ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ნადირობა–თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები დაამტკიცა    

03:39:41
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ნადირობა–თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები დაამტკიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისბრძანება №2762011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 1.1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში: ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე; ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე; თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე; რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; 2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში: ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; დ) კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ზ)  მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე; თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე; ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:ა) არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე; თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე; პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე; რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე; უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე; ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე; ქ) კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე; ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;"

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური 
გარდა ამისა, დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები:
     ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი. 

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №275

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.".
2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში".

3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში:

ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი;

ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ", „დ", „რ", „ტ", „უ", „ფ" და „ღ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;

გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია; დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია

და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია; ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;".
4. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „თ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.".
5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 - მე-13 პუნქტები:

„10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება.

11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"
 
საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.

12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. 

13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ", „გ", „დ" და „ე" ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. " 
6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  მუხლი:

„მუხლი 31. ნადირობისათვის აკრძალული ვადები
1. ნადირობა აკრძალულია:

ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; ზ) კურდღელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე; ს) ენოტზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

ტ) კავკასიური როჭოზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, ნადირობა აკრძალულია:

ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილი ირემზე - 1 თებერვლიდან - 1 ნოემბრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან - 15 ოქტომბრამდე; დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;
 
ზ) კურდღელზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე - 15 თებერვლიდან - 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე; ს) ენოტზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

ტ) კავკასიურ როჭოზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე - - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;"
7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა

ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად."
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური


წყარო
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 2844 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 3.5/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 301 2 »
+2   Spam
30 zoro   (23.01.2012 15:17:21) [მასალა]
ლიცენზიის პასები რო დაეწერა ვინმეს არ იქნებოდა ცუდი

0   Spam
29 მონადირე   (23.01.2012 14:54:40) [მასალა]
aleko, როგორ გაამრავლებს, როცა უფლება არ აქვს მასზე ვინმე ანადიროს?

0   Spam
28 zviaditabatadze1974   (15.01.2012 14:50:29) [მასალა]
ეს ყველაფერი კარგია რომ დროს და ვადას გვაძლევენ ნადირობისთვის,ტურა მელა მგელზეც უარს არ ამბობენ. მე კმაყოფილი ვარ ამ კანონის მიღებისთვის.

0   Spam
27 aleko   (13.01.2012 22:55:31) [მასალა]
მონადირე კერძო მეურნეობებს , პირიქით მივესალმები, მაგრამ წითელ წიგნში შეტანილ სახეობებზე რომ ნადირობა დაუშვეს, არ მივესალმები, მეურნეობას თუ უნდა ისედაც გაამრავლებს შველს და ირემს...

+1   Spam
26 მონადირე   (13.01.2012 19:52:11) [მასალა]
aleko, საქმე რომ საათივით ააწყო, კანონი უნდა არსებობდეს, ისე ვერ ააწყობ! მთელს ფაუნაზე ნადირობა უკანონოდ ხდება დღეს და ნადირობის კანონის შემოღება თუ დაარეგულირებს ამ საკითხს, თორემ ხელს ნამდვილად არ შეუწყობს უკანონო ხოცვა-ჟლეტას. ირემი იმიტომაა მაგ კანონში ნახსენები, რომ სანადირო მეურნეობებს უნდოდათ ირმის გამრავლება და კანონი არარსებობის გამო ვერ აკეთებდნენ ამას. ეხლა გზა გაეხსნათ. სანადირო მეურნეობებზეა სწორედ ეს ყველაფერი გათვლილი და როცა კანონი კერძო მფლობელს უფლებას მისცემს, რომ მოაშენოს ნადირი და მერე ანადიროს კლიენტი, ის ამას გააკეთებს, და სწორედ ამის გაკეთება გადაარჩენს ფაუნას. კერძო მესაკუთრე დაიცავს თავის მეურნეობას.

0   Spam
25 -BERG-   (13.01.2012 14:18:25) [მასალა]
მონადირე, + 100%

0   Spam
24 aleko   (13.01.2012 13:17:34) [მასალა]
აზერბაიჯანში მთელი მსოფლიოდან ჩადის ხალხი ჯიხვის მოსანადირებლად და ჩინებულად აქვთ ორგანიზებული ეს ნადირობა. სახელმწიფოშიც ფული შედის, ადგილობრი მოსახლეობა დასაქმებულია, ნადირი დაცულია. მონადირე, ჩვენც ასე საათივით აწყობილი რომ გვექნება საქმე, მერე კი და საქმის აწყობისთვის მოდი და მთელს ფაუნაზე ნადირობა დაუშვაო, არასწორია ჩემი აზრით, ჯერ ორგანო უნდა დაკომპლექტდეს პროფესიონალი კადრით, უნდა მოხდეს აღრიცხვები და მთელი ამბები, ცოტა ნადირსაც ფონი უნდა შეუმზადო... 167
ჩვენ ხომ მეტად ბევრი რესურსი გვაქვს ამ მხრივ? აქ რატომ არ უნდა იყოს დაშვებული? მთავარია საქმის სწორად წარმართვა და კონტროლი.
ეგ უეჭველია, ჩვენ რომ რესურსი გვაქვს, იმას მაგალითად ჭკვიანი ევროპელი რაციონალურად გამოიყენებდა, ჯერ უნდა მოამრავლო და მერე ხოცო.

0   Spam
23 მონადირე   (13.01.2012 11:34:59) [მასალა]
aleko, ირემზე დაუშვებელია, მაგრამ ჯიხვზე და შველზე ისედაც ხომ ნადირობენ? განა არაა ეგრე? რაც შეეხება ჯიხვს, რუსეთში დაშვებულია ნადირობა. აზერბაიჯანში მთელი მსოფლიოდან ჩადის ხალხი ჯიხვის მოსანადირებლად და ჩინებულად აქვთ ორგანიზებული ეს ნადირობა. სახელმწიფოშიც ფული შედის, ადგილობრი მოსახლეობა დასაქმებულია, ნადირი დაცულია. და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხომ კავკასიონის მხოლოდ კუდი შედის. ჩვენ ხომ მეტად ბევრი რესურსი გვაქვს ამ მხრივ? აქ რატომ არ უნდა იყოს დაშვებული? მთავარია საქმის სწორად წარმართვა და კონტროლი.

0   Spam
22 bendeksi   (13.01.2012 04:41:11) [მასალა]
grenader21 მეც მაგის თქმა მინდოდა, მგონია რომ ტურა მგელი კურდღლის გარდა ვერც ერთ ლიცენზიას ვერ შევწვდებით, ჩვენდა სამწუხაროდ...

-2   Spam
21 grenader21   (13.01.2012 03:45:29) [მასალა]
ისე ფასები რა იქნება არავინ იცის?

-2   Spam
20 grenader21   (13.01.2012 03:45:12) [მასალა]
შველზე რატო ნამდვილად არრაა ცოტა, ისე ყველა ქვეყანაში ბიუჯეტის შესავსებად ხდება ნადირობა თორე აბა ცხოველები კი არ ეზიზღებათ, memgoni ki ufro turistebis mosazidad keTdeba.

0   Spam
19 aleko   (12.01.2012 23:35:09) [მასალა]
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ირემზე ჯიხვზე და შველზე ნადირობის ლიცენზიების გაცემა დღევანდელ საქართველოში უგუნურებაა 25

+1   Spam
18 bendeksi   (12.01.2012 22:07:18) [მასალა]
მე კი ველოდი რომ ჯერ აღწერას ჩაატარებდნენ, შემდეგ ხელს შეუწყობდნენ მომრავლებას როგორც ეს ყველა კულტრულ ქვეყანაში ხდება ანუ ამ ეტაპზე მტაცებლებზე დაუშვებდნენ ნებართვას, ტყავის ჩასაბარებელ პუნქტებს გახსნიდნენ და სტიმულს მისცემდნენ მონადირეებს. ნორმალურ გარემოს დაცვას ჩამოაყალიბებდნენ და რამოდენიმე წელიწადში ჩაუშვებდნენ ამ კანონს. უფრო სწორად სურვილი მქონდა ამის. ახლა კი რაა? რას ელოდით? მდიდარი ვითომ მონადირეები წავლენ ჩახოცავენ 20 წყვილ ჯიხვს და დავრჩებით ისე. ეს "ფაშისტები" კანონის დარღვევას ერიდებოდნენ მაინც, იმ "ფაშისტებზე" მაქვს საუბარი რომელიც ერიდებიან კანონის დარღვევას და თვალში მოხვედრას. ახლა კი თქვენც აქ ხართ და მეც. ღმერთმა ქნას კარგი შედეგი გამოიღოს ამან და მე ვცდებოდე.

+1   Spam
17 bendeksi   (12.01.2012 21:54:47) [მასალა]
grenader21 მე ჩემი შეხედულება გამოვთქვი, ვიგულისხმე ის ცხოველები რომლებიც თითო ოროლა დაგვრჩა და მე ისევ იმ აზრზე ვარ, თანაც ჯერ მოიცადეთ ლიცენზიებს დაელოდეთ და მერე ნახავთ რომ ეს მხოლოდ ბიუჯეტის შესავსებად კეთდება... (არ მიყვარს ნადირობა საერთოდ, სანადიროდ როგორ უნდა წავიდე რას მკადრებთ? 069 069 069 )

-4   Spam
16 grenader21   (12.01.2012 21:09:00) [მასალა]
ბენდეკს შენ ნადირობა გიყვარს საერთოდ.. ხალხი ველოდით ამ ამბავს.

1-15 16-28
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика