ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » თურქეთიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს    

03:57:59
თურქეთიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს

თურქეთიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს

თურქეთის რესპუბლიკიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს თურქეთის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო, რომელიც ძალაში 1 თებერვალს შედის.

2012 წლის 1 თებერვლიდან თურქეთში ძალაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია,  თურქეთის საზღვრის გადალახვიდან 3 თვის (90 დღის) შემდეგ დატოვოს თურქეთის ტერიტორია, დაბრუნდეს მშობლიურ ქვეყანაში და მხოლოდ 3 თვის (90 დღის) შემდეგ მიეცემა თურქეთში ხელმეორედ შესვლის უფლება.

სწორედ ეს უკანასკნელი ცვლილება წარმოშობს პრობლემებს თურქეთში სამუშაოდ მყოფი ქართველებისთვის.  აქამდე მოქმედებდა ქართულ–თურქულ მხარეებს შორის 2011 წლის 10 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში. ქვეყანაში კვლავ შესვლის ვადები თურქული მხარის მიერ განსაზღვრული არ ყოფილა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ეს საკითხი განხილვის ერთ–ერთი თემა იყო 13 იანვარს, როცა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და  თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა. ლონდონში მაუწყებელი ქართული ინტერნეტ–რადიო "გრემის” ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამ საკითხზე წარუმატებლად დასრულდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "ნეტგაზეტს” განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილი არ არის, განიხილეს თუ არა ეს საკითხი სააკაშვილმა და ერდორანმა შეხვედრის დროს. 

თურქეთში საქართველოს საპატიო კონსულის, პაატა სარიშვილის განცხადებით, ამ ცვლილებით საქართველოს ბევრი მოქალაქე იძულებული გახდება, მიატოვოს სტაბილური სამუშაო თურქეთში, ან დაარღვიოს სავიზო რეჟიმი.

"თურქეთთან ამჟამად უვიზო მიმოსვლის რეჟიმია. როგორც იყო აქამდე, ის წესები არ შეცვლილა. თუმცა 2012 წლის 1 თებერვლიდან თურქეთის კანონმდებლობაში ძალაში შედის ცვლილება... სავიზო რეჟიმს, სავარაუდოდ, ბევრი დაარღვევს იმის გამო, რომ თუ საქართველოს მოქალაქე დატოვებს თურქეთს, მას მალევე უკან დაბრუნება აღარ შეეძლება. შესააბამისად, იმის გამო, რომ მან სამსახური არ დაკარგოს, შესაძლოა, მან დაარღვიოს სავიზო რეჟიმი,” – განუცხადა "ნეტგაზეთს” სარიშვილმა.

თურქეთ–საქართველოს შორის მიმოსვლაში აღნიშნული ცვლილების ამოქმედებას უარყოფითად აფასებს აჭარის მაცხოვრებელი აჩიკო კახაძე.

"თუ ეს ამოქმედდა, პირადად ჩემთვის ძალიან ცუდი იქნება და არა მარტო ჩემთვის.

ჩემს მაგალითზე, რომ გითხრათ, თურქეთში დავდივარ ძირითადად ზაფხულობით. ჩემი ბიზნესი მაქვს. ამ მიმოსვლის დროს, იმ შემთხვევაში, თუ კი 90 დღე უკან თურქეთში ვეღარ დავბრუნდები, ეს ჩემს ფინანსურ მდგომარეობს უფრო დაამძიმებს. გარდა ამისა, მძიმე მუშაობის გამო ხშირად შემქმნია ჯამრთელობის პრობლემა. თურქეთში, მოგეხსენებათ, მკურნალობა ძვირია, შესაბამისად, გადმოვსულვარ საქართველოში სამკურნალოდ და დავბრუნებულვარ უკან 10 დღეში. ის ელემენტარული კაპიკები, რითიც აქ ზაფხულობით თავს ირჩენენ, იმასაც ვეღარ გააკეთებენ. ეს შეზღუდვა კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს, რადგან ნახევარი საქართველო იქაა წასული,” – განუცხადა "ნეტგაზეთს” აჭარაში მაცხოვრებელმა აჩიკო კახაძემ.

თურქეთში საქართველოს კონსულის შეფასებით, თურქეთი საკანონმდებლო ცვლილებებს იმიტომ ახორციელებს, რომ ბევრი ქვეყნის მოქალაქე თურქეთში არალეგალურად მუშაობს.

"თურქეთმა ცალმხრივად შეცვალა თავისი კანონი უცხოელებთან მიმართებაში. ეს ეხება არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ყველა უცხოელს. ეს არის ზოგადად ყველა უცხოელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მასობრივად ბევრი ქვეყნის მოქალაქე აქ, თურქეთში, არალეგალურად მუშაობს და ამის აღსაკვეთად ეს ზომები მიიღეს,” – განაცხადა კახაძემ.

შეგახსენებთ, თურქეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია ერთხელ უკვე განხორციელდა – 2011 წლის 27 ოქტომბერს, როცა  თურქეთიდან საქართველოს 150 მოქალაქე გამოაძევეს.



წყაროhttp://netgazeti.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1839 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
+1   Spam
2 toka_monadire   (22.01.2012 01:36:39) [მასალა]
ეს ამბავი რაც ხდება ისევე ჩვენი ბრალია სადაც ქართველი ჩადი იქ ყველაფერს აფუჩებს ამათსაც მოვბეზრდით და უკვე ასეთი კანონი დააწესეს

0   Spam
3 naniko09   (01.03.2012 08:47:21) [მასალა]
getanxmebi magashi xandaxan mrcxvenia kartveli rom var tkven ar icit aq ra xdeba arapris eridebian da fulis gamo ras ar aketeben ra ak davibade da gavizarde sad ar var namyopi da ra ar minaxia mara qartvelebi rasac aketeben aq eseti ram arsad ara 48

+1   Spam
1 berZul   (19.01.2012 23:26:37) [მასალა]
ქართველები ღეს ცუდ დღეში ვართ და ქედან გამომდინარე გვიწევს სხვადასხვა ქვეყანაშ წასვლა ოჯახის რჩენის მიზნით.
ეხ ქართველნო მალე დადგეს დრო როცა თათარნი იქით შეგვეხვეწებოდეს საქართველოში მუშაობას..

0   Spam
4 naniko09   (01.03.2012 08:51:28) [მასალა]
eh chemo kargov netav yvela mase mushaobdes rogorc izaxi fulis gamo 80wlis kacebs uwvebian aq da mere gamodian da vitom araperi momxdarao 48

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика