მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [130]
საიტის ამბები [76]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [164]
მოიპარეს-დაიკარგა [114]
ცხოველები და ფრინველები [264]
ძაღლები [135]
საქართველოს ამბები [455]
უცხოეთის ამბები [318]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [51]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [110]
იცით თუ არა რომ [282]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [356]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ნადირობა იხვზე   
zarnaპასუხების რაოდენობა: 6234
ალალი....   
Georgeparkerპასუხების რაოდენობა: 43
MR 155   
saigaპასუხების რაოდენობა: 382
ვინ რა სანადირო იარაღს...   
saigaპასუხების რაოდენობა: 2896
ტყის ქათამზე ნადირობა   
tereosპასუხების რაოდენობა: 4011
კურცჰაარი   
alpaidze2002პასუხების რაოდენობა: 3836

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2019 » თებერვალი » 1 » ხარის სისხლიანი კეცეულები, ჯიხვის ფილტვის ხინკალი... - ხევსურთა საკვები და ტრადიციები უძველეს დროში, რომლის შესახებ შესაძლოა არ გსმენიათ    

10:21:17
ხარის სისხლიანი კეცეულები, ჯიხვის ფილტვის ხინკალი... - ხევსურთა საკვები და ტრადიციები უძველეს დროში, რომლის შესახებ შესაძლოა არ გსმენიათ

სა­ქარ­თვე­ლოს გა­მორ­ჩე­უ­ლი კუ­თხე ხევ­სუ­რე­თი თა­ვის უნი­კა­ლუ­რო­ბით ყვე­ლას იზი­დავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხევ­სუ­რეთ­ში ძა­ლი­ან ცოტა მა­ცხოვ­რე­ბე­ლია, იქ უნი­კა­ლურ ტრა­დი­ცი­ებს დღემ­დე იცა­ვენ... ეთ­ნო­ლო­გი გი­ორ­გი გი­გა­უ­რი გვე­სა­უბ­რე­ბა ტრა­დი­ცი­ებ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას არ სმე­ნია:

- ღორი ნა­გავს ჭამს და ამი­ტომ უმე­ტეს­წი­ლად მას არ ჭამ­დნენ ფშავ­ში, თუ­შეთ­ში, ნა­წი­ლობ­რივ მთი­უ­ლეთ­ში და გუ­და­მა­ყარ­ში, ასე­ვე სვა­ნეთ­ში. რო­გორც ჩანს, ინ­დო­ევ­რო­პულ­მა კულ­ტუ­რამ შე­მო­ი­ტა­ნა ღო­რის ხორ­ცის და სა­ერ­თოდ სხვა არა­საჭ­მლის ჭა­მის კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლის მოკ­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ასე არ ყო­ფი­ლა ძვე­ლად! ჭა­მაც საღვთო ხა­ზით მი­სა­ღე­ბი იყო! რა­საც ტი­ბე­ტე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ქარ­თუ­ლი წე­სიც - "რა­საც ჭამ, ის ხარ ხორ­ცი­ე­ლად". ხევ­სუ­რეთ­ში ძი­რი­თა­დად ოთხი კვე­ბა იყო. სა­უზ­მე, სა­დილ­ზე პური, სა­ტა­ნი (ყვე­ლი) და ერბო. სამ­ხარ­ზე რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ნა­დუ­ღა­რი ხორ­ცი ან შემ­წვა­რი, სა­ღა­მოს კე­ცე­უ­ლი და ქადა. შა­ბათ-კვი­რას აუ­ცი­ლებ­ლად ხინ­კა­ლი (ბორ­ჯღა­ლო­ე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი). სას­მე­ლე­ბი­დან - კარ­გი ლუდი, არა­ყი, ჟი­პი­ტა­უ­რი (ხი­ლის არა­ყი). ხი­ლის ჭამა საჭ­მლის წინ იცოდ­ნენ. სა­ერ­თოდ, ხევ­სუ­რე­ბი ცო­ტას ჭამ­დნენ. ბევ­რის ჭამა და მომ­ხვე­ჭე­ლო­ბა სირ­ცხვი­ლი იყო.

- რა საკ­ვე­ბი ჰქონ­დათ გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- ალ­პურ ზო­ნა­ში ერბო ბევ­რი იჭ­მე­ბო­და. კი­დევ იცოდ­ნენ ხა­რის სის­ხლი­ა­ნი კე­ცე­უ­ლე­ბი. ხა­რის სის­ხლს ადუ­ღებ­დნენ და დღე­ო­ბა­ში კე­ცე­უ­ლებს აცხობ­დნენ. მეც გა­მა­სინ­ჯეს და გუ­ლახ­დი­ლად გი­თხრათ, არ მო­მე­წო­ნა! კი­დევ ხინ­კა­ლის არდა იცოდ­ნენ, ასე­ვე "ღურ­ღუ­ჭელს" ამ­ზა­დებ­დნენ, ეს სი­მინ­დის ფქვი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი გუნ­დაა. ხინ­კალ­თან ერ­თად "ანტრია" იცოდ­ნენ, ანუ ნა­ხე­ვარ­მთვა­რის მსგავ­სი, უგუ­ლო ცო­მის ნაჭ­რე­ბი.

- რი­ტუ­ა­ლე­ბი რო­გო­რი იყო?

- ახალ ვაჟ­და­ბა­დე­ბულ ოჯახ­ში ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებს დიდ ქა­დას მი­უ­ტან­დნენ ხოლ­მე სა­ჩუქ­რად. დღე­ო­ბა­ში დაკ­ლუ­ლი სა­ქონ­ლის ბეჭზე იცოდ­ნენ "მკი­თხა­ო­ბა" ანუ ბეჭზე ჩან­და მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბა და სხვა. იცოდ­ნენ უმად საჭ­მე­ლი და და მო­ხარ­შუ­ლად საჭ­მე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი. ხე­ვის წყალს არ სვამ­დნენ "მუხლს ღლი­სო" (მუხლს ძა­ლას არ­თმევ­სო), მარ­ტო წყა­როს წყალს სვამ­დნენ!

გი­ორ­გო­ბას დაკ­ლავ­დნენ სა­ქო­ნელს საღვთოდ და ხორცს და­ა­მა­რი­ლებ­დნენ. დიდ ქო­თან­ში და­მა­რი­ლე­ბუ­ლი ხორ­ცი ძა­ლი­ან კარ­გი იყო ზამ­თარ­ში საკ­ვე­ბად და სას­ტუმ­როდ ამას "საძ­მო­ბის" ხორ­ცი ეწო­დე­ბო­და... ბავ­შვებს აჭ­მევ­დნენ თეთრ ხორცს, ანუ ძარ­ღვი­ან ხორცს, რო­მელ­ზეც ამ­ბობ­დნენ "ბავ­შვს ძა­ლას მა­ტებ­სო".

ხევ­სუ­რუ­ლი ლუ­დის ადუ­ღე­ბა მეც ვიცი და თბი­ლის­ში მინ­და სად­მე ავა­დუ­ღო. ნამ­დვი­ლი ხევ­სუ­რუ­ლი ლუდი სა­სარ­გებ­ლოა! იყო ქა­ლე­ბის და­სა­ლე­ვი ლუდი და "ტკბი­ლი" ბავ­შვე­ბის­თვის! ხევ­სუ­რუ­ლი ლუდი 40 გრა­დუ­სი­ა­ნი იყო. მი­წა­ში ჩად­გამ­დნენ სპი­ლენ­ძის ქვა­ბებს და ზე­მო­დან ერ­ბოს და­ას­ხამ­დნენ. დღე­ო­ბა­ში მოხ­სნიდ­ნენ ზე­მო­დან გა­ყი­ნულ ერ­ბოს ფე­ნას და მარ­თლა კარ­გი შავი ლუდი გა­მო­დი­ო­და. "ლუ­დის დუ­ღე­ბა" იყო სა­ინ­ტე­რე­სო. დღე­ო­ბა­ში ყვე­ლა ოჯა­ხი­დან მიჰ­ქონ­დათ წყა­როს წყა­ლი და იმით ივ­სე­ბო­და დიდი სა­ლუ­დე ქვა­ბი. ლუ­დის ასა­ფუ­ე­ბელ დე­დას "ჭიჭი" ჰქვია. არა­ყი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი იყო "წინ­წა­რა­ქა­ლი" (პირ­ვე­ლა­დი ძლი­ე­რი არა­ყი) და "შა­მა­ნი" (ბო­ლოს სუს­ტი არა­ყი).

დღე­ო­ბა­ში სიმ­ბო­ლო­ე­ბი­ა­ნი ქა­დის­კვე­რე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო! კოს­მო­ლო­გი­უ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ქა­დე­ბი იყო "ბერა კვე­რა", რო­მელ­საც სახ­ლის უფ­რო­სი მა­მა­კა­ცე­ბი ახალ წელს სახ­ლში დი­ლით შე­ა­გო­რებ­დნენ და და­ი­ლო­ცებ­დნენ. ძვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი კოს­მო­ლო­გი­უ­რი სამ­ყა­როს მსა­ხუ­რე­ბი იყ­ვნენ. სულ­თაკ­რე­ფა ახალ წლის მერე არის და ამ დღეს ქა­ლე­ბი "ვა­ცებს" აცხობ­დნენ. ჩვენ ბავ­შვე­ბი ამ გა­მომ­ცხვარ ცხო­ვე­ლებს მშვილ­დი­სარს ვეს­რო­დით. გა­მომ­ცხვარ "ვა­ცებს" შუ­ა­ში ვერ­ცხლის ფული ჰქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი. ვინც მო­არ­ტყამ­და ისარს, ეს ფული მას ერ­გე­ბო­და.

სულ­თაკ­რე­ფა მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის სა­პა­ტივ­სა­ცე­მო დღე­ო­ბა იყო. დღე­ო­ბა­ში საღვთო სუფ­რა­ზე და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუფ­რა­ზეც ქა­დე­ბი კენ­ტად უნდა ყო­ფი­ლი­ყო 7 ან 9 ცალი და ზედ სან­თლე­ბი დაკ­რუ­ლი. სან­თლე­ბის ყიდ­ვა არ იცოდ­ნენ. სახ­ლში ხე­ლით უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნა. ვა­ჟე­ბი სან­თლებს ბამ­ბის ძა­ფებ­ზე ხე­ლის გუ­ლით ვახ­ვევ­დით. სან­თელს ვათ­ბობ­დით ცე­ცხლზე და ძაფ­ზე წა­მო­ვახ­ვევ­დით. ეს მი­დი­ო­და სა­ლო­ცავ­ში ასან­თებ­ლად.

ქა­დებ­ში ხა­ვი­წი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ანუ მისი გული. ხა­ვი­წი ერ­ბოს­გან მზად­დე­ბო­და. "ხალი" იყო კი­დევ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. ერ­ბოს ადუ­ღებ­დნენ და ქე­რის ფქვილ­ში ურევ­დნენ. ეს ძა­ლი­ან ნოყი­ე­რი იყო. მო­ნა­დი­რე­ე­ბის და მე­ომ­რე­ბის საჭ­მე­ლი იყო "ხალ-ერბო", ძა­ლი­ან ნოყი­ე­რი! "ხა­ვი­წი" "ხა­ლის­გან"გან­სხვავ­დე­ბა იმით, რომ ხა­ვი­წის ერ­ბოს ადუ­ღე­ბი­სას ფქვილს აყ­რიდ­ნენ, ხოლო ხა­ლის გა­კე­თე­ბი­სას - მო­ხა­ლუ­რი ქე­რის მარ­ცვლის ფქვილს.

"დამ­ბალ ხაჭო" ხევ­სუ­რებ­მა არ იცოდ­ნენ. ეგ მარ­ტო საფ­შა­ვე­ლო საჭ­მე­ლი იყო. ხევ­სუ­რე­ბი ამა­ზე ღა­და­ობ­დნენ. ჩვენ­თან კარ­გად ნა­დუ­ღა­რი ერბო იცოდ­ნენ. სახ­ლში მარ­ცხე­ნა მხა­რეს იყო "სინე" - ად­გი­ლი, სა­დაც რძის პრო­დუქ­ტებს ინა­ხავ­დნენ. ასე­ვე იცოდ­ნენ "თხის ქო­ნის" შე­ბოლ­ვა და შე­ნახ­ვა.

- თქვენ რო­მელ კერძს გა­მო­არჩვდით?

- ჯიხ­ვის ფილ­ტვის ხინ­კლის მსგავ­სი გემ­რი­ე­ლი რამ ჩემს სი­ცო­ცხლე­ში არ მი­ჭა­მია. ორი ჯიხ­ვი ყავ­დათ მოკ­ლუ­ლი და იმის ფილ­ტვე­ბის­გან და­ამ­ზა­დეს. შუა აზი­ა­ში შვლის, ირ­მის ხორ­ციც მი­ჭა­მია, მაგ­რამ ჯიხ­ვის ფილ­ტვის ხინ­კა­ლი სას­წა­უ­ლია! მით უმე­ტეს კავ­კა­სი­უ­რი ჯიხ­ვის. ეს ენ­დე­მუ­რი ჯი­შია. მე პი­რა­დად ნა­დი­რო­ბა არ მი­მაჩ­ნია სა­სარ­გებ­ლოდ, მაგ­რამ მთა­ში იცი­ან დრო და ად­გი­ლიც, სად უნდა ინა­დი­რონ. მა­კე­ო­ბას ნა­დი­რო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. სა­ერ­თოდ ხა­ტის ტყე­ში შე­სულ ცხო­ველს თოფს არა­ვინ ეს­ვრის, საღვთო წე­სით აკ­რძა­ლუ­ლია!

- ხევ­სუ­რეთ­ში თამ­ბა­ქოც ჰქონ­დათ...

- დიახ, სპე­ცი­ა­ლუ­რი თამ­ბა­ქოს მოყ­ვა­ნა და გა­ღეჭ­ვა იცოდ­ნენ, ღრძი­ლე­ბის­თვის იყო კარ­გი. მოჭ­რიდ­ნენ ძი­რი­ა­ნად თამ­ბა­ქოს, თავს აგ­ლე­ჯენ, შე­ახ­ვევ­დნენ და და­ათ­ბუ­ნებ­დნენ. შეხ­ვე­უ­ლი კარ­გა ხანს იყო, რომ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო. გამთბა­რი არ უნდა "გა­ლა­წე­ბუ­ლი­ყო", ზედ­მე­ტი არ მოს­ვლი­ყო. მერე გა­აშ­რობ­დნენ ჩრდილ­ში, მზე­ზე გაჰ­კი­დებ­დნენ და შემ­ხმარ ფურ­ცლებს და­ა­წყობ­დნენ.



წყაროhttps://www.ambebi.ge/article/230818-xaris-sisxliani-keceulebi-jixvis-piltvis-xinkali-xevsurta-sakvebi-da-tradiciebi-uzveles-droshi-romlis-shesaxeb-sh
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 145 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 21
    სტუმარი: 18
    მონადირე: 3
    vanoarchi , minchanin , nugomonadire

    დღეს საიტზე იყვნენ
    tereos, nugomonadire, toka, temo-niko13, mamalixarazuli, პედიატრი, gugalo, butatino, მახო44, chogia, nisabani, bagdacki, giohunt1982, besi, sabjek, GELIUS, vanoarchi, muriko6, zviadauri, koba30, Becasse, Gochahaha, ИЖ_27_ЕМ, eagle, ხიზი, zarna, Hunting005, Georgeparker

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика