ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სიახლის არქივი
« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 55 56 »
საიტზე დაემატა: ტესტი "სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები"
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები
იარაღის მოხმარების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგებადა გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება.თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად იარაღის შეძენის მსურველს 30 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იარაღი 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენის შემთხვევაში გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ უწევს. სულ არის 150 ტესტი, თუმცა საიტზე აჩვენებს რომ არის 151 ტესტი.ეს ტექნიკური ხარვეზია და შედეგებზე არ აისახება, ერთი ტესტი უშეკითხვოდაა და მისი ქულა არც მოგაკლდებათ და არც მოგემატებათ. თითო სწორი პასუხი თითო ქულაა, შეცდომა 0.
ტესტს ნახავთ მენიუ: მონადირემ უნდა იცოდეს-ტესტები ან დააჭირეთ აქ:

გამოცადეთ საკუთარი თავი. გისურვებთ წარმატებას!
დაწვრილებით...
კატეგორია: საიტის ამბები | დათვალიერებულია: 21613 | დაამატა: Admin | დრო: 24.12.2015 | კომენტარი (13)

ძაღლის 14 ჯიში, რომლებიც გენეტიკურად ყველაზე ახლოს არიან მგელთან (უმეტესობა მათგანს ვერ წარმოიდგენდით)
 
ყველა ძაღლის წინაპარი მგელია ან სხვა მგლისებრი ძუძუმწოვარი. არაერთი სპეციალისტი სწორედ, რომ მგელთან აიგივებს ძაღლის ვიზუალსა და ხასიათს, თუმცა, მათი კლასიფიკაცია საუკუნეების წინ მოხდა, როდესაც ძაღლი შინაური ცხოველი გახდა. ბოლო კვლევებმა გამოყო ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მგლებთან ახლო ნათესაურ კავშირში. კვლევაში 414 ძაღლი და 85 სხვადასხვა ჯიში მონაწილეობდა. შედეგი ნამდვილად 
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 4626 | დაამატა: Admin | დრო: 22.12.2015 | კომენტარი (5)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ქალაქ რუსთავში მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევები გასაბერი ნავითა და ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ.

ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ დაილუქა სამართალდარღვევის ნივთები. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2144 | დაამატა: Admin | დრო: 18.12.2015 | კომენტარი (8)

  წარმართულ რომის იმპერიაში ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა. მას მონათა რელიგიას უწოდებდნენ, რადგან ქრისტეს მიმდევრების უმეტესობა დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა ...
   წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნეშტი ღვთისმოსავმა ვალენტინემ ილიოპოლში წაასვენა, პატივით დაკრძალა და მის საფლავზე ტაძარი ააგო. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. სწორედ აქედან მოხვდა მისი წმინდა ნაწილი საქართველოში, თბილისში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიაში.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 1858 | დაამატა: ზურა333 | დრო: 17.12.2015 | კომენტარი (1)

14-12-2015

"მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალს" თანამედროვე­ "მონა ლიზაც" უწოდეს...
ნახატი, რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდებოდა, ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა...
ამბობდნენ, რომ მხატვრის მუზა რომან აბრამოვიჩის მეუღლე, დაშა ჟუკოვა იყო...
"დაშას გარეგნობიდან რაღაც ელემენტები არის. დაშა ჟუკოვა აქ, ნიუ-იორკში ვნახე და ნამდვილად მოვიხიბლე..."
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2504 | დაამატა: ზურა333 | დრო: 15.12.2015 | კომენტარი (1)

ცნობილია სისტემა, რომლის მიხედვითაც, დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მართვის მოწმებას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2438 | დაამატა: Admin | დრო: 15.12.2015 | კომენტარი (9)

3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა. ამას მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1849 | დაამატა: ზურა333 | დრო: 14.12.2015 | კომენტარი (0)

თბილისის ზოოპარკში ცეცხლი ლიკვიდირებულია. თუმცა, ამ წუთებში ადგილზე კვლავ იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით სრულად დაიწვა თავლა და განადგურდა ცხოველთა საკვებიც. 
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თავლასთან მდგომი სამი 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1876 | დაამატა: Admin | დრო: 13.12.2015 | კომენტარი (1)

ადამიანს მოულოდნელად ფერი შეეცვალა, - გაყვითლდა, თვალებზეც სიყვითლე გადაჰკრავდა. ეგონა, ბოტკინი სჭირდა, ექიმს მიაკითხა და კვლევის შედეგად, ღვიძლის ექინოკოკოზი დაუდგინდა. 

ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ღვიძლზე ორი კისტისებური წარმონაქმნია გაჩენილი, რომელიც ექინოკოკის კვერცხებითაა სავსე. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, რათა ეს წარმონაქმნები არ გასკდეს და ამ პარაზიტის 
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 3496 | დაამატა: Admin | დრო: 13.12.2015 | კომენტარი (4)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მცხოვრებმა მონადირე ვლადიმერ გოგიძემ უცხოეთის ოთხი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინა. როგორც გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეგობართან ერთად მწყერზე სანადიროდ ტყეში იმყოფებოდა, რა დროსაც თოვლზე ნაკვალევი შენიშნა. მისივე თქმით, ცხედრები ნაწილობრივ თოვლით იყო დაფარული. შემთხვევა სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3036 | დაამატა: Admin | დრო: 12.12.2015 | კომენტარი (15)

ფოთის "კოლხეთის" ცენტრალურ სტადიონზე 2015 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ბაზიერთა პირველი ფესტივალი „ფოთი-2015“ ჩატარდა, რომელშიც სამოცამდე ფოთელი, ოზურგეთელი, ჩოხატაურელი, ბათუმელი, ხელვაჩაურელი, მახინჯაურელი, თბილისელი და ბანძელი ბაზიერი მონაწილეობდა.
     ღონისძიება შთამბეჭდავი გახადა მიმინოებით, შავარდნებითა და ქორებით ნადირობის იმიტირებულმა სანახაობამ.
    ფესტივალის ორგანიზატორი იყო საქართველოს ბაზიერთა კლუბი და მონადირეების საიტი www.bazieri.ge. 
    ფესტივალის ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები იყვნენ: სოსო ჯღამაძე, დავით ჯღამაძე, ლევან დობორჯგინიძე, ლევან დუდუჩავა, ლუკა სართანია, გიორგი გაბუნია.
     ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანეს:  ბექა ელიაშვილმა, ბესო მიქაიამ, გია გიგილაშვილმა, თემურ დობორჯგინიძემ,  ბექა დობორჯგინიძემ, ბაქარი ხარებავამ, ბექა ბოჭორიშვილმა, გიორგი 
დაწვრილებით...
კატეგორია: ბაზიერი | დათვალიერებულია: 2450 | დაამატა: Admin | დრო: 10.12.2015 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 11 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე (6 ფაქტი). წყალტუბოს, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონებში მოქალაქეები ნადირობდნენ გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ (5 ფაქტი). 
შედგა შესაბამისი ოქმები. 
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2041 | დაამატა: Admin | დრო: 09.12.2015 | კომენტარი (5)

სოფელ სადახლოში ნადირობისას საქართველოს სამ მოქალაქეს გზა აერია და შეცდომით გადაკვეთეს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.
მას შემდეგ, რაც მათ გააცნობიერეს, რომ გზა აერიათ, დახმარების მიზნით მიმართეს სომხეთის ტერიტორიაზე, სოფელ თაზაქენდში არსებულ სომხეთის სასაზღვრო უწყების ბლოკ-საგუშაგოს.
მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეების მხრიდან მიღებული 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2677 | დაამატა: Admin | დრო: 07.12.2015 | კომენტარი (14)

    მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2016 წლის მარტიდან აიკრძალება. შს მინისტრის მოადგილის შეფასებით, თუ შეზღუდვები არ დაწესდება, შესაძლოა, მომავალში ქვეყანაში საგზაო მიმართულებების შეცვლის საჭიროება დადგეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1648 | დაამატა: ზურა333 | დრო: 03.12.2015 | კომენტარი (3)

     შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1703 | დაამატა: ზურა333 | დრო: 03.12.2015 | კომენტარი (8)

სურათზე: 1918 წლის ივლისი, სოჭში შესულ ქართულ არმიას ქალაქის მოსახლეობა ესალმება.
     ასე დასრულდა საქართველოს მთავრობის უკანასკნელი მცდელობა, საუკუნეების შემდეგ, სოჭის ტერიტორია დაებრუნებინათ
     თბილისი — სოჭში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის დღეს, ზუსტად, 95 წელი შესრულდა რაც, საქართველოს ჯარს სოჭის დატოვება მოუხდა. ეს 1919 წლის 7 თებერვალს მოხდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 1926 | დაამატა: ზურა333 | დრო: 03.12.2015 | კომენტარი (2)

როცა კლიმატის ცვლილებაზე მსოფლიოში მასშტაბური დისკუსიები მიმდინარეობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ადამიანებს არ უქმნის საფრთხეს გლობალური დათბობა. წარმოგიდგენთ იმ ცხოველებს, რომლებიც ამჟამად გადარჩენისთვის იბრძვიან და რომელთა გადაშენების საფრთხეც საკმაოდ მაღალია.
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 4192 | დაამატა: Admin | დრო: 03.12.2015 | კომენტარი (2)

შინაგან საქმეთა სამინსიტროს გადაწყვეტილებით, 2016 წლის პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოდის.

როგორც შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სამინისტროში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, მძღოლები რამდენჯერაც დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს ქულებიც შესაბამისად დააკლდებათ. როდესაც ქულა ნულზე ჩამოვა მათ მართვის მოწმობა გააუქმდებათ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასეთ მძღოლებს ორი თვის შემდეგ გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ.

როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ქულები მძღოლებს 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2244 | დაამატა: Admin | დრო: 03.12.2015 | კომენტარი (9)

დაიკარგა 1 წლის ხვადი გორდონი კვირას ქუთაისში ავტომშენებლის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ვინმეს დანანახი გყავთ ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ შეგვეხმიანეთ 579 17 70 70 შოთა 568 24 85 85 გიორგი წინასწარ დიდი მადლობა ყველას
დაწვრილებით...
კატეგორია: მოიპარეს-დაიკარგა | დათვალიერებულია: 1965 | დაამატა: shontiamo | დრო: 02.12.2015 | კომენტარი (0)

    4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს იწვიმებს. მთაში მოსალოდნელია თოვა. ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი შეწყდება. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ ნალექია მოსალოდნელი. დაბლობსა და ბარში წვიმის სახით, ხოლო მთასა და მაღალმთაში ითოვებს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2739 | დაამატა: ზურა333 | დრო: 01.12.2015 | კომენტარი (8)

   უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სმოგია (ჰაერის დაბინძურება; შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და მჭვარტლისაგან).
   ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ჰაერის დაბინძურების დონე, დაშვებულის მაქსიმალურ მაჩვენებელს 24-ჯერ აღემატება.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2143 | დაამატა: ზურა333 | დრო: 01.12.2015 | კომენტარი (0)

ბრაკონიერი პროკურორი – ნადირობა დათვზე ბაწარა ბაბანეურის ნაკრძალში კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ დათვზე ინადირა. პირი, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, ირწმუნება, რომ პროკურორებმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დათვი, ახმეტის რაიონში, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში მოკლეს. დათვზე ნადირობის ამსახველი ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ლევან ღვედაშვილი თელავის პროკურატურის პროკურორი იყო. 2012 წლის 29 ნოემბერს ის დააწინაურეს და ამჟამად გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონული პროკურორია.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 4744 | დაამატა: mtacebeli | დრო: 30.11.2015 | კომენტარი (10)

უახლოეს მომავალში ლომების, სპილოების, ბეჰემოტებისა და ცხოველთა სამყაროს კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის ნახვა მხოლოდ დისნეის მულტფილმებსა და ზოოპარკებში იქნება შესაძლებელი. ველური ბუნების ფონდის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1970 წლიდან, გარეული ცხოველების პოპულაცია 52%-ით შემცირდა. ანგარიში Global Footprint Network-ისა და 
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 2841 | დაამატა: Admin | დრო: 30.11.2015 | კომენტარი (0)

თითქმის ყველა ჩვენგანმა იცის ტიტანიკის გემზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რომელიც ოკეანის სიღრმეში აისბერგის შეჯახების შედეგად ჩაიძირა და ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ იცოდით 12 ძაღლის შესახებ, რომლებიც ტიტანიკზე იმყოფებოდნენ?
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 2290 | დაამატა: ზურა333 | დრო: 30.11.2015 | კომენტარი (0)

30.11.2015
პატარა გოგონა ოლივიას (გლაზგოდან) სახლში დივანზე ეძინა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. დედა კი სხვა ოთახში იმყოფებოდა. უეცრად 9 თვის ლაბრადორმა ბექსტერმა ყეფა და ღრენა დაიწყო. როგორც პატრონების უმეტესობა იქცევა, ოლივიას დედამ მასაც მოუწოდა დამშვიდებულიყო, მაგრამ ლაბრადორი არ ჩერდებოდა. ის ყველანაირად ცდილობდა დედის ყურადღების მიქცევას.
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 2039 | დაამატა: ზურა333 | დრო: 30.11.2015 | კომენტარი (2)

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას შეახსენებს, რომ პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1349 | დაამატა: ზურა333 | დრო: 29.11.2015 | კომენტარი (1)

გაცნობებთ, რომ bazieri.ge-ს ფორუმში მოხდა ცვლილება, „გლუვლულიანი სანადირო იარაღი“-ში არსებული თემები კონკრეტული ფირმების თოფებზე გადაადგილდა „სანადირო იარაღი და აღჭურვილობა“-ში, შესაბამისი მწარმოებელი ქვეყნების დასახელებებში, მაგალითად: თემა „HUGLU 104A“  გადაადგილდა  „თურქეთი“-ში; თემა „BERETTA“ გადაადგილდა „იტალია“-ში და ასე შემდეგ. 
იხილეთ ლინკი:  
http://www.bazieri.ge/forum/67
 
დაწვრილებით...
კატეგორია: საიტის ამბები | დათვალიერებულია: 2001 | დაამატა: ზურა333 | დრო: 26.11.2015 | კომენტარი (0)

საუდის არაბეთში, 12 მილიონ დოლარად შეფასებულ ცხენს, ჰომოსექსუალობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯიან?
22-11-2015
საუდის არაბეთში, 4 წლის, 12 მილიონად შეფასებულ დოღის ცხენს, სახელად "საჩუქარს", რომელიც პრინც ალველიდ ბინ თალალის საკუთრებაა, სასიკვდილო განაჩენი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც მომვლელებმა აღმოაჩინეს, რომ თავისივე სქესის ცხენთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. ცხენს, რომელმაც პატრონს მარტო ბოლო სეზონში 6 მილიონ დოლარზე მეტი მოაგებინა, სიკვდილით 28 ნოემბერს დასჯიან.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2497 | დაამატა: Admin | დრო: 25.11.2015 | კომენტარი (6)

საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს პოლიციელი ძაღლი დაიღუპასაფრანგეთის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას პოლიციელი ძაღლის დაღუპვის შესახებ, რომელიც მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. ინციდენტი მოხდა პარიზის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბანში. 
სამართალდამცველები აწარმოებდნენ აბდულჰამიდ აბაუდის ძებნას, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზის ტერაქტებში და ითვლება ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ სულიერ ლიდერად. 
სამართალდამცველებმა ტერიტორიას ალყა შემოარტყეს, თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად დაიღუპა პოლიციელი ძაღლი, სახელად დიზელი, ხოლო ხუთი სამართალდამცველი დაიჭრა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1747 | დაამატა: Admin | დრო: 25.11.2015 | კომენტარი (0)

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, დაესწარით მრავალს თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად . წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი მთელი ცხოვრების მანძილზე . უფალი გფარავდეთ ყველას
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2064 | დაამატა: Admin | დრო: 23.11.2015 | კომენტარი (1)

ეთიოპიაში ბევრ გოგონას აიძულებენ ქორწინებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში ოჯახების 70% სწორედ ძალის გამოყენებით არის შექმნილი. მამაკაცები არც კი ეკითხებიან გოგონებს ქორწინების შესახებ, არც მათ მშობლებს სთხოვენ ხელს, არამედ აუპატიურებენ მათ და შემდეგ იძულებულს ხდიან, მათზე იქორწინონ. 
სწორედ ასე 
მოუვიდოდა 12 წლის გოგონას, როდესაც იგი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. 7-მა მამაკაცმა გოგონა გაუპატიურების მიზნით მოიტაცა, რათა შემდეგ ერთ-ერთ 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2819 | დაამატა: Admin | დრო: 19.11.2015 | კომენტარი (11)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის და აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტზე 7 პირი გამოავლინეს. თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის ხეობაში სამართალდამრღვევებმა მურა დათვი და შველი მოინადირეს.

მოხდა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული ნანადირევის ამოღება.

შეგახსენებთ, რომ მურა დათვი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.

მურა დათვის და შველის უკანონო მოპოვებაზე, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა საერთო ჯამში 55 ათასი ლარი შეადგინა.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2393 | დაამატა: Admin | დრო: 19.11.2015 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლემა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. 
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევები ნადირობდნენ ე.წ. ,,პროჟექტორით“.
ჩამორთმეული და დალუქული იქნა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2031 | დაამატა: Admin | დრო: 18.11.2015 | კომენტარი (3)

დღეს, 19.00 საათზე ცნობილი შვედი მკვლევარი, ფოტოგრაფი, მოგზაური და გინესის რეკორდსმენი იოჰან ერნსტ ნილსონი გარემოსდაცვით საკითხებზე საჯარო ლექციას გამართავს. 
იოჰანი ისაუბრებს კლიმატის ცვლილებებსა და კვლევა-ძიების მნიშვნელობაზე გარემოს დაცვის კუთხით.

25 წლის განმავლობაში იგი 40 ექსპედიციაშია ნამყოფი 140-ზე მეტ ქვეყანაში. თავგადასავლების სიყვარულმა იოჰანი ჩრდილოეთსა თუ სამხრეთ პოლუსზე, ჯუნგლებში, უდაბნოებსა და ყველა კონტინენტის უმაღლეს მწვერვალზე მოახვედრა. 2015 წელს, პირველი იყო, ვინც ფეხით გადაიარა სერენგეტის ეროვნული პარკი და გახდა გინესის რეკორდსმენი. პროექტი მიმართული იყო ბრაკონიერობისა და ველური ბუნების 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2018 | დაამატა: Admin | დრო: 18.11.2015 | კომენტარი (0)

პიტბულმა სიცოცხლის ფასად ორი ქალი კობრისგან იხსნა
ამერიკულ პიტბულმა სახელად ჩივმა 87 წლის ვიქტორია და მისი შვილიშვილი მარია შხამიანი კობრისგან იხსნა. გველი მათ სახლში სამზარეულოში არსებული ხვრელიდან შეძვრა. 
ვიქტორია დივანზე ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ჩივი წამოხტა, რითაც პატრონი კობრის შემოსვლის შესახებ გააფრთხილა. მარია და ბებია სხვა ოთახში გაქცნენ იმედით, რომ კობრა წავიდოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც 
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 3256 | დაამატა: Admin | დრო: 18.11.2015 | კომენტარი (6)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში სამართალდამრღვევი ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“. მას მოპოვებული ჰყავდა კურდღელი და ვალდშნეპი (გარეული ტყის ქათამი). 
მეორე ფაქტი ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში დაფიქსირდა. მოქალაქე ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ .
შედგა შესაბამისი ოქმები.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2631 | დაამატა: Admin | დრო: 13.11.2015 | კომენტარი (12)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინოულში სამართალდამრღვევი ნადირობდა გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე. მეორე ფაქტი გამოვლინდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხენთაროში. მოქალაქე ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ .
შედგა შესაბამისი ოქმები.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2112 | დაამატა: Admin | დრო: 13.11.2015 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე 168 ცალი ფრინველის ხმის იმიტატორი ე.წ. მანოკი ამოიღო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით ფრინველის მოზიდვა დასჯადია და აღნიშნული ქმედება დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება.

„ე.წ. მანოკის გამოყენების გარდა, ამ დროისთვის 

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2341 | დაამატა: Admin | დრო: 13.11.2015 | კომენტარი (6)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტზე ორი პირი გამოავლინეს. 
სამართადამრღვევებს მოკლული ჰყავდათ 2 ცალი კაკაბი. 
მათ ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ კაკაბი წარმოადგენს ნადირობას მიუკუთნებელ სახეობას და მასზე ნადირობა კანონით დაუშვებელია.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2982 | დაამატა: Admin | დრო: 10.11.2015 | კომენტარი (17)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. 
დუშეთის რაიონის სოფელ ხომის მიმდებარედ მოქალაქემ, მის დროებით მფლობელობაში არსებული თოფით მოკლა არჩვი, რომელიც ჩამოიტანა ხევში წყლისპირას და გაატყავა.
სამართალდამრღვევს თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, იდენტიფიკაციის მიზნით მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და გადაყვანა მცხეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში. 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ დაილუქა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი და მოპოვებული ნანადირევი. 
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2733 | დაამატა: Admin | დრო: 10.11.2015 | კომენტარი (9)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. 
ბაღდათის რაიონის დიდმაღლის ალპურ საძოვრებში ნადირობის დროს შეჩერებული იქნა რვა პირი, რომელთაც დათვალიერებისას აღმოაჩნდათ მოკლული შველი, ე.წ."მანოკი", ორი ცალი გასანათებელი ხელსაწყო ე.წ."ფარი".

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა ბაღდათის რაიონულ სამმართველოს.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2929 | დაამატა: Admin | დრო: 10.11.2015 | კომენტარი (18)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთის ტერიტორიაზე, მდ. რიონზე მოქალაქე თევზაობდა ხელნაკეთი ელექტროშოკური თევზსაჭერი მოწყობილობით.
შედგა შესაბამისი ოქმი. 
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1997 | დაამატა: Admin | დრო: 10.11.2015 | კომენტარი (0)

ცხოველებს შეუძლიათ  პატიება, რამდენად სასტიკიც არ უნდა იყოს ადამიანის დანაშაული და ამას ეს პატარა ისტორიაც მოწმობს.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2140 | დაამატა: jeri20 | დრო: 10.11.2015 | კომენტარი (2)

საქართველოში ძაღლის ყიდვა და მისი მოვლა-პატრონობა უკვე ძალიან გამარტივებულია. ინტერნეტ-საიტები, სოციალურ ქსელი თუ ფორუმი, დიღომში არსებული ბაზრობა, კინოლოგიური კლუბები... ეს ის ადგილებია, სადაც არჩევანის გაკეთება ჯიშისა და ფასის გათვალისწინებით შეგიძლიათ.
როგორ უნდა მოიქცეს გამოუცდელი მყიდველი, ვის მიმართოს ძაღლის შეძენის მსურველმა იმისთვის, რომ საბოლოოდ 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3279 | დაამატა: Admin | დრო: 10.11.2015 | კომენტარი (0)

თევზი, ფუგა - ყველაზე შხამიანი უხერხემლოა სამყაროში. მისი ხორცი დელიკატესად ითვლება იაპონიასა და კორეაში. თუ მისი მომზადების დროს რაიმე შეცდომას დაუშვებთ, იგი სასიკვდილოდ მომწამვლელი ხდება. ძალიან გამოცდილ მზარეულებსაც კი, 3-წლიანი პრაქტიკა ჭირდებათ იმისთვის, რომ ფუგუს მომზადების საიდუმლოებებს ჩასწვდნენ. ეს თევზი შეიცავს საშიში ნეიროტოქსინებს - ტეტროდოკსინს. კერძის არასწორი მომზადების შედეგად ეს ნივთიერება რჩება თევზში, იწვევს კუნთების დამბლას და გაგუდვას.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 3083 | დაამატა: dudu-duda | დრო: 06.11.2015 | კომენტარი (3)

 10 ყველაზე საშიში ცხოველი მსოფლიოში რომელსაც ადამიანები უნდა მოერიდონ.
დაწვრილებით...
კატეგორია: მიმოხილვა | დათვალიერებულია: 3433 | დაამატა: jeri20 | დრო: 06.11.2015 | კომენტარი (5)

მაშველები იძულებულები გახდნენ სახლის ცენტრალური წყლის მილი ნაწილებად დაეშალათ, რათა მილში გაჭედილი პითონი გაეთავისუფლებინათ. 

როგორც აღმოჩნდა, გველი საცხოვრებელი სახლის მილში შეიპარა და ამგვარად ცდილობდა სახლში შეღწევას, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა და მობრუნდა, რის შედეგადაც გაიჭედა. 
ინციდენტი მოხდა ავსტრალიის რეგიონში. 

რამდენი დღე იმყოფებოდა გველი გამოუვალ სიტუაციაში გაურკვეველია, თუმცა, ცხოველს ძალიან გაუმართლა, რადგან სახლის პატრონმა რემონტი დაიწყო. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს გაჭედილი პითონი მილში. 
დაწვრილებით...
კატეგორია: ქვეწარმავლები | დათვალიერებულია: 2270 | დაამატა: dudu-duda | დრო: 05.11.2015 | კომენტარი (1)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. 
სამართალდამრღვევები, ბორჯომის რაიონის სოფელ დვირთან მდინარე მტკვარზე, თევზაობდნენ ე.წ. ელექტროშოკური აპარატით.
შედგენილია შესაბამისი აქტი.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2004 | დაამატა: Admin | დრო: 03.11.2015 | კომენტარი (4)

ბათუმის ვიწრო დერეფანს წელს 1 200 000 მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა. ევრაზიიდან აფრიკის მიმართულებით ფრინველების მიგრაციის პერიოდში ბათუმის ე.წ. ძაბრს სხვადასხვა მტაცებელი ფრინველი მათ შორის, ირაო, ქორი და არწივი გაივლის. ფრინველების მიგრაციის პერიოდში წელს აჭარას სხვადასხვა ქვეყნიდან 120 ორნიტოლოგი სტუმრობდა, რომლებიც შესაბამისი აპარატურით ითვლიდნენ მტაცებლების რაოდენობასა და სახეობებს. 
ფრინველების გადაფრენის ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია. 
როგორც დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა განაცხადა, ფრინველების მიგრაციის ფესტივალი ეკო-ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ტურიზმის დეპარტამენტი ფესტივალის მხარდამჭერი მომავალ წელსაც იქნება.
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2719 | დაამატა: dudu-duda | დრო: 02.11.2015 | კომენტარი (5)

1 ნოემბრიდან სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას ჩააბარებენ მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით შემუშავდა და ძალაში შედის "კანონი იარაღის ბრუნვის წესების გამოცდის შესახებ". შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ.

სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 11285 | დაამატა: IKAHUNTER | დრო: 01.11.2015 | კომენტარი (50)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика