ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 1 » მოზარდები თამბაქოს ხაფანგში    

01:16:44
მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
მოზარდები თამბაქოს ხაფანგში

   რატომ დავიწყე? _ 30-40 წლის ასაკში ამას ბევრი ეკითხება საკუთარ თავს. პირველმა რომანტიკამ გაიარა და ადამიანი ჩინებულად ხვდება, რამხელა დარტყმას  აყენებს სიგარეტი მის ჯანმრთელობასა და ჯიბეს, არადა თამბაქომ ისე მყარად მოიკიდა ფეხი მის ცხოვრებაში, ისე მჭიდროდ მოუჭირა მონობის ბორკილი, რომ საკუთარ თავთან ბრძოლის დაწყებაც კი ეზარება.
   "ნეტავ ეს ჭკუა თავის დროზე მქონოდა!” – გაიგონებთ ხშირად, თინეიჯერებს კი  ეს ასაკი იმდენად შორს ეჩვენებათ, რომ დაფიქრების ღირსადაც არ თვლიან. სამწუხარო ფაქტი: თაობებს ერთმანეთის არ ესმით. და მაინც, რატომ იწყებენ ჩვენი შვილები თამბაქოს წევას და როგორ ავარიდოთ ისინი ამ საფრთხეს?

    არიან ადამიანები, რომელთაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მათ შორის – თამბაქოს, გამოყენების მიმართ მიდრეკილება აღენიშნებათ. თუ მშობლები ეწევიან, პატარას შეიძლება დაბადებამდევე ჩამოუყალიბდეს ნიკოტინზე დამოკიდებულება, ხოლო როცა გაიზრდება და გემოს გაუსინჯავს სიგარეტს, გაცილებით ადრე მიეჩვევა მას და მეტადაც მიეჯაჭვება, ვიდრე არამწეველთა ოჯახში გაზრდილი თანატოლი.
    და მაინც, გენეტიკა არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მწეველთა შვილები ნარკოტიკს ეტანებიან. მათ ხომ მშობლების მაგალითი აქვთ თვალწინ! შეგიძლიათ, დღედაღამ უკითხოთ პირმშოს ვრცელი ლექციები თამბაქოს მავნეობის შესახებ; ისინი გახვრეტილი შაურიანიც არ ეღირება, თუ შვილი ყოველ წუთას სიგარეტით ხელში გხედავთ. სულაც რომ არ უნდოდეს, სიგარეტს ის ქვეცნობიერად ელეგანტურობის (თუ დედა ეწევა) ან ვაჟკაცობის (როცა მამა აბოლებს) სიმბოლოდ აღიქვამს – ის ვერაფრით შეეგუება აზრს, რომ თქვენ არასწორად იქცევით.
ნარკოლოგებმა გამოთვალეს, რომ თუ ოჯახში სამი მწეველია, 80 პროცენტია ალბათობა, რომ მოზარდმა 12 წლიდანვე დაიწყოს თამბაქოს წევა, ხოლო თუ მის გვერდით ერთი ადამიანი ეწევა, რისკი 40 პროცენტს შეადგენს.

    ბავშვი მოწევას არ დაიწყებს, თუ:
* უსმენთ და პატივს სცემთ მის აზრს.
მრავალი მოზარდი მხოლოდ იმისთვის იწყებს წევას, რათა მთელ ქვეყანას დაანახოს, რომ უკვე დიდია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ დედ-მამა მოზარდს არ თრგუნავს და თანდათან უფრო და უფრო მეტი საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტას ანდობს (მაგალითად, იმისა, თუ ვისთან იმეგობროს, რა ჩაიცვას, როგორ მუსიკას მოუსმინოს), მას აღარ გაუჩნდება სურვილი, სიგარეტით ხელში ამტკიცოს თავისი ზრდასრულობა. დაგვეთანხმებით, სჯობს ყმაწვილმა ორიოდე თვე პანკივით იაროს (თუ არ დაუშლით, მალე თავისთავად მობეზრდება), ვიდრე სიგარეტს გაუსინჯოს გემო.
* ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებას იყენებთ, რათა თამბაქოს მიმართ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება გამოამჟღავნოთ.
არც ერთი ნანახი თუ გაგონილი ამბავი, სადაც თამბაქოს მავნებლობა ჩანს, უკომენტაროდ არ დატოვოთ. ჩვენ მხოლოდ გეჩვენება, რომ ბავშვები მშობლების საუბარს არ უსმენენ. სინამდვილეში ყველაფერი, რაც ესმით, მათ გონებაში მოზაიკის ფრაგმენტებივით გროვდება. სწორედ ამ ფრაგმენტებისგან იკვრება შემდეგ ერთიანი სურათი – საკუთარი აზრი.
* ეხმარებით, რამეში მაინც იყოს თანატოლებზე წარმატებული და კომპეტენტური.
ირგვლივ მყოფთა შეხედულება მასზე მოზარდისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ბევრი სწორედ იმ მიზნით იწყებს წევას, რომ თანატოლების თვალში უფრო "მაგარი” და გამოცდილი გამოჩნდეს, მაგრამ თუ რაღაც გატაცება უკვე აქვს, თუ სხვებს უკვე სჯობნის (სხვებზე უკეთ სრიალებს გორგოლაჭებითა თუ თხილამურებით, თამაშობს ჭადრაკს, კარგად მღერის, კარგად ერკვევა კომპიუტერში), ავტორიტეტი ისედაც გარანტირებული აქვს, ასე რომ, სიგარეტი აღარ დასჭირდება.
 
     შეამჩნიეთ, რომ თქვენი შვილი ეწევა... ცხადია, ერთი სული გაქვთ, გვარიანად გაჯოროთ და ყური აუწიოთ, მაგრამ რას გარგებთ ეს? გვერწმუნეთ, მუქარით ვერაფერს გახდებით.
პირველ რიგში, იმაზე დაფიქრდით, რას აძლევს თქვენს შვილს თამბაქო.
    იქნებ მხოლოდ ის აინტერესებს, როგორი შეგრძნება ექნება... ასეთ შემთხვევაში მხოლოდ თვალყური ადევნეთ. ბავშვს ეს გატაცება მალე მობეზრდება.
    ეგებ ჭარბი წონის მოცილებას ცდილობს? ეგებ პროტესტს აცხადებს მშობლების ძალადობის წინააღმდეგ? ან იქნებ სურს, "გამორჩეულთა” სიაში მოხვდეს? ასეა თუ ისე, რაკი მან მოწევა დაიწყო, თქვენ კი ეს კარგა ხნის შემდეგ შეიტყვეთ, ფაქტია: თქვენს შორის კედელი აღმართულა.

   ლექციის კითხვას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ, ფრაზა: "შეიძლება, სერიოზულად ვისაუბროთ?” – კარგი დასაწყისია. თუ მაშინვე არ გამოტყდება, გულს ნუ გაიტეხთ. მთავარია მიახვედროთ, რომ მზად ხართ, მშვიდად, ყვირილის, ნოტაციებისა და ცემა-ტყეპის გარეშე ესაუბროთ.
    გულდასმით შეარჩიეთ არგუმენტები. მძიმე დაავადებებით (რომლებიც 20-30 წლის შემდეგ დაემართება) მას ვერ შეაშინებთ. სამაგიეროდ, პერსპექტივა, რომ დამოკიდებული გახდება, არცთუ სასიამოვნოა; ნებისმიერი მოზარდი ხომ თავისუფლებისკენ მიილტვის. აუხსენით, რომ ნიკოტინური დამოკიდებულების გამო დამოუკიდებლობას დაკარგავს და საკუთარი სხეულისა და გონების ბატონ-პატრონი ვეღარ იქნება. აჩვენეთ, როგორ შეუშლის ხელს თამბაქო მიზნის მიღწევაში, პროფესიული კარიერა იქნება ეს თუ სპორტული ასპარეზი. გოგონებს შეგვიძლია მოვუყვეთ, რომ მწეველ დედებს მცირეწონიანი, სუსტი ბავშვები უჩნდებათ, მერე კი ერთი ექიმისგან მეორესთან მიჰყავთ, მაგრამ ვერაფერს შველიან... მოკლედ, მოსწიე, თუ გსურს, მაგრამ იცოდე, რა გელის წინ.
რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, მოზარდი, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ანდეს, სწორ არჩევანს გააკეთებს.



წყაროhttp://aversi.ge
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 1835 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 aleko   (01.02.2012 19:42:19) [მასალა]
ხოო, ეს ხო მასიური სენია, მართალი ხარ levaniko16 , ბავშვი რომელიოც ადრევე კონტაქტშია ბუნებასთან, ჯამრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს, დადის რაიმე სახეობის სპორტზე და ა>შ სიგარეტს არ მიეტანება, ნიკოტინი შხამია ისეთივე როგორიც მცენარის საწამლი პესტიციდი, მაგრამ იმ განსვავებით რომ, წამლავს ფილტვებს და ავნებს მას.სიგარეტი ნიკოტინს რომ არ შეიცავდეს აბსოლიტურად უვნებელი იქნებოდა, მაგრამ მათრობელა თვისებებსაც დაკარგავდა და "კაიფში" ვეღარ ჩააგდებდა ადამიანს,ამიტომ...წარმოიდგინეთ 5-6 თვის ღუმელის გაუწმენდავი მილი("ტრუბა"), იგივე ხდება ფილტვებშიც და რა ჰაერის მიმოცვლა და დაჟანგვა წარიმართება ძნელი მისდახვედრი არ არის...

0   Spam
2 qorbude   (01.02.2012 15:42:33) [მასალა]
ერთ-ერთი მავნე ჩვევაა რომელსაც მოზარდი ადვილად ითვისებს და კარგი იქნება თუ არც გასინჯავთ,რადგან მერე უკვე ძნელია თავის დანებება,(მოზარდები თამბაქოს გარეშე)ეს უნდა იყოს ქვეყნის დევიზი და ჩვენთან პირიქით ხდება

+1   Spam
1 levaniko16   (01.02.2012 09:06:03) [მასალა]
მოზარდი რომელიც ნადირობით არის დაკავებული ნაკლებად თუ მიეტანება თამბაქოს, დამერწმუნებით სიგარეტი და ნადირობა ცოტა შეუსაბამოა (ჩემთვის ასეა და ალბათ ყველა მოზარდი მონადირისთვის). ეხლაც როცა სანადიროდ დავდივარ ჩემს მწეველ ძმაკაცებთან ერთად ყოველთვის გამაჩნია უპირატესობა საჭირო ადგილას მათზე სწრაფად და შეუსვენებლად მივიდე, "დიხანია" ერთერთი მთავარია ნადირობის დროს რათა ის შედეგიანი იყოს.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика