ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2018 » ოქტომბერი » 9 » რაჭველებს დათვი ეზოებში უვარდება და ყველაფერს ანადგურებს    

00:29:36
რაჭველებს დათვი ეზოებში უვარდება და ყველაფერს ანადგურებს
   "საღორიდან 120-კილოიანი ღორი გამოათრია, ხვანჭკარაც შეგვიჭამა"
   ორი წლის წინ "კვირის პალიტრა" წერდა რაჭაში მომრავლებულ დათვებზე, რომლებიც თავს ესხმოდნენ სოფლებს და სავარგულებს ანადგურებდნენ. რაჭველები ამბობენ, რომ ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია." - მტაცებლები ისე მომრავლდნენ, ეზოებში შემოდიან. მალე ხვანჭკარაც აღარ იქნება, რადგან ალექსანდროულის და მუჯუ­რეთულის ვენახებს დათვმა ბოლო მოუღო,­ - გვიყვებიან აღშფოთებული რაჭველები და შველას ითხოვენ. ლაშა ქოქოსაძე, სოფელი ქედისუბანი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი: - დათვების მომრავლება არც არის გასაკვირი - მოსახლეობამ იკლო, სავარგულები
   მიტოვებულია, გაუდაბურდა სოფლის მიდამოები და მტაცებელიც ახლოს ჩამოსახლდა. დათვი ყველაფერს ანადგურებს - თაფლს, ყურძენს, თხილს, ნიგვზის ხეებს, ყანებს...
რაჭაში ყველა მეორე გლეხი დაზარალებულია. დათვი ღობეზე ძვრება და ოჯახებში გვივარდება, ღორსა და საქონელზეც გაიწიეს. წელს რთველი არ გვაცალეს, ვენა­ხებს შეეჩვივნენ და ყურძენი შეგვიჭამეს - მაგ­ათაც ჰყვარებიათ ხვანჭკარა.
დათვი ერთ ჭამაზე 200 კილომდე ყურძენს ჭამს, არადა­, ამ ჯიშის ყურძენი ძვირფასია, კილო 10 ლარი ღირს. ჩვენს სოფელში დათვმა რიონის პირას გაშენებული ვენახები სულ გაანადგურა. დიდმა კომპანიებმა კი დააყენეს დასაფრთხობი­ მოწყობილობა, მაგრამ ნადირი ამ ხმასაც შეეჩვია და აღარ ფრთხება. შარშან გარემოს დაცვის სამინისტროდან ჩამოვიდნენ და გვითხრეს, მტაცებელი რომ მოკლათ, თქვენ ან თქვენიანს უნდა გერჩოდეთ, სხვა შემთხვევაში მის მოკვლაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებაო... მე ყანა ხომ შემიჭამა, 10 დღის წინ ვენა­ხ­­საც­­ ესტუმრა და დილით ყურძენი აღარ დამხვდა. სამაგიეროდ, ნაკვალევი დამიტოვა. მას მერე დღედაღამ ვყარაულობ, რომ მთლად არ გაგვანადგუროს. ჩემს მეზობელს, რომელიც ტონა ყურძენს კრეფდა ხოლმე, წელს დათვმა პირწმინდად გადაუჭამა ვენახი. მარტოქალია, ღამით ვერ უყარაულა, ან რას გააწყობდა?
სიმინდიც თითქმის აღარავის დაუტოვა. ახლა ფაროსანაც გამოჩნდა რაჭაში და ალბათ, მომავალ წელს ის გადაჭამს, რაც დაგვრჩა. კლარა ჯინჭარაძე, სოფელ თხმორის მცხოვრები: - დათვი აქამდე ყანებში კი დადიოდა, მაგრამ საღორიდან ღორი გაეყვანოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ფიცრული საღორე მაქვს - დათვს კარი იოლად შეუტეხია, იქიდან 120-კილოიანი ღორი გამოუყვანია და კარგა მანძილზე უთრევია. მეზობელი თოფით გამოვარდა და 2-3-ჯერ შესაშინებლად გაისროლა. ამან დააფრთხო ნადირი და ჩემი გაფატრული ღორი გზაზე მიატოვა. მომაკვდავი დავკალით... მეორე წელია, ყანა არ დაგვიმუშავებია, მოსავალს მაინც დათვი ჭამს. შარშან ყურძენიც შეგვიჭამა. ახლა პირუტყვზე გადავიდნენ. მალე, ალბათ, არც ადამიანებს დაგვზოგავს. "თუ თავს გესხმოდა და მოკალი, მაშინვე ცხელ ხაზზე უნდა დარეკო! " კარლო ამირგულაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი: - დაცულ ტერიტორიებზე ფოტოხაფანგები აჩვენებს, რომ მტაცებლების რაოდენობა მატულობს. რაჭაში მურა დათვის პოპულაცია მეტად ძლიერია. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში ფატალური შემთხვევები არ გვაქვს, მაგრამ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის დაგლეჯა ხშირია. განსაკუთრებით დიდია მგლისა და ტურის მიყენებული ზიანი კახეთის, შიდა ქართლის, გურიის, რაჭისა და აჭარის რეგიონებში.
მურა დათვი წითელი ნუსხით და ბერნის კონვენციით არის დაცული. რა თქმა უნდა, სოფელში დათვის სიარული საშიშია, მაგრამ როდესაც სოფლები დაცლილია, მტაცებლებიც ჩნდებიან. კახეთში, ასევე ხარაგაულში მგლისა და ტურის სიმრავლეა. სოფლებში მოსახლეობა ხევებში, საყოფაცხოვრებოსთან ერთად, ცხოველურ ნარჩენებსაც ყრის, რაც ცხოველს იზიდავს. მოსახლეობას ავუხსენით, რომ თუკი სოფელში ნადირი გამოჩნდება, აუცილებლად შეატყობინონ რწმუნებულს, რომელიც მუნიციპალიტეტს მიმართავს. ჩვენი სამინისტრო მუნიციპალიტეტს დელეგირებით აძლევს უფლებას, გარემოდან ამოიღოს ესა თუ ის ცხოველი. მოკვლის შემთხვევაში მტაცებელი ცხოველი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიტოვონ, ეს კანონდარღვევაა.
მუნიციპალიტეტი ვალდებულია, ზედამხედველობის სამსახურს მიმართოს და მათი თანდასწრებით გაანადგურონ გარეული ცხოველი. ეს არის ფიტოსანიტარული და საერთო სანიტარული მოთხოვნა. რამდენჯერმე დაფიქსირდა დათვის ნაღვლის, ქონისა და ტყავის საზღვარზე გატანის ფაქტები. ისინი შავ ბაზარზე ძვირად ფასობს. დათვის გარემოდან ამოღებას სპეციალური განკარგულება სჭირდება. ნებართვა რომ გავცეთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს დათვი მოსახლეობისთვის სახიფათოა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება უკანონო ქმედებები გამოიწვიოს. შარშან გვქონდა ორი შემთხვევა, როცა ადგილზე სპეციალისტი- ნადირობის ბიოლოგი გავგზავნეთ. მან გამოიკვლია სიტუაცია და გასცა დასკვნა, რომ ეს დათვი მოსახლეობისთვის სახიფათო არ იყო.
- ნადირი მოსახლეობას სარჩოს უჭამს და ეზოებშიც უვარდება.
- ეს პრობლემა ევროპაშიც არის, მაგრამ იქ აქვთ კარგად გამართული ღობეები, ხშირად - ელექტროღობეებიც, რომელშიც 12-ვოლტიანი, მოსახლეობისთვის უხიფათო დენი გადის. ჩვენ ვეცდებით, ფინანსები მოვიძიოთ და ეს საქართველოშიც დავნერგოთ. - მოსახლეობას როდის აქვს ნადირის მოკვლის უფლება?
- კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი გარეული ცხოველი, წითელი ნუსხის სახეობაც კი, მაგ., დათვი, თუ შენს ქონებასა და პირუტყვს, შენს სიცოცხლესა და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის, შეიძლება მოკლა. - და ამას არ დასჭირდება მტკიცება, რომ ის მართლაც უქმნიდა ადამიანს საფრთხეს?
- ნადირის თავდასხმისას მაშინვე უნდა დავრეკოთ ზედამხედველობის სამსახურში, ან გამგეობაში მაინც და შევატყობინოთ, რომ გარეული ცხოველი თავს დაესხა ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთს, ან პირუტყვის სადგომს, მოსალოდნელი იყო თავდასხმა და მოვკალით. მაგრამ მოკლული ცხოველი სახლში არ უნდა წავიღოთ, არ უნდა შევჭამოთ, არც გავყიდოთ... ის კანონიერად უნდა განადგურდეს, ბრაკონიერობად რომ არ ჩაგვეთვალოს. იყო შემთხვევებიც, როცა ნადირი მოკლეს და ერთი თვის შემდეგ განაცხადეს, თავს მესხმოდა და მოვკალიო, ეს პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებთ. თავს თუ გესხმოდა და მოკალი, მაშინვე ცხელ ხაზზე უნდა დარეკო! ნანა ფიცხელაური


წყაროhttps://www.kvirispalitra.ge/public/46861-ratcvelebs-dathvi-ezoebshi-uvardeba-da-yvelafers-anadgurebs.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1349 | დაამატა: ზურა333 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика