ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 11 » იდეალური კამუფლიაჟი ცხოველთა სამყაროში    

14:00:06
იდეალური კამუფლიაჟი ცხოველთა სამყაროში

● ბარონის მუხლუხი
ჩვეულებრივი ბარონი, ან უბრალოდ ბარონი, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. გამოჩეკვისას მათი ზომა 4 მმ-ია და პატარა გამონაზარდები აქვთ, თუმცა ზრდის მეოთხე-მეხუთე სტადიაზე 45 მმ-ს აღწევენ. მათი ფორმა და შეფერილობა არაჩვეულებრივად ეხამება ფოთლებს, რისი მეშვეობითაც მომწიფების ასაკამდე მტაცებლებს თავიდან იცილებენ.


● მერლეტის სკორპენი
მერლეტის სკორპენი ბევრი სხვა სახელითაც მოიხსენიება, რომლებშიც „მაქმანი” ურევია. ამის მიზეზი ისაა, რომ მას უამრავი საცეცი და ფარფლი აქვს, ასევე ზოგადად უჩვეულო ფორმა, რაც მაქმანის მსგავს შესახედაობას აძლევს. ამ ფაქტორების გამოყენებით სკორპენი მცენარეს ემსგავსება და ერევა მარჯნის რიფებს, სადაც შეიძლება საათობით ელოდოს მსხვერპლს, გამოჩენისას კი ისკუპოს და უზარმაზარი პირი წაატანოს.



● ჯუჯა ზღვის ცხენი
2 სმ სიგრძის სხეულისა და შეხამების გამორჩეული უნარის ქონის გამო ეს არსება მხოლოდ 1969 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ კიდევ 6 სახეობას წააწყდნენ (ექვსივეს 2000 წლის შემდეგ). მათი პოვნა შესაძლებელია 10-40 მეტრ სიღრმეში, ძირითადად ავსტრალიის, ინდონეზიის, იაპონიის, ახალი კალედონიისა და პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროებთან


● ავსტრალიური უფეხურა
ავსტრალიური უფეხურა ბუა, რომელიც დღისით მშვიდად, თვალებდახუჭული ზის, ხანდახან კისერს ჭიმავს ან ბუმბულებს ისწორებს, კამუფლაჟის თვისების წყალობით კი შორიდან ხის ტოტს ჰგავს. თუმცა ბედის ირონიით, ეს მათი ყველაზე დიდი მტერიცაა: ისინი ღამით ნადირობენ მწერებზე, რომელთა შემჩნევაც ყველაზე ადვილია მოძრავი მანქანისგან განათებულ ადგილას. მაგრამ რადგანაც ძნელია მათი ტოტისგან გარჩევა, ნადირობა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.



● ფოთლოვანი ზღვის დრაკონი 
ფოთლოვანი ზღვის დრაკონი ავსტრალიის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე ოკეანის წყლებში ბინადრობს. მისი გრძელი და წვრილი სხეულის ზომა 35 სმ-მდეა, ფორმით კი ფოთლებს მიაგავს და წყალმცენარეებთან ყოფნისას მისი გარჩევა ძალიან ძნელია. ბიოლოგიურად ფოთლოვანი ზღვის დრაკონი ყველაზე ახლოს დგას ზღვის ცხენებთან და ნემსთევზასთან.


 

● ლენტისებრი ჩრჩილი
ლენტისებრი ჩრჩილის 200-ზე მეტი სახეობა არსებობს და მათი უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ეს არსებები სპეციალურად ირჩევენ ხეებს ქერქის ისეთი ფერით, რომელიც მათი სხეულის შეფერილობას შეესაბამება, რათა უკეთ დაიცვან თავი.




 

● ფოთლის პეპელა
ცხოველთა სამყაროში კამუფლაჟის ერთ-ერთი სრულყოფილი მაგალითია ფოთლის პეპელა, რომელიც ტროპიკულ აზიაშია გავრცელებული, უფრო მეტად კი ინდოეთსა და იაპონიაში. ის წელიწადში ორ თაობას ტოვებს, რომელთა გარეგნობა ამინდზეა დამოკიდებული – წვიმიან პერიოდში უნდა გაჩდნენ თუ მშრალში. ფრთები ძალიან ემსგავსება ფოთლებს, ზოგჯერ ისეთი ნახვრეტებიც კი აქვს, როგორიც გამხმარ ფოთოლს.




● ფოთლის მწერი
ეს არსება გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ავსტრალიამდე. კამუფლაჟის უნარის მეშვეობით ისინი ისე სრულყოფილად ემსგავსებიან ფოთლებს, რომ მტაცებლები მათ აღმოჩენას უმეტესწილად ვერ ახერხებენ. ზოგჯერ კიდეებზე ისეთი ფორმა აქვთ, თითქოს ფოთოლი მოკბეჩილია ან გახეული. უფრო მეტად რომ დააბნიოს მტაცებლები, ფოთლის მწერი მოძრაობაშიც ნიავისგან ატაცებულ ფოთოლს ბაძავს.



● ფოთლისკუდიანი გეკონი
მადაგასკარზე მობინადრე ფოთლისკუდიანი გეკონი, ფოთლის პეპლის მსგავსად, ემსგავსება გამომშრალ, გამხმარ, დამპალ ფოთლებს, ასევე შეიძლება, შეეხამოს ხის ქერქს ან ხავსს. მისი სიგრძე კუდის ჩათვლით 6-15 სმ-ია, სხეულის შეფერილობა შეიძლება იყოს მოყვითალო, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, მეწამული, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ყავისფერია.



წყაროhttp://bazieri.ge
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 3263 | დაამატა: დათო_მონადირე | ტეგები: სამყაროში, ცხოველთა, კამუფლიაჟი, იდეალური | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 kaxi432111   (11.10.2014 15:43:37) [მასალა]
166 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика