ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 5 » მთავრობამ დათვების დახოცვის შესახებ განკარგულება გასცა    

10:35:07
მთავრობამ დათვების დახოცვის შესახებ განკარგულება გასცა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე, ყვარლის და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებს დათვების ლიკვიდაციის უფლება მიეცათ. გარემოს დაცვის სამინისტროსა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტბს შორის დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელებისთვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

როგორც "ლიბერალს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს, როდესაც მოსახლეობას გარეული ცხოველი თავს ესხმის ან მათ ჯანმრთელობასა და ქონებას საფრთხეს უქმნის, თავდამსხმელი ცხოველის რაოდენობას ამცირებენ.

"მუნიციპალიტეტების გამგეობებმა მოგვმართეს, რომ მოსახლეობას დათვები თავს ესხმოდნენ. ჩვენ ადგილზე ექსპერტები მივავლინეთ, მათ დასკვნა მოამზადეს იმის შესახებ, რომ გარეული ცხოველის მოკვლა აუცილებელი იყო", - უთხრა "ლიბერალს" გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნონა ხელაიამ. 

ხელაიას თქმით, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. "დათვს, რომელიც შეჩვეულია მოსახლეობას, არაფერი უშველის". ნონა ხელაიას თქმით, რეინჯერების პატრულირებით ან სხვა ღონისძიებებით მოსახლეობის დათვებისგან თავდასხმის შეჩერება ვერ მოხდებოდა. 

"როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს მასშტაბით რეინჯერების პატრულირება, სამინისტროს რამდენი რეინჯერი უნდა ჰყავდეს, რომ ეს გააკეთოს", - ამბობს ხელაია.

ყვარლის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში "ლიბერალს" განუცხადეს, რომ ზოგიერთ სოფელში, დათვები მოსახლეობას, ფერმერებს თავს ესხმოდნენ, რის შემდეგ მოქალაქეებმა საკრებულოს ერთობლივი წერილით მიმართა.

"საკრებულომ კი გუბერნატორის აპარატსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა, მდგომარეობა აუხსნა და დახმარება სთხოვა. ჩვენთვის ცნობილი არაა, რა ფორმით დაგვეხმარებიან", - განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტში.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსმა რევაზ ვარშანიძემ "ლიბერალს" უთხრა, რომ რამდენიმე თემში დათვმა მსხვილფეხა პირუტყვი გაანადგურა. ამის გამო მათ გარემოს დაცვის სამინისტროში შესაბამისი განცხადება გადააგზავნეს.  "ვითხოვდით ნებართვებს, ან შესაბამისი სამსახურების ჩართვას, რომელიც დათვებს დახოცავდა", - ამბობს რევაზ ვარშანიძე.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრ “ნაკრესის” გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი შავგულიძემ "ლიბერალთან" საუბარში აღნიშნა, რომ დათვების დახოცვის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხევებში უნდა იყოს მიღებული, მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის. მისი თქმით, ზომები კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა იყოს მორგებული.

"ამგვარი განკარგულებები საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზე უნდა გაიცეს, ასევე დათვები აუცილებელად პროფესიონალების მიერ უნდა იყოს დახოცილი და არა ისე, რომ ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ვისაც რომელი დათვი უნდა, ის მოკლას. ამასთან, აუცილებელია იმ დათვის იდენტიფიკაცია, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. მეორე საკითხია იმის მონიტორინგი, როგორ გამოიყენებენ ამ უფლებას, ვეჭვობთ, რომ მუნიციპალიტეტებმა შეიძლება, ეს კარგად არ შეასრულონ", - აცხადებს შავგულიძე.

რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, მისი თქმით, არის სახელმწიფოები, სადაც ლიკვიდაციის გარდა, ტრანსლოკაციის მეთოდი გამოიყენება, როდესაც პრობლემურ ცხოველს იჭერენ და სხვაგან გადაჰყავთ.

"საქართველოს შემთხვევაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ისეთი ადგილები ძალიან ცოტაა, სადაც დათვი მოსახლეობას არ შეაწუხებს. ამასთან, ტრანსლოკაცია საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ გარდა ეკონომიკური საკითხისა, საქართველოში მისი განხორციელება, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ნაკლებად შესაძლებელია", - ამბობს შავგულიძე.

შავგულიძის თქმით, მეორე ვარაინტი დათვის სამუდამოდ დატყვევებაა, მაგრამ ამ შემთხევაში ეთიკური საკითხი წარმოიშვება ხოლმე - რამდენად ეთიკურია დათვების სამუდამოდ დატყვევება.

“მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი "ლიბერალს" კიდევ ერთი ვარიანტის შესახებ ესაუბრა. მაჭარაშვილი დათვის დაძინების შესაძლებლობაზე საუბრობს, რის შემდეგაც ცხოველი თავშესაფარში გადაჰყავთ. საქმე ის არის, რომ  საქართველოში ასეთი თავშესაფრები არ არის.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაკრესის" თავმჯდომარემ ბეჟან ლორთქიფანიძემ "ლიბერალს" განუცხადა, 2004 წლის მონაცემებით, საქართველოში მინიმუმ 450 დათვი დაფიქსირდა, მათი მაქსიმალური რაოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა. 



წყაროhttp://www.liberali.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2695 | დაამატა: Admin | ტეგები: დათვების, მთავრობამ, გასცა, შესახებ, განკარგულება, დახოცვის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 221 2 »
0   Spam
22 dereza   (07.10.2014 09:52:41) [მასალა]
ისე დთვზე ნადირობის შანსი არც მქონია და არც მინადირია და დიდიი სურვილი არც მაქვს კურდღელი მირჩევნია და ტყის ქათამზე ხო სააერთოდ, იმ დათვს თუ გადაეკეტა და დამანგრია რად მინდა ეგეთი ნადირობა :D :D :D

0   Spam
21 dereza   (07.10.2014 09:50:54) [მასალა]
დევიზი აიღეს გავამრავლოთ ტურა მელა მგელიოო : )))

0   Spam
20 dereza   (07.10.2014 09:49:20) [მასალა]
ჯერ ერთი ის არის ჩემო ძმაო ერთი დათვის მოკვლა და სულ მთლიანის განადგურება სხვადასხვა რამ არის ელა ეგ კანონი რო დაუშვეს ნახე რა ამბავი იქნება ტყეში შეიძლება იმდენი მონადირე იყოს ნომერში კაცი გამოდიოდესს:)) მეორე ბრაკონიერები ხო იასნად ხელსმოითბობენ ასე რომ ვთქვათ..მესამე მე რო შანსი მომეცეს კი იასნად ვესვრიი მაგრამ 1დათვის მოკვლა და სულ განადგურება ეგეეც დიდი განსხვავებაა, ეგრე ბევრს მისცემია შანსი და მოუკლავთ მაგრამ არ გამწყდარა ეგ ცხოველი ეგრე ნადირობით და ეხლა ალბად ზოპარკში თუ დავინახავთ სადგაც რამდენიმე წელში რავი იქაც თუ არ მოკლეს ხალხს აწუხებსოო :D

0   Spam
19 jek-deniels   (07.10.2014 00:53:56) [მასალა]
შანსი რო მოგეცეს არ ინადირებ დათვზე და არ მოკლავ?

+2   Spam
18 dereza   (06.10.2014 23:47:32) [მასალა]
მე ბრაკონიერობას კი არ ვამბობ უბრალოდ დათვის ეგრე განადგურება საცოდაობა და ღალღა მიფრინავს წავაა და ისევ ჩამოვა დათვი გაწყდება და მერე ან გამრავლდება და ან არა გალღა იმ რაოდენობით მაინც დარჩებარო პერელიოტი გაკეტოს და მომავალში ისევ დაბრუნდეს დათვების პერელიოტი ჯერ არ ყოფილა !!

0   Spam
17 jek-deniels   (06.10.2014 22:36:53) [მასალა]
მოკვლა 2 ივესი აკძალულია და მაშინ როგორც ამბობტ ორივე ბრაკონიერობაა

0   Spam
16 dereza   (06.10.2014 21:05:44) [მასალა]
ღალღის და დათვის შედარება მაინც არ შეიძლება :)))

0   Spam
15 dereza   (06.10.2014 21:04:50) [მასალა]
მგელი მელია და ტურააააა უფროო აშავეებენ და იმათზე დაუსვან ნადირობაა !!!!!

0   Spam
14 Avci   (06.10.2014 19:11:55) [მასალა]
ეხლა დათვს ტყეში საკვები აქვს და ეხლა უნდა მიადგეთ და კლათ არასწორი ლოგიკადა აზროვნება არის,გაზაფხული რო იყოს კი

+1   Spam
13 aleko90   (06.10.2014 15:42:34) [მასალა]
ლიკვიდაცია კანონის მიმგებს უნდა გაუკეთო!!!!!!!!!!!!...რა გვაქ ქართულ სანადირო მეურნეობაში სალიკვიდაციო მგლისა და ტურის გარდა???????????????ხადურს დათვი დარჩა გასაჟლეტი დანარჩენი ოთხფეხი ხომ გაწყვიტა 25 25 25 23_30_126 23_30_126

-1   Spam
12 sos112   (06.10.2014 14:03:00) [მასალა]
კარგია რო კლავენ უნდა დარეგულირდეს 10

0   Spam
11 ANZ2   (06.10.2014 10:39:08) [მასალა]
დათვებს რას ერჩოდნენ მგელმა და ტურამ რო გადაგვჭამა იმას მიხედონ სადე ნახეს ნეტა მომრავლებული დათვი 25 25 25 25

-2   Spam
10 jek-deniels   (05.10.2014 22:51:14) [მასალა]
ისე ნუ ლაპარაკობთ თითქოს დათვი დაინახოდ და არ ესროლოდ (მშიშრებს არ ვგულისხმობ) ძალიან თუ კანონს იცავთ რამდენი სურათი ვნახე რო ღალღები გყავთ დახოცილი მიპასუხეთ აბა ვისაც ღალღა უფრინდება და ვისაც ნადირი ხვდება და არ სვრის მაგეEბმა ველოდები პასუხს 25

0   Spam
9 vepxo   (05.10.2014 22:47:02) [მასალა]
სად ნახეთ და ვინ დათვალა ეგ დათვები,რატომ მგლების,ტურების,მელიების და ეგეთი მავნებლების მიმართ არ რთავთ ხალხს ნებას რომ გამოხშირონ.ხომ მოგმართათ ხალხმა?რატომ არ შეისმინეთ.თქვენ თუ არ გინდათ რიყეზე ქვას არ დაინახავთ.

+3   Spam
8 maxo777   (05.10.2014 19:11:12) [მასალა]
23 ეჰ ეჰ, მგელი დაგეშვათ თქვე კაი ხალხო,ლამისაა ხალხი დაჭამოს ზამთარში

1-15 16-22
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 33
    სტუმარი: 33
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика