიუშვებს ამიტომაც უნდა იყოს ჯიხვზე ნადირობა ნებადართული რადგან კარგი მონადირე სწორედ იმ ჯიხვს კლავს რომელსაც განაყოფირების უნარი არ აქვს ამ ჯიხვის მოკვლა ძალინ სასარგებლო იქნება ფარისთვისრადგან ამ შემთხვევაში ფარას სხვა ახალგაზრდა ჯიხვი ჩაუდგება სათავეში რომელსაც შეუძლია მდედრის განაყოფიერება და ამიატ ფარი რაოდენობა ძალიან გაიზრდება ამიტომაც ჯიხვზე ნადირობა უნდა იყოს ნებადართული

0   Spam
6 ekinrot   (05.12.2012 19:14:55) [მასალა]
ქართველებმა არვიცით არაფრის გაფრთხილება და როცა აგარ იქნება მერე უკვე ყველაზე მაგრაები ვართ. ყველა ნამდვილი მონადირე უნდა იყოს ეგერი და მაშინ გვეშველება

+1   Spam
5 მონადირე   (05.12.2012 19:02:23) [მასალა]
ეს არის თებერვალში გამოქვეყნებული სტატია, ახალი არ გეგონოთ!

0   Spam
10 giohunt1982   (06.12.2012 11:01:12) [მასალა]
კი ძველია,სტატია, მაგრამ საინტერესო და აქტუალურია მაინც, ყოველშემთხვევაში მონადირეთათვის gimili

+1   Spam
4 butatino   (05.12.2012 17:30:27) [მასალა]
და როდის შეწყდა ნადირობა ჯიხვზე? ან საერთოდ რომელიმე ცხოვლზე და ფრინველზე? ქარტველი ხალხი ნადირობას ამა თუ იმ ობიექტზე ნადირობას მაშინ შეწყვეტს როცა მას სრულ გადაშენებამდე მიიყვანს ყველა ყველაფერზე ნადირობს და არაო არ თქვას ვინმემ რა ჯიხვზეც დათვზეც შველზეც და ამ ოჯახ აშენებულებმა მგელზეც ინადირონ, არა მგელზე რას ინადირებენ მაშინვე მოიყვანენ მიზეზს თურმე აკრზალულია მგელზე ნადირობა სინამდვილეში კი მიზეზი მხოლოდ ერთია ხორცი არ იჭმევა მგლის, ფუი სამარცხვინოა ასეთი ქართველი

+2   Spam
3 lord_levan1   (05.12.2012 16:43:36) [მასალა]
საქართველოში არ გვყავს ისეთი რაოდენობის ჯიხვი რო ვიგაც უცხოელები ჩამოვიდნენ და გაერთონ

+2   Spam
2 daduka   (05.12.2012 00:10:46) [მასალა]
როგორ გამიხარდა ბატონო ირაკლი რომ ტკვენი სახიტ ერტი გონება გახსნილი და საღად მოაზროვნე ადამიანი მაინც არის,ათასი ფედერაციაა ათასი ცალკე ორგანიზაციეებია ეს ცჰვენი დიდებული გარემოს დაცვის სამინისტრო ხო საერთოდ რომელიც ტავის საქმეს ისე აკეთებს რომ ცხოველები სახში შემომდიან უკვე კაცო!!! მივხედოთ ჩვენს ბუნებას და გადაშEნების პირას მდგომ ცხოველებს თორე თურქს რუსს და ევროპელს სულ ფეხზე კიდია ჩენი ყველაფერი.უნდა მოეწყოს კონკურსი ან რამე მაგდაგვარი დაიწერება პროექტები რაგაცას უნდა მოვაბათ თავი ტორე ჩვენი ფედერაციების და სამინისტროს იმედზე......ფედერაცია თვითონ ხარჯავს 100 000 ებს აფრიკაში სანადიროდ,მაგ ფულიტ რამე კონკრეტული ნაკრძალი ან დაცული ტერიტორია გაემდიდრებინა. 01 01 01 http://www.bazieri.ge/sml1/01.gif.სამინისტროს უნდა შეუფუცხუნოთ http://www.bazieri.ge/sml1/2daf4.gif

1-15 16-16
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 15
    სტუმარი: 15
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика