ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თვითგადარჩენაზე [5]
სასწავლო სტატიები [77]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სასწავლო სტატიები » სასწავლო სტატიები    

ნადირობის სეზონისთვის მომზადება
ნადირობა მხოლოდ ნანადირევის მოპოვება, რომ არაა, სხვა მხარეებიც, რომ გააჩნია მას, ჩვენს ჟურნალში არაერთხელ გვისაუბრია. ერთხელ ნათქვამს გამეორება არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ.... თუმცა ხანდახან გამეორებაც არ აწყენს საქმეს. ახალგაზრდა თაობა მოდის. ბევრი მათგანი წელს პირველად აიღებს თოფს ხელში. გაფრენილი მწყერის დანახვაზე უცნაურად აუჩქროლდება სისხლი ძარღვებში. როგორც დაიწყებ, საქმეც ისე წავაო, ნათქვამია. თუ ჩვენ მარტო ძველი კულტურის ნაშთების შემყურე ხალხი არა ვართ, თუ გვინდა, რომ კულტურულ ერთა შორის ვიგულისხმებოდეთ, ჩევნს თავში უნდა გამოვაღვიძოთ, ჩვენივე ნამოქმედარის მოთვალთვალე და მსაჯული-სინდისი და მის კარნახს მივსდიოთ.   ბუნება გაღარიბდაო-ხშირად გაიგონებთ, ნადირ-ფრინველი შემცირდაო, მართლაც შემცირდა და ამას პირველ რიგში ძველი მონადირეები ამჩნევენ. სადღაა იმდენი მწყერი და ტყის ქათამი, ჩემს ახალგაზრდობაში, რომ იყო. შემცირების მიზეზებზე ამჯერად არაფერს ვიტყვი. დაუკვირდით, როგორ ”ზრუნავს” ადამიანი ისედაც ,შეთხელებული ფრინველის კიდევ უფრო შემცირებაზე. ყველაფერთან ერთად, ამ ბოლო დროს , ჩემი გაკვირვებას და თუ გნებავთ გულისტკივილისაც, ასე ფართოდ გავრცელებული ელექტრონული სატყუარა იწვევს, ერთ პატარა მინდორში ასობით მწყერის შეგროვების და ამოჟუჟვის საშუალებას რომ იძლევა...   ნადირობა ზეიმია და მისი სამზადისიც შინაგანი ღელვის და მოლოდინის სიხარულის გარეშე ვერ ჩაივლის. ზეიმზე კაცი შინაგანად მობილიზებული , პეწიანად ჩაცმული და მოწესრიგებული მიდის, რომ თავისი მეგობრების გვერდით ლამაზად და შნოიანად გამოიყურებოდეს. კარგად აღჭურვილი და იარაღასხმული მონადირე სურათია და ამ სურათს სანადირო ძაღლი მეტად შთამბეჭდავს ხდის. ძაღლი ხომ მონადირის პორტრეტია. რამაზ მათიაშვილს ერთი ასჯერ მაინც ექნება ნათქვამი- მონადირემ შეიძლება თავისთვის დაიკლოს რაღაც, ძაღლი კი მუდამ მოვლილი, კარგად ნაკვები, დაბანილ-დავარცხნილი უნდა ჰყავდესო. ასეა, მონადირე გარეგნობით იწყება, მისი შინაგანი სამყარო კი ნადირობის პროცესში, ცოდნასა და ოსტატობაში, თანამეინახეებთან და ნადირ-ფრინველთან დამოკიდებულებაში იხსნება და თუ გარეგანი შინაგანს ემთხვევა, ეს ორი საწყისი ერთმანეთს ავსებს და ალამაზებს, ეთიკაც ეს არის და ესთეტიკაც, ეს არის კულტურა.   ბევრი ვიცი ვინც თავის თოფს არც თუ დიდ ყურადღებას უთმობს-თოფია რა, გავარდება და მოკლავს, მეტი რა გინდაო-უთქვამთ. კი ბატონო, გავარდება და მოკლავს მაგრამ... კარგი ხელოსანი მუშაობის დაწყების წინ ხელსაწყოებს რომ ამოალაგებს და გაშლის, შეხედავ და გესიამოვნება. იმედი მოგეცემა, რომ ეს კაცი უსათუოდ გულდასმით და ნამუსიანად შეასრულებს სამუშაოს. ჟანგისაგან პირ მომტვრეულმა და ტარმორყეულმა ცულმა როგორ უნდა გათალოს ხე სწორად! დასანანია, რომ ახალგაზრდა მონადირეები თვითონ აღარ ტენიან ვაზნებს! არადა, ამ საუკუნის სიღრმიდან წამოსული ტრადიციის დაკარგვა არ იქნებოდა მართებული. ყველა თოფს მუხტების ინდივიდუალური შერჩევა სჭირდება. ერთი კოლოფიდან ამოღებული, ფაბრიკული დამზადების ვაზნებით, ორი თოფი განსხვავებულ შედეგს იძლევა. ძველი მონადირეები საქმის ცოდნით, სიყვარულით და მონდომებით, თავიანთი თოფების თვისებების მიხედვით ტენიდნენ სამწყერე ვაზნებს და კარგ შედეგებსაც აღწევდნენ. დისპერსანტებიაო, იტყვით, ასეთი ვაზნა ყველა პრობლემას ერთბაშად წყვეტს და რაღა საჭიროა ასობით ვაზნის დამზადებაზე დროის და ნერვების ხარჯვაო.  კი ბატონო, მაგრამ დისპერსანტებში საფანტის წონა 30 გრამიდან იწყება და 32-34გრამს აღწევს. ამდენ საფანტს რომ საჭირო სიჩქარე მისცე, კარგა ბლომად დენთია საჭირო. დისპერსანტი მძიმე ვაზნების კატეგორიას განეკუთვნება და აგვისტოს სიცხეში 30-40 მძიმე გასროლის უკუდარტყმის წარმოდგენაც კი მიჭირს. მე ჩემი 1მმ და 1,25მმ ჩოკებიდან 22გრამ საფანტს ვისვრი და საფანტის და დენთის შეფარდება ისე მაქ გათვლილი რომ  25 მეტრამდე საკმარის გაშლას ვიღებ, ნასროლიც მსუბუქი და კომფორტული გამოდის.  უფრო შორს კი მწყერზე სროლა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მაისში, თბილისის შემოგარენში სანადირო ძაღლების საველე გამოცდები და შეჯიბრებები ჩატარდა, რაც მეძებრების სანადირო თვისებების შემოწმებას ისახავს მიზნად. ამ დროს გამოვლინდება ყველა მონაწილე ძაღლის ღირსებები და ნაკლიც, მონადირეს მისი გათვალისწინებისა და ნადირობის სეზონისთვის ძაღლის უკეთ მომზადების საშუალება ეძლევა.  უამისოდ მეძაღლეობის განვითარება წარმოუდგენელია. ამ ღონისძიებებს, ცხადია, მწყერი და ღალღა სჭირდება და რაც მეტი იქნება ეს ფრინველი მინდორში მით უკეთესი. ვაიმონადირეები მოფრენისთანავე დაერევიან დასაბუდებლად გამზადებულ მწყერს და ყველა მინდვრიდან სროლის ხმა ისმის.  ”მონადირეთა” ერთი ასეთი ჯგუფი თბილისის ზღვის მიდამოებში სწორედ მაშინ აპირებდა ნადირობის დაწყებას, როცა ჩვენი კლუბის წევრები მეძებრების შეჯიბრს ატარებდნენ. იმ დღეებში სოფელ ძალისიდან ჩემმა ნაცნობმა ახლაგაზრდა მონადირემ დამირეკა- ამას წინათ ჩვენს მინდვრებში გადამფრენი ღალღის დიდი გუნდები გამოჩნდაო. ზოგიერთი ”მონადირე” მაშინვე გასულა სანადიროდ. მე მათი შეჩერება მოვინდომე-რა გინდა, კაცო ვინადიროთ რა, ჩვენი ხომ არაა, რუსეთის ფრინველია-მიპასუხესო.  20-ე საუკუნის 60-იან წლებამდე და მერეც თბილისელ მონადირეებს წესად ქონდათ თებერვალ-მაისში ჩრდილოეთისკენ მიმავალ ტყის ქათამზე და მაისში ჭოვილოზე(დუპელი) ნადირობა. ამას არც მაშინდელი კანონი კრძალავდა. ცოდვა გამხელილი სჯობს-ტყის ქათამზე არა მაგრამ წალკის ჭაობებში ერთი-ორჯერ მეც მინადირია დუპელზე. საბედნიეროდ მალევე მივხვდი რომ ეს ნადირობა ვერ მანიჭებდა სიამოვნებას. მეტიც, მუდამ შინაგანი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამყვებოდა. სამუდამოდ ავიკრძალე საგაზაფხულო ნადირობა. უბრალო არითმეტიკაა, რაც მეტ გადამფრენ ფრინველს გავუშვებთ გაზაფხულზე გასამრავლებლად ჩრდილოეთში. მით მეტი დაგვიბრუნდება შემოდგომაზე. სპეციალისტებიც ამას ადასტურებენ. ჩვენს მოსაპოვებელს სხვა ვერავინ დახოცავს. ასეც რომ იყოს, ვერ გამიგია, რა სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს კაცს გაზაფხულზე, ბუნების გამოღვიძების ჟამს, ახალმოფრენილი მწყრის ხოცვა. მაშინ როცა ყოველი სულიერი გამრავლების, სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტს აყოლილი, ბუდობისთვის ემზადება, ხე ყვავის და ჩიტი ჭიკჭიკებს. მაისის ბოლოს გოგი ანდრონიკაშვილმა უკრაინიდან ახლაგზრდა, უცხო სისხლების პოინტერი ჩამოიყვანა. სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, ჯიშის განახლებასა და გაძლიერებაზე ზრუნვაც ასეთი უნდა. მასპინძლებმა გოგი, ძაღლების მუშაობის საჩვენებლად, ყირიმის უკიდეგანო სტეპებში გაიყვანეს. იქ ძირითადი, საგეში ფრინველი მწყერი კი არა გნოლი ყოფილა.          რამდენი გნოლი იყო!-აღტაცებით მიყვებოდა ჩემი მეგობარი.-სადაც კი ფეხი დავდგი გნოლები ამოფრინდნენ. ჩვენი ”მაისის მონადირეები” გამახსენდა. აბა ჩვენს მინდვრებში გაუშვი ამდენი გნოლი და ნახავ შემოდგომაზე რა დაგხვდებაო-გულისტკივილით დასძინა გოგიმ.   ამგვარ და სხვა ”წვრილმანებზეც” მონადირეთა წრეში ხშირად საუბრობენ და უფრო ძველი მონადირეები, ახალგაზრდებს სხვა, ასე ვთქვათ, ტექნიკური საკითხები უფრო აინტერესებთ-სად, როგორ, რამდენი?... თუმცა ყველა ახლაგაზრდა მონადირეზე ვერ ვიტყვი ამას. ჩემდა საამაყოდ ისეთ ბიჭებს ვიცნობ, ვისთვისაც სულერთი არ არის, როგორ და რა ხერხით იქნება მოპოვებული ნანადირევი. ისინი ნადირობას კომპლექსურ ჭრილში განიხილავენ და ნურავის გაუკვირდება, თუ ამ წერილს სწორედ მათ მივუძღვნი. საცაა ნადირობა დაიწყება, მოვემზადოთ, ძვირფასო მეგობრებო და გვახსოვდეს, რომ ჩვენი სახე, ჩვენი მონადირული პორტრეტი, ცნობილი ლიტერატურული გმირის მსგავსად, ჩვენივე ნამოქმედარის საფუძველზე იქმნება.   თეიმურაზ ლომინაძე.


წყარო: http://ჟურნალი ”ნადირობა” 2010წ.№8
კატეგორია: სასწავლო სტატიები | დაამატა: giohunt1982 (13.05.2013)
ნანახია: 2427 | კომენტარი: 1 | ტეგები: ნადირობის, nadiroba, sezoni, მომზადება, სეზონისთვის, momzadeba | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 zaza123   (13.05.2013 17:14:06) [მასალა]
მართალია,საგაზაფხულო ნადირობა არანაირი სიამოვნების მომტანი არაა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика