ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სიახლის არქივი
« 1 2 3 4 5 ... 55 56 »
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1314 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 30.03.2019 | კომენტარი (0)

სამართალდამცველებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის ბესიკ შუბითიძის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული ერთი პირი, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალა, ცხელ კვალზე დააკავეს. 
აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1143 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 23.03.2019 | კომენტარი (3)

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილისუბანში მგელი ადგილობრივებს თავს დაესხა. მტაცებლის მოგერიება 24 წლის ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც მას შიშველი ხელებით შეებრძოლა.

შემთხვევა 19 მარტს, საღამოს მოხდა. ჩრდილისუბანი ტყესთან ახლოსაა და თეთრიწყაროს რაიონის საძოვრებს ესაზღვრება. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მგელი სწორედ იქიდან გადმოვიდა.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 1168 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 21.03.2019 | კომენტარი (3)

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ, განსაკუთრებით მამაკაცებმა. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალი კანონის მიღება, რაც ითვალუსწინებს მოსახლეობის განიარაღებას. ანუ თუ ვინმეს გააჩნია სახლში თავისი კუთვნილი, გაფორმებული და კანონიერი გზით შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ, ხრახნლულიანი ( ნარეზიანი) შაშხანები, როგორც მექანიკური ასევე ნახევრად ავტომატურები, თურმე აწი უნდა აიკრძალოს და ჩამოერთვას ყველას. გთხოვთ მობრძანდეთ,
ეროვნული ბიბლიოთეკის წინ დავიცვათ ჩვენი უფლებები! (ადრე ასე ერქვა, ეხლა არ ვიცი რა ქვია, მისამართი: Anton Purtseladze / Lado Gudiashvili
12/7 Anton Purtseladze St, T'bilisi
41.696975, 44.800606).ხვალ 17 მარტს, 12 საათზე შევიკრიბოთ ქუჩაში, ბიბლიოთექკის წინ და ერთად შევიდეთ შემდეგ დარბაზში. გთხოვთ გაავრცელოთ.

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1686 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 16.03.2019 | კომენტარი (1)

25 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა ბაზიერი და მონადირე, კარგი ქართველი კაცი, მამუკა ნაცვალაძე.

მამუკას დარჩა ფეხმძიმე მეუღლე.

საიტი bazieri,ge სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის მეუღლეს და ოჯახის წევრებს. 

დაკრძალვა კვირას, ქ.ოზურგეთში 3 საათზე.

დაწვრილებით...
დათვალიერებულია: 973 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 16.03.2019 | კომენტარი (9)

იგეგმება მოსახლეობის ირიბად განიარაღება, საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენ. იმედია გამოჩნდება ორგანიზატორები და გავაპროტესტებთ აღნიშნულ ფაქტსს და არ გავატარებთ:

- "განიხილება და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები რომლიც მიხედვითაც:
• საქართველოში რეგისტრირებული ყველა იარაღი 2020 წლამდე დაექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას.
• ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ „ექსპერტები“ გადაწყვეტენ ესა თუ ის იარაღი სანადიროა თუ არა. (როგორც იცით ამჟამად ყველა გრძელულიანი იარაღი სანადირო იარაღად არის გაფორმებული)

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1408 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 09.03.2019 | კომენტარი (9)

მონადირეები ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდებს და სერტიფიკატებს მიიღებენ

 საქართველოში გაჩნდება კანონმდებლობა, რომელიც ნადირობას დაარეგულირებს, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1868 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 07.03.2019 | კომენტარი (5)

ყურადღება ! ანონსდება ღია შეჯიბრი! 

 17 მარტს, დილის 09:30-ზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთი"-ს სასროლეთზე გაიმართება ღია შეჯიბრი სპორტინგში

 რეგისტრაცია დაიწყება 17 მარტს დილის 9:00 საათზე, რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რათა შეჯიბრის დღემდე დარეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე და ჩაეწეროთ მონაწილეთა სიაში.
 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 994 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 07.03.2019 | კომენტარი (2)

სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა შესაბამისმა კვლევამ აჩვენა, რომ დელფინს ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა რაიმე საგნით დაზიანება არ აღენიშნება. 

25 თებერვალს, მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინი ჩანს, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველი ვიდეოში აღნიშნავს, რომ დელფინი ტყვიით არის მოკლული. 
 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 979 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 27.02.2019 | კომენტარი (0)

ეროვნული საშენი მეურნეობის ბაზაზე ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ჩამოყალიბდება.

რეორგანიზაციის მიზნით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1238 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 23.02.2019 | კომენტარი (2)

პარასკევს 15 თებერვალს 12:00 საათზე ქალაქ ლანჩხუთში გამგეობის წინ ვიკრიბებით მოქალაქეები , რომელთაც უდიდესი და დღემდე მოუგვარებელი პრობლემა შეგვიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკის ფორმირებამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ (10212ჰექტარ) მიწის ფართობზე.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1124 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 12.02.2019 | კომენტარი (3)

მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო!
საკოორდინაციო საბჭო სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.
როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორანდუმის საფუძველზე, 49 სუბიექტისგან ჩამოყალიბდა (ამ სუბიექტებს წარმოადგენენ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბები, სამონადირეო მაღაზიები, სამონადირეო მეურნეობები, საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური საინიციატივო ჯგუფები და ა.შ.) რაც ყველაზე მსხვილ გაერთიანებას წარმოადგენს. მთელი საქართველოს მასშტაბით, 

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1214 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 11.02.2019 | კომენტარი (4)

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1145 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 11.02.2019 | კომენტარი (0)

2019 წლის 13 თებერვლიდან, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია

► ჩატარებული ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1106 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 11.02.2019 | კომენტარი (3)

ძველ საქართველოში სწამდათ, რომ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად ხდებოდა შემთხვევა, როდესაც ორბის ბუდეში სხვა ბარტყთა შორის, ერთ-ერთი ლეკვი გამოიჩეკებოდა ხოლმე. ამ ლეკვს ხალხი ყურშად მოიხსენიებდა - ნახევრად ორბი და ნახევრად ძაღლი. ლეკვს ბეჭებზე ორბის ფრთები ჰქონდა და არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი გამოდიოდა.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 1278 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 10.02.2019 | კომენტარი (0)


იღუპებიან თუ არა ფუტკრები კბენის შემდეგ? არის თუ არა სველი ცხვირი, ძაღლის ჯანმრთელობის ნიშანი? ყოველთვის შველის თუ არა კატას თათები?...

ვამსხვრევთ ფართოდ გავრცელებულ მითებს ცხოველების შესახებ, რომლებიც უმრავლესობას მართალი ჰგონია.

დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1146 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 10.02.2019 | კომენტარი (1)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავეს.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 917 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 08.02.2019 | კომენტარი (0)

ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერებმა წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური სახეობის ლეოპარდი მოკლეს. ამის შესახებ რუსეთის ველური ბუნების საერთაშორისო ფონდი (WWF) იტყობინება. ინციდენტი გულრიფშის რაიონში აჟარის დასახლების სიახლოვეს მოხდა.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1072 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 05.02.2019 | კომენტარი (0)

სა­ქარ­თვე­ლოს გა­მორ­ჩე­უ­ლი კუ­თხე ხევ­სუ­რე­თი თა­ვის უნი­კა­ლუ­რო­ბით ყვე­ლას იზი­დავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხევ­სუ­რეთ­ში ძა­ლი­ან ცოტა მა­ცხოვ­რე­ბე­ლია, იქ უნი­კა­ლურ ტრა­დი­ცი­ებს დღემ­დე იცა­ვენ... ეთ­ნო­ლო­გი გი­ორ­გი გი­გა­უ­რი გვე­სა­უბ­რე­ბა ტრა­დი­ცი­ებ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას არ სმე­ნია:

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 1209 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 01.02.2019 | კომენტარი (0)

ნა­დი­რო­ბა ერთ-ერ­თია იმ ტრა­დი­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა­გან, რომ­ლებ­საც სვა­ნეთ­ში დღე­საც მის­დე­ვენ. ჯიხ­ვის ხორ­ცის კუბ­და­რიც იქ კვლავ დე­ლი­კა­ტე­სი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუმ­რის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი პა­ტი­ვია. ალაგ-ალაგ, სოფ­ლებ­სა თუ რა­ი­ონ­ში შეხ­ვდე­ბით ძველ, გა­მოც­დილ მო­ნა­დი­რე­ებს და მათ ახალ­გაზ­რდა მიმ­დევ­რებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუ­ფალ დროს კვლა­ვაც მი­ა­შუ­რე­ბენ მთებს და საკ­მა­ოდ რთულ გზებ­სა და უღელ­ტე­ხი­ლებ­ზე, რის­კის ფა­სად, კლდის თა­ვი­სუ­ფალ ბი­ნად­რებს, თა­ვად სვა­ნე­ბი­ვით უდ­რეკ ჯიხ­ვებს უსაფ­რდე­ბი­ან.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1347 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 01.02.2019 | კომენტარი (3)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი გურამ ა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1789 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 18.01.2019 | კომენტარი (4)

ასეულობით მონადირე და მეთევზე ოზურგეთიდან, ჩოხატაურიოდან და ლანჩხუთიდან, დღეს დილიდან შეიკრიბა ლანჩხუთის მერიის წინ და კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობასა და თევზაობაზე ხელისუფლების მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან გადამფრენფრინველებზე კანონის ფარგლებში დაშვებული წესით ნადირობის უფლებასმოითხოვდნენ.

მათი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა, გარემოს დაცვის თანამშრომლები მათნადრობის უფლებას არ აძლევენ, იარაღს ართმევებ და ჯარიმებს უწერენ.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1352 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 11.01.2019 | კომენტარი (11)


მონადირეების საპროტესტო აქცია ლანჩხუთში
ასზე მეტი ლანჩხუთელი ნადირობის უფლების მოთხოვნით ქალაქის ცენტრში შეიკრიბა და ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა.
„საოცარ ზეწოლა ჩვენზე, როგორც კი ფეხს შევადგამ ტერიტორიაზე გვაჯარიმებენ. არადა ,გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა არ იკრძალება. ჩვენ ვაპროტესტებთ არსებულ მდგომარეობას და ვთხოვთ შეხვედრას დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელობასთან, 

 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1112 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 11.01.2019 | კომენტარი (0)

მოკლედ ასეთი სიტუაციაა. გურიაში ფაქტიურად იკრძალება იხვზე ნადირობა. რადგანაც კოლხეთის ეროვნული პარკი აფართოვებს მის საზღვრებს და ამით გვართმევს უკანასკნელ თავისუფალ სანადირო სავარგულს. ამჯერად მონადირეებთან ერთად მეთევზეებიც და უბრალო ადგილობრივი ფერმერები და მაცხოვრებლებიც ზარალდებიან!

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1271 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 11.01.2019 | კომენტარი (1)

ლანჩხუთში, 11 იანვარს, პარასკევს, 12 საათზე გამგეობის შენობის წინ დაგეგმილია მონადირეთა შეკრება. ეროვნული პარკების მიერ სანადირო სავარგულების შეერთების და ამით ისედაც უკიდურესად შემცირებული სანადირო სავარგულების კიდევ უფრო შემცირების გასაპროტესტებლად!

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1289 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 08.01.2019 | კომენტარი (1)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ორი დღის წინ მტაცებელმა ოთხი თანასოფლელი დაკბინა, წუხელ კი კიდევ ერთ ადამიანს დაესხა თავს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაზარალებული ბაზარში პროდუქტის წასაღებად ემზადებოდა.

დაზარალებულებს აცრები ჩაუტარდათ და მკურნალობას სახლში აგრძელებენ. მოსახლეობა მონადირეების დახმარებას ითხოვს.

დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 1294 | დაამატა: Admin | დრო: 23.12.2018 | კომენტარი (0)

(რეზონანსი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მგლები შენიშნეს. მტაცებლები დასახლებულ პუნქტებში, დღეს დილის საათებში ადგილობრივებმა შენიშნეს.

როგორც ისინი აცხადებენ, წლების განმავლობაში მელექედურში მგელი არავის უნახავს, რადგან სოფელი ვაკეზეა გაშენებული, რაიონული ცენტრიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული და მჭიდროდაა დასახლებული.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1201 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 21.12.2018 | კომენტარი (2)

ხარი, სახელად ნეკრეზი, დასავლეთ ავსტრალიიდან, 1,93მ-მდე სიმაღლის გაიზარდა. მისი წონა 1400 კგ-ს შეადგენს. ცხოველი ადგილობრივ მცხოვრებთა საყვარელი გიგანტი გახდა.
ჰოლშტინური ჯიშის ხარი სასაკლაოს გადაურჩა და დღეს ფერმაში ცხოვრობს. პატრონის - ჯეფ პირსონის თქმით, სასაკლაოზე უზარმაზარი ხარის გადაყვანაზე უარი უთხრეს, რადგან ის ძალიან მძიმე იყო.
" მისი გაყიდვა ვერ მოვახერხე, ამიტომ ის დიდხანს და ბედნიერი იცხოვრებს ფერმაში", - ამბობს ჯეფი
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1335 | დაამატა: Admin | დრო: 18.12.2018 | კომენტარი (0)

აშშ-ის მისურის შტატის სასამართლომ ბრაკონიერ დევიდ ბერის რომელმაც კანონდარღვევით 100-ზე მეტი ირემი მოკლა, 1 წელი და ყოველ თვეში ერთხელ დისნეის მულტფილმ "ბემბის" ყურება მიუსაჯა.

ბრალდების თანახმად, ბერიმ, თანამზრახველებთან ერთად 3 წლის განმავლობაში ასზე მეტი ირემი მოკლა. ხშირ შემთხვევაში დამნაშავეები მოკლულ ცხოველს თავს აჭრიდნენ, ხოლო 

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1240 | დაამატა: Admin | დრო: 18.12.2018 | კომენტარი (0)

2018 წლის 22,23 დეკემბერს  კაჭრეთის "ამბასადორი"-ს სასროლეთზე გაიმართება ღია შეჯიბრი კომპაკ-სპორტინგში. ღია შეჯიბრის დასრულების შემდგომ გაიმართება სუპერფინალი...
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1099 | დაამატა: akson777 | დრო: 18.12.2018 | კომენტარი (0)

გურული რომელიც ხეზე ცხოვრობს და ცოლის მოყვანაზე ოცნებობს

გურული რომელიც ხეზე ცხოვრობს და ცოლის მოყვანაზე ოცნებობს

მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ადამიანი რომელიც ცოლის მოყვანაზე ოცნებობს

53 წლის კაკო ლომთათიძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ მეწიეთში, პატარა ქოხში, მარტო ცხოვრობს, ქოხი იმდენად პატარა და საცხოვრებლად მოუხერხებელია, რომ მისი პატრონი, ცხოვრების თითქმის ნახევარს, იქვე ეზოში, მაღალ ხეზე სახელდახელოდ მოწყობილ  "საძინებელში" ატარებს:

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2542 | დაამატა: Admin | დრო: 13.12.2018 | კომენტარი (7)

ალ­ბათ ბევ­რი ფიქ­რობს რომ, ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლიაომი არ შე­წყვე­ტი­ლა, გარ­თო­ბის­თვის არა­ვის სცხე­ლა – არა­და, ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­შიც კი, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას თა­ლი­ბე­ბი მარ­თავ­დნენ, მა­ში­ნაც კი, ავ­ღა­ნე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი გა­სარ­თობ­ზე უარს არ ამ­ბობ­დნენ და სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად თა­მა­შობ­დნენ.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 1224 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 13.12.2018 | კომენტარი (0)

შეკვეთილში მგლების მომხრავლების გამო ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. მოსახლეობის თქმით, მგლებმა მსხვილფეხა საქონელი და ძაღლიც კი დაგლიჯეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის ინფორმაციით, მგლების ლიკვიდაციის უფლების მინიჭებისთვის შესაბამისი მიმართვა გაკეთდა.

„დღეის მდგომარეობით, ნატანებში არის ამ მიმართულებით რთული სიტუაცია, იმიტომ, რომ არის მგელი მომრავლებული. 

დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 1255 | დაამატა: Admin | დრო: 07.12.2018 | კომენტარი (0)

ბრიტანული ტელევიზიის "BBC"-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს დოკუმენტური ფილმის გადაღება შეეწყვიტათ, რათა პინგვინები სიკვდილისგან ეხსნათ. ამის შესახებ წერს გამოცემა "The Mashable"-ი.

დოკუმენტური ფილმის "დინასტიის" ავტორი დევიდ ათენბორო გადამღებ ჯგუფთან ერთად, რამდენიმე დღე უთვალთვალებდა იმპერატორი პინგვინების გუნდს, რომლებიც ცდილობენ ანტარქტიდაზე მკაცრი ზამთარი გადაიტანონ. გადაღების პროცესში ქარიშხალმა პინგვინების ნაწილი გადააგდო ციცაბო კლდეების ხევისკენ, საიდანაც ზემოთ ამოსვლა ცხოველების ნაწილმა ვერ შეძლო. 
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 1169 | დაამატა: Admin | დრო: 26.11.2018 | კომენტარი (3)

თუ ფიქრობთ, რომ 3D ფილმები სამეცნიერო ტექნოლოგიის ზენიტია, ცხოვრებას ნამდვილად ჩამორჩით.

ოდესღაც ყველაფერი შავ-თეთრი ეკრანით დაიწყო, რაც იმ პერიოდში საოცრებას წარმოადგენდა. განვითარების ეტაპზე გვხვდება სათვალე წითელი-ლურჯით, შემდეგ გართობისა და სპეც ეფექტების სფეროში მივეჩვიეთ 4D-საც.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1355 | დაამატა: Admin | დრო: 26.11.2018 | კომენტარი (1)

რამდენიმე დღის წინ მონადირეებმა ტყეში მოკლე მავთულით ხეზე მიბმული ძაღლი შემთხვევით იპოვეს. როგორც ვიდეო რგოლიდან ჩანს, საცოდავ ცხოველს ყეფისგან ხმა დაკარგული აქვს, შეშინებული, დათრგუნული და შიმშილისგან საშინლად გამოფიტულია.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1304 | დაამატა: Admin | დრო: 26.11.2018 | კომენტარი (1)

სოციალური ქსელის მომხმარებელი Meri Köfke ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„საოცარი ისტორია ძაღლზე რომელსაც ადრე სახელად ლომას ეძახდნენ დღეს მისი სახელია "ემიგრანტა"....

ეს საოცარი ძაღლი ქართველმა პატრონმა ერთ თურქზე გააჩუქა ტრაპიზონში...ვერ ვიტყვი რომ ეს უცხოელი ცუდი პიროვნება იყო, წაიყვანა ძაღლი ტრაპიზონში... ძაღლი მთელი გზა ტიროდა. პატრონის გულგრილობამ ალბათ ძალიან ატკინა გული...როცა ტრაპიზონში ჩავიდნენ ძაღლს არაჩვეულებრივი გარემო 

დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 1739 | დაამატა: Admin | დრო: 26.11.2018 | კომენტარი (1)

კოლხეთის ეროვნული პარკების  500 მეტრიანი ბუფერული ზონა 250 მეტრამდე შემცირდა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითშვილმა 15 ნოემბერს მიიღო. "ზუგდიდის მონადირეთა კავშირის"  წარმომადგენლებმა რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ექვსწლიანი მოთხოვნა ერთ დღეში გადაწყდა და ამაში მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაეხმარა. კავშირის ერთ-ერთი წევრის გურამ 
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1405 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 23.11.2018 | კომენტარი (2)

პრობლემა, რომელიც 5 წლის განმავლობაში მოუგვარებელი იყო წინასაარჩევნოდ ერთ დღეში გადაწყდა - საუბარია მონადირეებისა და მეთევზეების მოთხოვნაზე, კოლხეთის დაბლობში მათთვის ნადირობისა და თევზაობის ლიცენზია გაეგრძელებინათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა 400-მდე მონადირესა და მეთევზეც ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე შეატყობინა. ვიცე-პრემიერი, გიორგი გახარია თავად ამბობს, რომ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 2195 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 20.11.2018 | კომენტარი (0)

“რუბენ, წადი”, “არა ცხოველების გადანადგურებას”- ერევნის ზოოპარკის თანამშრომლებმა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. კოლეგები რუბენ ხაჩატრიანს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ და ერევნის მერიისგან შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვენ.

ზოოპარკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დირექტორის თვითნებურ გადაწყვეტილებები ცხოველების სიკვდილს იწვევს.

დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1243 | დაამატა: Admin | დრო: 19.11.2018 | კომენტარი (0)

გუშინ მოიპარეს ბრეტონ ეპანოელი თემქიდან, შავ-თეთრი ,ძალიან იშვიათია ესეთი შეფერილობის ეს ჯიში, გთხოვთ შემეხმიანოთ 555 430 790
დაწვრილებით...
კატეგორია: მოიპარეს-დაიკარგა | დათვალიერებულია: 1384 | დაამატა: gadarchenili | დრო: 27.10.2018 | კომენტარი (0)

  2 დღის წინ ბათუმში დიდი ალბათობით მოიპარეს ინგლისური სეტერი, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 555 93 43 08
ძაღლი არის ორი წლის და კისერზე ეკეთა საყოლო ზარით
დაწვრილებით...
კატეგორია: მოიპარეს-დაიკარგა | დათვალიერებულია: 1164 | დაამატა: daviti911 | დრო: 24.10.2018 | კომენტარი (2)

პანკისის ხეობაში, სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, წითელი ნუსხით დაცული სახეობა, მამალი არჩვი მოკლეს. ორმა პირმა, რომლებიც ზედამხედველობის დეპარტამენტის და კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1576 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 15.10.2018 | კომენტარი (5)

ძაღ­ლის მიერ ნე­ბის­მი­ე­რი და­კაწ­ვრის, დაკ­ბე­ნის, და­დორბვლის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მივ­მარ­თოთ რა­ბი­ო­ლოგს, მა­ში­ნაც კი თუკი ცხო­ვე­ლი იყო აც­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა ვახ­ტანგ ლომ­ჯა­რი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, რის­კი იმა­ტებს თუკი დაკ­ბე­ნა ნერ­ვუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბე­ბის არე­ა­ლებ­ში მოხ­და, მა­გა­ლი­თად თი­თებ­ზე, თა­ვის არე­ში და ა.შ.
 

დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 1380 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 10.10.2018 | კომენტარი (0)

"საღორიდან 120-კილოიანი ღორი გამოათრია, ხვანჭკარაც შეგვიჭამა" ორი წლის წინ "კვირის პალიტრა" წერდა რაჭაში მომრავლებულ დათვებზე, რომლებიც თავს ესხმოდნენ სოფლებს და სავარგულებს ანადგურებდნენ. რაჭველები ამბობენ, რომ ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია."
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1337 | დაამატა: ზურა333 | დრო: 10.10.2018 | კომენტარი (0)

გაიქცა მგელი, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარ-ნაკრძალში ყაზბეგის რაიონიდან ჩამოიყვანეს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მგელმა ცხვარიჭამიაში არსებულ თავშესაფარ-ნაკრძალში ელექტროღობის ქვეშ გვირაბი გათხარა და გაიქცა, ნათქვამია ბიზნესმენისა და ცხოველთა უფლებადამცველის თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებაში Facebook-გვერდზე.

დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 1363 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 26.09.2018 | კომენტარი (2)

რა ხდება სიღნაღიში-მგელი საწოლში მძინარეს თავზე დამადგა- “ხელებით და ფეხებით მის მოგერიებას ვცდილობდი. თან ვყვიროდი, რომ ჩემთვის ვინმეს ეშველა

 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1651 | დაამატა: ზურა333 | დრო: 11.09.2018 | კომენტარი (9)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика