ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თვითგადარჩენაზე [5]
სასწავლო სტატიები [77]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სასწავლო სტატიები » სასწავლო სტატიები    

”სასარგებლო ტროფეები”

                                                                  ”სასარგებლო ტროფეები”


სასარგებლო ტროფეები, თუ რაც გნებავთ ის დავარქვათ, მაგრამ სანადიროში, ნადირ-ფრინველის გარდა კიდევ არის, ისეთი ”ტროფეი” რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, ”უშედეგო ნადირობის” მერე მონადირე, რომ გადაურჩეს ჯალაბის წუწუნს, ”რა ტყუილად დადიხარო” გამოაყოლეთ ხელს ეს ”ტროფეები”. ეს, რათქმაუნდა ხუმრობით! ისე ბევრ, დიასახლის ტყის ხილით და კენკრით უფრო ”გაახარებთ” ვიდრე გასაპუტი ნანადირევით.  შემოდგომა-ზამთარში, მე, ნადირობისას ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას ტყის ნობათს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და მეორეც იმიტომ რომ გემრიელია.   მაგ. ტყის ქათამზე ნადირობისას ყოველთვის მოიძებნება, ამ ნობათის შეგროვების დრო.  მისეირნობ, ჯადოსნური ფერებით აჭრელებულ, შემოდგომის ტყეში, ტკბები ამ საოცრებით და უცბად თვალში ისე ლამაზად მოგხვდება, შავი ნაყოფით დახუნძლული კუნელის ტოტი, რომ მაშინვე დამავიწყდება ხოლმე, სინამდვილეში ვალდშენპს, რომ ვეძებდი. ან ასკილის გაწითლებული ბუჩქი. უფოთლო და უყვავილო, მაგრამ მაინც ულამაზესი!

ჰოდა, თუ ნადირობისას ”თავისუფალ” 30 წუთს გამოვნახავთ, მაშინ მთელი ზამთრის განმავლობაში, სახლში, დედა-ბუნების ნაბოძები ”ჯანმრთელობის წყარო” ულევად გვექნება.

მე და ჩემ შვილს გვიყვარს ასკილის და კენკრის ჩაი, რომელიც C ვიტამინის საბადოა. ამიტომაც ჩვენ, ბოლო დროს მომრავლებულ ვირუსებს, გაძლიერებული იმუნიტეტით ვხვდებით.

ვეცდები თქვენც გაგიზიაროთ ინფორმაცია,  რამოდენიმე, ჩემი საყვარელი ”ტროფეის” შესახებ.


შავი კუნელი.




 ქიმიური შემადგენლობა: კუნელის ნაყოფებში აღმოჩენილია ჰოლინი, ორგანული მჟავები, კაროტინი, C-ვიტამინი და სხვა ნივთიერებები. ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში კუნელის პრეპარატებს იყენებენ გულის მოქმედების ფუნქციონალური დარღვევებისას, ანგინერვოზების, მოციმციმე არითმიისა და ტაქიკარდიის დროს, კუნელი ხელს უწყობს სისხლის წნევის შემცირებას, აუმჯობესებს ძილს, ადაბლებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებას. კუნელის ნაყენის მომზადებაც ძალიან ადვილია! დაჩეჩქვილ ნაყოფს დაასხავთ ადუღებულ წყალს, შეფუთავთ და მეორე დღეს, თუ  ნაყენის კონცენტრატი დიდია, ანუ თუ მუქი გამოვა ნაყენი მაშინ დღეში სამჯერ 1 სუფრის კოვზს მიიღებთ, თუ კი ბაცი ფერის იქნება მაშინ 2 სუფრის კოვზს სამჯერ დღეში. გულისთვის ძალიან კარგიაა.


წითელი კუნელი.



წითელი კუნელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. ნაყოფი და ახალგამოწურული წვენი (რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს) განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის (მოციმციმე არითმიის, სტენოკარდიის, მიოკარდიის, ათეროსკლეროზის, კარდიონევროზისა და ჰიპერტონიის დროს).


ზღმარტლი.



ზღმარტლი შეიცავს დაახლოებით 7% მჟავას, ვიტამინებს C და A, პექტინს და 20% შაქარს, კალიუმს და ტანინებს.

 და ბოლოს უბრალოდ გემრიელია.




კვრინჩხი.



კვრინჩხი Prunus spinosa L - ეკლიანი ბუჩქი ან დაბალი ხეა, რომელიც სიმაღლეში 4 მეტრამდე იზრდება. მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარს. ყვავის აპრილ-მაისში. კვრინჩხს მოლურჯო შავი კურკიანი ნაყოფი აქვს. რბილობი მწვანეა. მწიფდება აგვისტო-სექტემბერში, გააჩნია მოტკბო-მომჟავო გემო, ყინვა რომ დაჰკრავს, სასიამოვნო გემოს იძენს. საქართველოში იზრდება მხოლოდ აღმოსავლეში. ადის ზღვის დონიდან 1600 მეტრამდე, კვრინჩხი თაფლოვანი მცენარეა, მისგან ამზადებენ მურაბებსა და ძმარს, ხდიან არაყს, რომელიც გემოთი ქლიავის არაყს წააგავს. გამოიყენება დეკორატიული თვალსაზრისითაც.


ასკილი.



ნაყოფში C, P და E ვიტამინების შემცველობით ასკილი რეკორდსმენია. მას ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატსაც უწოდებენ. თუ ამ მცენარის ნაყოფს, დროულად შეგროვილსა და სწორად გამომშრალს, სათანადო პირობებში შეინახავთ, ვიტამინები ბიოლოგიურ აქტივობას ორ წელიწადს მაინც არ დაკარგავენ. ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ასკილის ნაყოფში საშუალოდ 10-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ მეტი, ვიდრე ვაშლში.


სამკურნალო რეცეპტები
იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად და მავნე ეპიდემიოლოგიურ ფაქტორთა ზემოქმედებისაგან ორგანიზმის დასაცავად რეკომენდებულია ასკილის ნახარშის მიღება. ამისათვის ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი უნდა დაფქვათ, დაასხათ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 5-10 წუთს ადუღოთ, 2-3 საათს დააყენოთ და გადაწუროთ.Aამ წესით მომზადებული ნახარში უნდა მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ 1/4-1/2 ჭიქის ოდენობით.
ასკილის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თირკმელებში მიმდინარე ანთებითი პროცესის ჩასაცხრობად. ნაყენის მომზადების წესი ასეთია: 20 გრამ დანაყილ ნედლეულს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 12 საათს აყოვნებენ თერმოსში. ამის შემდეგ გადაწურავენ და დღეში სამჯერ ნახევარ ჭიქას მიირთმევენ.
ასკილის ყვავილის ფურცლებს ღეჭავენ ან მათ მურაბას მიირთმევენ გულის კუნთის გასამაგრებლად, აგრეთვე - არითმიის დროს.
ანემიის, ორგანიზმის დასუსტების, განლევის შემთხვევაში, აგრეთვე პოსტოპერაციულ პერიოდში რეკომენდებულია ასკილის ახალდაკრეფილი (ნედლი) ნაყოფის დიდი ოდენობით მიღება ან 1/4-1/2 ჭიქა ნაყენის დალევა დღეში 2-3-ჯერ. ქოლეცისტიტის დროს ასკილის ყვავილებისგან  ნაყენს ამზადებენ: ნედლეულს მდუღარე წყალს ასხამენ, 15-20 წუთს აყოვნებენ და დღეში 4-ჯერ სვამენ 1/2 ჭიქას.


მაჟალო.



უფრო ხშირად მთის შუა და ქვედა სარტყლებშია გავრცელებული. ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლეზე. გვხვდება როგორც ტყისპირებსა და ღია ადგილებში, ასევე წიფლისა და სხვა ფორმაციის კორომებში შენარევის სახის. მართალია გარკვეულწილად სიგრილეს იტანს, მაგრამ ნორმალურად ტენით უზრუნველყოფილ კარგად დრენირებულ ნოყიერ ნიადაგებზე იზრდება. სინათლის მომთხოვნი მცენარეა. ნაყოფი 16 პროცენტ შაქრებს (ფრუქტოზას, გლუკოზას და საქაროზას), 2,4 პროცენტამდე ვაშლის, ლიმონის და სხვა მჟავებს, 3 პროცენტზე მეტ პექტინებს C, B1, D2 ვიტამინებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა მარილებს შეიცავს. მაჟალოს ნაყოფი დიდი რაოდენობით მიდის ღვინის დასამზადებლად, მისგანვე კეთდება ნაირგვარი წვენები, სიროფი, ესენცია, ბურახი, მურაბა და ხილფაფა. საუცხოო მასალაა მარმელადის, ტყლაპის და სხვა ტკბილეულისათვის. მაჟალოსგან კეთდება კისელი და კომპოტი. სამკურნალოდ მაჟალოს ნაყოფი გამოიყენება. ამ მიზნით საერთოდ უპირატესობას ვაშლის კულტურულ ჯიშებს ანიჭებენ. ნედლ მაჟალოს გააჩნია ორგანიზმის მომმაგრებელი თვისება და ამის გამო დიეტურ საშუალებად ითვლება, ფართოდ გამოიყენება ავიტამინოზისა და კუჭაშლილობის დროს, ნაყენი კი - სისხლნაკლოვანების დროს. მაჟალოსაგან დამზადებული პრეპარატები მეცნიერულ მედიცინაში გამოიყენება სისხლმბადი ორგანოების მუშაობის გასაუმჯობესებლად (ანემიები) და იგი შედის მცირე ხასიათის გარეგანი სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებათა შემადგენლობაში.


წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: სასწავლო სტატიები | დაამატა: giohunt1982 (04.12.2013) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 11959 | კომენტარი: 4 | ტეგები: ტროფეები”, მონადირის, nadiroba, ნადირობა, giohunt1982, ჩანაწერები., monadire, ”სასარგებლო | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 tatoxoni   (11.12.2013 01:39:29) [მასალა]
მაჟალო არ ვიცი როგორი რამეა არ შევხვედრივარ, შავი და წითელი კუნელი მაგარია 166 მე პირადად თევზაობიდან რომ ვბრუნდები ეკალას ვკრეფ მაგრა მევასება, ამ სიას დავამატებდი ეკალას 166

0   Spam
3 dudu   (10.12.2013 22:29:57) [მასალა]
45016

+2   Spam
2 77777   (05.12.2013 16:24:20) [მასალა]
კვრინჩხის გარდა ყველას ვხვდები და ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვანებივრებ "სასაგებლო ტროფეებით"! gimili

+1   Spam
1 krimanjuli   (05.12.2013 15:42:16) [მასალა]
გიო კურკანტელა და ხისკანფეტა არვარგა ხო არაფრად... 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика