ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

”მონადირის ჩანაწერები” ნადირობის ხიბლი.
”მონადირის ჩანაწერები” ნადირობის ხიბლი.

     ალბათ შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რა ”ძალა” ან რა ”გრძნობაა” ის რომელიც გვაიძულებს ღამით წამოვხტეთ დაფეთებული, იმის შიშით, რომ არიქა ხომ არ დამაგვიანდაო, თუ მოვახერხეთ საერთოდ ჩაძინება. წევხარ ღამე და ”წრიალებ”. არ გაძინებს ხვალინდელ დღეზე ფიქრი. მთელ, ხვალინდელ ნადირობას წარმოიდგენ. თვალ წინ გიდგება შენი საყვარელი სანადირო სანახები. გახსენდება კარგი მომენტები. შენი ჩუბინობის თუ შენი ”ბისკვიტიეს” პროფესორობის. ხოდა ზუსტად ეს ფიქრები, მოგონებები და მომავალ ნადირობებზე ოცნებები არ გაძინებს. 
     ეს, კარგი გავიგე, მაგრამ ის მთავარი რა არის?, რომელსაც აქამდე მიჰყავხარ. იარაღის და ზოგადად საჭურველის სიყვარული ქართველ კაცს გენში აქვს, მაგრამ მონადირე ხომ ყველა იარაღის მოყვარული არ არის! კარგი, ძაღლებიც ბევრს უყვარს, მაგრამ არც ეს აქცევს მონადირედ ვინმეს. 
     რა, რა არის, ის მთავარი გრძნობა, რომელმაც ამასწინათ კახეთში იმხელა მანძილი და ისეთი ”საზიზღარი” სავალი გამატარა, რომ ”ჩვეულებრივ” ადამიანს, რომ ეყურებინა მაშინ ჩემთვის, ნამდვილად შეეპარებოდა ეჭვის ჩემს ”ფსიქიკურ დალაგებულობაში” . რაც მთავარია, ის დღე ”უშედეგო” იყო. უშედეგო ”ჩვეულებრივი” ადამიანის თვალით. თორემ მე, მანქანასთან ანუ ”სამშვიდობოს” მოვედი, უსაზღვროდ ბედნიერი. ბედნიერი პირველ რიგში იმით, რომ საერთოდ მოვედი, ხოლო მეორე რიგში ბედნიერი, ჩემი ულამაზესი სამშობლოს, ერთერთი ულამაზესი კუთხის, ულამაზესი ხედების და პეიზაჟების ხილვით ბედნიერი. თბილისში გვიან ღამით, ძალიან დაღლილი დავბრუნდი, რამოდენიმე საათი დავიძინე და გათენებამდე უკვე სხვა კუთხის სხვა სანადიროში ვიყავი. 
     ხანდახან, როცა ნადირობა ადამიანის შესაძლებლობების ზღვარზე გადის, რადგან დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს (ნუ ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი ნადირობა) ხოდა, როცა მთელი დღე ფეხების დასისხლიანებამდე ივლი, სახეს და ხელებს ეკალ-ჯაგებში გადაიკაწრავ და ბოლოს ”ცოცხალ-მკვდარი” მოხვალ მანქანასთან, ერთი ცალი ნანადირევით, ერთი ცალი კაკაბით ან სხვა ნებისმიერი ფრინველით და იმ მონადირეს, რომ ვიღაცა ”ტუგადუმი” ეტყვის ბრაკონიერი ხარო, რისი ღირსია ის ”ტუგადუმი”?? მე გეტყვით რისი ღირსიცაა: მინიმუმ, ისეთ დღეში უნდა ჩააგდო, როგორშიც ილიკო ჩიგოგიძემ ჩააგდო ილარიონა შევარდნაძე, ილიკოს ბლის ქურდობისთვის!!! ეს მინიმუმ! 
      ”მონადირეზე მძაფრად ბუნებას ვერავინ განიცდის” - გიგი ხორნაული.
      არხოტიონი მონადირის ცოლის ეს ნათქვამიც სრული ჭეშმარიტებაა:
 ”ჩემი მტერიაც, დედაო მენადირისა ცოლია.
                     დაუგდავ თბილი ლოგინი, მთაზე გრილ კლდესა სწოლია,
  ჯერ შუაღამე არ არის მას გათენება ჰგონია.”
     მოკლედ, მე არ მაქვს პასუხი, იმაზე თუ რა ძალა მეწევა ტყე-მინდორ-ტბა-მდინარისკენ. ერთი კი ვიცი, რომ მონადირე და ნადირობა დიაგნოზია. უკურნებელი სენი! და კიდევ ის, რომ მხოლოდ ბუნებასთან პირისპირ დარჩენილი შეიგრძნობ აბსოლიტურ თავისუფლებას და შეიგრძნობ შენს საკუთარ სამშობლოს მთელი თავისი სიცხადით და სიდიადით!! ჰოდა, თუ არ იცოდა აწი გაიგოს, იმან ვისაც ჩვენი არ ესმის. რომ ჩვენ იმიტომ არ ვნადირობთ, რომ გვშია და ხორცი გვაინტერესებს. გვშია, მაგრამ ჩვენი საკვები ბუნებსათან ურთიერთობაა, ბუნების სიყვარულია, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიყვარულია, მონადირე-მეგობრების სიყვარულია!!! 
     იმ თემას აღარ ჩავუღრმავდები, თუ როგორი მეომრები იყვნენ ძველად მონადირეები. ყველაზე ძლევამოსილი მეფე, დავით აღმაშენებლი რომ თავის სპას ნადირობაში სწრთვნიდა და თუნდაც თანამედროვე სამხედრო სამსახურები, რომ თავიანთ მებრძოლებს ავარჯიშებენ ”ველური ბუნების” პირობებში. პირობებში რომელშიც მონადირეები გამოჯეკილები არიან! და კიდევ იმას, რომ ომის პირობებში, საუკეთესო მზვერავები მონადირეები იყვნენ.
      ასე, რომ ”გარემოს დამცველებო” ნამდვილ მონადირეებს ტყუილად ნუ დაგვადანაშაულებთ ბუნების, ფლორა-ფაუნის ”განადგურებაში”. ტყუილად ენის ფხანას, ნამდვილ მონადირეებს დაგვიდექით მხარში და მოგვეხმარეთ ბუნების დაცვაში! გნებავთ ”სამუშაო” კაბინეტებიდან, გნებავთ ონლაინიდან და საერთოდ საიდანაც გნებავთ.




წყარო:
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (29.11.2013)
ნანახია: 3879 | კომენტარი: 10 | ტეგები: monadiruli, სარიშვილი, ჩანაწერები”, giohunt1982, ”მონადირის, chanawerebi, monadire, ნადირობის, გიო, ხიბლი. nadiroba | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 10
+1   Spam
10 hunter_nika   (06.12.2013 02:55:26) [მასალა]
ბრავო ძალიან მაგარია 10 10 10

+1   Spam
9 jaxi-megrelishvili   (05.12.2013 22:24:49) [მასალა]
ვერაფერსაც ვერ დაამატებ ისეთი მაგარი იყო. 10

+1   Spam
8 guguna   (04.12.2013 11:22:47) [მასალა]
მაგარია 10 10 10 10

+1   Spam
6 krimanjuli   (29.11.2013 19:52:21) [მასალა]
შენი ჭირიმე შენია...
ჯამს წვეთიც არ შერჩენია,
შეგარგოს ვაზის ნაჟური:
ვაჟი ყოფილხარ ვაჟური.
.
შენ გაიხარე ჩემო გიო. შენს გულს გაუმარჯოს , ასე მამულისა და ნადირობისთვის მუგუზალივით როა გავარვარებული და თოვლში ხეზე შერჩენილი კარალიოკივით რო ანათებს. 23_30_126

0   Spam
7 giohunt1982   (29.11.2013 20:31:59) [მასალა]
"თოვლში ხეზე შერჩენილი კარალიოკივით რო ანათებს. " უჰ, შენ რა გითხარიი 069 069 069

+1   Spam
5 racha123   (29.11.2013 18:30:06) [მასალა]
ასეტი მონადირეები უმრავლოს გმერტმა საქარტველოს 166 166 39 39

+2   Spam
4 ვულფ   (29.11.2013 16:12:32) [მასალა]
ასეა როცა არავის აინტერესებს ნამდვილი მონადირე რას გრძნობს და რითი ცხოვრობს ეს გრძნობა ყოველთვის თან დაგზდევს დღისით თუ ღამით გატეხილი ღამეები სასიამოვნო დაღლილობა და ცარიელი აბგა.
ძველების ნათქვამია ნამდვილ მონადირის კარდალაში კვირაში ერთი დგე იხარშება ხორცი დანარჩენ დღეებში მარტო წყალიო,ნამდვილად მასეა გაიხარეთ მონადირეებო 39

+1   Spam
3 cheisi   (29.11.2013 15:43:26) [მასალა]
166 166

+1   Spam
2 mamalixarazuli   (29.11.2013 12:48:42) [მასალა]
ამის კითხვის დროს ვისაც ტანში ჟრუანტელი დაუვლის, მონადირეა! ავტორს მადლობა 23_30_126 10 166 39

+1   Spam
1 bichi2009   (29.11.2013 12:30:26) [მასალა]
166 აიტ ყოჩაღ 39 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика