ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

კურცჰაარები საქართველოში
ცნობილია, რომ მეძებარი ძაღლებით მასობრივი ნადირობა საქართველოში 19-საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყეს. იმ დროიდან მოყოლებული კურცჰაარები მეორე მსოფლიო ომამდე ჩვენში ერთეულები იყვნენ და არასდროს ყოფილან ისეთი პოპულარულები, როგორც ე.წ. კუნძულოვანი მეძებრები, განსაკუთრებით კი პოინტერები. ერთადერთ გამონაკლის მსოფლიო ომის დროს ჩამოსახლებული კოლონისტები წარმოადგენდნენ. ამ პერიოდში კურცჰაარები ძირითადად, მხოლოდ მათ ყავდათ. სხვთა შორის, ქართული კინოლოგიის ერთ-ერთი პატრიარქის ბატონ ლევან ციციშვილის ოჯახში ნანახი მაქვს, აღნიშნული კოლონისტების 30-იან წლებში გადაღებული კოლექტიური ფოტო, სადაც ოცამდე საკმაოდ კარგი ექსტერიერის კურცჰაარიც ჩანს.  სამწუხაროდ, მაშინ სურათის ასლის გადაღება ვერ მოვიფიქრე. დღეს კი აღარც ციციშვილის ქალიშვილი-ქალბატონი სოფოა ცოცხალი და ფოტოსურათი ამჟამად დაკარგულია.  ჩვენიში კურცჰაარები ნაკლებად პოპულარულები, რომ იყვნენ, ამას გარკვეული ობიექტური მიზეზები ქონდა. შევეცდები ზოგიერთ მათგანზე შევაჩერო ყურადღება. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ გერმანია, სადაც კურცჰაარია გამოყვანილი, ლანდშაფტის ხასიათითა და ნადირობის ტრადიციებით მკვეთრად განსხვავდება ინგლისისგან. აქ ინგლისს იმიტომ ვახსენებთ, რომ მე-19-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან აქაური ე.წ. კუნძულოვანი მეძებრები მთელს ევროპაში იყვნენ გავრცელებულნი. ისინი შეუცვლელნი არიან  ღია ადგილებში, მსუბუქ ჭაობებში, სარწყავ მდელოებსა და სათიბებში ნადირობისას, მაგრამ ნაკლებად გამოდგებოდნენ გერმანიის ტყიან-ბუჩქნარიან და ხევებით დასერილ ბიოტოპში. სწორედ ამიტომ გამოიყვანეს აქ კურცჰაარი- მრავალპროფილიანი მეძებარი, რომელიც მაღალ ყნოსვას უნარიანად უთავსებს კვალზე მუშაობას; ადვილად სწავლობს აპოტირებას; ეფექტურად ნადირობს არამარტო წვრილ ნადირზე-მელა-კურდღელზე, არამედ, ჩლიქოსნებზე; დაუფლებულია სისხლიან კვალზე მუშაობის ელემენტებს და ეფექტურად გამოიყენება კოლექტიური ნადირობის დროს. საქართველოში კი(სხვათაშორის როგორც ინგლისსა და რუსეთში) კურცჰაარებს, როგორც მრავალპროფილიან მეძებრებს არასოდეს ქონიათ თავის გამოჩენის საშუალება. მართლაც , ჯერ ერთი, ჩვენში შეუდარებლად მცირეა ნადირ-ფრინველი; მეორეც, ჩვენი მთა-გორიანი ქვეყანა თავისი ტყეებით ისეთივე ”გაკულტურებული” არაა როგორც გერმანია და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა. ამიტომ კურცჰაარები აქ მხოლოდ ფრინველზე სანადიროდ შეიძლება გამოიყენო.  შესაბამისად, გასული საუკუნის დასაწყისში, როცა ჩვენში სანადირო ფრინველები-მწყერი, ხოხობი, კაკაბი, დურაჯი მეტი იყო და შეუდარებლად დიდი ფართობები ეკავა, ნაკლებად ურბანიზებულ ღია ადგილებს, შედარებით მძიმე კურცჰაარები მართლაც ვერ უწევდნენ სათანადო კონკურენციას კუნძულოვან მეძებრებს.  გარდა ამისა, ცნობილია, რომ მეძებრებით, იმათავითვე, უმთავრესად, ქალაქელი მონადირეები ნადირობდნენ, რადგან მათი უმრავლესობისთვის მეძებრით ნადირობა სპორტი და აქტიური დასვენებაა.  სპორტული თვალსაზრისით კი კურცჰაარი, როგორც ავღნიშნეთ, პოინტერს და ინგლისურ სეტერს ვერ შეედრება.  რაც შეეხება სოფელს, აქ მონადირეები იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადრე ფრინველზე საერთოდ არ ნადირობდნენ, მხოლოდ მდევრებს ინახავდნენ. დაბოლოს, თავიდანვე და უფრო მოგვიანებითაც, ზოგიერთი კინოლოგის აგიტაციის წყალობით, მონადირეთა მრავლესობა კურცჰაარს როგორც ”ცუდ პოინტერს” ისე უყურებდა. ალბათ ყოველივე ზემოთქმულის ბრალია, რომ სანადირო ძაღლების დიდ საგვარეულო წიგნში, რომელიც 1927-წლიდან ივსებოდა და მასში 1000-მდე ძაღლია შეყვანილი პირველი კურცჰაარი მხოლოდ 1948-წელს-529 ნომრადაა მიწერილი.                                           საქართველოში კურცჰაარების რიცხოვნობის ზრდა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო, ხოლო 90-იანი წლების დასაწყისიდან კი შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ამასაც თავის ახსნა აქვს. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში მკვეთრად შემცირდა მარცვლეული კულტურების და კარტოფილის ყანების ფართობები. შესაბამისად იკლო, თბილისელი მონადირეების ძირითადი( შეიძლება ითქვას ერთადერთი) ფრინველის, მწყრის რაოდენობამაც. ამიტომ მეძებრებით მონადირეთა უმრავლესობამ კახეთისკენ გადაინაცვლა. ამ რეგიონში კი მაღალმთიანისგან განსხვავებული სანადირო პირობებია, როგორც კილმატურ-მეტეოლოგიური(მაღალი ტემპერატურა, უწყლობა), ისე ბიოტოპის ხასიათის მხრივაც. აქ ფართობების დიდი ნაწილი მზესუმზირის პლანტაციებს უკავია, სადაც ინგლისური მეძებრები ვერ ახერხებენ საკუთარი უპირატესობის გამოვლენას. სწორედ ამიტომ არის მზარდი მოთხოვნა კონტინენტურ მეძებრებზე, განსაკუთრებით, კურცჰაარებზე. ისინი უკეთ შეეგუენ გართულებულ სანადირო პირობებს.  კურცჰაარების სანადირო თვისებებსა და მათ დადებით მხარეებზე ადრეც ვწერდი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედია ზემდეტი არ იქნება.   -მოკლე ბეწვის გამო ისინი უფრო ადვილად იტანენ სიცხესა და უწყლობას, ვიდრე სეტერები და დრათჰაარები.  -მათ არ აწუხებთ ბირკა და ძურწა. ასეთ ადგილებში არათუ სეტერით, დრათჰაარებითაც კი ძნელია ნადირობა იმ შემთხვევაში თუ უხეშის ნაცვლად მას რბილი, ფაფუკი ბეწვი აქვს.      -კარგად დაგეშილი კურცჰაარების უმრავლესობა საჭიროების დროს მაღალი ყნოსვით მუაობას კარგად უნაცვლებს კვალზე მუშაობასაც. ეს ფაქტორი კი გადამწყვეტია მაღალ, ხშირ მცენარეულობაში, მშრალ უქარო ამინდში, ნადირობის დროს, როცა გაცილებით მეტია დაჭრილი ფრინველის დაკარგვის შანსი.     -მეძებარს კვალზე მუშაობა აუცილებლად სჭირდება ღალღაზე ნადირობისას. ყველა მათგანი ამას ვერ ახერხებს. კურცჰაარების უმრავლესობისთვის კი ღალღის კვალზე მიყოლა და მისი ამოფრენა პრობლემა არაა.       -რადგან ადვილად სწავლობენ აპორტირებას , კურცჰაარები ეფექტურად ნადირობენ იხვზეც, ამაში მათ მხოლოდ დრათჰაარები სჯობნიან ზამთარში.      -კურცჰაარებს სწრაფ, შორს გამსვლელ მეძებრებთან შედარებით უპირატესობა აქვთ ტყის ქათამზე ნადირობის დროსაც. მონადირეებმა კარგად ვიცით რომ ტყეში გაცილებით ეფექტურია შედარებით ნელ ტემპში, მოკლე დიაპაზონზე ძებნა,  ვიდრე მოჭარბებული სიფიცხე და ძლიერი ყნოსვა. ვინაიდან ქათამი საკმაოდ მძაფრ სუნს გამოსცემს, არც საშუალო ყნოსვის ძაღლებს უჭირთ მისი პოვნა-დამუშავება, აქ მთავარია მეძებარმა სათანადო სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა ტყეში გამოწვეული ხმაურით ფრინველი არ დააფრთხოს.    -კურცჰაარების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მათი გაწაფვა-დაგეშვა ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სახლის პირობებში წვრთნის კურსის გავლის შემდეგ, ამ ძაღლების უმრავლესობა მუშაობას იწყებს მინდორში სამი-ოთხი, ზოგჯერ პირველივე გაყვანის შემდეგ.        -კურცჰაარები დრათჰაარებთან ერთად კარგი საყარაულო თვისებებით გამოირჩევიან. ამჟღავნებენ მეტ  ამტანობას, ნაკლებად პრეტენზიულები არიან საკვების მიმართ-არ არჩევენ და არ ჭირვეულობენ ისე, როგორც ინგლისური მეძებრების უმრავლესობა.   ყოველივე ზემოთქმულს აუცილებლად უნდა დაემატოს ის მომენტიც, რომ თანამედროვე კურცჰაარები გამოირჩევიან მაღალჯიშიანობით, დახვეწილი ექსტერიერით, თავისუფალი ლაღი ძებნის მანერით. ამ მაჩვენებლით ბევრი მათგანი ტოლს არაფერში უდებს ”არისტოკრატ ინგლისელებს” ამიტომაც გასაკვირი სულაც არაა მათი დღევანდელი პოპულარობა. ამას კურცჰაარების საგვარეულ წიგნის მონაცემებიც ადასტურებს. 1958 წლიდან აღნიშნულ წიგნში შეყვანილი 480 კურცჰაარიდან ორი მესამედი ბოლო 15 წელიწადშია ჩაწერილი.    დათო ცხვედიანი  


წყარო: http://ჟურნალი ”ნადირობა” 2011წ №12
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: giohunt1982 (14.05.2013) | ავტორი: დათო ცხვედიანი
ნანახია: 2331 | კომენტარი: 2 | ტეგები: კურცჰაარები, saqartvelo, საქართველოში, kurcxari, kurchaari | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 benito   (20.05.2013 21:13:07) [მასალა]
ვააა,გიუშ მაგარი სტატიაა 166 166 166

0   Spam
1 gabelashvili852   (15.05.2013 14:13:14) [მასალა]
10 10 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика