ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 10 » რატომ დატოვეს მეცნიერებმა 3 ტონა მკვდარი ტახი ტყეში?    

15:12:09
რატომ დატოვეს მეცნიერებმა 3 ტონა მკვდარი ტახი ტყეში?
რატომ დატოვეს მეცნიერებმა 3 ტონა მკვდარი ტახი ტყეში?

მსოფლიოში ცხოველების მასობრივი დაღუპვის ფაქტები გახშირდა. თუმცა, ამის გავლენა გარემოზე ბოლომდე არ არის შესწავლილი. ამერიკელმა მეცნიერებმა მოვლენების მოდელირება საველე პირობებში მოახდინეს.

დახოცილი ცხოველები ეკოლოგიური ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია. მისი ცხედარი ლეშის მჭამელების ყურადღებას იპყრობს. მათში ჩნდება ჭიები, რომლებითაც იკვებებიან ფრინველები და ბოლოს, ლეშის ნარჩენები ხვდებიან მიწაში და ანოყიერებს მას, რაც სასარგებლოა მცენარეთა სამყაროსთვის. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც პატარა ტერიტორიაზე ერთდროულად მრავალი ცხოველი იღუპება, ეკოსისტემა უჩვეულო დატვირთვას განიცდის.

მისისიპის უნივერსიტეტის მეცნიერები და მათი კოლეგები ასეთი კატასტროფული მოვლენების შესწავლას შეუდგნენ. მასშტაბური ექსპერიმენტისთვის მათ სჭირდებოდათ, გადაეჭრათ მხოლოდ 2 ამოცანა - ეპოვათ დიდი რაოდენობით მკვდარი ცხოველი და ხელსაყრელი ადგილი.

შტატის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით ბიოლოგებმა ტახების ცხედრების შეგროვება დაიწყეს. ეს ცხოველები დიდ ზიანს აყენებენ მისისიპის ტყეებს და სოფლის მეურნეობის ობიექტებს, ამიტომ მათი დახოცვა ნებადართულია.

რამდენიმე თვის შემდეგ მეცნიერებმა შეძლეს საკმაო რაოდენობის მასალის შეგროვება. დახოცილი ტახების საერთო წონამ 3 ტონა შეადგინა. ადგილი ექსპერიმენტისთვის უნივერსიტეტმა გამოყო. ეს იყო ტყის ტერიტორია. მეცნიერებმა მოცემულ ადგილზე მაცივრებიდან გამოტანილი ცხოველების ცხედრები დაალაგეს და შემდგომ პროცესზე დაკვირვება დაიწყეს.

Zooclub

ლეშის მჭამელთა ქცევა მეცნიერებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებდათ, ამიტომ ადგილი ნაწილობრივ ბადით იყო შემოსაზღვრული. დაახლოებით 20 ფრინველი, რომლებიც მუდმივად ”მორიგეობდნენ” ხეებზე, მილიონობით ბუზის გავრცელებას აჩერებდნენ, მაგრამ აქტიურად ხორცით ისინი არ იკვებებოდნენ. ეს აძლევდა მათ გარემოზე მასობრივი ხრწნის უშუალო გავლენის შესწავლის საშუალებას. ეფექტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მასშტაბმა ისინიც გააოცა, ვინც ყველაზე თამამ პროგნოზს წინასწარმეტყველებდა.

ლარვების რაოდენობა იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ ტყის ნაწილი ჭიების მდინარედ იქცა. სულ მალე ცხედრებს შორის გადაადგილება იმისთვის, რომ სპეციალური მოწყობილობიდან ჩვენებები აეღოთ, შეუძლებელი გახდა. იმის მერე, რაც მატლებმა თავისი საქმე დაასრულეს, ტალახში ჩაიმალნენ და ჭუპრებად იქცნენ, ისინი მოულოდნელად ჯავშნოსნების არმიამ ჩაანაცვლა.

მატლების ძებნაში მათ გადათხარეს მიწა იმდენად მძლავრად, რომ ხეებისა და ბალახების ფესვების სისტემა დააზიანეს. ექსპერიმენტი 2016 წელს ჩატარდა და მომდევნო წელიწადმა აჩვენა, რომ ბევრი მცენარე ამ ადგილას უკვე აღარ არსებობს. უცნაური ცდის შედეგების ყოველმხრივი შესწავლა გრძელდება. ყველაფერთან ერთად, სპეციალისტებს უნდათ იმის გაგება, რამდენად შეიცვალა მიწის ქიმიური შემადგენლობა, რომელიც ტონობით ხრწნადი მასით ”გაანოყიერეს” .

უკვე ახლავე ნათელია, რომ ბუნება განიცდის სტრესს, რომელსაც ბოლომდე ვერ უმკლავდება. გარდა ამისა, ინვაზიური სახეობის მასიური დაღუპვა (მაგალითად ტახი მისისიპიში) სხვა, ეკოსისტემისთვის ახალ ცხოველებს იზიდავს, რაც ასევე ნეგატიურად აისახება გარემოზე.

წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2028 | დაამატა: Admin | ტეგები: დატოვეს, ტყეში?, ტონა, ტახი, რატომ, მეცნიერებმა, მკვდარი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 გოჩა55   (05.05.2018 13:34:52) [მასალა]
02 02 02

0   Spam
1 molaguri   (11.10.2017 10:48:38) [მასალა]
19

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика