ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ნადირობაზე [53]
სტატიები სანადირო სავარგულების მოწყობა-განვითარებაზე [1]
სტატიები მონადირულ ეთიკაზე [2]
ბრაკონიერობა და შედეგი [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ნადირობაზე » სტატიები ნადირობაზე    

ნადირობის ეთიკა

 მონადირეს, იარაღით ხელში ბუნებასთან ანუ სიცოცხლესთან აქვს საქმე. მას თავისი ქცევით უდიდესი ზიანის მიყენებაც შეუძლია და სიკეთის ქმნაც.

ზოგიერთნი მონადირეებს მკვლელებსაც უქოდებენ, მაშინ როცა კაცობრიობა იცნობს გენიოსებს, რომლებიც მონადირეები იყვნენ და ვერავინ უარყოფს ამ ფაქტს, რომ ნადირობამ მათ ცხოვრებაში და შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა;

ბუნების მესაიდუმლე, მისი დიდი ქომაგი, უბადლო პოეტი და მონადირე ვაჟა-ფშაველა.

ჰემინგუეი, უდიდესი მწერალი, რომელმაც მართალია თვითმკვლეობით დაასრულა, მაგრამ როგორ შეიძლება იგი ბუნების მკვლელი და მტერი ყოფილიყო.

რეზო ლაღიძე, ჩვენი დიდი კომპოზიტორი, რომელიც მხოლოდ სილამაზესა და სიყვარულს უმღეროდა.

მონადირე არასოდეს ესვრის სხვა მონადირის წინ აფრენილ ფრინველს და ნადირობის წინა არასოდეს გადაუსწრებს სხვას.;

მონადირე არასოდეს ესვრის ბუნდოვან მიზანს. არ ესვრის ისეთ მანძილზე, სადაც ფრინველის დაჭრისა და დაკარგვის ალბათობა დიდია. იგი არც ახლო მყოფ ფრინველს ესვრის ისეთ ადგილზე, საიდანაც მისი აღება შეუძლებელი იქნება.

მონადირე არასოდეს არც თვითონ ივლის ქანც-გაწყვეტამდე და ზედმეტად არც ძაღლს გადაღლის.;

მონადირე არასოდეს ინადირებს ღამით, მანქანის ან პროჟექტორის შუქზე;

მონადირე არასოდეს გამოიჩენს სიხარბეს და დიდი რაოდენობით ნადირ-ფრინველის დახოცვას თვითმიზნად არ გაიხდის. აქ ერთი პატარა ისტორია მინდა გავიხსენო. ერთხელ საპატიო სტუმრებთან და ცნობილ სპორტსმენებთან ერთად ივრის ხეობაში ვიყავი კაკაბზე სანადიროდ. ჩვენთან ერთად იყო, მრავალი წლის განმავლობაში გარდაბნის სამონადირეო მეურნეობის დირექტორი - ტარიელ კაპანაძე. ბატონმა ტარიელმა ნადირობის დაწყებისას სავაზნე მოხსნა, ჯიბეში რამოდენიმე ვაზნა დაიტოვა და განაცხადა - „დღეს მხოლოდ ამას დავცლიო". პირობა შეასრულა, სადილობამდე 3-4 კაკაბი მოინადირა, ხოლო სადილობის შემდეგ დაგვყვებოდა და ჩვენ ნადირობას ადევნებდა თვალს. მის შემხედვარეს როგორღაც ყველას ჩაგვიქრა ნადირობის ჟინი და აზარტი.

მონადირე ბუნებაში სანადიროდ მხოლოდ იმისთჳის არ გავა, რომ რაღაც მოინადიროს. მას სილამაზის დანახვის უნარიც უნდა ჰქონდეს, უნდა შეეძლოს ხანდახან დაივიწყოს თავი, ძაღლიც და დატკბეს ბუნების სილამაზის ხილვით, რის გარეშეც ნადირობა დაკარგავდა ყველაზე მთავარს - ხიბლს. ამიტომ მონადირეს თოფთან ერთად სასურველია ფოტოაპარატიც ჰქონდეს თან. ტელევიზიით ხშირად ვუყურებთ აფრიკის სავანეებში ბინადარ ნადირ-ფრიველს, მათ ქცევას, და ვინ იტყვის, რომ ამ კადრების გადაღება და ასახვა უფროა დვილია, ვიდრე თოფით ნადირის მოკვლა, ერთი ტყვიის გასროლით.

განა ბევრი ჩვენგანი აკეთებს ამას? განა ყველა ვისაც მხარზე თოფი ჰკიდია და გვერდზე ძაღლი მიჰყვება ყველა მონადირეა?

მაგრამ საქმე არც ისეა როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ. მათთვის ყველა მონადირე მკვლელი თუ არა ბრაკონიერი მანცაა. მართალია ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა დღესაც აქტუალური საკითხია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ნამდვილი მონადირე არშეიძლება ბრაკონიერი იყოს. ყველამ კარგად იცის რომ თანამედროვე ნადირობა ძირითადად სპორტის სახეობაა დაა რა რეწვა. ნანადირევს როგორც კვების პროდუქტს, ხორცეულის საერთო პროდუქციაში რაღაც უმნიშვნელო 1-1.5 პროცენტი უკავია. ამიტომ ერთ შემთხვევაში ბრაკონიერობა კვებითი პროდუქციის მოპოვების მიზნით კი არ წარმოებს. არამედ საკუთარი მდგომარეობის, უპირატესობის ყველასგან გამორჩეულად გამოჩენის მიზნით. მაგალითად ვერტმფრენიდან ნადირობა, რომელზეც ცხადია ყველას ხელი არ მიუწვდება. მეორე შემთხვევაში კი ბრაკონ იერს მოკვლის ცხოველური ჟინი ამოძრავებს, გაუმაძღარია დამოიპოვებს მაშჲნ, თან იმდენს საერთოდ რომა რ სჭირდება. ბუნებაში ასეთი მტაცებელი ერთადერთი მგელია... ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ასევე საგაზაფხულო ნადირობა მწყერზე, რომელიც არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება...

ბრაკონიერობასთან ნამდვილად დაუნდობელი ბრძოლა, ზოგჯერ კანონის გამკაცრებაცაა საჭირო, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი მომავალი თაობის ბუნების ისყვარულით აღზრდაა. მასში პატარაობიდან უნდა ჩავნერგოთ მშვენიერების გათავისებისა და სისხლის სიძულვილი. ჩვენ თუ ბავშვს ვაჩვენებთ და ავუხსნიტ, თუ რა დიდ შრომას ეწევა მერცხალი თუ სხვა, ჩვენთან ახლოს მობუდარი ფრინველი - როგორ აშენებს ბუდეს როგორ ჩეკავს, ზრდის ბარტყებსა და ხუნდებს - ბავშვი არასოდეს დაიჭერს ხელში რაგატკას, არასოდეს დაანგრევს ბავშვი ბუდეებს და არ ამოსხამს ბარტყებს საწვალებლად.

ბავშვი ბუნებასთან ახლო ურთიერთობს და მის სიყვარულს უნდა შევაჩვიოთ. პატარა - ქრისტიანული რწმენით და მორალით, ათი მცნების გაცნობიერება - გათავისებით უნდა აღვზარდოთ. თუ ჩვენ მას ჩავაგონებთ რომ ღმერთმა ყველაფერი - სულიერი თუ უსულო, მთა თუ მდელო, მდინარე და კიდევ ბევრი რამ ურთიერთ ჰარმონიისა და სიკეთისათვის შექმნა, მასში მტაცებლის ჟინის ნაცვლად, სიცოცხლისა და სილამაზისადმი სიყვარული დაისადგურებს. ბავშვმა უნდა იცოდეს ბიოველი ადამიანის გარდა ყოველ სულიერსა და მათ შორის მცენარეებსაც რომ აქვთ, რომ მარტო ტყის ჰაერი კი არ აირს ადამიანებისთვის მკურნალი, არამედ მათი ბიოველიც. რომ მის მიერ შერჩეული საკუთარი ხე, და მისი მოფერება დადებითი ემოციებით ავსებს და კურნავს მის ორგანიზმს. მიიყვანეთ ბავშვი ფიჭვთან, სთხოვეტ მას ხელით შეეხოს, მიუალერსოს მას და სულ რაღაც ორ სამ წუთში მის ორგანიზმში საოცარი სითბო ჩაიღვრება და სრულ ნეტარებას იგრძნობს. ჩვენ თუ ბავშვს ისე აღვზრდით როგორც ამას ჩვენგან ღმერთი მოითხოვს, შეუძლებელია ამ ბავშვისაგან ბრაკონიერი და მკვლელი ჩამოყალიბდეს. ჩვენ უფროსებიუნდა ვიყოთ ბავშვისათვის უპირველესი მაგალითის მიმცემი და ისიც, სწორი აღზრდის შედეგად მშვენიერების აღსაბეჭდად თავიდან ალბათ ფოტოაპარატს აიღებს ხელში, ხოლო როცა წამოიზრდება თუ სანადიროდაც გაუწევს გული , ნადირობა მისთვის მხოლოდ სპორტული აზარტის დაკმაყოფილების საშუალება და ბუნებასთან ჯანსაღი ურთიერთობის წყარო იქნებ



წყარო:
კატეგორია: სტატიები ნადირობაზე | დაამატა: skilter (18.05.2010) | ავტორი: skilter E
ნანახია: 5131 | კომენტარი: 9 | ტეგები: nadirobis, ნადირობის, ნადირობის ეთიკა, ტრადიცია, ეთიკა, nadirobis eTia, tradicia, etika, კულტურა, წესი | რეიტინგი: 5.0/4

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 9
0   Spam
9 hanter-1996   (20.09.2013 23:56:36) [მასალა]
არა რა ამ კაცს იმენა 100 პროცემტით ვეთანხმები ბავშვებს ნამდვილად პატარაობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ სიყვარული, პატივისცემა და მასზე ზრუნვის სურვილი უნდა გავაჩინოთ მათ პატარა გულებში. მოკლედ კაი სტატიაა რა და ნამდვილად გასათვალისწინებელია ამ კაცის სიტყვები. 10 10 10 10

0   Spam
8 tatoxoni   (15.03.2013 13:52:13) [მასალა]
მაგარია ძმაო,ბევრი შემოდიოდეს ამ საიტზე და კიტხულობდეს ამას კაი იქნებოდა და მერე მაინც აღარ ირბენენ ფარით ღამე, მარა მაგნაირების გამოსწორება ნაღდად არ იქნება ასე იოლი

0   Spam
7 goga-gi   (02.11.2012 16:07:25) [მასალა]
საღოლ მაგარი სიტყვებია 10 10 10 166 166 166 39 39 39

0   Spam
6 bizona   (08.05.2011 02:49:05) [მასალა]
საღოლ ძმა მაგარი საინტერესი სტატიაა და კაი იქნებოდა ყველა შენსავით რომ ფიქრობდეს 166 166 10 10

0   Spam
5 _Nikusha_   (22.03.2011 09:12:53) [მასალა]
საღოლ მართლა მაგარი სტატიაა, ნეტა ყველა შენსავით აზროვნებდეს,,,

0   Spam
4 monadire11   (09.02.2011 22:48:29) [მასალა]
გაიხარე მაგარი სტატია გამოგივიდა.მე როგორც მაქვს წაკიტხული ვაჟა-ფშაველა მართლაც უდიდესი მომადირე ყოფილა მარა ის თურმე არასდროს ესროდა ფურ შველს (და საერთოდ არანაირ მდედრს)მაგრამ ერთხელ ყოფილა შემთხვევა და ფური შველი მოუკლავს სემთხვევით,რომ მისულა და უნახავს მდედრი რომლსაც პატარა ნუკრი ჰყოლია გული დასწყვეტია და ზუსტად ამან დააწერინა უდიდესი ნაწარმოები "შვლის ნუკრის ნაამბობი"მას თურმე არასდროს აღარ უსვრია შველისათვის.ღმეღთმა კიდევ ბევრი ისეთი ვაჟკაცი გაუზარდოს საქართველოს როგორიც ვაჟა იყო. 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126

0   Spam
3 crash_2   (09.02.2011 21:48:44) [მასალა]
ძაან მაგარი და სასიამოვნო წსაკითხი სტატია იყო გაიხარე skilter 10 10 10 10 10 10 23_30_126 23_30_126 AllSmail133 AllSmail133 AllSmail133 AllSmail133 AllSmail133
აუცილებლად ვატარებ ფოტოაპარატს ბუნებაში გასვლისას

0   Spam
2 -BERG-   (06.07.2010 20:51:00) [მასალა]
10 10 10

0   Spam
1 პედიატრი   (23.05.2010 20:51:29) [მასალა]
ყოჩაღ! სასიამოვნოა, როცა ახალგაზრდა კაცი ასე ფიქრობს. 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика