ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

ირმის სერენადები. ე.მარკოვის ”მონადირის მოგონებანი”-დან
შუა სექტემბერია. ბორჯომიდან ლიკანში ავდივართ მანქანით. სოფლის გასადევარზე იწყება ნაკრძალი.გავცილდით თუ არა მის საზღვარს, დაიწყო საუკუნოვანი დაბურული ტყე. 
ნელი ნაბიჯით მივყვებით დაკლაკნილ ბილიკს.ის სულ ზემო მხარისაკენ მიემართება.ავდივართ გორაკზე.ამის იქით ფოთლოვან ტყეს ცვლის წიწვოვანი ''შავი ტყე". 
ნახევრად ბნელა.ირგვლივ სოკოს,ჩამოცვენილი წიწვისა და მიწაზე მიმოფანტული,ჩახურებული ფოთლის სუნი ტრიალებს.არსად ბალახის ნასახიც არაა.მიწას ნესტიანი ხავსი გადაკვრია.აქა-იქ თავი ამოუყვია წითელ სოკოებს. 
ნაკრძალში მოწყობილია ხელოვნური დიდი სამარილე ადგილები.მას განსაკუთრებით ეტანებიან ირმები.ისინი ლოკავენ არა მარტო მარილს არამედ ირგვლივმიწასაც კი ჩიჩქნიან ჩლიქებით,სადაც წვიმის დროს ხვდება გამდნარი მარილი და ნიადაგი მლაშდება. 
აქ ყველგან ამჩნევია ირმის ნაკვალევი,ტალახი აზელიილია,მიწა ისეა მოტკეპნილი,როგორც სასოფლო კოდთან,სადაც პირუტყვი მოდის წყლის დასალევად. 
ირმები ვერ ძლებენ უმარილოდ.ამიტომ ისინი სტოვებენ იმ ადგილებს,სადაც მარილი ან მლაშე წყლები არ არის.სწორედ ეს გაუთვალისწინებიათ ნაკრძალის მომწყობთ,ამიტომ მოუწყვიათ აქ მლაშე წყლის ამდენი ხელოვნური გუბურები. 
...მზე შორეულ მთებს იქით წვება.ავდივართ უღელტეხილის მწვერვალზე.ისევ ოდნავ გატკეპნილ ბილიკს მივყვებით.მარჯვნივ და მარცხნივ ხშირი თყით დაფარული ხეობაა.მტკვრის გადაღმა მაღლა აზიდულან ცხრაწყარო,სანისლო,თოვლით გადაპენტილი,ჩამავალი მზის სხივებით მოოქროვილი მწვერვალები და ამწვანებული მთაგრეხილიბი. 
შემოდგომაა.ოქროსფერი გადაკვრია მუხასა და წიფელის,ნეკერჩხლისა და ვერხვის მარადმთრთოლვარე ფოთლებს,სიყვითლე შეპარვია არყის ხეების ფოთლებსაც.მხოლოდ უზარმაზარ მუქ-მწვანე ნაძვებს ბანჯგვლიანი თათებივით განიერად გაუჩაჩხავთ ტოტები და ისე დგანან თავიანთ მარადმწვანე ტანსაბურავში კოპწიად მორთულნი,თითქოს უხარიათ სიცივის მოახლოება. 
ნელდება ტყის ცხოვრების მაჯისცემა.მხოლოდ კოდალა უკაკუნებს ხეს და ამთავრებს დღიურ სამუშაოს. მომაბეზრებელი მკვეთრი ჩხავილითა და ჩვეულებრივი მოუსვენრობით დაფრინავენ ჩხიკვები ტოტიტან ტოტზე. მშვიდათ, ხმაჩახლეჩილი მიყრანტალებს სხვებს ჩამორჩენილი ერთადერთი ყვავი,ალბათ ღამის სათევად მიეშურება სადღაც.შაშვი ჭახჭახებს,მელოდიურად უსტვენს,მერე შურდულივით მიფრინავს ტყის სიღრმისაკენ... 


ჩვენ მონადირის სახლთან ვართ.ტყე ძილისთვის ემზადება.ყოველგვარი ხმაური შეწყდა,ჩქამიც არ ისმის სიჩუმეა. 
სულ ცხრა კაცი ვართ:მე,ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი,ნაკრძალის ზედამხედველი-ცნობილი მონადირე ნიკო და ექვსი მეთვალყურე.ესენი არიან საუკეთესო,ცნობილი მონადირეები,ბუნების წიაღში გაზრდილი ჭაბუკები.მათ გულმხურვალედ უყვართ ბუნება,ფრინველები და ცხოველები.ისინი დაუღალავად დადიან ტყეში,დღე და ღამე დასტრიალებენ მას და ებრძვიან ქურდულად მონადირეებს. 
ნიკოყველაზე უფრო გამოცდილია მათ შორის.მითითებას აძლევს ჭაბუკებს: ერთხელ კიდევ მოაგონეს,უხსნის ხარი და ფურირემების დათვლის წესებს ჭაბუკები ჩქარა ამთავრებენ პანტაზე დაყენებულ არყის დალევას და მხიარულად,მკვირცხლად მიდიან წინასწარ მიჩნეულ სათვალთვალო პუნქტებისკენ.ძალიან ჩქარობენ,რადგან ზოგიერთმა სამი-ოთხი კილომეტრიც უნდა გაიაროს ფეხით. 
--შენ კი მწვერვალზე ახვალ! იქ დაიჭირე მოხერხებული ადგილი! შეგიძლია არ იჩქარო,ჯერ ადრეა!-- მეუბნება ნიკო. 
საღამოს რვა საათია,ცის კიდეზე სულ მაღლა მიიწევს გაბადრული მთვარე,ქვეყანას ვერცხლის შუქი ხევს, თოფის ნაცვლად ხელში ქეჩა მიჭირავს,რომ სათვალვალო ადგილას,მიწაზე დავიგო და წამოვწვე. 
ბილიკი განათებულია მთვარის შუქით.მივდივარ ნელა,ზოზინით,ვცდილობ არ დავარღვიო ტყის იდუმალება.უხმაუროდ,შეუმჩნევლად მივემართები ნიკოს მიერ მითითებულ მწვერვალისკენ,მთაგრეხილს გასწვრივ მივყვები ბილიკს. ღია ადგილებს ცვლის ბუჩქნარი,ეკალ-ბარდები.ბილიკს უკვე ვეღარ ვამჩნევ,ბნელა,მაგრამ ალღოთი ვხვდები,თუ საით უნდა წავიდე. 
მივდივარ ასე,არსაით ხმა,არსად ჩქამი,ისევ სიჩუმეა,დაურღვვეველი,საოცარი,შიშის მომგვრელი.უცებ კინაღამ თავზე დამაჯდა თყის ჭოტი;რატომღაც შემეშინდა,გულმა ძგერა დამიწყო.გონს მოვედი. მიკვირს,გამეცინა:ეტყობა,ჩემში სადღაც შეუცნობლად მიმალული ყოფილა ცრუმორწმუნეობის უჩინარი ნაპერწკალი,თორემ ჭოტს როგორ უნდა შემშინებოდა-მეთქი?-გამიელვა თავში.გავნაგრძობ სიარულს-წინ,სულჭინ,შეუსვენებლივ,მინდა დროზე მივიდე დანიშნულ ადგილას.მეშინია,ვაი თუ ვერ მოვუსწრო!...ისევ გადმოვდივარ მთვარის შუქით განათებულ არეზე.ისევ სრული სიწყნარეა ირგვლივ,წეღანდელი მღელვარება გამიქრა.ან რა მქონდა ასაღელვებელი?მართალია,უიარაღოთ ღამით ტყეში სიარული სასიამოვნო არაა,მაგრამ საშიში მაინც არაფერი იყო... ჯოხი მაინც ჭამომეღო"-კვლავ გამიელვა გუნებაში.ათასი ფიქრი მერევა თავში. 
უცებ ჩითახევის მხრიდან გაისმის ხმამაღალი, გაბმული ყვირილი. 
რეტდასხმულივით გავჩერდი... 
თვალის დახამხამებაში ძლიერმა მებმა შესძრეს მთელი ხეობა,გამოძახილი ეფინება ფერდობებს,მწვერვალებს.ისევ შეწყდა.მცირე ხნის შემდეგ მოწყვეტით ზედი-ზედ გაისმის რაღაც საოცრად ყრუ ყვირილი.ვერ მივხვდი რა არის!კვნესა თუ ამოხვნეშა?ისევ სიჩუმე მკვიდრდება....უცებ ხეობის მაპირდაპირე მხრიდან ხელახლა მომესმა უფრო ძლიერი ყვირილი:დაუკმაყოფილებელი სურვილის თუ სევდით გამოწვეული ყვირილი.ყოველ შემთხვევაში ასე შემომესმა... ესაა ხარირემი.... 
ეს ყვირილის მოკლე და მკვეთრია. 
პირველმა ხარირემმა ბევრი არ დააყოვნა,ძლიერი მაღალი ხმით პასუხს აძლევს თავის მეტოქეს. 
დაიწყო მრისხანე გადაძახილები.ყვირიან ხან ერთდროულად,ხან ცალ-ცალკე, რიგრიგობით...ეტყობოდა,ერთიდან მეორე ადგილზე გადადიოდნენ,ადგილს ინაცვლებდნენ შესახვედრად. 
ახლა ქვაბისხევიდან მოისმის ხარირმიების საოცარი ყვირილი.ყვირიან ლიკანის ხეობის ირმებიც,მას მოჰყვა ყვირილი ნაკრძალის ყოველი მხრიდან. 
ტყე კვლავ გამოცოცხლდა. 
დაიწყო ტყის უჩვეულო კონცერტი. 
ქეჩას უზარმაზარი ნაძვის ქვეშ ვშლი. თამბაქოს ვაბოლებ,ყურს ვუგდებ,თან ვთვლი ჩემს უბანში მყვირალ ირმებს.განსაკუთრებით ძლიერ ყვირის ერთი ხარირემი,ლიკანის ხეობაში.ეს არის გამარჯვების გამოძახილ,ჟინმორეული ყვირილი! უდაოდ,ეს უნდა ყოფილიყო ბებერი, დიდი ხარირემი,რომელსაც ბევრჯერ ჰქონდა კავშირი ფურირმებთან და ახლა თავის ზეიმს ამცნობს ტყის სამყაროს. იგი თავის მრისხანე ხმით თავისკენ იწვევდა გამბედავ,გულად ირმებს. 
დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე ირმის ყვირილი.ისე აღიქვამ ამ ყვირილს,თითქოს გაავებულ ხვადილომის ღმუილს უსმენ,ნაკრძალის ფართო ტერიტორიაზე გაბნეული ეს ყვირილი იძლევა წარმოდგენას უდიდესი ძალისა და უშიშროების შესახებ მის საქორწილო პერიოდში,მარად ჩაუმქრალ განაყოფიერების ინსტინქტის შესახებ,რომლითაც შეუჩერებლად წინ ეწევა სიცოცხლეს. 
და ყოველთვის,როცა მე ვისმენდი ირმების ყვირილს,ირმების ამ თავისებურ კონცერტს,მაგონდებოდა სატყვები პოეტ ა.ტოლსტოის მიერ შექმნილი ანდალუზური სერენადიდან. 
სიყვარულის ცეცხლში ვიწვი, 
ყველას ვუხმობ ფიცხელ ბრძოლად! 

მყვირალობის დროს ადამიანი იშვიათათ ნახავს მყვირალ ირემს.ამისათვის საჭიროა შეუმჩნევლადფ, ჩქარი ნაბიჯებით მიეპარო,როცა იგი ყვირის,რადგან ამ დროს ააფერი ესმის მას;ხოლო როცა შეჩერდება,შენც უმალვე იქვე უნდა შეჩერდე,გაქვავდე,რომ არ გაიგოს შენი მიახლოვება.საკმარისია ირემმა ყური მოკრას უმნიშვნელო ხმასაც კი,რომ კლდე-ღრეზე გადავარდება და იმ არე-მარეს გაშორდება. 
მყვირალობაზე დასწრება გატაცებით უყვარდათ ძველად პრივილიგებური კლასის არისტოკრატიული ფენების წარმომადგენელ მონადირეებს. 
მესც მერგო წილად დავსწრებოდი მყვირალობას. 
...ისევ ნაძვის ქვეშ გაფენილ ქეჩაზე ვზივარ. სულგანაბული ყურს ვუგდებ,თუ რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ,მაგრამ დახეთ,სიჩუმე ჩამოვარდა,ტყე კვლავ დუმს,"არსაით ხმა,არსით ძახილი!"ნელა ვდგები,ქეჩას მხარზე ვიკიდებ,მივდივარ უმაუროდ,ფეხაკრებით,მეშინია ფოთლებმა არ გაიფაჩუნოს,ფიჩხი არ გავტეხო და არ გავამჟღავნო ჩემი აქ ყოფნა...თორემ ყველაფერი ჩაიფუშება. 
ისევ ყვიილი,საოცარი,საშინელი,ამაზრზენი,თანაცწარმტაცი.ადგილზე ვჩერდები,ხეს ვეფარები სულგანაბული,გული საოცრად მიძგერს.ვგრძნობ ლიკანის მხრიდან ყვირილით მოდის ხარირემი,იმასაც ვგრძნობ,რომის ძალიან ჩქარა მოიწევს,თანდათან მიახლოვდება. 
"ისე როგორც უნდა ჩამიაროს,რომ თვალი ვერ მოვკრა!არა,ეს შეუძლებელია!ვნახავ უსათუოდ!...აი, აქეთ,ჩემსკენ მოდის!..ვფიქრობ და გული ამოვარდნას აპირებს. 
ყვირილი სულ მიახლოვდება... ის უკვე ასიოდე ნაბიჯზეა!და აი,ჩემს წინ გადაშლილ,მთვარის შუქზე განათებულ ხეობის ვიწროფერდობზეგამოჩნდა დატოტვილრქებიანი ტყის ეს ულამაზესი ქმნილება.უცებ ჩერდება,თავს მაღლა წევს,ყურებდაცქვეტილი აქეთ-იქით იცქირება,ხელახლა ტყის ჯურღმულში გადასავარდნათ გამზადებული. 
ნუთუ ეს არის! ნუთუ სინამდვილეა და არა ზღაპარი! 
ირემი ისევ იმავე უცვლელ პოზაში დგას:თავაწეული,გაოცებული.უცებ დაიყვირა ისეთი მჭექარე ხმით,რომ თითქოს სმენა წამერთვა.მკაფიოდ მესმის მისა ხანდაზმული,ძლიერი ამოსუნთქვა.აშკარად ვხედავ,რომ ყოველ ამოსუნთქვაზე ფერდები საოცრად ებერება და ნესტოებიდან თითქოს ღრუბლის ბოლქვები ვარდება.სულ ახლოს ვარ მისგან,უდიდეს სიამოვნებას ვეძლევი,ვნეტარებ ამ ჯერ არნახულ სურათით.ირემი კი ბაიბურში არაა,რა იცის,რომ ასე ახლოს ვარ ჩასაფრებული.ო,რომ იცოდეს როგორ შეეშინდება,როგორი სისწრაფით მოწყდება ადგილიდან!მაგრამ მყვირალობის ექსტაზში მოსულს,არაფერი ესმის... 
მცირე ხანს ასე დგას,მერე ძირს ხრის დატოვლილ რქიან თავს,მიწას თუ ბალახს სუნავს,ჩლიქებ ურტყამს... 
და აი,კვლავ სწევს თავს მაღლა,შორს იხედება,იწყებს ყვირილს:ამჯერად ისე მჭექარე ხმით,რომ ყური მიბჟუის.უცებ შეწყვიტა ყვირილი,ელვისსისწრაფით ადგილიდან მოწყდა და ეს ზღაპრული მოჩვენება თვალსა და ხელშუა გაქრა. 
იქნებ ნიავმა მიიტანა მის ნესტოებამდე ადამიანის სუნი და აგრძნობინა მოახლოებული ხიფათი? იქნებ მისმა მახვილმა თვალებმა შემნიშნეს და იმიტომ გაქრა? ვინ იცის! 
გაოგნებული ვდგავარ ერთ ადგილას,ხმას ვერ ვიღებ,მესმის მხოლოდ ხან ჩლიქების სწრაფი დარტყმის ხმა,ხან კი ფიჩხის ლაწა-ლუწი. 
შორს კი,შორს,ნაკრძალის ყოველ კუთხიდან ისმის ყვირილი,მაგრამ მე ეს უკვე აღარ მაინტერესებს,რადგან სულ ახლახან თვალწინ მედგა ცოცხალი,მყვირალი ხარირემი! 
ნელი ნაბიჯებით გარს ვუვლი ჩემს უბანს; მესმის ტყის სიღრმეში,ხეობებსა და ფერდობებზე კვლავ შეუნელებლად გრძელდება ეს უცნაური სერენადები.მთვარე კი ისევ ვერცხლისფერ შუქს ღვრის დადამიწაზე.მთელი არე-მარე გაკაშკაშებულია... 
ბევრი ვიხეტიალე,საცაა განთიადიც მოადგება ცის კიდეს.ბადრი მთვარე დასავლეთით გადაიხარა.მყუდროებაა. თვალშეუდგამი ხეები გარინდებულან,ღამის განმავლობაში აფორიაქებული ტყე განაგრძობს საგანთიადო ძილს... 
მივდივარ მონადირეების სახლისკენ,ისე მივყვები უდაბური ტყის ვიწრო ბილიკებს,თითქოს ზმანებათა ჟადოქრულ ზღაპრულ სამყაროდან ვიყო გამოსული....



წყარო: http://guns.ge
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (21.04.2013)
ნანახია: 2215 | ტეგები: ირმის, ”მონადირის, ე.მარკოვის, monadire, iremi, nadiroba, მოგენებანი”-დან, სერენადები., mogoneba | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика