ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » ივნისი » 16 » რა ტიპის ქვეწარმავლებია გავრცელებული საქართველოში და როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი    

14:07:55
რა ტიპის ქვეწარმავლებია გავრცელებული საქართველოში და როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი

რა ტიპის ქვეწარმავლებია გავრცელებული საქართველოში და როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი

ქვეწარმავლების გავრცელება ტემპერატურის მატებასთან ერთად დაიწყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში, "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში" 450-მდე ზარი დაფიქსირდა. რეაგირების შედეგად ეკიპაჟებმა 200-ზე მეტი გველი დაიჭირეს.

"ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის" ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის განმარტებით, ზოგიერთი მათგანი შხამიანიც აღმოჩნდა. მისი თქმით, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, 112-ზე აღნიშნული სამსახურის გამოძახება 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ.

ქვეწარმავლები თბილისის ყველა უბანში ფიქსირდება, მათ შორის გლდანში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიღომში.

"თბილისის თითქმის ყველა უბნიდან თანაბრად გვიკავშირდებიან, ჩვენი ეკიპაჟები შესაბამისი აღჭურვილობით შემთხვევის ადგილზე მიდიან და შესაბამის სამუშაოებს ატარებენ. იმ ტერიტორიის სპეციალური ხსნარით შეწამვლა, სადაც არ გვინდა, რომ გველმა დაიბუდოს, ჩვენც შეგვიძლია. ამ ხსნარების რეალიზაცია თბილისში ბევრ მაღაზიაში ხდება," - განმარტავს თემურ ფხალაძე.

სპეციალისტების რეკომენდაციით, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, გადაწყვეტილების თვითნებურად მიღებას შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ უმჯობესია, თბილისის ზოოპარკის ეგზოტერიუმის თანამშრომლის, თეკლა კვაჭაძის რჩევები გავითვალისწინოთ.

მისი თქმით, საქართველოში 22-ზე მეტი სახეობის გველია გავრცელებული, აქედან 4 მათგანი, გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ველის გველგესლა და კაზნაკოვის გველგესლა შხამიანია, დანარჩენები კი აბსოლუტურად უვნებლები არიან.

როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი და რა პროცედურებს მივმართოთ მისგან თავდაცვის მიზნით?

თეკლა კვაჭაძის თქმით, გიურზას შედარებით მკვრივი სხეული აქვს, რომელიც თავისგან გამოყოფილია. მისი თავი სამკუთხედი ფორმისაა, ამ სახეობის ქვეწარმავალი ძირითადად, ნაცრისფერია, თუმცა ასეთი შეფერილობა ანკარებსაც დაკრავს.გიურზა ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთშია გავრცელებული, თუმცა რამდენჯერმე თბილისშიც აღმოაჩინეს.

"რაც შეეხება დანარჩენ სამ შხამიან გველს, ისინი ადამიანის სიცოცხლისთვის უვლებლები არიან, თუმცა ჯანმრთელობას მეტ-ნაკლებად ზიანს მაინც აყენებენ, 


 
რაც კონკრეტული ადამიანის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე და ალერგიულობაზეა დამოკიდებული. შხამიანი გველები გვხვდებიან როგორც თბილისთან ახლოს, მაგალითად, კოჯრის ტერიტორიაზე, ასევე აჭარის მაღამთიანეთში და მეტნაკლებად დაუსახლებელ ადგილებში.

ქვეწარმავლის აღმოჩენის შემდეგ მას საგნების სროლა არ უნდა დავუწყოთ, რადგან ამით მხოლოდ გავაღიზანებთ. ფრთხილად უნდა დავიხიოთ ერთი ნაბიჯით უკან და ტერიტორიას, რომელიც საფრთხის შემცველია, ნელი ნაბიჯებით შემოვუაროთ.

თუ გველმა გვიკბინა, გარდა იმისა, რომ სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ, აუცილებელია ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება და დიდი რაოდენობით წყლის მიღებაც.

დაუშვებელია, ნაკბენის არტახებით გადახვევა, გამოწოვა და მსგავსი პროცედურები.

"გველები კორპუსებში იმიტომ შედიან, რომ სადარბაზოებში ანტისანიტარიაა. ვირთხები მრავლდებიან, რომლებიც ქვეწარმავლების საკვებს წარმოადგენენ, ზაფხულში ბინებში გველებსაც ამიტომ ვპოულობთ-ხოლმე," - აღნიშნავს ეგზოტერიუმის თანამშრომელი.

თეკლა კვაჭაძის განმარტებით, გველების თავშესაფარი ძირითადად, მაღალი ბალახია, ისინი მზიან ამინდში გამოდიან, თუმცა ნალექის დროს მათი სოროები ივსება და საცხოვრებლის დატოვება უწევთ, შესაბამისად, კითხვაზე, რატომ მრავლებიან გველები წვიმაში, პასუხი სწორედ ესაა. კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელსაც სპეციალისტები გვაძლევენ, ეზოების სამშენებლო ნარჩენებისგან განთავისუფლებაა, რათა ქვეწარმავლებს ბუდეები არ მოვუწყოთ, რამაც შესაძლოა, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.



მარიამ მენაბდიშვილი


 

წყაროhttp://allnews.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2808 | დაამატა: Admin | ტეგები: და, ამოვიცნოთ, ქვეწარმავლებია, გავრცელებული, რა, შხამიანი, საქართველოში, როგორ, გველი, ტიპის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 saiga   (17.06.2017 12:58:14) [მასალა]
01

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 18
    სტუმარი: 18
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика