ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » იანვარი » 28 » წყალბადის (თერმობირთვული) ბომბი    

01:54:47
წყალბადის (თერმობირთვული) ბომბი

წყალბადის (თერმობირთვული) ბომბი

boom

დარწმუნებული ვარ ყველამ იცით თუ რას წარმოადგენს ეს იარაღი, მაგრამ მოდით უფრო კონკრეტულად და კარგად გავეცნოთ ამ ტექნოლოგიურ მონსტრს, რომელმაც კაცობრიობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

1952 წლის 1 ნოემბერს ამერიკელებმა ააფეთქეს პირველი თერმობირთვული ბომბი. ერთი წლის მოგვიანებით 12 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა ააფეთქა წყალბადის ბომბი РДС-6.

თერმოვირთვული ბომბი ანუ იგივე წყალბადის ბომბი, რომელიც მიეკუთვნება მასობრივი განადგურების იარაღს, დაფუძვნებულია გამანადგურებელ და კოლოსალური ენერგიის წყაროზე, რომელსაც ატომური სინთეზი წარმოადგენს. ატომური სინთეზი ეს არის პროცესი, რომლის დროსაც მცრე მასის ელემენტები ერთდებიან  უფრო  მძიმე ელემენტად.

ხშირად ადამიანებს ერევათ ან მიიჩნევენ, რომ ატომური და წყალბადის ბომბი ერთი და იგივეა, მაგრამ ეს ასე არ არის.  ჩვეულებრივ ატომურ ბომბში ენერგიის წყაროს წარმოადგენს რადიოაქტიური ელემენტების დაშლის რეაქცია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება წყალბადის ბომბის მექანიზმისგან, როგორც ავღნიშნე თერმობირთვული ბომბის ენერგიის წყაროს წარმოადგენს ატომური სინთეზი, რომელიც გაცილებით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს ვიდრე ატომური დაშლის რეაქცია. ატომურ ბომბზე პოსტს თქვენის ნებართვით მოგვიანებით დავწერ.

ატომური სინთეზი ეს ის პროცვესია, რომელიც ჩვენ სიცოცხლეს გვინარჩუნებს და ადამიანმა შეძლო ამ მოვლენის ხელოვნურად შექმნა. ვიცი გაინტერესებთ და მოკლედ გეტყვით რომ ეს ის პროცესია, რომელიც ვარსკვლავის გულში მიმდინარეობს, აძლევს სიცოცხლეს მას და შესაბამისად ჩვენ… ამ ვარსკვლავების რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი მზეც რომელიც წარმოადგენს "გიგანტურ ატომურ რეაქტორს” რომლის საწვავს წარმოადგენს ჩვეულებრივი წყალბადის ატომი.

წყალბადის ბომბი ატომურ ბომბთან შედარებით უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს და შესაბამისად უფრო ძლიერი აფეთქებით და მაღალი ტემპერატურით ხასიათდება (ფაქტიურად მზის ბირთვი რამდენიმე წამით).  იგი ასევე შედარებით "სუფთაა” ატომურ ბომბზე რადგან რადიაციას გაცილებით ნაკლებად ასხივებს.

reaqtori

თერმობირთვული ბომბის არსებობის მთავარ ნაწილს წარმოადგენს ლითიუმის დეიტერიდი 6Li, ანუ ლითიუმის იზოტოპი,  რომელიც არის ფაქტიურად ერთადერთი  ტრითიუმის 3H (წყალბადის იზოტოპის) წყარო, რომლის გარეშეც ატომური სინთეზი არ განხორციელდება.  წყალბადის ბომბი შედგება ტრიგერისაგან და თერმობირთვული საწვავის კონტეინერისაგან (ტელერ-ულამის პრინციპი). ტრიგერში მოთავსებულია პლუტონიუმი რომლის ირგვლივ არის ასაფეთქებელი ნივთიერება (დეტონატორი). კონტეინერი წარმოადგენს ურან-238-ს (ურანი არის ელემენტი რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში გადადის იონიზირებული დასხივების შედეგად). მასში მოთავსებულია ლითიუმის დეიტერიდი (6Li). როდესაც დეტონატორი ფეთქდება იგი მაღალი ტემპერატურითა და წნევის გავლენით კუმშავს პლუტონიუმს რაც იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, შედეგად გამოსხივდება რენდგენის სხივები რომლებიც ცილინდრზე მოხვედრის შედეგად აიონიზირებენ ურანს, რომელიც გადადის ზეკრიტიკულ მდგომარეობაში, ეს ხელს უწყობს ლითიუმის გახურებას. კონტეინერი მოთავსებულია სპეციალურ პლასტმასში რომელიც კარგად ატარებს გამოსხივებას. მთლიანი მოწყობილობა მოთავსებულია ფოლადიში ან ალუმინში. ამ თანმიმდევრული პროცესის შედეგად აალებული პლუტონიუმიდან გამოსხივებული ნეიტრონები ურთიერთქმედებენ ლითიუმის დეიტერიდთან და შლიან მას. ენერგია შეიძლება გაიზარდოს თუ ლითიუმისა და ურანის კომბინაციას ფენებად დავაწყობთ. ასე რომ სიმძლავრე შეუზღუდავია.

izotop

სწორედ ლითიუმის დაშლის შემდეგ იწყება ატომური სინთეზი. პლუტონიუმის მიერ დასხივებული ლითიუმი იშლება ტრითიუმად 3H და ჰელიუმად He. ამ ქაოსში წარომიქმნება კიდევ 1 წყალბადის იზოტოპი დეიტერიუმი 2H. ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების გათვალისწინებით წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს, წყალბადის ამ 2 იზოტოპის ერთმანეთთან შეჯახებას და წარმოიქმნება ჰელიუმის ატომი, რასაც თან ახლავს კოლოსალური ენერგიის გამოთავისუფლება. ჩნდება ცეცხლოვანი ბურთი რომელიც იზრდება. მასში მატერია გადადის მეოთხე პლაზმურ მდგომარეობაში, რომელშიც ტემპერატურა მილიონ გრადუსს აჭარბებს.

sintezi

ამ ბომბის აფეთქების შემდეგ დაახლოებით 5 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი აორთქლდება, ხოლო 11 კილომეტრზე მეტ რადიუსზე კი დარტყმის ტალღა ყველაფერს მიწასთან გაასწორებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მისი სიკაშკაშე იმდენად დიდია რომ თავისუფლად დააბრმავებს ადამიანს. ამერიკელების მიერ ერთ-ერთ კუნძულზე გამოცდილი წყალბადის ბომბი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან 10 კმ სიგრძის კუნძულის ნახევარი უბრალოდ ზღვის დონიდან გააქრო, მისი სიმძლავრე 1000-ჯერ აღემატებოდა ხიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს, ხოლო საბჭოთა კავშირის მიერ გამოცდილი თერმობირთვული ბომბის აფეთქება ერთ-ერთი უძლიერესი იყო კაცობრიობის ისტორიაში, ამ აფეთქების დარტყმის ტალღამ დედამიწას რამდენჯერმე დაარტა წრე.



წყაროhttp://ucnauri.com/
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 3017 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 Terrax   (29.01.2012 01:54:38) [მასალა]
მასალაგა გინდა და სახლსჰიც ააწყობ :DDDDD

0   Spam
2 Terrax   (29.01.2012 01:54:04) [მასალა]
ეს სტატია ირანელებს არ წააკიტხოტ :DDDDD

+1   Spam
1 bendeksi   (28.01.2012 04:23:59) [მასალა]
ძალიან საინტერესო სტატიაა... დღესდღეობით მთელი მსოფლიო შემდეგ ეტაპზე გადავიდა... მთელი ძალისხმევა მიმართულია ამ გამოთავისუფლებული ენერგიის უხეშად რომ ვთქვათ გამოზოგვაზე, ეს ფაქტიურად დროებითი ხელოვნური მზის ფუნქციას შეასრულებს... ანუ ამ ენერგიის გამოთავისუფლება მოხდება თანმიმდევრულად როგორც ამბობენ 2 ან 3 ასეთ გამოგონებას თავისუფლად შეუძლია ჩაუნაცვლოს მზე დედამიწას... თუმცა დაზუსტებით ვერავინ იტყვის...
ძალიან საწყენია ჩვენ ადამიანები ხომ ყველაფერ ლამაზის განადგურებას ვცდილობთ, ოდესმე მივაღწევთ შედეგს... და როგორც აინშტაინმა თქვა " მე არ ვიცი მესამე მსოფლიო ომში რა იარაღს გამოიყენებს ადამიანი, მაგრამ მეოთხე მსოფლიო ომი უეჭველად ხელკეტებით და ქვის იარაღით იქნება"

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика