ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

სპინინგით შავ ზღვაზე

ახლოვდება ზაფხულის ცხელი დღეები და ზღვაზე დასასვენებლად გაეშურება არაერთი მეთევზე. რატომღაც საქართველოში ზღვაზე ტრადიციულად თევზაობენ ან ფსკერულით ან ტივტივათი და არავინ სპინინგით. არა და აქ სპინინგისტს შესაშური გასაქანი აქვს.

ზღვის სპინინგი გარკვეული დეტალების ცოდნას მოითხოვის -როგორც მონტაჟების და აღკაზმვის ასევე იხტიოლოგიის.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო ის რომ ზღვაზე თევზაობისას დაივიწყეთ დელიკატური მონტაჟები და მსუბუქი აღკაზმვა. აქ პირველ რიგში ყველაფერი უნდა იყოს გამძლე და შორ დისტანციებზე მუშაობისთვის მოხერხებული. ასე რომ ჯოხი 2,7-3 მეტრი, სწრაფი ან საშუალო-სწრაფი წყობის. კოჭა 4000-6000 სერიის.
ძუა მონო 0,25-0.3 მმ. უკეთესი იქნება თუ თქვენი აღკაზმვის ელემენტებს (ჯოხი, კოჭა, ძუა) ექნებათ სპეციალური მარკირება - surf - ანუ იგი შექმნილია მლაშე წყალში თევზაობისთვის.

ზღვაზე სპინინგით თევზაობა წარმატებულია როგორც დღე, ასევე ღამეც.
ამ სტატიაში მე მოგიყვებით თუ რომელი მტაცებელი რა დროს და რა სატყუარაზე უკეთ მოდის.

ყველაზე იოლი დასაჭერი უდაოდ შავი ზღვის სტავრიდაა. მისი ჭერა არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს. შეიძლება ითქვას რომ იგი თავს ესხმის ყველაფერს რისი გადაყლაპვაც შეუძლია. სატყუარად გამოგადგებათ : ვიწრო ვობლერები 3-5 სანტიმეტრი ზომის; ტრიალები მარკირებით 01 და 02; ვიწრო ფრიალები 3-5 სანტიმეტრი; ტვისტერები და ვიბრო 5 სანტიმეტრამდე. სატყუარების ფერი ვერცხლისფერი ან თეთრი. თუ ფერში ჩართულია ბჭყვიალა ელემენტები ეს სტავრიდას დამატებითად იზიდავს.

ტალღმჭრელიდან მე სტავრიდას ვიჭერ მოდერნიზირებული "სამოდურით"  -საძირავის მაგივრად ვაყენებ საკმაოდ დიდ 30-40 გრამიან, მცურავ, დიდ ნიჩბიან ვობლერს. მისგან ყოველ 15 სანტიმეტრში, ზედ ძირითად ძუაზე, ვამაგრებ ნემსკავებს პატარა თეთრი ტვისტერებით (სულ 3-5 ცალს). ესეთი უჩვეულო მონტაჟი რა თქმა უნდა ნაკლებად სპორტულია, მაგრამ საკმაოდ შედეგიანი. იგი შორ დისტანციაზეც მიფრინავს ტყორცნისას და წყლის ყველა ჰორიზონტშიც მუშაობს. გატარება ხდება შემდეგნაერად -ტყორცნის შემდეგ ვიწყებთ საკმაოდ სწრაფი ტემპით კოჭის დახვევას, დიდი ჩაღრმავების მქონე ვობლერი სწრაფად კრიფავს სიღრმეს და როგორც კი ვიგრძნობთ რომ იგი ნიჩბით ფსკერს შეეხო ვწყვიტავთ გატარებას. ამ დროს მცურავი ვობლერი ამოყვინთვას იწყებს და ეს ყველაფერი ისე გამოიყურება თითქოს დიდი თევზი (ჩვენი ვობლერი) სხვადასხვა ჰორიზონტებში დასდევს ლიფსიტების ქარავანს (ჩვენ პატარა ტვისტერებს). ეს ყველაფერი დამატებითად პროვოცირებს სტავრიდას. ამავე დროს ვობლერზე შეიძლება სხვა, უფრო დიდი მტაცებელიც წამოეგოს.

ტალღმჭრელებიდან და ნავმისადგომებიდან თქვენ ყოველგვარი განსაკუთრებული ცოდნის გარეშე, წვრილ ტვისტერებზე და პტარა ტრიალებზე დაიჭერთ ზღვის კარჩხანას -ლასკირი- და ზღვის ქორჭილას -სმარიდი-.

საკმაოდ იოლი დასაჭერია შავი ზღვის ყველაზე შხამიანი თევზი -ზღვის ზოლიანი დრაკონი. ეს ტიპიური ფსკერის მტაცებელი იზრდება 40 სანტიმეტრამდე და აქტიურად ნადირობს მთელი დღის განმავლობაში. დრაკონის დაჭერა შეიძლება ვიწრო 3-7სმ ზომის ვობლერებით რომლებიც ფსკერთან მუშაობენ. მაგრამ ყველაზე წარმატებულია კლასიკური ჯიგ-სპინინგი. მე ვხმარობ "ყურშა" საძირავზე დამონტაჟებულ 3 სანტიმეტრიან თეთრ, ყვითელ ან წითელ ტვისტერს, ბჭყვიალა ელემენტებით. გატარება საფეხურისებრი, 3-5 წამიანი პაუზით. სწორედ ამ პაუზის დროს ხდება ჩარტყმა.

არ დაგავიწყდეთ რომ ზღვის დრაკონი ყველაზე შხამიანი არსებაა საქართველოში გიურზას შემდეგ და მისი ნემსკავიდან მოხსნას მე გირჩევდთ ბრტყელტუჩას საშუალებით.

ფსკერზე ჯიგ-სპინინგით, პატარა ტვისტერზე ან ვიბროზე თევზაობისას თქვენი ნადავლი გახდება ზღვის ღორჯო, რომელიც სხვათაშორის საკმაოდ დიდი 50 სანტიმეტრი იზრდება. იგივე არეალში ბინადრობს მერლანგიც, რომელიც აგრეთვე არ გაატარებს უყურადღებოთ თქვენ სატყუარას.

შემდეგი მტაცებელი, რომლის დაჭერაც ძალინ აზარტული და სპორტულია არის ზღვის ჩიქვი. ამ თევზის დასაჭერად თქვენ სპინინგის გარდა ფარანიც დაგჭირდებათ, ვინაიდან ზღვის ჩიქვი ღამის მტაცებელია. როგორც კი მზე ჰორიზონტს შეეხება შეგიძლიათ გაეშუროთ ჩიქვის საჭერად. იგი სანადიროთ ქვიან ადგილებს ეძებს და მთელი ღამის განმავლობაში მუსრს ავლებს ყველაფერს რისი გადასანსვლაც შეუძლია. იჭერენ ზღვის ჩიქვს მოკლე და ვიწრო ვობლერებზე, რომლებსაც დიდი ჩაღრმავება აქვთ. აქ მთავარია თქვევი ვობლერი გატარებისას უკაკუნებდეს ნიჩბით ქვიან ფსკერს. სწორედ ეს კაკუნის ხმა მაგნიტივით იზიდავს ჩიქვს და პროვოცირებს მის თავდასხმას. შედეგი უკეთესი იქნება თუ გამოიყენებთ ხმაურიან ვობლერებს (ეს ის მოდელებია რომლებსაც კორპუსში ფოლადის საფანტი აქვთ ჩაყრილი, დამატებითი ხმაურის გამოსაცემად).
როგორც ყველა ფსკერული მტაცებლის დაჭერა, ასევე ზღვის ჩიქვისაც, ძალიან წარმატებულია ჯიგ-სპინინგით. თქვენ გამოგადგებათ 20-40 გრამიანი ჯიგ-თავი ან ყურშა საძირავი, მათზე დამონტაჟებული 5-10 სანტიმეტრიანი ტვისტერებით. გატარება საფეხურისებრი. პაუზების დროს პატარ-პატარა მოქაჩვებით, ისე რომ ტვისტერი ქვებზე მცირე ბიძგებით მიხოხავდეს. ეს მტაცებელს აგონებს ფსკერზე ქვებში საჭმლის მაძიებელ ლიფსიტას და პროვოცირებს თავდასხმისკენ.

ზღვის ჩიქვის ეკლები და ლორწოც საკმაოდ შხამიანის და ამიტომ ნემსკავის ამოღებისას სიფრთხილე გმართებთ. უხა ჩიქვის ხორცისგან აღიარებულ დელიკატესად ითვლება მთელ შავიზღვისპირეთში.

პრაქტიკულად იდენტური მეთოდით თევზაობენ ღამე კუზაზე. იმ განსხვავებით, რომ საჭიროა უფრო ღრმა ადგილების მონახვა 5-10 მეტრი.

ბომბარდიანი მონტაჟი გამოგადგებათ შავი ზღვის მორიგი მტაცებლის -სარგანის- დასაჭერად. ამ თევზს საკმაოდ ვიწრო პირის აპარატი აქვს, ამიტომაც სამკავიანი სატყუარები უფრო ხშირად არის წარმატებული ვიდრე კლასიკური ერთკავიანები. ასე რომ ვიწრო ვობლერები, ფრიალები და ვიწროფოთლიანი ტრიალები უფრო შედეგიანია ვიდრე სილიკონის სატყუარები. სარგანი ყოველთვის წყლის ზედა შრეში ნადირობს, ამიტომაც ბომბარდა მცურავი და სატყუარებიც მსუბუქი დაგვჭირდება.

 

გატარება არანაირ ფანტაზიას არ მოითხოვს მეთევზესგან -ტყორცნის შემდეგ ვახვავთ კოჭას ერთი ტემპით, ყოველგვარი აჩქარებების და შენელებების გარეშე. სარგანის ჩარტყმა საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ისეც გასათვალისწინებელია რომ 10 ჩარტყმიდან 9 ფუჭი იქნება, ამის ბრალი სარგანის პირის საოცარი სივიწროვეა.
საკმაოდ წარმატებულია სარგანის საჭერად ტრიალა -დევონი- , კონსტრუქციის თავისებურების გამო იგი ქმნის ამ მტაცებლისთვის ძალიან მიმზიდველ ვიბრაციას. ასე რომ ეს სატყუარა რომ იქონიოთ არსენალში არ იქნება ურიგო.

 

ლიფორი- შავი ზღვის მგელი, ალბათ ყველაზე დაუნდობელი მტაცებელი ჩვენს წყლებში. ცნობილია რომ ლიფორი ანადგურებს თავის ნადავლს მაშინაც კი როცა მაძღარია, რასაც სხვა მტაცებლები არ აკეთებენ. სპინიგისტისთვის ლიფორთან შერკინება დაუვიწყარი თავგადასავალია, მაგრამ ამ თევზის დაჭერა პირველ რიგში მის პოვნას საჭიროებს საკმაოდ დიდ აკვატორიაზე, რაც ნავის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

ლიფორის ადგილსამყოფელს თოლიებით პოულობენ -იქ სადაც თოლიები დატრიალებენ და პიკირებენ წყალში დიდის ვარაუდიდ ლიფორის ქარავანი წვრილ თევზზე ნადირობს. იჭერენ ლიფორს ძირითადად 10-15 სანტიმეტრიან ვობლერებით, რომელთა ჩაღრმავება 2-5 მეტრია. აუცილებელია კევლარის ან ფოლადის ლიდერი, ვინაიდან მტაცებლის ბასრი კბილები იოლად ჭრიან ძუას.

ლიფორზე თევზაობისას თქვენ შეიძლება დაიჭიროთ პელამიდა, ქარავნული მტაცებელი, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან შემოდის საკვების საძიებლად და საქვირითოდ.

რომელი სპინინგისტი იტყვის უარს შეებრძოლოს ნამდვილ ზვიგენს? კატრანი ხომ შავი ზღვის ზვიგენია და მისი ზომა 2 მეტრიც შეიძლება იყოს! მის საჭერად თქვენ დაგჭირდებათ მძიმე კლასის სპინიგი, სპეციალური მძიმე ფრიალა -პილკერი- (ვერტიკალური ჭერისთვის), ნავი და ექოლოტი.
პირველ რიგში საჭიროა იპოვოთ კატრანის სავარაუდო სამყოფელი, ეს კი როგორც წესი 30-60 მეტრის სიღრმეებია, სწორედ ამისთანა ადგილების პოვნას გაგიიოლებთ ექოლოტი.

ადგილის პოვნის შემდეგ თქვენ მოგიწევთ ერთი საინტერესო მეთოდის, კერძოთ კი ვერტიკალური ჭერის ათვისება. აქ არაფერი რთული არ არის, საჭიროა თქვენი სატყუარა -პილკერი- ჩაუშვათ წყალში, პირდაპირ ნავის ქვეშ, და როდესაც იგი ფსკერს შეეხება ოდნავ ამოახვიოთ ძუა, ისე რომ სატყუარა სულ რაღაც რამოდენიმე სანტიმეტრში განლაგდეს ფსკერიდან. ამის შემდეგ ვიწყებთ მოკლე და გრძელი ამოკვრების სერიას, კოჭის დახვევის გარეშე, ამოკვრებს შორის 3-5 წამიანი პაუზებია საჭირო, სუ ეგ არის და ეგ. ასეთი პაუზიანი ამოკვრების დროს პილკერი იცვლის თამაშის ჰორიზონტს -ამოკვრისას ავარდება ზევით, -პაუზისას ჩამოფრიალდება ფსკერისკენ. მოკლე ამოკვრებზე მოკლე თამაში, გრძელის დროს უფრო ხანგრძლივი. კატრანის ჩარტყმა იმ ფაზაში ხდება როცა სატყუარა ფსკერთან ჩამოფრიალდება და უფრო დაბრკოლებაზე გამოდებას გავს ვიდრე თევზის ჩარტყმას. შედეგი გაუმჯობესდება თუ პილკერის სამკავზე თევზის ხორცს წამოაცმევთ (სტავრიდის ან ბარაბულის მაგალითად).

pilkeri

კატრანის კანი უხეშია, ასე რომ მისი ნემსკავიდან მოხსნისას სიფრთხილე გვმართებს, რომ ხელი არ დავიზიანოთ. გარდა ამისა მას ზურგის ფარფლის ქვეშ აქვს შხამიანი ეკალი, რომლის შესობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ჯამთელობას. ასე რომ დაჭერილი შავი ზღვის ზვიგენი ფრთხილ მოპყრობას მოითხოვს!

მსგავსი მეთოდით იჭერენ შავი ზღვის კამბალას -კალკანს-. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ პილკერი ზედ ფსკერზე უდა დაეშვას და მოკლე და გრძელი ამოკვრებისას სატყუარა ფსკერზე ხტუნაობს (აკაკუნებს), ამ დროს ფსკერზე პატარ-პატარა სიმღვრივეები წარმოიქმვება. ყველაფერი ეს კამბალას აგონიაში მოფართხალე თევზს აგონებს და პროვოცირებს თავდასხმისთვის.

გაგიმართლებთ თუ დაიჭერთ სპინინგით ისეთ მტაცებელს როგორიცაა ზღვის მამალი. ეს ძალიან ლამაზი თევზი თავისი კულინარული თვისებებით ზუთხს არ ჩამოუვარდება. მის საჭერად თითქმის იგივე აღკაზმვა დაგჭირდებათ როგორც კატრანზე სათევზაოთ, ოღონდ უფრო მსუბუქი კლასის, თანაც მის საპოვნელად სიღრმეც ნაკლებია საჭირო 10-20 მეტრი. ნემსკავზე მომხვდარი ზღვის მამალი თითქმის არანაერ წინააღმდეგობას არ უწევს მეთევზეს ნავამდე და როდესაც იგი უკვე წყლის ზედაპირთან ძალიან ახლოსა აი მაშინ აკეთებს საოცარი სიძლიერის დაქაჩვას, რასაც ძალიან ხშირად ძუის გაწყდომა მოჰყვება. ეს რომ არ მოხდეს საჭიროა ძუაც ხარისხიანი და საკმაოდ სქელი 0.3-0.35 მმ იყოს და ფრიქციონიც სწორად დარეგულირებული.

როგორც ხედავთ შავი ზღვა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი თევზებით, ასე რომ სპინინგისტი ნამდვილად არ მოიწყენს, სანამ ოჯახის წევრები მზეზე ირუჯებიან.


კარგ დასვენებას და წარმატებულ თევზაობს გისურვებთ.

 

სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია)



წყარო: http://.geofauna.ge/
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: giohunt1982 (20.05.2013)
ნანახია: 3472 | ტეგები: ზღვაზე, შავ, სპინინგით | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика