ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2018 » თებერვალი » 11 » ძაღლი და ისტორია    

11:00:12
ძაღლი და ისტორია
ძაღლი და ისტორია

ძაღლი და ისტორია
ძაღლი ადამიანის ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო უძველესი დროიდან. მრავალ კულტურაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა. ძაღლის მოშინაურების ყველაზე ადრინდელი მატერიალური დადასტურება აღმოჩნდა ათასწლეულების წინანდელ სამარხებში, დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე.
აქ იპოვეს ლეკვებისა და ზრდასრული ძაღლების ჩონჩხები, რომელთაც ადამიანების გვერდით მარხავდნენ.

კაცობრიობის ისტორიაში ცნობილ პირველ ლიტერატურულ ნაწარმოებში, შუმერულ გილგამეშის ეპოსში ძაღლებს საპატიო როლი აქვთ მიკუთვნებული. ქალღმერთი ინანა (იშთარი) შვიდი ძვირფასი მონადირე ძაღლის თანხლებით მოგზაურობს. ძაღლის არაერთი გამოსახულებაა შემონახული მესოპოტამიურ კულტურებში. ისინი არა მარტო მონადირეები არიან, არამედ თანამგზავრებიც. ადამიანის ოთხფეხა მეგობრების სტატუეტები და რელიეფურიგამოსახულებები შეიქმნა ურუქში, ასევე ნინევიაში, ასურეთის მთავარ ქალაქში. ძაღლის ნერწყვს სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ, რადგან ხედავდნენ, რომ ცხოველი თავის ჭრილობებს ილოკავდა, რათა შეხორცებისთვის შეეწყო ხელი.

ინდურ ეპოს "მაჰაბჰარატაში" მეფე იუდჰიშტირა სამოთხის კარიბჭესთან უარს ამბობს იქ შესვლაზე, რადგან მასთან ერთად მის ძაღლსაც არ უშვებენ. როცა იუდჰიშტირა ერთგული და კეთილშობილი არსების გამო მზად არის, მიწაზე დაბრუნდეს ან ჯოჯოხეთშიც კი ჩავიდეს, მას აუწყებენ, რომ ესეც გამოცდა იყო და ცხადია, სამოთხეში შესვლა თავის ძაღლთან ერთად შეუძლია. ზოგიერთ ვერსიაში ეს ძაღლი საერთოდ ღმერთი ვიშნუ აღმოჩნდება, რომელიც მეფეს მთელი ცხოვრება აკვირდებოდა...
ძაღლის სხეული ყველა წესის დაცვით არის მუმიფიცირებული
ფოტო: ძაღლის სხეული ყველა წესის დაცვით არის მუმიფიცირებული

ეგვიპტეშიძაღლებს დიდი პატივით მარხავდნენ ღმერთ ანუბისის ტაძარში, რომელიც ძაღლის ან ტურის თავით გამოისახებოდა. შემორჩენილია ძაღლების მუმიებიც. აღსანიშნავია, რომ მუმიფიცირება ყველა წესის დაცვით არის შესრულებული. ეგვიპტელები მათ ოჯახის წევრებად მიიჩნევდნენ და პატივსაც შესაბამისად მიაგებდნენ.

არსებობს ფარაონის ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია კუნძულ მალტაზე დიდი ხნის წინ. ბოლო წლების გენეტიკური ანალიზით არ დადასტურდა გავრცელებული მითი ამ ჯიშის ძველ ეგვიპტესთან კავშირის შესახებ.

ძველი ბერძნებისთვის ძაღლი იყო ადამიანის კომპანიონი, დამცველი და მონადირე. რომაელებს ძაღლი ოჯახის მცველად მიაჩნდათ. რომაულ კანონში ძაღლი მოხსენიებულია, როგორც სახლისა და პირუტყვის დამცველი. საინტერესოა, რომ ჩინეთშიც ძაღლი დიდი ხნის წინ მოათვინიერეს. მათ იყენებდნენ ნადირობისას, მაგრამ ასევე საკვებადაც და სამსხვერპლოდ მკითხაობისთვის. ძაღლის სისხლი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო დაფიცებისას ან დაწყევლისას - ეს ცხოველიცა და მისი სისხლიც ღმერთის საჩუქრად მიაჩნდათ.
მეფე იუდჰიშტირა და მისი ძაღლი
ფოტო: მეფე იუდჰიშტირა და მისი ძაღლი

პლატონი ძაღლს იხსენიებს, როგორც "სწავლის მოყვარულსა" და "გაოცების ღირს ცხოველს". დიოგენე სინოპელს მოსწონდა ძაღლების ცხოვრების უბრალოება და მათი მიბაძვისკენ მოუწოდებდა. ისტორიის განმავლობაში მეტ-ნაკლებად იცვლებოდა ადამიანის დამოკიდებულება სხვა მოშინაურებული ცხოველების მიმართ, ძაღლი კი მუდამ იყო და დღესაც არის ადამიანის საუკეთესო მეგობარი და დამცველი. ამის დამამტკიცებელი საბუთი არ სჭირდება არც ერთ ადამიანს დღევანდელ მსოფლიოში, ვინც ძაღლის პატრონია და მის ერთგულებას ყოველდღე ხედავს.

მომზადებული ancient.eu-ს მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი",#85

წყაროhttps://www.kvirispalitra.ge/istoriani/40143-dzaghli-da-istoria.html
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 1942 | დაამატა: Admin | ტეგები: ძაღლი, ისტორია, და | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 saiga   (08.07.2018 15:10:46) [მასალა]
10

0   Spam
4 გოჩა55   (23.04.2018 14:15:42) [მასალა]
166 166 166 10 10 10

0   Spam
3 mere   (20.02.2018 00:32:29) [მასალა]
10 10

0   Spam
2 panati   (12.02.2018 15:45:10) [მასალა]
მერე დავუკრათ ტაში 10 10 10

0   Spam
1 tereos   (12.02.2018 09:30:53) [მასალა]
ტაშის ღირსია ეს სტატია.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика