ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » მარტი » 21 » პარლამენტში ინიცირებულია "ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" კანონპროექტი    

13:14:22
პარლამენტში ინიცირებულია "ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" კანონპროექტი
პარლამენტში ინიცირებულია "ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" კანონპროექტი
09:05 21-03-2016
 
პარლამენტში ინიცირებულია "ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად წარედგინა საკანონმდებლო პროექტი, რომლის მიზანია ე.წ. კომპანიონი ცხოველის, როგორც ცოცხალი არსების საარსებო გარემოს ხარისხის დამკვიდრება, მათთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და დაცვა, უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა. 
"ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ცხოველთა დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა მოამზადეს, განსახილველად კი პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარუდგინა. 

პროექტით, კომპანიონ ცხოველად განისაზღვრება ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის, ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად. ამ კონტექტში განისაზღვრება პატრონიანი კომპანიონი ცხოველის, უპატრონო კომპანიონი ცხოველის, მიკედლებული კომპანიონი ცხოველისა და უმეთვალყურეო კომპანიონი ცხოველის საარსებო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები. 

კანონპროეტის მიხედვით, ყველა კომპანიონ ცხოველს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა იარსებოს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში. დაუშვებელია კომპანიონი ცხოველის უმიზეზოდ, გაუმართლებლად მიტოვება ან მოკვლა. თუკი აუცილებელია კომპანიონი ცხოველის მოკვლა, ეს უნდა მოხდეს მყისიერად, ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე. კანონპროექტი ამბობს, რომ მკვდარ კომპანიონ ცხოველს არ უნდა მოეპყრან უკადრისად. 
პროექტის გათვალისწინებით, დაუშვებელი ხდება კომპანიონი ცხოველის გაჩუქება 18 წლამდე ასაკის პირზე, თუ არ არსებობს მშობლების ან პასუხისმგებელი პირის თანხმობა. დაუშვებელი იქნება კომპანიონი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით, ასევე კომპანიონი ცხოველის საკვებად გამოყენება ან მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება. 

პროექტის მიხედვით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება კომპანიონ ცხოველთა გასეირნებასთან დაკავშირებული საკითხი. კერძოდ, ძაღლების საზოგადოებრივ ადგილებში (გარდა დეკორატიული ჯიშისა) გასეირნება მხოლოდ მოკლე საბელით ან საბელითა და ალიკაპით იქნება ნებადართული. კომპანიონი ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში, პატრონი ვალდებული იქნება საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება უზრუნველყოს. 

კომპანიონი ცხოველის პატრონი ასევე ვალდებული ხდება ყოველწლიურად უზრუნველყოს კომპანიონი ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, იმუნიზაცია (მათ შორის ანტირაბიული) და საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება.
პროექტის მიხედვით, კომპანიონ ცხოველებს ქირურგიული ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება ან სხვა სახის ვეტერინარული პროცედურები მხოლოდ ვეტერინარი ექიმის მიერ და მხოლოდ გაუტკივარებით უტარდებათ. აკრძალულია მიორელაქსანტის მტკივნეული პროცედურების ჩატარება. ამასთან, პროექტით აკრძალულია ჩვენებებისა და სხვა არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების მიზნის გარეშე, კომპანიონი ცხოველებისათვის ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: - კუდის მოჭრა, ყურების დაჭრა, სმენის დაქვეითება, ნისკარტის, ბიბილოსა და ფრთების მოჭრა, კბილებისა და ეშვების ამოღება, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, ხმის იოგების გადაჭრა. გამონაკლისია შემთხვევები, თუ ვეტერინარი გადაწყვეტს, რომ მსგავსი ოპერაციის ჩატარება სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია. 

კანონპროექტი ადგენს, რომ დაუშვებელია კომპანიონ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა, კომპანიონი ცხოველისადმი ძალადობისკენ მოწოდება.
პროექტის გათვალისწინებით, კომპანიონ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება: - კომპანიონი ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით ან ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც კომპანიონ ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც გამოიწვევს კომპანიონი ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიურ ტრავმას ან დასახიჩრებას; კომპანიონ ცხოველთა გაგდება და მიტოვება; კომპანიონი ცხოველების სამიზნეებად გამოყენება; საჭიროების შემთხვევაში, კომპანიონი ცხოველისათვის ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა; კომპანიონ ცხოველებზე ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები; ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია კომპანიონი ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა, ასევე კომპანიონი ცხოველის სხეულის ნაწილის სტრუქტურის შეცვლა, იქნება ეს რბილი ქსოვილები თუ ძვლები. კომპანიონი ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან ადამიანების საწინააღმდეგოდ; კომპანიონი ცხოველების ისეთ პირობებში ყოლა, რომლებიც არ შეესაბამება მათს სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას; კომპანიონი ცხოველების გამოყენება რეკლამებში, კინოგადაღებებში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც კომპანიონ ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში, მწუხარება, ტანჯვა და თუ ასეთი ღონისძიებების დროს კომპანიონ ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს, ან სადაც კომპანიონი ცხოველი შეიძლება დასახიჩრდეს ფიზიკურად ან მენტალურად; ზოოფილური აქტები კომპანიონ ცხოველებთან; კომპანიონი ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა და სხვა ქმედებები, რომლებიც კომპანიონი ცხოველის ძლიერ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. 

კანონპროექტით დგინდება, რომ დაუშვებელია ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა კომპანიონი ცხოველების მონაწილეობით.

გარდა ზემოთაღნიშნულისა, პროექტი ითვალისწინებს კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრებში მოთავსების შესაძლებლობას და ადგენს თავშესაფრებში საჭირო პირობების აუცილებლობას. კერძოდ, პროექტი არეგულირებს უმეთვალყურეო, უსახლკარო და მაწანწალა კომპანიონი ცხოველების დაჭერისათვის აუცილებელ წინაპირობებს და საჭიროების შემთხვევაში, მათი თავშესაფრებში განთავსების შესაძლებლობას შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით. 

კანონპროექტის მიხედვით, კომპანიონი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას და ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრირებას. რეგისტრაციის შემდეგ კი, კომპანიონი ცხოველის მაინდენტიფიცირებელ საშუალებებს წარმოადგენს სვირინგი, "საჭდი", მიკროჩიპი ან სპეციალური საყელური, რომელზეც განთავსებულია კომპანიონი ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი და პატრონის მონაცემები. 
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენციას კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის და დაცვის უზრუნველყოფის საქმეში. 


წყაროhttp://interpressnews.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1699 | დაამატა: Admin | ტეგები: პარლამენტში, ცხოველთა, ინიცირებულია, კანონპროექტი, ადამიანის, შესახებ, კომპანიონ, კეთილდღეობის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 გოჩა55   (20.04.2016 21:28:44) [მასალა]
საქმე გამოელიათ 069 069 069

0   Spam
5 giorgigagoshvili   (23.03.2016 12:58:59) [მასალა]
ვახ ამათ რა ვუთხარი, მეტი საქმე რომ არ აქვთ, სხვა ხო ყველაფერი ააყვავეს და ესღა დარჩათ... ისე სხვაგან არ ვიცი, მარა დიღომში დაიწყეს სიარული და დაჯარიმებები, ვის ძაღლსაც ჩიპი არ უყენია, მალე ადგილსაც გამოგიყოფთო და მარტო იქ შეგეძლებათ აშვებაო სტადიონსო ან მასეთ რამესო, და თურმე პოინტერს ნამორდნიკი ჭირდება მონადირე ჯიში არისო, ფოქსტერიერს, დალმატინელს და ჯეკრასელტერიერს არ ჭირდებათ, იმიტომ რომ დეკორატიულები ყოფილან თურმე, მაგრად მაინტერესებს რომელ ქვეყანაში ნახეს მეძებრებზე ალიკაპები?. ჭრაკერვის ინსტიტუტიდან ყავთ კადრები აყვანილი თუ საიდან? ვაბშე არაფრის აზრზე არ არიან... 02 35854

0   Spam
4 VAXO-HUNTER   (23.03.2016 10:10:42) [მასალა]
giohunt1982 გადაღმა კვირეშიო, ასე ამბობენ 069

0  
3 kucuna1   (22.03.2016 17:58:46) [მასალა]
მგონი პირველი ქვეყანა ვიქნებით მალე,სადაც ცხოველებს ადამიანებზე მეტი უფლებები ექნებათ.

0   Spam
2 mere   (22.03.2016 00:23:09) [მასალა]
166 კაია მარა როის იქნება

0  
1 giohunt1982   (21.03.2016 14:21:28) [მასალა]
ცხოველის კომპანიონ ადამიანთა კეთილდღეობის შესახებ კანონი როის შევა პარლამენტში??? gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика