ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » იანვარი » 14 » "მწვანე ალტერნატივა” ნადირობის კვოტების შესახებ ინფორმაციას ყალბ მონაცემებად მიიჩნევს    

02:32:34
"მწვანე ალტერნატივა” ნადირობის კვოტების შესახებ ინფორმაციას ყალბ მონაცემებად მიიჩნევს

"მწვანე ალტერნატივა” ნადირობის კვოტების შესახებ ინფორმაციას ყალბ მონაცემებად მიიჩნევს

"მწვანე ალტერნატივა”  საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მიერ გამოქვეყნებულ 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტების შესახებ ინფორმაციას, ყალბ მონაცემებად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 10 იანვარს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები:

ნუტრია - 194 ცალი, კურდღელი - 615 ცალი, მაჩვი- 168 ცალი, ტყის კვერნა - 157,  ქვის კვერნა - 157 ცალი, მგელი - 120 ცალი,  ტურა - 1453, მელა- 162 ცალი, ტყის კატა - 77 ცალი, გარეული ღორი - 189 ცალი, შველი -  417 ცალი, ენოტი - 96 ცალი, ხოხობი - 416 ცალი, კაკაბი -  713 ცალი, დურაჯი- 50 ცალი”

2011 წლის 28 ოქტომბერს ”მწვანე ალტერნატივამ" განცხადებით მიმართა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, სანადირო  სახეობების შესახებ, კერძოდ კი, სანადირო სახეობების აღრიცხვის შედეგების მოწოდება, ასევე ინფორმაცია, თუ რა მეთოდით, როდის (რა პერიოდში), რომელ ტერიტორიებზე  ჩატარდა პოპულაციების კვლევა და რომელი სამეცნიერო ორგანიზაცია და ექსპერტები მონაწილეობდნენ კვლევაში.

”მწვანე ალტერნატივამ” სამინისტროს, გაზეთ ”კვირის პალიტრისა” და ჟურნალ ”ლიბერალის”  მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიმართა, რომ აღნიშნული სამინისტრო ფლობდა ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული კვლევების შესახებ, თუმცა სამინისტრომ არ შეასრულა ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და ”მწვანე ალტერნატივას” საერთოდ არ უპასუხა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კვოტების შესახებ ყალბია, რადგან  არც ერთ სახელმწიფო თუ სამეცნიერო უწყებას სანადირო ცხოველთა სახეობების არანაირი აღრიცხვა არ ჩაუტარებია. ამასთანავე, სანადირო კვოტა აუცილებლად მიბმული უნდა იყოს კონკრეტულ სანადირო  სავარგულზე მოსანადირებელი ინდივიდების რაოდენობის დაკანონება იმ ტერიტორიების დასახელების გარეშე, სადაც შესაძლებელია ამ ცხოველების მოპოვება, ანუ სანადირო სავარგულების მიხედვით მოსაპოვებელი ინდივიდების გადანაწილების გარეშე აბსურდულია” -  წერია განცხადებაში.

”მწვანე ალტერნატივა” ვარაუდობს, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ნადირობა დაუშვას  იშვიათ და გადაშენების საფრთხის  წინაშე მყოფი სახეობებზე, უახლოეს მომავალში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო  წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების სანადირო კვოტებთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნებს ყალბ მონაცემებს.



წყაროhttp://www.netgazeti.ge
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 1727 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика