ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » აგვისტო » 24 » რა პერიოდია საჭირო ბორჯომის ტყის აღსადგენად    

00:06:22
რა პერიოდია საჭირო ბორჯომის ტყის აღსადგენად

რა პერიოდია საჭირო ბორჯომის ტყის აღსადგენად

ბორჯომის ხეობაში ძლიერმა ხანძარმა, რომლის კერების სრულად ლიკვიდირება ჯერ კიდევ ვერ მოხდა, ათობით ჰექტარი ტყე გაანადგურა, რომლის აღდგენის ინიციატივა რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა.

კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები ჩატარდება ნახანძრალ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია. ეკოლოგ ნინო ჩხობაძის განმარტებით, ტყის აღდგენის რამდენიმე მეთოდი არსებობს, კერძოდ, სატყეო შეთესვა, ნერგის შეტანა ან ბუნებრივი განახლება, რომელიც მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვასა და ნებისმიერი ჩარევის შეზღუდვას გულისხმობს.

"როდის აღდგება დამწვარი ტყე, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა პრაქტიკაში, ნახანძრალზე მცენარეები თვითაღდგენას დაახლოებით, 3 წელიწადში ახდნენ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია შემოიღობება და პირუტყვის შეშვება არ მოხდება. ჯერ უნდა აღდგეს ბალახის საფარი, შემდეგ ბუჩქოვანი მცენარეები, რის შემდეგაც ბუნებრივი განახლების პროცესს ხე–მცენარეებიც დაიწყებენ," – განმარტავს ნინო ჩხობაძე.

გარდა ამისა, ხანძრის შედეგად ნადგურდება ჰუმუსის ფენა, რომელსაც აღდგენისთვის გარკვეული პერიოდი ესაჭიროება, რათა მასზე მცენარეები ისევ აღმოცენდეს. ნინო ჩხობაძის თქმით, რამდენად დაზიანდა ნიადაგი, ამას კვლევა დაადგენს.

"ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ უნდა შეფასდეს მიყენებული ზარალი, უნდა გაკეთდეს გეგმა. პირველი სამუშაოების დაწყება შემოდგომიდანვეა შესაძლებელი. აქ ძირითადად, წიწვოვანი მცენარეები იყო გავრცელებული, თუმცა ტყის აღდენა ფოთლოვანი მცენარეებით უნდა დაიწყოს, რათა ეკოსისტემები ბუნებრივად აღდგეს," – აღნიშნავს ეკოლოგი.

მისივე თქმით, მცენარეების აღდგენა დამწვარ ტყეში ადგილმდებარეობის მიხედვით უნდა მოხდეს, მაგალითად, ნეკერჩხლის ხეები ყველგან გავრცელებული არ იყო.

"მცირე რაოდენობით იყო გავრცელებული სოჭი, რომლის აღდგენასაც ასევე, დაახლოებით 3 წელი ესაჭიროება, აღმოცენება კი მან შეიძლება, დარგვის გარეშეც დაიწყოს. თუ ამ ტყისთვის არადამახასიათებელი სახეობების დარგვა დაიწყება, ამას ბორჯომის ტყის სახე აღარ ექნება, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის სამუშაოების შემთხვევაში საჭიროა, ბუნებრივი სახეობების აღდგენა დაიწყოს," – აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.

ეკოლოგი აღნიშნავს, რომ მცენარეების აღდგენა სწორ მიდგომაზეა დამოკიდებული.
 

 

მარიამ მენაბდიშვილი


 

წყაროhttp://allnews.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1556 | დაამატა: Admin | ტეგები: საჭირო, ტყის, პერიოდია, აღსადგენად, რა, ბორჯომის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0  
2 ბაქარი   (27.08.2017 13:56:52) [მასალა]
ბორჯომის ტყე ზუსტად იმ მილიონების საკონტროლებლად დაწვეს რომელიც ამ ტყის აღდგენას მოხმარდება. ფულის შოვნის ძალიან ბევრი გზა არსებობს, ეს იმდენად იოლი და მიმზიდველი იქნება, რომ აუცილებლად განჩდება განმეორების სურვილი... სამწუხაროა და სამარცხვინო

0   Spam
1 panati   (25.08.2017 12:24:52) [მასალა]
იმედია მალე გაწვიმდება და ამ ხანძარს ბოლო მოეღება

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика