სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ATA ARMS Neo 12   
vanoarchiპასუხების რაოდენობა: 10
ტყის ქათამზე ნადირობა   
akson777პასუხების რაოდენობა: 4021
მონადირეების გასაჭირი   
Manicopusპასუხების რაოდენობა: 45
მწყერზე ნადირობა   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 4128
ქედანზე ნადირობა   
zurab1პასუხების რაოდენობა: 482
სპინინგით თევზაობა   
STORMEპასუხების რაოდენობა: 14

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

საქართველო vs ტარასკონი
                                       საქართველო vs ტარასკონი

თუ ასე და ასეთი ტემპებით გაგრძელდა, მაშინ არც ისე შორსაა ის დრო, საქართველო ”ტარასკონს”, რომ დაემსგავსება და ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, ნადირობა აზრს, რომ დაკარგავს!
ტარასკონელებივით ჩვენც მოგვიწეს ”ქუდებზე ნადირობა” რადგან აღარ დარჩება სასარგებლო ნადირ-ფრინველი, მდინარეში კი თევზი!!
მხოლოდ ”უვიცი” და პატიოსან მონადირეზე და ნადირობაზე ბუნდოვანი წარმოდგენის მქონე ”ბუნების დამცველი” თუ დაადანაშაულებს პატიოსან მონადირეს, დღევანდელ სავალალო მდგომარეობაზე.
მაინც რაში გამოიხატება ეს სავალალო მდგომარეობაა???
იმაში, რომ ყველდღიურად ჩანაგდება ნადირ-ფრინველის ”სამყოფი” და ”ბინა”. არადა ეს ყველაზე მეტი ზიანის მომტანია! ვგულისხმობ ნადირ-ფრინველის საბინადრო სავარგულების, გაჩეხვა-განადგურებას და მათი შემდგომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად, სათიბ-სახნავ-საძოვრებად გამოყენებას! 
ის ეკალ-ბარდი, ის მაყვლიანი და ის ჭაობებია ზუსტად სხვადასხვა ნადირ-ფრინველის სამყოფი, რომელსაც დღეს ასე დაუფიქრებლად ჩეხავს და აშრობს ”ადგილობრივი” მოსახლეობა!
2013 წლის, 7 დეკემბერს. მარნეულის რაიონში, სოფ. თამარისსთან მდებარე, მდ. ხრამის ჭალაში. სადაც ჩემი ერთერთი საყვარელი სანადიროები იყო. ვიყავით ”სანადიროდ” ჩასულები.( სიტყვა ნადირობა ბრჭყალებში იმიტომ წერია, რომ ნადირობის გარდა ყველაფერი შეიძლება ეწოდოს ჩვენს მაშინდელ გასვლას). 
ჭალაში სადაც, თავისებურად განუმეორებლი ლანდშაფტი იყო და სხვადასხვა ფრინველის და ცხოველის საბინადრო ადგილი. დღეს მხოლოდ შინაური საქონლის საბინადროა! 
ამ ტყეში, პატარ-პატარა არხები გადიოდა, აღარც ეს არხები არსებობს დღეს. 
ასევე იყო პატარა ”ტბა”, რომელიც დააშრო ვიღაც ”ჭკვიანმა”.
მაყვლიან ჯაგებთან ერთად გაჩეხილია, ტყეც. ანუ დიდი ხეები და ამ ხეებით ჩახერგილ-შემოღობილი აქვთ საქონლის საბალახო. ისეა შემოღობილი, რომ ვიღაცის საკუთარ ეზოში გეგონება თავი.
საძოვარ-საბალახოც აქვთ იქაურ მოსახლეობას და საჭრელი ტყეც, მაგრამ იქვე, სახლთან ახლოს, ხომ უნდა მოიწყოს იოლი ცხოვრება?!
ვიღაცა იტყვის, რომ რა დროს ტყის მოფრთხილებააო, ”გლეხს” როცა ასე უჭირსო, მაგრამ საქართველოს 90% უჭირს და რა? ეს გამართლება იქნება იმისა, რომ გაიჩეხოს ტყე, დააშრონ ჭაობი(გაურკვეველი მიზეზით) და მდინარეს საითაც გაუხარდებათ იქით დაუგდონ გზა??
ჭაობი, მხოლოდ ”უვიცის” თვალით არის უსარგებლო, სინამდვილეში კი ნამდვილი, ”სიცოცხლის აკვანია”.
უამრავი სახის ფრინველის სამყოფია, ასევე სხვადასხვა ცხოველის თუ თევზის.
ჰოდა, ამიტომ იცოდეთ ”გარემოს დამცველნო” როცა ვიღაცა ჩობანი ამ ”აკვანს” სპობს ის მარტო სველ ადგილს კი არ აშრობს, არამედ მთელ ლოკალურ ეკო-სისტემას ანადგურებს!
იმ ადგილას აღარც ადგილობრივი ფრინველი იქნება და აღარც გადამფრენი ფრინველი მოვა. ამის მერე ნადირობას დააბრალებენ, ფრინველის შემცირებას. ასეთი, განადგურებული სანადირო სავარგულები კი მრავალი და მრავალია საქართველოში, სამწუხაროდ!

არ შემიძლია, რომ არ ვთქვა კიდევ ერთი სატკივარი. წელს რამოდენიმე შემთხვევის მომსწრე გავხდი, როცა გლეხი კაცი, რომელიც სოფლიდან მოშორებული ტყიდან ეზიდებოდა შეშას. შეშას, რომელიც ოჯახის, ცოლ-შვილის გასათბობად სჭირდებოდა. ის გლეხი კაცი, დააჯარიმეს გარემოს დამცველებმა და 500 ლარიანი ჯარიმა, დამერწმუნეთ რომ ”განაჩენია” მისთვის ამ ზამთარში. კარგი, ბატონო თუ ”"წესი წესია... ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე.” ეს, წესი მხოლოდ ქართველ გლეხზე ვრცელდება?? და იმ ჩობანს, რომელმაც რამოდენიმე ხე კი არ მოჭრა, არამედ მთელი ჭალა გაანადგურა. იმუნიტეტი აქ ჯარიმაზე თუ როგორ არი ეგ საქმე???
თუ ჩობანს არ მოეთხოვება იმ ქვეყნის სიყვარული და დაცვა სადაც დაიბადა და გაიზარდა???

კარგი, გავაგრძელებ ისევ თუნდაც ხანჩალის ტბის მაგალითი რად ღირს, ადრე როცა ათიათასობით გადამფრენი ფრინველი იყრიდა თავს ამ ტბაზე და ნამდვილი ელდორადო იყო, ფრინველის რაოდენობით.
ვიღაცა ტუტუცმა ადგა და ამ ტბა-ჭაობის ნახევარი დააშრო, სახნავ-სათესად. გამოვიდა ისე, რომ ვერც სამეურნეო ნაკვეთად გამოიყენეს ის დამშრალი ადგილი და როგორც, უნიკალური ”პტიჩი ბაზარის” ადგილიც მოსპეს. ფრინველის, ადრინდელი რაოდენობის მეოთხედიც კი აღარ მოდის ხანჩალზე. კიდევ ერთი მაგალითი ვიცი, ადგილს და რაიონს შეგნებულად არ ვიტყვი, რადგან ბრაკებს შეიძლება გაუჩნდეთ იქ განავარდების სურვილი. თბილისიდან არც ისე შორს იყო ერთი კარგი, სანადირო ადგილი. აგვისტოს ბოლოდან მწყერი ძალიან ბევრი იყო ხოლმე და მოგვიანებით შემოდგომაზე კი ხოხობიც იყო საკმაო რაოდენობით, მაგრამ აქაც ”მეურნეებმა” გააკეთეს თავიანთი ”შავი საქმე”. ხორბალს როცა აიღებდნენ ხოლმე, რამოდენიმე ხნის შემდეგ, სანამ ხვნას თავიდან დაიწყებდნენ, ნამკალს ცეცხლს წაუკიდებდნენ ხოლმე, ნიადაგს ”ანაყოფიერებდნენ” თუ რა ჯანდაბას აკეთებდნენ კაცმა არ იცის!
იშვიათად რომელიმე ნაკვეთს, გარშემო ”დამცავ ზოლს” შემოუხნავდნენ ხოლმე, ძირითადად კი უბრალოდ ცეცხლს მოუკიდებდნენ და დანარჩენი არც ანაღვლებდათ. ჰოდა, ამ ცეცხლ-მოკიდებული ნაკვეთებიდან, გადავიდა ცეცხლი ხოხბის სამყოფ ჯაგნარზე და სრულიად გაანადგურა, საკმაოდ დიდი მონაკვეთი ამ ჯაგნარისა. ხოხბის კვალიც კი გაქრა! ხოხბის გარდა კურდღელიც ბევრი იყო, მაგრამ დღეს არც კურდღლის ხსენებაა იქ!!
90-იანებში, საქარე ზოლების უმოწყალო გაჩეხვამ რა შედეგიც მოიტანა, ხომ კარგად ნახეს ”გლეხებმა”! ნიადაგის გამოფიტვა, შემცირებული მოსავალი და ა.შ. მაგრამ დღესაც, რომ იგივე გრძელდება და იგივე მასშტაბებით, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, რომ იჩეხება ”ტყიანი-ზოლები” ჯაგნარი და მაყვლიანი, ეს მონადირეების მეტს რატომ არ აწუხებს არავის?!
თუ გარემოს დაცვის იდეა მხოლოდ ტურისა და მგლის ”გადარჩენაშია”???
სამწუხაროდ, არ მაქვს ფოტო-მასალა რომ თვალნათლივ დავანახო”გარემოს დამცველთ” რეალური სიტუაცია, მაგრამ თუკი ვინმეს დააინტერესებს, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს მზად ვარ წაგიყვანოთ და გაჩვენოთ, თუ რა, სად და როგორ უნდა ”დაიცვათ”!!!
საქართველოს, თავისივე რთული, მთა-გორიანი რელიეფი ყავს მაშველად. რადგან ყველგან ვერ წვდებიან ტყე-ღრეს ”გასანიავებლად”. ეს, შველის ნადირ-ფრინველსაც და ჩვენ, მონადირეებს. არის, ჯერ კიდევ არის ნადირიც და ფრინველიც. ჯერ კიდევ შეიძლება სწორი და პროფესიონალური მიდგომის შემთხვევაში, ყველაფრის მომრავლება-გამრავლება და ნებისმიერ, ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი სანადირო-სათევზაო სავარგულები, რომ გვქონდეს. მაგრამ თუ კი ისევ გაგრძელდება, იგნორირება ამ საკითხის. მაშინ, ხომ გაგიგიათ ”ზღვა კოვზით დაილიაო”?!
Поделиться…


წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (23.12.2013) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 2232 | კომენტარი: 4 | ტეგები: ტარასკონი, ნადირობა, მონადირე, monadire, nadiroba, giohunt1982, vs, საქართველო | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 4
+1   Spam
4 nanohunt2000   (01.01.2014 19:59:54)
ბრაკონიერებს 48 48 48 48 48 48 48

+1   Spam
3 nanohunt2000   (01.01.2014 16:03:03)
03 02 02 სამწუხაროდ ყველას არ აქვს ტვინში გამჯდარი რომ ბუნება რომელსაც არ უფრთხილდება და ზიანს აყენებს მისია მისი შვილების და შვილიშვილების მომავალი. ასე თუ გაგრძელდა დასასრულამდე მივალთ. ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მოვუაროდ ბუნებას, ჩვენს საქართველოს, და ყველაფერი კარგად იქნება. 08-boy-

0   Spam
2 mere   (27.12.2013 21:58:12)
01b 01b 01b 02

+1   Spam
1 77777   (25.12.2013 18:51:31)
სამწუხაროდ მწარე რეალობაა!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика