ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 13 » ეს საოცარი ამბავი ამტკიცებს, რომ ცხოველთა მადლიერება არსებობს და ის ბევრად ძლიერია ადამიანის მადლიერებაზე!    

22:32:56
ეს საოცარი ამბავი ამტკიცებს, რომ ცხოველთა მადლიერება არსებობს და ის ბევრად ძლიერია ადამიანის მადლიერებაზე!
ეს საოცარი ამბავი ამტკიცებს, რომ ცხოველთა მადლიერება არსებობს და ის ბევრად ძლიერია ადამიანის მადლიერებაზე!

ეს საოცარი ამბავი ამტკიცებს, რომ ცხოველთა მადლიერება არსებობს და ის ბევრად ძლიერია ადამიანის მადლიერებაზე!
როდესაც მეორე კლასში ვსწავლობდი, ჩვენს კუნძულზე მდინარე ამურზე ვცხოვრობდით. ჩინეთთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე ხაბაროვსკთან. საშინელი ყინვები იყო, გარშემო - ტყე. 

მაგარ ყინულზე ხშირად უსურიული ვეფხვები გადმოდიოდნენ. ღამ-ღამობით აივნიდან ჩანდა, როგორ იქექებოდნენ საჭმლის ძიებაში ნაგვის ბუნკერებში.

მამა მაშინ ჯერ კიდევ უფროსი ლეიტენანტი იყო. დღეგამოშვებით ყარაულში მსახურობდა, სადაც ხშირად კურიოზები ხდებოდა. 

ერთხელაც დაშორებული პუნქტიდან შეშინებული ყაზახის ზარი გაისმა.
- უფროსო, აქ... ისა... ვეფხვი დგას... 

- რა? ვეფხვი? თუ შენკენ გამოიწევს, ეგრევე ესროლე, - ჩასძახა ყურმილში მამაჩემმა, - მალე მანდ ვიქნები!

ის უბრალოდ ზის და მიყურებს. უკვე 20 წუთი გაუნძრევლად ზის, არაფერს აკეთებს. მაგრამ საშიშია მაინც, - საწყალ ყაზახს ასეთი დიდი კატა ცხოვრებაში არ ენახა...

მამამ ნაწილში დარეკა, უფროსობას შეატყობინა სიტუაცია, ჩაჯდა მანქანაში და ცოტა ხანში ადგილზე მივიდა. 

ზუსტად! ზის თავისთვის მშვიდად ვეფხვი, არ მოძრაობს. უფრო სწორედ ძუ ვეფხვი. ცხოველმა და ადამიანმა ერთმანეთი შეათვალიერეს. უეცრად მამამ შორს, ხეებში რაღაც მოძრაობა შენიშნა. ჯანდაბა! სამი ბოკვერი! ცხოველი კი ზის მშვიდად!

ყაზახი და მამაჩემი მიხვდნენ, რომ ცხოველმა ტყეში საკვები ვერ იპოვა და ადამიანებს მოადგა დახმარების თხოვნით…

ისინი სამხედრო ნაწილში გაბრუნდნენ. 

პოლკის უფროსის მაგივრად იმ დღეს ჭაღარა მაიორი იყო - საოცრად ბრძენი და მშვიდი ადამიანი. მაიორმა მოისმინა ეს უცნაური ამბავი და ჩაფიქრდა… ბოკვრები რომ აეყვანათ - რაში სჭირდებოდათ, უფრო მეტი პრობლემა შეექმნებოდათ, ხაბაროვსკის ზოოპარკთან დაკავშირება მოუწევდათ, მანქანის აღჭურვა დასჭირდებოდათ, გაგზავნა... ისა-ესა... არა, არ ღირდა... ვეფხვის მოკვლა არ შეიძლებოდა - გაჭირვებამ მოიყვანა და ცოდო იყო ცხოველი. მაგრამ თავისით არ წავიდოდა იქიდან ვეფხვი და მოკვდებოდა შვილებთან ერთად.

- აი, რა გავაკეთოთ, ლეიტენანტო, მოიყვანე მანქანა საწყობთან. გაყინული ნახევარი ძროხა გვაქვს იქ მგონი… - უთხრა მამას.

საწყობში მისულებმა მართლაც იპოვეს გაყინული ხორცის დიდი ნაჭერი. ჩადეს მანქანაში.

- აიღე. მიიტან ვეფხვთან და გადაუგდებ. მაგრამ იცოდე, ფრთხილად იყავი… 

სათქმელად ადვილი იყო. ადგილზე მისულმა მამამ სერჟანტთან ერთად ხორცის დიდი და მძიმე ნაჭერი მანქანიდან გადმოიღო და სერჟანტი დაარიგა, იარაღით ჩასაფრებულიყო და თავად ვეფხვისკენ რომ გაათრევდა ხორცს, ყაზახს საშიშროების შემთხვევაში ვეფხვისთვის ავტომატი ესროლა.

ძუ ვეფხვი ისევ გაუნძრევლად იჯდა. მხოლოდ დიდ თვალებს აფახულებდა. მიუთრია ახლოს მამამ ხორცი. ვეფხვი ნელა წამოიმართა, ხორცი დაყნოსა, მოიგდო კბილებში და ჰოპ... ტყეში მიიმალა...

მამამ და სერჟანტმა შვებით ამოისუნთქეს...

ერთი დღის მერე მამა ისევ ყარაულში იდგა. პოსტების შესამოწმებლად ღამე, უკუნეთ სიბნელეში ადგილიდან ადგილზე გადადიოდა, ვარსკვლავები ანათებდნენ... საოცარი ღამე იყო. მამამ სიგარეტს მოუკიდა. სიბნელეში ასანთი აანთო და კინაღამ გული წაუვიდა შიშისგან - სიბნელეში ღობესთან ძუ ვეფხვი იჯდა... სწორედ ის... და უყურებდა... მამა გაშეშდა...

”ძალიან ახლოსაა, პისტოლეტის ამოღებასაც ვერ მოვასწრებ”, - გაიფიქრა...

ვეფხვი კი წამოდგა და სწრაფად მიუახლოვდა, თვალებში ყურადღებით ჩახედა...

”აი, ეს არის სიკვდილი…”, - გაიფიქრა მამაჩემმა.

ვეფხვმა მას თვალებში ჩახედა, მერე ცხვირი ხელისგულს ამოსდო, კატასავით, ფეხზე გაეხახუნა, მიეფერა და ასევე უხმოდ გაქრა...

ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა, მაგრამ მამას ყველაფერი ახსოვს და ახლაც დარწმუნებულია, რომ ცხოველების მადლიერება არსებობს და ის ადამიანის მადლიერებაზე ძლიერია!

წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 2491 | დაამატა: Admin | ტეგები: საოცარი, და, ცხოველთა, რომ, ამტკიცებს, ეს, ის, არსებობს, ამბავი, მადლიერება | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 12
0   Spam
12 saiga   (08.07.2018 19:37:14) [მასალა]
კარგი ზღაპარი იყო 069

0   Spam
11 mere   (21.12.2017 00:03:23) [მასალა]
10 10 10 10 10

0   Spam
10 zaza1970   (20.12.2017 09:37:28) [მასალა]
კაი ზღაპარი იყო, მაგრამ სასიამოვნო კი

0   Spam
9 zaza123   (19.12.2017 12:48:34) [მასალა]
მართალი არის ეს ვითომ?

0   Spam
8 ttg   (18.12.2017 14:42:36) [მასალა]
ოოოო, აი ეს არის მადლიერაბა. ყველამ, რომ ასე იცხოვროს ისაა შემდ
ეგში ბედნიერება.

0   Spam
7 tereos   (16.12.2017 12:53:57) [მასალა]
ვეფხვმა მას თვალებში ჩახედა, მერე ცხვირი ხელისგულს ამოსდო, კატასავით, ფეხზე გაეხახუნა, მიეფერა და ასევე უხმოდ გაქრა...

აი ესაა შედევრი. კიდევ კარგი ზედ არ მიაფსა პატივისცემს ნიშნად.

0   Spam
6 gocha111   (14.12.2017 12:54:23) [მასალა]
10 10 10 166 166 166

0   Spam
5 gio96   (14.12.2017 11:40:25) [მასალა]
10 166

0   Spam
4 tereos   (14.12.2017 11:30:32) [მასალა]
acfb

0   Spam
3 tereos   (14.12.2017 11:29:55) [მასალა]
აი ამას ქვია ნამდვილი მონადირე... ტყუილის თქმის უნარს ვგულისხმობ

0   Spam
2 panati   (14.12.2017 10:41:26) [მასალა]
ცუდის გაკეთება წამებში შეიძლება ყოჩაღ მაგ ადამიანს შეეძლო დაეფრთხო ან ესროლა მაგრამ მოითმინა და დიდი მადლის საქმე გააკეთა ცხოველი ქვიათ თორემ ძალიან ჭკვიანები არიან 10 10 166 166

0   Spam
1 moriak007   (14.12.2017 09:18:04) [მასალა]
166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика