ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » ნოემბერი » 10 » მოხუცი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა მის ცხოვრებაში სასწაული მოხდა    

12:02:15
მოხუცი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა მის ცხოვრებაში სასწაული მოხდა
მოხუცი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა მის ცხოვრებაში სასწაული მოხდა...
ცხოველებს შეუძლიათ  პატიება, რამდენად სასტიკიც არ უნდა იყოს ადამიანის დანაშაული და ამას ეს პატარა ისტორიაც მოწმობს. 

ლატრიცია ტომსონს რამდენიმე თვის წინ გარდაეცვა მამა, რომელიც 10 წლის განმავლობაში განუკურნებელი სენით იტანჯებოდა, თუმცა,  სიცოცხლის ბოლო დღეებში, მამაკაცის ცხოვრებაში რაღაც უცნაური მოხდა. ლატრიციამაც კი, რომელიც რელიგიურ ადამიანად არ მიიჩნევს თავს, ამ მოვლენას ღმერთისგან გამოგზავნილი ნიშანი უწოდა.

ახალგაზრდობაში ლატრიციას მამა ნადირობის მოყვარული იყო. ის პირველივე დღესვე, სანადირო აღჭურვილობით მიდოდა ტყეში, როცა ნადირობის სეზონი ოფიციალურად იხსნებოდა, თუმცა, ასაკთან ერთად მამაკაცს ნადირობის სურვილი გაუქრა, მან იარაღის მაგივრად აიღო ფოტო აპარატი და ტყეში მხოლოდ ფოტოების გადასაღებად დადიოდა. ის კვლავ უთვალთვალებდა გარეულ ცხოველებს იმისთვის, რომ ლამაზი ფოტოები გადაეღო. მრავალი წლის მანძილზე, მან უამარავი ფოტო შეკრიბა.

გავიდა წლები და მისტერ ტომსონი ხანში შევიდა. ასაკს მძიმე დაავადებაც დაერთო, ის გრძნობდა, რომ დიდი დრო არ ეწერა. ერთ დღეს მოხუცი თავის საყვარელ სავარძელში მოკალათდა და ფანჯრიდან ბუნებას გასცქეროდა, როცა უეცრად ტყიდან გამოვიდა ულამაზესი ირემი, რომელიც პირდაპირ მოხუცის სახლისკენ გაემართა.

ირემი გაბედულად მიუახლოვდა 
 
ფანჯარას და მოხუცს პირდაპირ თვალებში ჩახედა.

Zooclub
გარეული ცხოველის ქმედებამ თვითმხილველები გააკვირვა, ხოლო მისტერ ტომსონმა ბოლო ძალები მოიკრიბა: ის ადგა სავაძლიდან და ეზოში გავიდა. ირემს არც უფიქრია გაქცევა, ის მიუახლოვდა მამაკაცს და მოფერების ნება მისცა. ცხოველი და მოხუცი მონადირე რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს აკვირდებოდნენ. სწორედ მაშინ წარმოთქვა ტომსონმა შემდეგი სიტყვები: "მე მზად ვარ! დიდი ხნის განმავლობაში ვნადირობდი და არაერთი ცხოველი მომიკლავს, თუმცა, დღეს ვხვდები, რომ მე მაპატიეს ცხოველებმა. ახლა შემიძლია სუფთა სინდისით წავიდე ამ ქვეყნიდან."

Zooclub

ამ ფაქტიდან ორი დღის შემდეგ მოხუცი გარდაიცვალა. ლატრიციას თქმით, ამ საოცარი შეხვედრის შემდეგ, მამაკაცი ადრინდელთან შედარებით მხნედ გამოიყურებოდა - მას აღარ აწუხებდა აუტანელი ტკივილები. ტომსონმა ერთ საღამოს დაიძინა და აღარ გაუღვიძია.

Zooclub

"ვფიქრობ, ირემის სახით ღმერთმა ანგელოზი გამოუგზავნა მამაჩემს, რათა მისი ცოდვები ეპატიებინა და ის გულდამშვიდებული წასულიყო ამ ქვეყნიდან."-ამბობს ლატრიცია.


წყაროhttp://www.zooclub.ge/
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 2135 | დაამატა: jeri20 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 jeri20   (11.11.2015 10:57:13) [მასალა]
ეს სტატია მე დავდევი მაინტერესებდა რას იტყოდა მონადირეები ისე მაგარი ზღაპარი კია 069 069

0  
1 dudu-duda   (10.11.2015 16:29:14) [მასალა]
რეებს იგონებენ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика