ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

სპინინგით აღმოსავლეთ საქართველოში
სპინინგით აღმოსავლეთ საქართველოში
 
აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები "სპინიგისტები" ფრიადწამგებიან მდგომარეობაში ავღმოჩნდით. განსაჯეთ -სპინინგითთევზაობის ძირითადი ობიექტები: ქარიყლაპია, ქორჭილა დაფარგა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ბინადრობენ.ერთადერთი წმინდა მტაცებელი -კალმახი-, რომელიცაღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების ზემო დინებაშიბინადრობს, ჩვენმა "მეგობრებმა" ისეთ შავ დღეში ჩააგდეს, რომეს თევზი გადაშენების პირასაა მისული და შეტანილია წითელწიგნში. ასე რომ მისი ჭერა კანონდარღვევაცაა და უბრალოდამორალური საქციელიც. რა თქმა უნდა არის კერძო ტბები, სადაცყავთ ცისარტყელა კალმახი, გარკვეული გადასახადის გაღებისშემდეგ აქ შეგიძლიათ ითევზაოთ, მაგრამ ვეჭვობ ვინმესხიბლავდეს "აკვარიუმში" თევზაობა.
 
მაშ რა ვქნათ, გადავდოთ სპინინგები და ჩავბარდეთ"მეკობრეებს"?
არა! არა და არა მეგობრებო! მიუხედავად არსებულისირთულეებისა აღმოსავლეთ საქართველოშიც შეიძლება საკმაოდშედეგიანად ვითევზაოთ სპინინგით.
 
რა თქმა უნდა მოგვიწევს მოუხმოდ მთელ ჩვენ ფანტაზიას დამოთმინებაც დაგვჭირდება.
 
რა თევზი შეიძლება გახდეს სპინიგისტის სამიზნე აღმოსავლეთსაქართველოში?
 
ნომინალური მტაცებლებიდან ჩვენ გვყავს: ჭერეხი, ლოქო დაქაშაპი. გარდა ამისა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი"მშვიდობიანი" თევზი, რომელიც თავისი ზომის მაქსიმუმსუახლოვდება, არასდროს იტყვის უარს ლიფსიტაზე, ანუპრაქტიკულად მტაცებელი ხდება.
მე არ გირჩევთ სპინინგით ხელში კობრის, ამურის ან კარჩხანასჭერას, ეს პრაკტიკულად შეუძლებელია, აი შამაი და წვერა კიძალიან ხშირად ეტანებიან ხელოვნურ სატყუარებს.
 
მაშ ასე, დავიწყოთ თანმიმდევრულად: უპირველეს ყოვლისაუნდა დავიმახსივროთ რამოდენიმე აქსიომა:
-მდინარის თევზი უფრო აქტიურად იღებს ხელოვნურსატყუარებს, ვიდრე მდგარი წყლის. ეს იმიტომ, რომ მას ნაკლებიდრო აქვს საკვების დასაჭერად.
-რაც უფრო დიდია თევზის კონცენტრაცია ჭერის ზონაში, მითუფრო თამამად ეტანება იგი ხელოვნურ სატყუარებს.
 
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაოდ კარგათ უნდა შევისწავლოთწყალსატევი, რომელზეც სპინინგით ვაპირებთ თევზაობას და არცუშედეგო გასვლას უნდა შეუშინდეთ, მოთმინება ხომ თევზაობისწარმატების ნახევარია.
 
მინდა აგრეთვე ავღნიშნო, რომ ჩვენი ძირითადი "იარაღი" იქნებამსუბუქი და ზემსუბუქი კლასის, როგორც თვით სპინინგი ასევესატყუარებიც. თითქმის ყველა მონტაჟი მინი-ბომბარდასგამოყენებას გულისხმობს.

ჭერეხი

აღმოსავლეთ საქართველოში ბინადრობს წითელტუჩა ჭერეხი. ეს წმინდა მტაცებელი თავიზი ევროპელი თანამოძმესგან, რომელიც დასავლეთ საქართველოში ბინადრობს, განსხვავდება ზომით, რომელიც იშვიათად აღემატება 2 კილოს. მისი ბინადრობის ადგილებად მითითებულია მდინარე მტკვარი (რუსთავის ქვემოთ), ალაზანი (მიჯნის ყურეში), იორი ქვემო დინებაში, ჯანდარის ტბა, ტარიბანა.
წითელტუჩა ჭერეხის ჭერაში, მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენა გაცილებით უფრო ძნელია ვიდრე თვით ჭერის მეთოდი, ეს ომიტომ რომ ეს მშვენიერი თევზი ძალიან იშვიათია...
სპინინგის გამართვის თავისებურებიდან ავღნიშნავ მხოლოდ იმას, რომ დაგვჭირდება მსუბუქი კლასის ჯოხი და შესაბამისი სატყუარები: მინოუ ტიპის მცირე ვობლერები 3-7 სმ; ტრიალები არაუმეტეს №2; სილიკონის სატყუარები -ვიბრო და ტვისტერი- 3-5 სანტიმეტრი.
წითელტუჩა ჭერეხის ჭერაზე შემოვიფარგლები ზედაპირული ინფორმაციის მოწოდებით, გულახდილად გეტყვით რომ ამ თევზზე არ ღირს მიზანმიმართულად თევზაობა, ვინაიდან მისი ბინადრობის ადგილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს.


ქაშაპი

აღმოსავლეთ საქართველოში ბინადრობს კავკასიური ჯუჯა ქაშაპი. თავისი ევროპული მოძმესგან განსხვავებით, რომელიც არგეთვე დასავლეთ საქართველოში ბინადრობს, იგი არ აღემატება 20 სანტიმეტრს, მხოლოდ იშვიათად თუ გვხდებიან 35-40 სანტიმეტრიანი ეკზემპლიარები 500-800 გრამი წონით. გავრცელებულია ჯუჯა ქაშაპი არმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარეში და წყალსაცავში.

მის საჭერად უნდა გამოვიყენოთ მსუბუქი ან ზემსუბუკი კლასის სპინინგი, რომელიც მინი ბომბარდათი იქნება აღკაზმული. პირიქით შემთხვევაში ულტრა მსუბუქი სატყუარების ტყორცნა შეუძლებელი იქნება. სატყუარები გამოიყენება როგორც ცოცხალი ასევე ხელოვნურიც. 
ყველაზე წარმატებული არის მცირე ზომის კალია. მონტაჟის თავისებურება მდგომარეობს საკმაოდ გრძელ სადავეში (ჯოხის სიგრძეზე 30-40 სანტიმეტრით მოკლე). ბომბარდა ტესტით 3-5 გრამი, მცურავი.
თუ ვთევზაობთ მდინარეზე, მაშინ ტყორცნის შემდეგ ნელ ნელა ვაყოლებთ დინებას სატყუარას (კალიას ჩვენ შემთხვევაში) და თევზის სავარაუდო დგომოს ადგილებში ვაკეთებთ პაუზებს.
ხელოვნური სატყუარებიდან გამოვიყენებთ მინი ვობლერებს, ტრიალებს №0 და №00, მიკრო ტვისტერბს. რა თქმა უნდა ბომბარდიან მონტაზე.


ჭერის პერსპექტიულ ადგილებად ითვლებიან ადგილები ციცაბო ნაპირებთან, ჩქერის შემდეგ, გადმოხრილი ხეების ან ბუჩქების ქვეშ, წყალქვეშა ღრმულებთან.
ხელოვნური სატყუარების გატარება ხდება საშუალო და ნელი ტემპით, პაუზებისა და ბიძგების გარეშე.



შამაია

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღმოსავლეთ საქართველოს თევზთა შორის სწორედ შამაია არის ყველაზე იოლი დასაჭერი ზემსუბუქი კლასის სპინინგით. ეს იმიტომ ხდება რომ შამაია ქარავნული თევზია, მაღალი კვებითი კონკურენცია აიძულებს მას თავს დაესხას ნებისმიერ მცურევე ობიექტს, რომლის გადაყლაპვაც შეუძლია, თორე ამას მისი კონკურენტი თანამოძმეები გააკეთებენ.
აქაც რა თქმა უნდა მონტაჟი მინი ბომბარდას და გრძელი სადავეს გამოყენებას გულისხმობს.



ცოცხალი სატყუარებიდან უკეთესია თეთრი ჭია, ერთი ან ორი ცალი, საკმაოდ მცირე ვერცხლისფერ ან ოქროსფერ ნემსკავზე.
გატარება შემდეგნაერი -ტყორცნის შემდეგ ვაკეთებთ 10-15 წამიან პაუზას, ვაცლით სატყუარას (ამ შემთხვევაში თეთრ ჭიას) განახორციელოს თავისუფალი ვარდნა. შემდეგ ვაკეთებთ კოჭის რამოდენიმე ბრუნს და ისევ 10-15 წამიანი პაუზა. ჩარტყმა ზუსტად პაუზის დროს ხდება. ამავე მეთოდით ხშირად თეთრულაც იჭერება.
ხელოვნური სატყუარებიდან ყველაზე წარმატებული არის თეთრი, შავი და ყავისფერი მიკრო ტვისტერები (1-2 სანტიმეტრი).
გატარება იდენტური -ტყორცნის შემდეგ პაუზა, შემდეგ კოჭას 2-3 ბრუნი და ისევ პაუზა. თუ ჭერის ადგილი ღრმაა, კარგი შედეგი მოაქვს მონტაჟის დამძიმებას - ნემსკავზე წამოცმული ტვისტერის წინ მაგრდება საფანტისებური საძირავი 0.5-1 გრამის წონისა.



წვერა და ჭანარი

ამ თევზების საჭერად დაგვჭირდება საშუალო ან მსუბუქი კლასის სპინინგი და მყვინთავი ბომბარდა.
ცოცხალი სატყუარებიდან საუკეთესო არის ნაკელის წითელი ჭია. რამოდენიმე პატრა ჭიაყელა კონად უნდა წამოვაცვათ ნემსკავზე. სადავე აქაც საკმაოდ გრძელი გამოიყენება.
ტყორცნის შემდეგ სატყაურას ვატანთ დინებას, ამ დროს ძუა სპინინგსა და ბომბარდას შორის აუცილებლად დაჭიმილი უნდა იყოს, ასე სატყუარას ვაკონტროლებთ და ამოკვრასაც არ დავაგვიავებთ. გატარებისას პერსპექტიულ ადგილებში ვაკეთებთ პაუზებს.
ამ მეთოდით ხშირად ღორჯოც იჭერება.
ხელოვნური სატყუარებიდან საუკეთესოა ყვითელი, შავი, მწვანე, წითელი და თეთრი მიკრო ტვისტერები.



გატარება ზემოთ აღწერილის იდენტური.
წვერას და ჭანარის ჭერის პერსპექტიული ადგილები არის მდინარის ღრმა მონაკვეთები, ჩქერისა და ღრმულის საზრვრები, წყალქვეშა დაბრკოლებებით შექმნილი დინების შენელებები.



ლოქო

ყველაზე აქტიურად სპინიგით მცირე ღლაბუტები იჭერება, ვინაიდან ისინი უფრო ინტენსიურად დასდევენ თავის ნადავლს, ვიდრე მათი გიგანტი მოძმეები, მაგრამ აქაც თავისუფლად შეიძლება მოხდეს 15-20 კილოგრამიანი ეკზემპლიარის ჩარტყმა. ასე რომ სპინინგი უპრიანია მძიმე კლასის გვქონდეს შესაბამისი კოჭით და წნულით.
სატყუარად ყველაზე წარმატებულია მკვდარი თევზის მონტაჟი. გატარება საფეხურისებრი, დიდი პაუზებით.



ხელოვნური სატყუარებიდაბ გამოიყენება ვობლერები და სილიკონის სატყუარები -დიდი ზომის ტვისტერები და ვიბრო.
ვობლერს არჩევენ ისეთი გათვლით რომ მისი "ნიჩაბი" ფსკერს ეჯახებოდეს გატარებისას, ასეთი კაკუნი ფსკერზე მის ვიბრაციასთან ერთად დამატებითად იზიდავს ლოქოს, თუმცაღა ძვირი ვობლერი ხშირად ედება ფსკერს და იკარგება.
ტვისტერი და ვიბრო უნდა გავატაროდ საფეხურუსებრად, ნელ ტემპში 3-5 წამიანი პაუზებით, ზოგჯერ მათი ფსკერზე "ხოხიალიც" პროვოცირებს თავდასხმას.
მინდა ავღნიშნო, რომ მდინარის ლოქო უფრო იოლი დასაჭერია სპინინგით ვიდრე მდგარი წყლის, ვინაიდან იგი შეჩვეულია მუდამ მოძრავი ნადავლის მოპოვებას.
ასე რომ გირჩევთ მოსინჯოთ თქვენი ძალები ალაზანზე და მტკვარზე.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოშიც არ მოიწყენს პატიოსანი სპინინგისტი თუ რა თქმა უნდა გამოიჩენს მოთმინებას და არც ექსპერიმენტირებას დაიზარებს.

PS ამ სტატიის უკეთ გასაგებათ გირჩევდით წაიკითხოთ სტატიები: "ბომბარდა", "ჯიგ სპინინგი", "აქტიური ჭიაყელა".

სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას, სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია).


წყარო: fisher.ge


წყარო: http://inovacia.ucoz.com/news/sp_39_iningit_aghmosavlet_sakartveloshi/2011-12-02-452
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: daviti911 (08.08.2016) | ავტორი: შოთა კვარაცხელია W
ნანახია: 2921 | ტეგები: საქართველოში, აღმოსავლეთ, სპინინგით | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика