ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2019 » მარტი » 7 » მონადირეები ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდებს და სერტიფიკატებს მიიღებენ    

18:23:10
მონადირეები ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდებს და სერტიფიკატებს მიიღებენ
მონადირეები ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდებს და სერტიფიკატებს მიიღებენ

 საქართველოში გაჩნდება კანონმდებლობა, რომელიც ნადირობას დაარეგულირებს, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

ამჟამად საქართველოში ნადირობა ნებადართულია მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზე მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში და მეურნეობებში. ნადირობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია ლიცენზია. ნადირობის სეზონი საქართველოში აგვისტოს მესამე შაბათს იწყება და 1 მარტამდე გრძელდება.

ნადირობის სფერო ის სფეროა, სადაც არის განვითარების პერსპექტივა ეკონომიკური სარგებლის მიღების თვალსაზრისით, აღნიშნა დავითაშვილმა. მისი განცხადებით, ეს სფერო უნდა განვითარდეს და ახლა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კანონმდებლობაზე. უკვე შემუშავებულია კონცეფცია და კანონზე მუშაობა 2019 წლის განმავლობაში დასრულდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მონადირეები ვალდებული იქნებიან, ჰქონდეთ სერტიფიკატი და ჩააბარონ საკვალიფიკაციო გამოცდები.

 

დავითაშვილის განცხადებით, ნადირობის საკითხები ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგულირდება. სააგენტო ეროვნული საშენი მეურნეობის ბაზაზე შეიქმნა.

როგორც გარემოს დაცვის უწყება განმარტავს, სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ფლორისა და ფაუნის სახეობათა ეტაპობრივი აღრიცხვისა და შემდგომი მონიტორინგის ორგანიზება, კვლევების ორგანიზება, აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა, აღწარმოებისა და ჰაბიტატების აღდგენის ორგანიზება; ნადირობისა და სპორტული თევზჭერის რეგულირება; კერძო სექტორისთვის სახეობათა გასამრავლებელი მასალისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება; მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა.

საშენი მეურნეობა სართიჭალასთან 105 ჰექტარზეა განთავსებული. მეურნეობა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან არსებობს. 90-იან წლებში, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა. აქტიური მუშაობა 2014 წლიდან აღდგა.



წყაროhttps://m.sputnik-georgia.com/society/20190307/244621290/saqarTvelos-sertificirebuli-monadireebi-eyoleba.html?mobile_return=no&fbclid=IwAR2DEwo_wPUFEn
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 1867 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 boi   (27.03.2019 22:17:59) [მასალა]
ესენი საერთოდ აზრზე არ არიან რა არის ფლორა და ფაუნა,მხოლოდ გაგონილი აქვთ. ნადირობაზე საერთოდ არაფერს ვამბობ, რა იციან ველური ბუნება, ან ნამდვილი მონადირე რას გრძნობს ბონებაში გასვლისას, ან ამათმა როგორ უნდა გვასწავლონ ბუნების სიყვარული, ან გარემოსთან მოპყრობა,ან თოფთავ ურთიერთობა.მაგრამ ამით ფულის შოვნა გადაწყვიტეს, სხა არაფერი ადარდებთ.

0   Spam
4 okribeli   (19.03.2019 01:19:12) [მასალა]
ფულია ძმაო ფული მანდ მთავარი,ხომ უყურებ ეკონომიკური სარგებელიო რომ ამბობს, თორე თვითონ რომ კითხო თოფში მასრა როგორ იდება ის არ ეცოდინება.ბიუჯეტში ფული აკლიათ კარგი სახლებისთვის და აგარაკებისთვის, ესაა სიმართლე. cat062 cat062 cat062 cat062 cat062 cat062

0   Spam
3 ИЖ_27_ЕМ   (12.03.2019 13:32:56) [მასალა]
ტვინი შეჭამეთ ამ ახალ ახალი კანონებით,რა ვერ ჩამოყალიბდით ერთხელ და სამუდამოდ

0   Spam
2 გოჩა55   (10.03.2019 11:59:20) [მასალა]
წესიერი მონადირეები არ უნდათ

+1   Spam
1 panati   (10.03.2019 09:11:46) [მასალა]
,,იობტვაიომატ,, რამდენჯერ უნდა ჩამაბარებიოთ ან რატომ უნდა ვაბარებდეთ ჩვენნაირი წესიერი მონადირე გამოცდას ,22-23 წელია მონადირეები ვართ და კიდე რა გამოცდაზე გველაპარაკებით ,ის ვინაა დავითაშვილი თუ ვინცაა დაგვიჯდეს აბა და აქეთ ჩაგვაბაროს გამოცდა, რაზე გველაპარაკებიან საერთოდ იმდენი წლის გამოცდილება გვაქვს რომ იქით გასწავლით თქვენ უცოდინარებო ,ჩვენ რასაც ვიცავთ და ვუვლით ,,ფლორასა და ფაუნას,, იმის ნახევარი თქვენ რომ მიხედოთ, განსაკუთრებით სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავეებს ვგულისხმობ მაღალ ჩინოსნებს უკანაში რომ დაყვებიან და ანადგურებთ ყველაფერს მიდით და ჯერ თქვენს ირგვლივ იკითხეთ და მერე თუ სურვილი გექნებათ მოთხოვეთ წესიერ მონადირეებს ,,უცოდინარებოო,,

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика