ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 22 » "დასტრესილი" კალმახი უგემურია"    

21:11:51
"დასტრესილი" კალმახი უგემურია"
"დასტრესილი" კალმახი უგემურია"

"დასტრესილი" კალმახი უგემურია"
"ჩვენს ბუნებრივ პირობებში ცის­არტყელა კალმახი ქვირითს ვერ დაყრის, ამისთვის ტარდება თევზის "მოწველა"

ცისარტყელა კალმახი - ასე უწოდებენ თევზს, რომელიც მთელ მსოფლიოში ამერიკიდან გავრცელდა. საქართველოში ის XX საუკუნის შუა წლებში რუსეთიდან შემოიყვანეს. "გამრავლების პერიოდში მამრ კალმახს ზურგზე ლამაზი, ცისარტყელას შეფერილობის ზოლები უჩნდება, სწორედ ამიტომ დაერქვა ცისარტყელა კალმახი". ამ თევზის შესახებ იქთიოლოგი არჩილ ფარცვანია გვესაუბრება. 

- რით განსხვავდება ცისარტყელა კალმახი სხვა თევზებისგან? 
- ცისარტყელა კალმახი წითელკოპლებიან ან ნაკადულის კალმახთან შედარებით, სწრაფად იზრდება ადვილად -0:03
ეგუება გარემო პირობებს, ადვილი მოსამრავლებელია. ამიტომ, სამეურნეო თვალსაზრისით, მეტად ხელსაყრელია. მისი საგემოვნო თვისებები ძირითადად წყალზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალი ხარისხისაა წყალი და დაცულია პირობები, მით გემრიელია კალმახი. 
კვლევები ადასტურებს, რომ უფრო გემრიელია კალმახი, რომელიც სტრესულ გარემოში არ იზრდება. სტრესის დროს თევზი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც გემოს აუარესებს. სტრესს იწვევს თუნდაც, კვების რეჟიმის დარღვევა, მაღალი ტემპერატურა, ჟანგბადის ნაკლებობა...

- ქვეყნის რომელ კუთხეებში ღირს ცისარტყელა კალმახის მოშენება? 
- ყველგან, სადაც შესაფერისი წყალია. მთავარია, წყლის ტემპერატურამ დიდი ხნით არ გადააჭარბოს 20 გრადუსს. ოპტიმალური ტემპერატურა 15,5 გრადუსია. 22 გრადუსის ზემოთ კალმახი აღარ ჭამს, 25 გრადუსი კი მისთვის უკვე კრიტიკულია. კალმახის მოსაშენებლად უკეთესია შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და აჭარა. 

- ცივ წყალში თუ შეიძლება ცისარტყელა კალმახის მოშენება? 
- წყალი ძალიან ცივიც არ უნდა იყოს. ინკუბაციის პერიოდში კალმახს 10-გრადუსიანი წყალი სჭირდება, ლიფსიტებისთვის საუკეთესო 12 გრადუსია, მერე კი ოპტიმალური ტემპერატურა - 14-17 გრადუსი. ძალიან ცივ წყალში ცისარტყელა კალმახი ნელა იზრდება, ეს კი მეურნეს ხელს არ აძლევს. თუ მოშენებას გადაწყვეტთ, არ იჩქაროთ, წყალი 2-3 წელიწადს უნდა აკონტროლოთ, რომ მისი ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში იცოდეთ. ეს საწარმოო პროცესის დაგეგმვას გაგიადვილებთ. თევზი შეიძლება ტბაშიც გაუშვათ, მაგრამ უმჯობესია, ჩასადგმელ გალიებში გაზარდოთ. სამეურნეო საქმიანობისთვის ტბებში კალმახის გაშვება მოსახერხებელი არ არის. ცისარტყელა კალმახს ჩასადგმელი გალიების წყალობით ზღვაშიც ზრდიან და ოკეანეშიც. მაგალითად, ნორვეგიასა და ჩილეში. 

- ტემპერატურის გარდა, რას უნდა მიაქციოს ფერმერმა ყურადღება? 
- ვინც კალმახის მოშენებას გადაწ­ყვეტს, უნდა დარწმუნდეს, რომ წყლის ხარისხი მისაღებია და მოცულობაც საკმარისია. ივლის-*აგვისტოში, როცა თევზის რაოდენობა მაქსიმუმს მიაღწევს, წყალი სამყოფად უნდა ჰქონდეს, სხვაგვარად მის მოშენებას აზრი არ აქვს... აუზი შეიძლება მიწისა იყოს, ან ბეტონისგან დამზადდეს, აქ სანიტარიული პირობები უფრო ადვილი დასაცავია. 

- როგორ მრავლდება? 
- თუ სრული ციკლი გვინდა, მეურნეობაში სადედე ჯოგი მუდმივად უნდა გვყავდეს, საიდანაც ქვირითს ვიღებთ. ჯერ ხდება ქვირითის ხელოვნურად მიღება და განაყოფიერება, შემდეგ - ინკუბაცია. იჩეკება ლიფსიტები, რომლებსაც ვზრდით და წყალში გადაგვყავს. 
მსოფლიოში უფრო მიღებულია დიფერენცირების პრინციპი: არსებობს ინკუბატორები, სადაც მუშაობენ, რათა ლიფსიტები გამოჩეკონ, გაზარდონ და მიჰყიდონ სხვა მეურნეობას, რომელიც მარტო სასაქონლო ანუ სუფრის თევზს გაზრდის. ფერმერი ყიდულობს ლიფსიტებს ან უკვე განაყოფიერებულ ქვირითს. დაახლოებით ისე, როგორც ფრინველის ფერმა ყიდულობს განაყოფიერებულ კვერცხს, რომ წიწილები გამოჩეკოს და გაზარდოს. თუ მეურნეობაში ინკუბატორი გაქვთ, განაყოფიერებული ქვირითი უნდა შეიძინოთ, თუ არადა - ლიფსიტები გასაზრდელად. 
კალმახს სპეციალურ გრანულირებულ საკვებს აძლევენ. ახალგამოჩეკილ ლიფსიტებს საკვები დღეში 24-ჯერ უნდა ჩაუყაროთ, გაზრდილები კი დღეში ორჯერ გამოკვებოთ. სწორედ ამ რეჟიმის დარღვევა იწვევს თევზებში სტრესს. 

- ქვირითი როგორ მოიპოვება? 
- ჩვენს ბუნებრივ პირობებში ცის­არტყელა კალმახი ქვირითს ვერ დაყრის. ამისთვის ტარდება საგანგებო პროცედურა, თევზის "მოწველა", რაც საწარმოო პროცესის ნაწილია.
საინტერესო ლიტერატურაა ინტერნეტში ცისარტყელა კალმახის მოშენება-გამოზრდაზე ინგლისურ და რუსულ ენებზე. ქართულ ენაზე მწირია. ყველა ქვეყანაში კალმახის მთავარი მწარმოებლები საოჯახო ფერმები არიან, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ დიდი ფერმები, რომლებიც ათასობით ტონა კალმახს აწარმოებენ. 

- ჩვენთან რა მდგომარეობაა ამ მხრივ? 
- როცა ფერმერს მხოლოდ ოთხი ან ხუთი აუზი აქვს, ამას მეურნეობას ვერ დავარქმევდი. ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა ცოდნის ნაკლებობაა: ზოგიერთი ფერმერი საფუძვლიანად არ გაეცნო წარმოების ტექნოლოგიას და ისე შეეჭიდა ამ სერიოზულ საქმეს. ბოლოს, ბევრი მათგანი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან სესხი ჰქონდა აღებული, წარმოება მომგებიანი არ იყო და გვარიანად დაზარალდა. კალმახის მოშენება ისეთი ბიზნესი არ არის, რომ გზადაგზა ექსპერიმენტები ჩაატარო. ჯობია ჯერ საფუძვლიანად შეისწავლო და თევზის მოშენება მერე დაიწყო. 
კალმახის წარმოება მსოფლიოში ლამის მათემატიკურ სიზუსტემდეა მიყვანილი. არსებობს ყველა პროცესის მოდელი და ამას ცოდნა სჭირდება. ცისარტყელა კალმახს ყველგან აწარმოებენ, რადგან მისი მოშენება ეკონომიკურად ხელსაყრელია. 

ხათუნა ჩიგოგიძე

წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1428 | დაამატა: Admin | ტეგები: კალმახი, უგემურია, დასტრესილი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика