ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

"აქტიური" ჭიაყელა სპინინგით მშვიდობიან თევზზე
"აქტიურიჭიაყელა სპინინგით მშვიდობიან თევზზე
                      
თევზაობის მეთოდი რომელზეც მინდა ამ სტატიაში მოგითხროდყველაზე უფრო ჰგავს ჯიგ თევზაობას სპინინგით. ჯიგთევზაობისას იყენებენ სილიკონის ან პარალონის სატყუარებს (ამმეთოდზე აუცილებლად იქნება სტატია), მაგრამ რა ქნასგამოუცდელმა, დამწყებმა სპინინგისტმა? სილიკონის დაპარალონის სატყუარებით საჭირო გატარების სწავლას საკმაო დროსჭირდება, თანაც ის თევზი რომელზედაც ამ სატყუარებითნადირობენ, ჩვენს წყალსატევებში პრაქტიკულად აღარ დარჩა(განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში).
სწორედ ამიტომ მეთოდი რომელსაც მე შემოგთავაზებთსაქართველოსთვის ძალიან წარმატებულია, ვინაიდან აქსატყუარად ვიყენებთ ჭიას (წითელ, მიწის, წვიმის). ამ მეთოდითთევზაობენ როგორც მტაცებელ (ჭერეხი, ფარგა, ქორჭილა,ქარიყლაპია) ასევე თითქმის ყველა მშვიდობიან თევზზე (კობრი,წვერა, ხრამული, ჭანარი, ღორჯო, შამაია).
"აქტიურ" ჭიაზე თევზაობისთვის დაგჭირდებათ მსუბუქი კლასის, 2.7 მ სიგრძის, სწრაფი წყობის სასპინინგე ჯოხი. კოჭა ამ კლასისანკესის შესაბამისი, 2000-4000 სერიის. თუ ძუას ვხმარობთსატყუარის ტყორცნა უფრო შორ დისტანციაზე იქნებაშესაძლებელი, თუ წნულს მაშინ მთელი მონტაჟი უფრომგრძნობიარე იქნება. მე პირადად უპირატესობას ვანიჭებმაღალხარისხიან 0.18 მმ სისქის ძუას რომელიც იძირება.
განვიხილოთ კერძოთ მონტაჟები. ძირითადი არის 4 ვარიანტი დამათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ, იმისდა მიხედვით თუ რაპირობებში თევზაობთ, შეიტანოთ კორექტივები მონტაჟში.
პირველ მეთოდში გამოიყენება ჯიგ-თავიანი 1-5 გრამიანინემსკავი ან მძიმე "მორმიში". ეს ნემსკავები მაგრდება ზედძირითად ძუაზე ყოველგვარი ლიდერის გარეშე. გატარება ხდება"ხოხიალით", ანუ ტყორცნის შემდეგ ველოდებით სატყუარისფსკერზე დაშვებას, ვაკეთებთ 15-20 წამიან პაუზას და შემდეგვიწყებთ კოჭის ძალიან ნელი ტემპით ტრიალს. 2-3 ბრუნისშემდეგ ისევ 15-20 წამიანი პაუზა. როდესაც სატყუარა ასეთიგატარებისას მიხოხავს ფსკერზე, იგი ქმნის მღვრიე ღრუბელსრომელიც თევზის ყურადღებას იპყრობს და ჩარტყმა ხდებაძირითადად პაუზის დროს. ამ მონტაჟით თევზაობენ მდგარწყალზე ან სუსტი დინებისას, ფსკერი სასურველია არ იყოსქვიანი.

მეორე მონტაჟის გამართვისას ჩვეულებრივ ნემსკავი (მისი ზომა დამოკიდებულია იმაზე თუ რამხელა ჭიას ვხმარობთ) მაგრდება ძირითად ძუაზე და მისგან 5-10 მილიმეტრში ფიქსირდება საფანტის ტიპის სიმძიმე, რომლის წონა წყალსატევის სიღრმეზეა დამოკიდებული, რაც უფრო ღრმაა ჭერის ადგილი მით უფრო მძიმეა საფანტი. გატარება ხდება როგორც "ხოხიალით", ასევე "საფეხურით" , ანუ ტყორცნის შემდეგ ვაცდით სატყუარას ფსკერზე დაშვებას, შემდეგ კეთდება 15-20 წამიანი პაუზა, მერე ჯოხით ვაკეთებთ სატყუარის ფსკერიდან აწევას და ვატრიალებთ კოჭას 2-3 ჯერ და ამ პროცესს ვიმეორებთ რეგულარულად.საფეხურით თევზაობისას ჩარტყმა ხდება ან პაუზაზე ან სატყუარის ვარდნისას.

მესამე მონტაჟისთვის დაგვჭირდება მოძრავი (სრიალა) სიმძიმე, ნემსკავი რომელიც მაგრდება ძუის ლიდერზე და დახვევის საწინააღმდეგო შემაერთებელი (вертлюжок). გატარებას რომელიც ამ მონტაჟისთვისაა რეკომენდირებული ჰქვია "კაკუნი". ტყორცნის შემდეგ ვაცლით სატყუარას ფსკერზე დაშვებას და 15-20 წამიანი პაუზის შემდეგ ჯოხის წვერით ვაკეთებთ რამოდენიმე ისეთ მოძრაობას, რომ ჩვენმა სიმძიმემ ფსკერზე კაკუნი დაიწყოს, ამით წარმოიქმნედა მღვრიე ღრუბელი რომელიც იზიდავს თევზს და ჩარტყმაც სწორეგ კაკუნის შემდგომ პაუზის დროს ხდება. ამ მეთოდით დინებაზე თევზაობენ.

მეოთხე მონტაჟი გათვლილია ზრდილ თევზზე. მისთვის საჭიროა ორკავა ნემსკავი, კევლარის ლიდერი და მოძრავი სიმძიმე. ამ მონტაჟისას იყენებენ დიდი ზომის ჭიას ან რამოდენიმე ჭიას ერთად. გატარება ხდება "საფეხურით", დიდი პაუზებით შუალედებში. ამ მეთოდით კარგათ იჭერება ლოქო, ქორჭილა, ფარგა.

ზემოთ აღწერილი ყველა მეთოდისას გატარებაში უნდა გავაკეთოდ 15-20 წამიანი პაუზები, თუ ჩარტყმები იშვიათია პაუზა შეიძლება გავზარდოთ კიდეც, ეს იმიტომ ხდება რომ როგორც წესი ჩვენი ნადირობის ობიექტი არამტაცებელი თევზია. 

სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას, სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია).


წყარო: fisher.ge


წყარო: http://inovacia.ucoz.com/news/akt_39_iuri_ch_39_iaqela_sp_39_iningit_mshvidobian_tevzze/2011-12-02-455
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: daviti911 (08.08.2016) | ავტორი: შოთა კვარაცხელია W
ნანახია: 1828 | ტეგები: თევზზე, აქტიური, მშვიდობიან, სპინინგით, ჭიაყელა | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика