ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

ჩემი "სეზონი" 2013-2014წ.
                               "სანადირო სეზონი 2013-2014”


ყველა მონადირე, "სეზონისთვის” მზადებას გაცილებით ადრე იწყებს, ვიდრე დადგება ეს სეზონი!  მე და ჩემმა მეგობრებმა  2013 წელსაც სეზონისთვის მზადება წინა სეზონის დახურვის დღიდანვე დავიწყეთ! ამაში იგულისხმება: ტყვია-წამლის მარაგის შევსება, სანადირო იარაღის, წესების დაცვით შენახვა, მომზადება მომავალი სეზონისთვის, ასევე ეკიპირების მოწესრიგება-მომზადება!  6 თვე და მთელი ამ დროის განმავლობაში  ყველაზე დიდი დღის, მტანჯველი მოლოდინი!  ყველაზე რთული გადასაგორებლი მარტი და აპრილია! ამ დროს არც თევზაობაა დაწყებული და არც მწყერია დაბრუნებული, რომ საველე ვარჯიშებით მაინც შეიქციო თავი და შენი "ბისკვიტიეც” გაახალისო! გაივლის ეს საძაგელი ორი თვე და მერე შედარებით გვიმსუბუქდება მონატრება!  მაისიდან საველე ვარჯიშები და შეჯიბრებები იწყება და ამით ერთობი! ამით იხსენებ გასული სეზონის ყველაზე კარგ მომენტებს!  მონადირეს ამ დროს უკვე ისე აქვს მონატრებული "ველად გაჭრა”, რომ მაისში, როცა ალიონზე, მწვანედ ახასხასებულ, გვირილებით მოჩითულ მინდორში  შეაბიჯებ, გაზაფხულის დილის სიგრილეც კი არ გაწუხებს, არც ნამი რომელიც გასველებს, ამ დროს უყურებ ამომავალ, ვებერთელა მზეს და უფალს მადლობას სწირავ იმისთვის, რომ ამდენი სასწაულის, ერთად ხილვის ბედნიერება გაჩუქა!  შენი "ბიკსვიტიეც” გიჟივით დარბის, სახლში ჯდომით გაბეზრებული და ძაღლ-მონადირეს ერთნაირად გიხარიათ ამ დროს სიცოცხლე! მოიკლავს სირბილის ჟინს ძაღლი, რამოდენიმე "მუშაობასაც” გაჩვენებს და მალევე ბრუნდები სახლში, უსაზღვროდ ნასიამოვნები! იმ დილანდელი შეგრძნებები მთელი დღის განმავლობაში გინარჩუნებს კარგ გუნება-განწყობილებას!  მალევე იმიტომ ბრუნდები, რომ ზედმეტად არ შეაწუხო, "დაწყვილება-გამრავლება” დაწყებული ფრინველი!  სამწუხაროდ წელსაც მრავლად იყო შემთხვევები, როცა მაისში ნადირობდნენ მწყერზე!  ამას ბანალური ბრაკონიერობაც აღარ ქვია! ამის და ასეთის ჩამდენის სახელს ისევ თქვენი პატივისცემის გამო სრულად არ ვიტყვი და  მოკლედ აგიღწერთ, " ახვრები”!!!   წელსაც იყო შემთხვევები როცა თვითონ მონადირეებმა გამოაბუნძულეს ეს "ახვრები” მინდვრიდან! ამისთვის ყველა იმ მონადირეს გულითად მადლობას ვუხდი და ძმურ თანადგომას ვუცხადებ!  

მოკლედ, რის ვაი-ვაგლახით მიაჩოჩიალებ დღეებს სეზონის მოლოდინში! დრო ნელა მაგრამ მაინც გადის. მოდის აგვისტო და პირველივე დღიდან იწყება სეზონის წინა "ციებ-ცხელება”!  აგვისტოს პირველივე დღეებიდან ეს "ციებ-ცხელება” პიკს აღწევს!  უკვე ყველაფერი მზად გაქვს! ტყვია-წამალი, ვაზნები, ეკიპირება, შენი "ბისკვიტიეც” საბრძოლო ფორმაშია!  ყველანაირი აცრა უკვე გაკეთებული აქვს, ყველაფერი წესრიგში აქვს, მხოლოდ მინდორი ესიზმრება მასაც ყოველ ღამე!    შენ კი ყოველ ღამეს "წრიალებ”, ვერ ისვენებ და არ გასვენებს მომავალ სეზონზე ფიქრი და ოცნებები! გახსენდება შენი საყვარელი სანადირო სავარგულ-სანახები!  მზის ამოსვლამდე, "ჩამუქებული” მინდორი, ნამიანი ბალახი და დილის სიო! დგახარ მინდვრის პირას, მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ საკმარისი სინათლე არ არის, აფრენილი მწყერი არ გამოჩნდება წესიერად! ამიტომ დგახარ მინდვრის კიდეზე და "ბისკვიტიეც” საბელით დაბმული გიჭირავს! რომელსაც სულ არ ადარდებს "საჭირო სინათლე” და მთელი ძალით იქაჩება მინდვრისკენ!  საიდანაც ათასნაირი სურნელი სცემს მის ცხვირს და ეს აგიჟებს!  ამ ყველაფერს, რომ წარმოვიდგენ ხოლმე სეზონის წინა დღეებში, ძილის წინ, მერე რა ჯანდაბა დამაძინებს? კიდევ კარგი, რომ ამ დროს  მოკლე ღამეა და მალე თენდება! დღისით კი რომელიმე შენი მონადირე-მეგობარი გირეკავს, რომელიც ზუსტად შენს "მდგომარეობაშია” და ლაპარაკში, მოგონებებში დროც მალე გადის და მონატრებაც გიმსუბუქდება!  უკვე გეგმავთ, სად გახსნით სეზონს! საქართველოს რომელ კუთხეში, ეგ კი არა ისიც წინასწარ იცით რომელ მინდორში შეხვალთ პირველად!               აი, ამ განცდებით და ფიქრებით დაიწყო 2013-2014 წლების სეზონი! ისევე როგორც წინა სეზონები დაიწყო და როგორც მომავალი სეზონები დაიწყება!  თუმცა არასახარბიელოდ და რაღაცა მოუხეშავად დაიწყო, მაგრამ მალევე გამოსწორდა ყველაფერი!  ძაღლიც და მონადირეც თანდათან შევედით "ფორმაში”!    ერთადერთი რაც ყველაზე ცუდი იყო წლევანდელ სეზონზე, ეს იყო "ახვრების” ბოგინი მინდვრებში!   მე და ჩემმა სამეგობრომ რამოდენიმე შემთხვევა კიდეც გადავიღეთ, კიდეც დავაფიქსირეთ, კიდეც მივაწოდეთ იმათ ვისაც ევალებოდა რეაგირება ამაზე, მაგრამ შედეგი 0 იყო!!  რამოდენიმე ნადირობა ჩაგვეშალა ამის გამო, მაგრამ ის "ახვრები” აწი ორჯერ დაფიქრდებიან "სანამ ისეთ ვერაგ, ძლიერ, საზრიან და მოუხელთებელ ფრინველს როგორიც მწყერია მანოკით მოერევიან!”  ამ "სასტავში” ერთხელ ჩემი ნაცნობი  "მონადირეც” კი მოვაყოლე! "მანოკი” ვერ ვუპოვეთ თორემ არ ვიყავი დამნდობი! არ მჭირდება მე ასეთი არც ნაცნობი და არც ახლობელი!  რომელიც ბუნების დამცველობაზე დებს თავს, მონადირე ვარო ამის პრეტენზია აქვს და ჩუმჩუმად მანოკისტობს კიდეც და აპარატჩიკობს კიდეც!!!  ისეთებიც ბევრი შემხვდა წელს, რომლებიც მართალია არ მანოკისტობენ, მაგრამ მონადირისა რომ არაფერი სცხიათ!  ჩემი უამრავი მცდელობისა და არაერთი საათი "ლაყბობისა” ვერ დავანახე ის, რასაც უნდა ხედავდეს მონადირე პირველ რიგში! ვერ გავაგებინე, რომ მთავარი ხორცი არ არის!   ვცადე, ვიწვალე! არ გამოვიდა?? კარგად იყავი ბატონო! როცა შენში მონადირული სული არ არის მაშინ, კედელზე ცერცვის შეყრას გავს ეს მცდელობა! ამიტომ დავანებე მე თავი იმათ! ისინი კი ნადირობას დაანებებენ თავს ადრე თუ გვიან! უფრო მგონია, რომ ადრე დაანებებენ თავს! იმიტომ, რომ სულაც არ აღმოჩნდა ისეთი იოლი ნადირობა, როგორც ეს მანამდე "ვიდეოში” ნანახი სცენებიდან წარმოედგინა ჯიგარს! და თუ მონადირული "ჟილკა” არ გაქვს, მაშინ ვერც კილომეტრებს ვერ გაივლი, ეკალ-ბარდებში, აღმართ-დაღმართებში, გორებზე და ფერდობებზე, ვერც "სწორზე” ვერ ივლი, თუნდაც მინდორში! მითუმეტეს, რომ თუ ხელი მოეცარა ნადირბაში ჯიგარს, მაშინ ხომ მასზე უბედური არავინაა ამ ქვეყნად! რადგან სახლში "ხორცის გარეშე” ბრუნდება!  ჩვენც ბევრჯერ დავბრუნებულვართ ხელცარიელნი, მაგრამ ყოველთვის სავსე გულით და ბედნიერნი!!!! სწორედ ეს არ ესმით "ამათ” და ამიტომაც მაქვს იმედი, რომ მალე აღარ შეგვხვდებიან "მინდორში” ესენი! ყველა სიკეთესთან ერთად "არც თავისი იციან და არც სხვისას იგებენ” ამიტომაც დადიან "ცარიელები” !!!  ბიჭოოო... არადა რომ შეეკითხო ყველაფერი იცის! ყველაფერი წაუკითხავს ნადირობის შესახებ, მაგრამ წავა, ქედნის "ფიტულებს” იყიდის და ხის კენწეროზე ცდილობს ამ ფიტულების "დამაგრებას”!  რომ ქედანი მიიტყუოს და "ინადიროს”!  მართვის მოწმობას, რომ ამდენი "ჩალიჩი” სჭირდება ასაღებად. თოფის, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ნებართვას და ნადირობის უფლების მიღებას მარტო მართვის მოწმობის წარდგენა უნდა სჭირდებოდეს????   ამ "პოლიტიკის” დამსახურებაა ამდენი ტუტუცი მინდორში!!  წელს, წეროვანში 4 კაცი ერთ დღეს დაიჭრა! ასეთი შემთხევა რამდენი მოხდა კიდევ, ვინ მოსთვლის! თან ყველზე ცუდი ის არის, რომ ვინმე უცხო "მონადირემ” კი არ დაჭრა, არამედ თავისმა "მონადირე მეგობარმა” ღლიტა "ხაზში” გვერდზე მდგომს!!                                                                                                                 წელს მარტო ცუდი არ მომხდარა!  უამრავი კარგი მონადირეც გავიცანი! რამოდენიმე ისეთიც, რომელთანაც უბრალო "ტყე-მინდვრის” ნაცნობობა კი არა, არამედ ახლო მეგობრული და ძმაკაცური ურთიერთობა "უსეზონობაშიც” მაქვს!!  ვნახე და "აღმოვაჩინე” ბევრი ახალი "ადგილი”!  უამრავი ლამაზი მომენტი ვნახე, ჯადოსნური ალიონებიც და დაისებიც! ასევე "ბისკვიტიეს პროფესორობის” მომენტებიც, ჩემი მეგობრების მეძებრების, ულამაზესი "მუშაობებიც”,  შედეგიანი ნასროლებიც ბევრი იყო, უშედეგოებთან ერთად! იყო კოცონი და საუბრები კოცონთან!  იყო ძმაკაცობა და ერთი ნატეხი პურის ძმური გაყოფაც! იყო მთები, ტყეები, ჭალები, მინდვრები!! იყო მზე და  სიცხე, იყო ღრუბლები, თოვლი და ყინვაც!  იყო ყველაფერი ის რაც ასე გვიყვარს მონადირეებს!  იყო უამრავი კურიოზი!  ეს, თუმცა წლევანდელი არაა, მაგრამ სწორედ ახლა გამახსენდა!  "მწყერზე ნადირობისას, ერთი მონადირე მიყვება,  ერთხელ ვნადირობ ძმაო და ძაღლი ნაბულზე დადგაო, მოვემზადე, ძაღლი გავამხნევე, მიეტანა და მწყერიც ამოაფრინა, გავუშვი, რომ არ გამეფუჭებინა და ცოტა შორს ვესროლე, ჩამოვარდა და მეც მშვიდად წავედი მწყრის ასაღებად. მივედი და ზუსტად იმ ადგილზე სადაც მწყერი ჩამოვარდა, 5 ლარიანი ეგდოო. ეს ფული ავიღე მაგრამ მწყერი ვერ ვიპოვეო!” აი ასეთებიც ხდება ნადირობისას!!                                                         მოკლედ, იყო ყველაფერი რაც ნადირობას ახლავს თან ცუდიც და კარგიც!  წელსაც ბევრი "ახალგაზრდა” და "ძველგაზრდა” დაიგეშა! ზოგი ისე მოიწამლა როგორც ჩვენ, მაგრამ ზოგმა თავი და ბოლო ვერ გაიგო! ასევე დაიგეშა ბევრი ლეკვი!  უკვე გამოცდილმა და დაგეშილმა კი ზოგმა საველე დიპლომი მიიღო და ზოგმა "პანღური”!    წელსაც ბევრი ახალი ვისწავლე, ნადირობისა თუ კაცის ცნობისა! ბევრი ახალი მეგობარიც შევიძინე! ძველებთან კი, კიდევ უფრო მეტი გასახსენებლი გამიჩნდა წლევანდელი სეზონით! წელსაც ჩვეულებრივ მოვიარე ჩემი სამშობლო, თოფით-ძაღლით-ანკესით! ერთადერთი რაც პირველად მოხდა ჩემს სიცოცხლეში წელს ის არის, რომ წლევანდელი სეზონი ერთი თვით ადრე დავხურე! ეს, ძალიან ბევრს გაუკვირდა!  ბევრმა ვერ "გაიგო”! სულ რამოდენიმე კი მგონი მიხვდა, თუმცა მე არ მითქვამს არაფერი! არც ვიტყვი მიზეზს! რა მნიშნველობა აქვს სხვისთვის ამ მიზეზებს?? მთავარია მე რას ვგრძნობ!  ჩემს, ყველა მონადირე-მეგობარს მადლობას ვუხდი, ერთად გავლილი სანადირო ბილიკებისთვის, ერთად გათენებული ღამეებისთვის, ცივი, გაყინული ალიონებისთვის რომლებსაც ძმაკაცობით ვათბობდით (ხან თითო ყანწი არყითაც)! ასევე მადლობას ვუხდი მათ, ვინც ახლაც ცდილობს ჩემს სანადიროდ აყოლიებას!                                                                                                                        ბოლოს კი ვიტყვი, რომ "იმის” შემდეგ, თქვენ, ჩემი მონადირე-მეგობრები, თოფი, ძაღლი და სამშობლოს ბუნებაა ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია! მე ამით ვცოცხლობ და ამიტომ მოუთმენლად ველოდები "აგვისტოს მესამე შაბათს” ახალ სეზონს, ახალ თავგადასავლებს !!!!!!!!!



წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (07.02.2014) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 2383 | კომენტარი: 2 | ტეგები: ნადირობა, ჩემი, მონადირე, giohunt1982, სეზონი, monadire, 2013-2014წ. nadiroba | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 tura11   (23.02.2014 16:13:17) [მასალა]
10 10 10 10 10 10 10

+1   Spam
1 gioxmala   (15.02.2014 23:56:36) [მასალა]
ძაააან მაგარიაა 166 166 166 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика