ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2019 » თებერვალი » 10 » ქართული მითოლოგია - ყურშა    

09:13:48
ქართული მითოლოგია - ყურშა
 

ქართული მითოლოგია - ყურშა

 

ძველ საქართველოში სწამდათ, რომ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად ხდებოდა შემთხვევა, როდესაც ორბის ბუდეში სხვა ბარტყთა შორის, ერთ-ერთი ლეკვი გამოიჩეკებოდა ხოლმე. ამ ლეკვს ხალხი ყურშად მოიხსენიებდა - ნახევრად ორბი და ნახევრად ძაღლი. ლეკვს ბეჭებზე ორბის ფრთები ჰქონდა და არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი გამოდიოდა. ამბობდნენ, ამ სახეობას ორ ნახტომში ჯიხვის დაწევა შეუძლია და მესამე გადახტომას სათაკილოდ თვლისო.

 

მისი ყეფა ცის გრგვინვას ჰგავდა, ყურ-ტუჩი ოქროსი ჰქონდა, თვალები კი მთვარის ოდენი. ყოველი მონადირე ნატრობდა ყურშას პოვნას, რომ ნადირობაში იღბალი მოეტანა და დიდად დახმარებოდა საოცარი უნარების წყალობით, მაგრამ დედა ორბი ასეთ ლეკვს გამოჩეკისთანავე აიყვანდა ხოლმე ძლიერ მაღლა და მიწაზე დაანარცხებდა, რომ ადამიანებს არ ჩაეგდოთ ხელში და არ გაეზარდათ.

 

ქართული მითოლოგია - ყურშა

 

ყოველწლიურად გაზაფხულზე საგანგებო ფერხულს ჩააბამდნენ ხოლმე ქალები და ვაჟები და ცეკვა-სიმღერით შესთხოვდნენ გაზაფხულის ღვთაებას, რათა რომელიმე ორბს კვლავ გამოეჩეკა ამგვარი ლეკვი, არ დაეღუპა და მათთვის ეჩუქებინა.

 

ეს ლეგენდა იმდენად ძველია, რამდენადაც ამირანის მითი. დაახლოებით ძვ.წ. მე-20 საუკუნიდან მოდის. ასეთივე არსებები, ქიმერები, სხვა ძველ ხალხებშიც ძალიან გავრცელებული იყო. საინტერესოა მათი შექმნის რეალური მიზეზები. ყურშა ამირანის მითშიც ფიგურირებს, როგორც მისი განუყრელი მეგობარი.

 

ქართული მითოლოგია - ყურშა

 

ამირანის მითი ერთ-ერთ გადარჩენილ ყურშაზე მოგვითხრობს, რომელიც დედის მიერ მოკვლას გადაურჩა, გაიზარდა და ამირანის ერთგულ მოკავშირედ მოგვევლინა. როდესაც ღმერთმა ამირანი კავკასიონის ქედზე მიაჯაჭვა, ყურშა არ მოშორდა პატრონს და იმ დღიდან ყურშა და ამირანი ერთობლივი ძალებით ეჭიდებიან რკინის ჯაჭვს და ცდილობენ რკინის სოლის მიწიდან ამოძრობას. ის ისაა სოლი მიწიდან უნდა ამოგლიჯონ რომ ღმერთის ნებით ციდან ფრინველი მოფრინდება და ამ სოლზე ჯდება. ამირანი ფრინველს რკინის უროს უქნევს, მაგრამ ფრინველი აფრენას ასწრებს და მთელი ძალით მოქნეული ურო სოლს ხვდება, რომელიც მაშინვე მიწაში ღრმად ესობა. ასე გრძელდება საუკუნეების განმავლობაში.

 

ქართული მითოლოგია - ყურშა

 

მეორე ვარიანტი ამ მითისა კი ასეთია - ამირანის ყურშა მთელი წლის მანძილზე განუწყვეტლად ლოკავს რკინის ჯაჭვს ერთ ადგილას რომ როგორმე ლოკვით ჯაჭვი მოასუსტოს და ამირანმა მისი გაწყვეტა შეძლოს, მაგრამ როდესაც წლის ბოლოს ჯაჭვს ისე დააწვრილებს ერთ ადგილას, რომ ამირანს მისი გაწყვეტა შეეძლება, ღვთის ნებით მოდიან მასთან მჭედლები და კვლავ ამთელებენ დასუსტებულ ჯაჭვს. ერთგული ყურშა კი იმედს არ კარგავს ისევ და ისევ ამ ჯაჭვის ლოკვას იწყებს. "დრო მოვა და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა გმირი, სიხარულად შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი".

 

ქართული მითოლოგია - ყურშა



 

წყაროhttp://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/106988-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 1291 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика