ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

"ნადირობა"
                                                              "ნადირობა”

მოკლედ, წლიდან წლამდე უარესდება სიტუაცია საქართველოში! კლებულობს სასარგებლო ნადირ-ფრინველი და მატულობს მტაცებელი ნადირი! ასევე ყოველ წელს იზრდება "თოფიანი ტუტუცების” რაოდენობა! ყოველ წელს, "ახალ სეზონს” იმედით შევყურებთ მონადირეები. იქნებ ამ სეზონზე მაინც "გვეშველოს”, რომ დაუშვან უაზროდ გამრავლებულ ტურა-მელაზე ნადირობა! შემოვიდეს ახალი წესები "ნადირობის უფლების მოპოვებაში”! მაგრამ არა! ყოველს წელს იგივეს ვიღებთ მცირე სახე ცვლილებით! ყოველ წელს მატულობს ბიუროკრატიული მანქანის ძალა, რომელიც მხოლოდ პატიოსან მონადირეებს გვიქმნის "პრობლემებს”! აბა ბრაკონიერებს არც ნადირობის ვადები აინტერესებთ და არც წესებს დაგიდევენ! როგორც უნდათ ისე ბრაკონიერობენ! წელს, ვითომ ამუშავდა, გარემოს დაცვის სამინისტრო, მაგრამ მათ მიერ გამოვლენილი დარღვევებში, უმეტესად მონადირეები დაზარალდნენ და არა ბრაკონიერები! მაგალითად, "500 მეტრიანი” დისტანციის დაცვის დროს, უამრავი მონადირე დააჯარიმეს! რომლებიც დილის გადაფრენაზე ნადირობდნენ და არა ღამით "ფარზე”! კი, ბატონო. ვეთანხმები რომ ამ "დისტანციის” დაცვა აუცილებელია, მაგრამ მონადირემ რატომ უნდა იმკითხაოს თუ "რამდენი მეტრი დარჩა დაცულ ტერიტორიამდე”? ამ "დაცულ ტერიტორიებამდე” მისასვლელ სამანქანო გზებზე უბრალო ფირნიშები გააკეთონ და ინფორმირებული იქნება მონადირე თუ სად იწყება ეს "აკრძალული ზონა”!! და თუ მაინც დაირღვა ეს "დისტანცია” მაგრამ მაინცდამაინც ნაკრძალში არ შესულა მონადირე, იმისთვის "გაფრთხილების” მიცემა-დაწერა არ შეიძლება? პირდაპირ ჯარიმაზე რომ გადასცემთ?! 2013-2014 წლების სანადირო სეზონზე უამრავმა მონადირემ მომიყვა ასეთი მაგალითი, რომ "სულ ტყუილად დააჯარიმეს”! დღისით, ტყის ქათამზე მეძებრით ნადირობისას, დააჯარიმეს მონადირე 1 მონადირებული ვალდშენპისთვის! რამოდენიმე დღეში კი ვალდშნეპზე ნადირობის სეზონი 1 მარტამდე გააგრძელეს! ეს სამართლიანია? მგონი რომ არა რადგან იმ დაჯარიმებულ მონადირეს, ძველი კანონით "გაასამართლებენ” და 100 ლარი ვადების დარღვევისთვის და 25 ლარი მონადირებული ვალდშნეპისთვის(რომლის მონადირებითაც სახელმწიფოს მიაყენა "ზიანი”). რამდენი ხანია ითხოვდნენ მონადირეები ვალდშენპზე ნადირობის 1 მარტადმე გაგრძელებას და აჰა, "დადგა დრო სანატრელი, იხარე მონადირევ წამებულო”, ინადირე 1 მარტამდე ბატონო!(აღმოსავლეთ საქართველოში თუ კი ნახავ საერთოდ ვალდშენპს) დასავლეთში წახვალ, თბილისიდან და ყველაზე ცოტა 800 კმ. უნდა გაიაროს მონადირემ, ისიც სიმწრით მოპოვებულ "უქმეებში” და თუ გაუმართლა და კარგად შეხვდა ქათამი, მაშინ სულ 3 ცალი ვალდშნეპით უნდა დაკმაყოფილდეს! დასავლეთში "ვისიპკაზე” 3 ქათამი შეიძლება 15-20 წუთში მოინადიროს მონადირემ და როგორ გგონიათ, ამხელა გზაზე ჩასული მონადირე რომელიც, დანატრებული იყო ამ ნადირობას, შეწყვეტს ნადირობას და სახლში წავა?? რათქმაუნდა არა! თუმცა წესი წესია და უნდა ემორჩილებოდეს! ლიმიტი იმიტომ შეაცირეს, რომ 1 მარტამდე გააგრძელეს სეზონი! მოკლედ, ერთს გვითმობენ და მეორეს გვართმევენ! არცერთ ქვეყანაში არ არის ასე "აწეწილი” სამონადირეო "კანონმდებლობა”! აწეწილი კი არა ჩვენთან ასეთი არც არაფერი არსებობს! დაცულია, მგლის, ტურის, მელიის და სხვა მავნებლების უფლებები! მაგრამ დაუცველია, სხვა სასარგებლო ნადირ-ფრინველის და მონადირის უფლებები!! და ჩვენ ვთვლით რომ ეს უსამართლობაა!! საქართველოში დიდი ისტორია აქვს მდევრებით ნადირობას! დღეს კი ვიღაცა "ტვინგაწყალებული” არასამთავრობო "მწვანეების” აზრით ეს, ისედაც "სიკვდილის პირას მყოფი” ისტორია სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს! მონადირეები, რომელებმაც შესძლეს სუფთა სისხლების მდევრების შენარჩუნება, ისინი ჩემს თვალში გმირები არიან! და ვიღაც იდიოტის თვალში კი ბრაკონიერები! ეს სამართლიანია? რათქმაუნდა არა! აკრძალულია ბატონო და მაშინ აღარც მდევრები გვჭირდება და აღარც სოროს ძაღლები! ნეტავ რატომ წვალობენ მონადირეები მათ შენახვა დაგეშვაზე? თუ კი არ დაგვადგა საშველი? საქართველოს ნებისმიერ რაიონში, საღამოს პირზე მიბრძანდით და მოუსმინეთ, დატკბით თუ რამდენი ტურა გალობს "ღამის საარს”!! მარნეულის რაიონში, ბოლო წლებში რომ მომრავლდა "ჩუმა” ძაღლის ჭირი, ნეტავ რისი ბრალია? მონადირე ძაღლების? რათქმაუნდა ტურა-მელიის! "ქალაქის ტერიტორიაზეც” რომ თავისუფლად დაბრძანდებიან და უკვე არაერთი შემთხვევა იყო ადამიანის დაკბენის! მაგრამ არამცდარამც არ დაუშვეს ჯერ ნადირობა, რომ იქნებ შემცირდეს მავნებლების რაოდენობა და ამით ისევ ფაუნას მიეცეს საშველი! ნადირობის აკრძალვით ნადირ-ფრინველი ჯერ არავის მოუმრავლებია!! საერთოდ არავის და არცერთ ქვეყანას! მარტო ქართველი "გარემოს დამცველები” ფიქრობენ, რომ ისინი იქნებიან პიონერები ამ საქმეში! ნადირობა უბრალოდ თოფიანი კაცების ხეტიალი არ არის! ნადირობა, მამაკაცის ყველაზე ძველი პროფესიაა! დღეს აღარ არის ამ "პროფესიის” აუცილებლობა, მაგრამ ნადირობა ჩვენთვის, რომ ცხოვრების წესია რა ვუყოთ ამას? ვერც ვერაფერს ვერ ვუზამთ! იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ გავძლებთ ჩვენ ამის გარეშე! ამიტომ ჩვენთან, მუდმივ ინეტერესთა კონფლიქტში ყოფნას, თანამშრომლობა არ სჯობია?! დამიჯერეთ, თქვენ, ჩვენზე მეტად არ გიყვართ სამშობლოს ფლორა-ფაუნა!! "მწვანეების” აბსოლიტური უმეტესობისთვის, ეს სიყვარული, მხოლოდ გრანტ-ტრანშებია, ხელფასებია! ჩვენთვის კი სიცოცხლეა, ცხოვრების წესია! 
კი, ბატონო. როცა ვგრძნობ, რომ ადამიანი რომელიც მეკამათება, ჩემზე ჭკვიანია, მაშინ ვჩუმდები და ვაღიარებ მის უპირატესობას ამა თუ იმ საკითხის ცოდნაში! მაგრამ როგორ დავუჯერო ისეთებს რომლებიც წარმოუდგენელ სისულელეებს საქვეყნოდ, ტელევიზიით "არახუნებენ”? მაგალითად, როცა კაცი, ასე მსჯელობს: "თუ მგლის რაოდენობა შემცირდება ბუნებაში, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული სხვა სახეობების პოპულაციასთანო და მგლის შემცირება კურდღლის გადაშენებას გამოიწვევსო”! კაცი, რომელსაც ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც აქვს ბუნებაზე ამას არასდროს იტყვის!!! ეს ნიშნავს, რომ ამ "გენიალური იდიოტიზმის” ავტორს ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ აქვს ბუნებაზე და დღეს ასეთებს ეკითხებიან აზრს!! სხვა თუ არაფერი ბოლო-ბოლო სირცხვილია! ან, ის რად ღირს ტელევიზიით, რომ მოვისმინეთ, ერთერთ სოფელში მგლების თავდასხმები, რომ გახშირდა, მიავლინეს "სპეციალისტი” სიტუაციის შესასწავლად! ამან უნდა "შეისწავლოს” სიტუაცია და მერე ამის, ოქმის თუ გადწყვეტილების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, იმ რაიონში გამოიყოს თუ არა მონადირეთა ჯგუფი, რომ მგლებზე ინადირონ! ამ "სულელმა” კი რა გადაწყვიტა ეშმაკმა უწყის, მაგრამ რაც თქვა ეს ხომ იცით?! "თუ მგელი ნათესებს გაგინადგურებთ, მხოლოდ მაშინ გაქვთ უფლება, რომ ესროლოთო! არ გაქვთ უფლება "დევნა” განახორციელოთო”. 
შე, კაი ადამიანო. ბავშვობაში "სამი გოჭის ამბავი” მაინც არ წაგიკითხავს?? ეს, ბალანდამწვარი მგელი ბალახს და სიმინდს რომ მიირთმევდეს "სამ გოჭს” დაუწყებდა დევნას????? ჰოდა, დღეს ასეთ "სპეციალისტებს” აბარიათ ჩვენი ქვეყნის ფლორა-ფაუნის ბედი!! მე პირადად ამის მრცხვენია! ანდა ის რად ღირს? "სალაფავზე აღზრდილი მგლების” მაგალითით სხვა, ჯერ კიდევ "ველური” მგლები ხორცის ჭამას გადაეჩვევიანო!! და ამას აქვეყნებდნენ პრესაში, აშუქებდნენ ტელევიზიით! ბიჭოო, აი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო წარმოდგენა არ მაქვს! ისე ერთს კი ვეტყვი, იმ ფანტაზიორს, რომ "მგელი არ მაშლის მგლობასაააა!!!” 
ასეთი აზრები და ფანტაზიები, რომ გაწუხებს შე უპატრონო, რა "იეღოვა” ხარ, რომ მგელს და კრავს ერთად აბალახებ?! შენ გაწუხებს და ჯანდაბას, მაგრამ ჩვენ რას გვახვევ თავს ამ იდიოტიზმს?! 
კარგი, დავანებოთ ამათაც თავი და იმაზე ვილაპარაკოთ, დღევანდელ გარემოს ზოგიერთ დამცველს, წარმოდგენა, რომ არ აქვს ბრაკონიერი სად უნდა "ეძებოს”! გურიის ერთერთი გარმოს დამცველი ამბობდა თავის თანამშრომელ-ხელქვეითბზე :”აგენი, ვინ ყოფილან? ძამა, ამფერი აფერი მინხავს, "ვალინკები” ვერ ვაყიდიე ამ უპატრონოებს, რომ ჩაიცვან და "პიკაპიდან” ხანდახან მაინც გადმევიდნენ ძირსო, ტალახში ფეხის დასრა აგენს არ უნდებიენ, დაკატაობენ "მაშინით” და ასე რაის საქმეს გააკეთებენ მაგენიო?” თუთაშხიასი არ იყოს "არავის საქმეში, უკაცრავად არავის საკადრო პოლიტიკაში არ ვერევი”, მაგრამ სამსახურში ადამიანს რომ იღებ, იმ ადამიანში კარგად მუშაობის ოდნავი სტიმული, მოტივაცია არ უნდა იყოს?? სულ ცოტა მაინც?! "კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას” და იმიტომ ვამბობ ამას! ადამიანი რომელიც იმას ცდილობს, რომ როგორმე თვიდან-თვემდე, ხელფასიდან-ხელფასამდე მიჩოჩიალდეს, ის ვერასდროს გააკეთებს საქმეს კარგად! კი, რამოდენიმე ისეთსაც ვიცნობ, რომლებიც მართლა გულით მუშაობენ და კარგადაც აკეთებენ საქმეს, მაგრამ ეს "კეთილი ადამიანები” უმცირესობაში არიან და ამინდს ვერ ქმნიან!! მოკლედ, ხარვეზები და ხარვეზები წლიდან-წლამდე! 
კარგი ამასაც დავანებოთ თავი და ყველაზე მტკივნეულს შევეხოთ! იმ საშინელ სიტუაციას რა ვუშველოთ დღეს, რომ გვაქვს! ეს სიტუაცია კი ასე გამოიყურება: ნებისმიერ სულელს რომელსაც მოუნდება და რომელსაც მართვის მოწმობა აქვს, მივა ნებისმიერ მონადირის მაღაზიაში და იყიდს თოფს(ცეცხლსაროლ იარაღს, ეს მაინც შეგახსენეთ) მხოლოდ მართვის მოწმობის "ქონის” საფუძველზე "გაიფორმებს” თოფს და მიდიიი.... იყიდის ვაზნებს, სანადირო ეკიპირებას და ვიღაცა მონადირესაც კი დაუძახებს! არადა მონადირე კი არა ნამდვილი სულელია! იმიტომ, რომ ელემენტარული წარმოდგენა არ აქვს არც უსაფრთხოების წესებზე და არც ნადირ-ფრინველზე! და რაც ყველაზე ცუდია, სულაც არ აინტერესებს ეს საკითხები და არც ცდილობს ისწავლოს, გაიგოს რამე "ამ ქვეყნისა”!!! ჰოდა, ასეთი "შეიარაღებული იდიოტი” თქვენ ქალაქში არ გაწუხებთ ბატონო, მაგრამ ჩვენ რომ "სიცოცხლეს გვიმწარებს” მინდორში რა ვუყოთ? ჩვენი ნერვები კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ეს სულელი დაუფიქრებლად, რომ უხსნის ცეცხლს ყველაფერ მოძრავს?! მაშინ? იქნება რაიმე სახეობის უკანასკნელ "ინდივიდს” კლავს! არა უშავს?! კარგი ეგეც თუ არ გენაღვლებათ, თავისივე მეგობარს(ადამიანს) რომ უქმნის საფრთხეს?! მაშინ? რამდენი კაცი დაიჭრა წლევანდელ სეზონზე? ბევრი! ჰოდა, აქედან გამოსავალს ჩვენ "მონკავშირში” ვხედავთ! მონადირეთა კავშირში, მაგრამ მარტო "საწევროს მიმღებ” იმპოტენტ ორგანიზაციაში კი არა! არამედ გამართულ და პროფესიონალურად ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაში, რომელიც სათანადო "კურსების” გავლის შემდეგ და სათანადო ცოდნის მიღების შემდეგ მისცემს პიროვნებას ნადირობის უფლებას! რომელშიც "ჩემი ძმაკაცია” "იმის ბიძაშვილია”-ს პოლიტიკა არ იქნება! ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ასეა, რომ ნადირობის ყველა მსურველს უწვეს შესაბამისი საკითხების შესწავლა და შემდეგ "გამოცდების ჩაბარება”! საქართველო კი არის დიდი ისტორიის და დიდი მებრძოლების. თოფ-იარაღის მარჯვედ მომხმარე ხალხის ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ ეს წარსულში იყო წარსულშიიი!!! დღეს აუცილებელია ასეთი ცვლილებები! აუცილებელია ისევ ბუნებისთვის, ფლორა-ფაუნისთვის! თორემ მე რა ?? მე ბოლო-ბოლო ვისწავლე ჭკუა და მსგავს დეგენერატებს აღარ ვიკარებ სიახლოვეს!! მართვის მოწმობის აღებას მთელი "ჩალიჩი” სჭირდება! რადგან მანქანის საჭესთან მჯდომსო,ბატონო, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა შეუძლია და ამიტომ 100%-ით უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ასეთი "უვარგისები” ვერ მოხვდებიან საჭესთანო! გლუვლულიანი იარაღიდან ნასროლს წამში შეუძლია "აწმყო წარსულად გიქციოს”! აღარაფერს ვიძახი ხრახნილლულიანი იარაღიდან ნასროლზე! რომელიც ასე "უპრაგონდ” ფორმდება ყველაზე! ოღონდ იყიდე!!! ეს უნდა შეიცვალოს ჩვენი აზრით!
და ბოლოს, საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, ისეთი "პოლიტიკა” მიჰყავთ მავანთ და მავანთ, რომ უნდათ და ცდილობენ ნადირობა, მხოლოდ სანადირო მეურნეობებში არსებობდეს! ვიღაცისთვის ეს "ბიზნეს ინტერესებია”, ვიღაცა კი ამაში ხედავს "ბუნების გადარჩენას”! არცერთი მათგანი ვინც ამ პოლიტიკის მომხრეა არ არის გულწრფელი!!! არცერთი!! ყველა თავისკენ ექაჩება საბანს და "მასე არ არის ბიძია”!! 
არ მინდა ბატონო, მე ეს "სამი საათის გაშვებულ ხოხობზე ნადირობა”!! შემორაგვულ ტერიტორიაზე მოკლული ტახი კი არა ბიზონი არ მინდაა!! ეს ჩემის აზრით სუფთა მარაზმია! ინკუბატორის "გაშტერებულ” ხოხობთან, ძაღლის ნაბულზე მივიდე და პანღურით წამოვაგდო??!! არასოდეს! მე მონადირე ვარ, მაგრამ ჩემს მიზანს ნანადირევში არ ვხედავ! მე რომანტიკოსი მონადირე ვარ! ჩემთვის "ველურ პირობებში” მონადირებული ერთი პატარა მწყერი უფრო ძვირფასია, ვიდრე ვინმეს "ეზოში” მოკლული ტახი! მე და ჩემნნაირი მონადირეები არ გადავიხდით ფულს ნანადირევში!! არა იმიტომ, რომ ან გვენანება ან შესაძლებლობა არ გვაქვს მაგისი, არამედ იმიტომ, რომ მაშინ ეს ნადირობა აღარ იქნება! ამას უფრო სხვა სახელი შეეფერება მაგალითად "ფასიანი გასართობი ატრაქციონი” ან "ტირი”!!! ადრეც მრავალჯერ მითქვამს, რომ ხელცარიელი ბევრჯერ მოვსულვარ სახლში! ცარიელი ხელით და იმედით სავსე გულით, რომ შემდეგში გამიმართლებს! ამას მონადირული აზარტი ქვია! მაგრამ ვერ გაიგებს ამას ის ვისაც არ ესმის სიცივეში, ტალახში და ათას უბედურებაში ნაბოდიალები მონადირეების, საღამოს კოცონთან გატეხილი პურის და ყველის!! მე ეს მომწონს! ვიღაცას "პიწკად” სიარული მეურნეობაში! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ, თავზე უნდა მოგვახვიოს თავის ბიზნეს ინტერესები, იმიტომ რომ მას ეს უნდა, მას ასე აწყობს! კიდევ ერთხელ გიმეორებ "მასე არ არის ბიძია”!! როგორი მკაცრი კანონიც არ უნდა მიიღონ "ხვალ” რომ თუ ნადირობა გინდა მხოლოდ "მეურნეობაში” მიბრძანდიო, სახალხოდ ვიძახი რომ არასდროს ვინადირებ მანდ! და მერე ვითამაშოთ "კატა-თაგვობანა”! მაგასაც ვნახავთ ვინ ვის დაიჭერს ტყეში! ამ სიტყვებს "ტყუილად არ ვაბრახუნებ”! ჩვენზე მეტი "ჩორნი ხოდი” ვინ იცის? მაგრამ არ გვინდა ასეთი ნადირობა, რადგან ჩვენ ხორცს არ ვეძებთ საზრდოდ! ჩვენი საზრდო "პროცესია”! ბუნებასთან პირისპირ დგომის პროცესი! მე, გიორგი სარიშვილი ამას, ჩემნნაირი რომანტიკოსი მონადირეების სახელით ვამბობ!


წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (12.02.2014) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 2726 | კომენტარი: 3 | ტეგები: ნადირობა, ნადირობა nadiroba, მონადირე, monadire, giohunt1982, საქართველოში | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 ggiiggii   (22.02.2014 22:15:33) [მასალა]
13 13 23_30_126 ტურა და მელა დიდი პრობლემაა!!! ნადირობის დროს რომ ტურა შეგხვდება როგორ არ უნდა მოკლა? მითუმეტეს როცა ცოფი ან ჩუმა ჭირს. 23

+2   Spam
2 shontiamo   (15.02.2014 00:49:05) [მასალა]
დასავლეთიდან შენს გვერდით ვარ გიორგი გაგიმარჯოს ღმერთმა ყველა მასე მოიქცევა ნამდვილი მონადირე არ შევა ფერმაში და არ იყიდის ბროილერის ხოხობს და არც მწყერს გაუმარჯოს თავისუფალ ბუნებაში გაზრდილ ფრინველს თუ ცხოველს რომელიც რთგული მოსანადირებელია და ამავდროულად ენით აღუწერელი სიამოვნების მომგვრელი გაგიმარჯოს გიო და ერთი მე ვარ შენს გვერდით მაგ სიასი რომელიც სულ შეეწინააღმდეგება ამათ ნაბოდიალებ კანონებს

+1   Spam
1 zviadi565   (12.02.2014 22:03:37) [მასალა]
შენნაირი ქართველები გვიმრავლოს ღმერთმა ჩემო გიორგი,გაიხრე ძმაო 39 39 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика